მეცნიერება
მსოფლიო
პოლიტიკა

26

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ავტორი:

საქართველოს ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ჩოხატაურში ღვინის მარანი აშენდა

საქართველოს ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ჩოხატაურში ღვინის მარანი აშენდა

საქართველოს ბანკი ბიზნესის მხარდაჭერას განაგრძობს. ბანკის ფინანსური თანამონაწილეობით ჩოხატაურის სოფელ ზემოფარცხმაში ღვინის მარანი აშენდა. მარანში 4 ქვევრი განთავსდება თითოეულის მოცულობა 700 ლიტრია. ქვევრები კომპანიამ უკვე შეიძინა და ამ ეტაპზე მისი მონტაჟი მიმდინარეობს. კომპანია ჩხავერის ჯიშის ღვინოს თავად აწარმოებს. ვაზი 1 ჰა-ზეა გაშენებული და მოსავალი წლიდან წლამდე იზრდება. შპს „მარიკა შოშაშვილი“ წელს 3 ტონა ყურძენის მოსავალს ელოდება. მოყვანილი ყურძნით კომპანია „მეფარიშვილის მარანს“ ეტიკეტირებულ ბოთლებში ასხამს, თუმცა მანამდე მას ქვევრში, ტრადიციული წესით ინახავს.

კომპანია მოგვიანებით კიდევ უფრო მეტად განვითარებას და ღვინის ტურიზმის ხელშეწყობის მიზნით საოჯახო სასტუმროს გახსნას აპირებს.

ღვინის მარნის ასაშენებლად ამ ეტაპზე კომპანიის მიერ ჩადებულმა ინვესტიციის საერთო მოცულობამ 70 000 ლარი შეადგინა. პროექტის დასრულების შემდეგ კომპანია სოფელში ახალი სამუშაო ადგილების შექმნას გეგმავს.

„მოხარული ვართ, რომ ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ჩოხატაურის სოფელ ზემოფარცხმაში ღვინის საოჯახო მარანი აშენდება. საოჯახო მარნები ევროპაში, მაგალითად იტალიაში საკმაოდ პოპულარულია. ჩვენი მიზანია ხელი შევუწყოთ საოჯახო მარნის პოპულარიზაციას, ღვინის ბიზნესს და ამით წავახალისოთ ტურიზმი. ახალი მარნის გახსნა ახალ სამუშაო ადგილებსაც შექმნის, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია“,- განაცხადა მერაბ ახვლედიანმა საქართველოს ბანკის საცალო ბიზნესის საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორმა.

NS

საქართველოს ბანკმა მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერისთვის ევროპის საინვესტიციო ბანკის ჯგუფთან 60 მილიონი ევროს მოცულობის საგარანტიო ხელშეკრულება გააფორმა

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით შპს ვივიმ ვენახები გააშენა

საპარტნიორო ფონდი,სტარტაპ-საქართველო და „USAID-Zrda“ გამყოფი ზოლის მიმდებარედ  ერთობლივი პროექტის ფარგლებში, საწარმოს მშენებლობას იწყებენ