ქუთაისში, 30 წლის გოგოს მკვლელობის ბრალდებით, გარდაცვლილის მეგობარი ქალი დააკავეს. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით შსს განცხადებას ავრცელებს.
სამინისტროს ცნობით, განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულია 1975 წელს დაბადებული ბ.კ.
დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ქალმა მიმდინარე წლის 18 ივლისს, ქუთაისში, ზვიად გამსახურდიას გამზირზე მდებარე საცხოვრებელ ბინაში, თავის მეგობართან - 1989 წელს დაბადებულ ე.ჩ.-სთან სტუმრად ყოფნის დროს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, მასპინძელს ცივი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიყენებული დაზიანებების შედეგად, ე.ჩ. ადგილზე გარდაიცვალა.
პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღო. ბრალდებული დანაშაულს აღიარებს.
გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს". - აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.
მასობრივი ფსიქოზია საქართველოში!
მთავრობა რატომღაც ყველაფერს ქურდულ გარჩევას აბრალებს და პიარ დაჭერები მიდის ყველასი, ვინც უცხოეთში ტელეფონზე დაილაპარაკებს!
ხალხს მიხედეთ, მათ შეგნებას, განათლებას, ფსიქიურ მდგომარეობას!!
მარტო ევროპის და აშშ - ის საშინაო დავალებებს რომ ასრულებთ, საკუთარი მოქალაქეების დაჩაგვრის ხარჯზე!
ქურდებიც იყვნენ,ერთ დროს, საბჭოთა ჯარიც, მაგრამ ასეთი მანიაკები მკვლელები არ ყოფილა საქართველოში!
განზრახ მკვლელობაზე უნდა იყოს სამუდამო პატიმრობა, იქნებ გამოფხიზლდეს ეს ფაიქიკა შერყეული ხალხი