პოლიტიკა
მსოფლიო

26

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
სამხედრო
Faceამბები
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ინდოეთში ქორწილიდან მეორე დღეს სიძე COVID-19-ით გარდაიცვალა, ხოლო ქორწილის 80 სტუმარი ინფიცირებული აღმოჩნდა
ინდოეთში ქორწილიდან მეორე დღეს სიძე COVID-19-ით გარდაიცვალა, ხოლო ქორწილის 80 სტუმარი ინფიცირებული აღმოჩნდა

ინ­დო­ეთ­ში ქორ­წი­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის წყა­როდ იქცა. ქორ­წი­ლი­დან მე­ო­რე დღეს სიძე COVID-19-ით გარ­და­იც­ვა­ლა, ხოლო ქორ­წი­ლის 80 სტუ­მა­რი ვირუ­სით და­ინ­ფი­ცირ­და. ამის შე­სა­ხებ CNN წერს.

შემ­თხვე­ვა ინ­დო­ე­თის აღ­მო­სავ­ლეთ ნა­წილ­ში, ბი­ჰა­რის შტატ­ში მოხ­და. ქა­ლაქ პატ­ნას კლი­ნი­კის ხელ­მძღვა­ნე­ლი, კი­შო­რე ჩოდ­რი ამ­ბობს, რომ COVID-19-ზე ტეს­ტი ქორ­წი­ლის ყვე­ლა სტუ­მარს ჩა­უ­ტარ­და და მათ­გან 80 ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი აღ­მოჩ­და.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ სი­ძეს პან­დე­მი­ის გამო ქორ­წი­ლის გა­და­დე­ბა სურ­და, თუმ­ცა მშობ­ლებ­მა მისი სურ­ვი­ლი არ გა­ით­ვა­ლის­წი­ნეს და შვი­ლებს ხალ­ხმრა­ვა­ლი, ტრა­დი­ცი­უ­ლი ინ­დუ­რი ქორ­წი­ლი გა­და­უ­ხა­დეს, რო­მელ­საც 360 ადა­მი­ა­ნი და­ეს­წრო.

სიძე 30 წლის იყო, მას ჯერ ტემ­პე­რა­ტუ­რამ აუ­წია, შემ­დეგ დი­ა­რეა და­ე­მარ­თა, ორი დღის შემ­დეგ კი, როცა მდგო­მა­რე­ო­ბა დამ­ძიმ­და და სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მიჰ­ყავ­დათ, გზა­ში გარ­და­იც­ვა­ლა. მის­თვის კო­რო­ნა­ვირუს­ზე ტეს­ტი არ ჩა­უ­ტა­რე­ბი­ათ, მაგ­რამ ვი­ნა­ი­დან ოჯა­ხის წევ­რებს ვირუ­სი აღ­მო­აჩ­ნდათ და მა­საც ყვე­ლა სიმპტო­მი ჰქონ­და, ექი­მე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ COVID-19-ით გარ­და­იც­ვა­ლა. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ პა­ტარ­ძალს კო­რო­ნა­ვირუ­სი არ აღ­მო­აჩ­ნდა.

ქორ­წი­ლი ორი კვი­რის წინ გა­ი­მარ­თა მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ინ­დო­ეთ­ში კა­რან­ტი­ნია გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი და ხალ­ხმრა­ვა­ლი შეკ­რე­ბე­ბი აკ­რძა­ლუ­ლია.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ინ­დო­ე­თი იმ ქვეყ­ნებს შო­რი­საა, რო­მე­ლიც ვირუს­მა ყვე­ლა­ზე მე­ტად და­ა­ზა­რა­ლა. ამ დრომ­დე იქ 606 907 ადა­მი­ა­ნი და­ინ­ფი­ცირ­და. აღ­ნიშ­ნუ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბით მსოფ­ლი­ოს მე­ო­თხე ქვე­ყა­ნაა და მხო­ლოდ აშშ-ს, ბრა­ზი­ლი­ა­სა და რუ­სეთს ჩა­მორ­ჩე­ბა. ინ­დო­ეთ­ში COVID-19-ით 17 860 ადა­მი­ა­ნი გარ­და­იც­ვა­ლა, ხოლო 360 378 პა­ცი­ენ­ტი გა­მო­ჯან­მრთელ­და.

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დოდო
49

კი აბა დავიჯერეთ ))) რაც არ უნდა გაავცელოთ ვერ დაიჯერებს ქართველი ამ ყველაფერს. ვაკცინებისკენ მიჰყავთ ყველაფერი 1000 სისულელეს იგონებე ხალხის დასაძინებლად.. 

ელგუჯა
0

დაიჯერებდი დაპატიჟებული რომ ყოფილიყავი!

ავტორი:

ინდოეთში ქორწილიდან მეორე დღეს სიძე COVID-19-ით გარდაიცვალა, ხოლო ქორწილის 80 სტუმარი ინფიცირებული აღმოჩნდა

ინდოეთში ქორწილიდან მეორე დღეს სიძე COVID-19-ით გარდაიცვალა, ხოლო ქორწილის 80 სტუმარი ინფიცირებული აღმოჩნდა

ინდოეთში ქორწილი კორონავირუსის გავრცელების წყაროდ იქცა. ქორწილიდან მეორე დღეს სიძე COVID-19-ით გარდაიცვალა, ხოლო ქორწილის 80 სტუმარი ვირუსით დაინფიცირდა. ამის შესახებ CNN წერს.

შემთხვევა ინდოეთის აღმოსავლეთ ნაწილში, ბიჰარის შტატში მოხდა. ქალაქ პატნას კლინიკის ხელმძღვანელი, კიშორე ჩოდრი ამბობს, რომ COVID-19-ზე ტესტი ქორწილის ყველა სტუმარს ჩაუტარდა და მათგან 80 ინფიცირებული აღმოჩდა.

აღსანიშნავია, რომ სიძეს პანდემიის გამო ქორწილის გადადება სურდა, თუმცა მშობლებმა მისი სურვილი არ გაითვალისწინეს და შვილებს ხალხმრავალი, ტრადიციული ინდური ქორწილი გადაუხადეს, რომელსაც 360 ადამიანი დაესწრო.

სიძე 30 წლის იყო, მას ჯერ ტემპერატურამ აუწია, შემდეგ დიარეა დაემართა, ორი დღის შემდეგ კი, როცა მდგომარეობა დამძიმდა და საავადმყოფოში მიჰყავდათ, გზაში გარდაიცვალა. მისთვის კორონავირუსზე ტესტი არ ჩაუტარებიათ, მაგრამ ვინაიდან ოჯახის წევრებს ვირუსი აღმოაჩნდათ და მასაც ყველა სიმპტომი ჰქონდა, ექიმები ამბობენ, რომ COVID-19-ით გარდაიცვალა. აღსანიშნავია, რომ პატარძალს კორონავირუსი არ აღმოაჩნდა.

ქორწილი ორი კვირის წინ გაიმართა მიუხედავად იმისა, რომ ინდოეთში კარანტინია გამოცხადებული და ხალხმრავალი შეკრებები აკრძალულია.

აღსანიშნავია, რომ ინდოეთი იმ ქვეყნებს შორისაა, რომელიც ვირუსმა ყველაზე მეტად დააზარალა. ამ დრომდე იქ 606 907 ადამიანი დაინფიცირდა. აღნიშნული მონაცემებით მსოფლიოს მეოთხე ქვეყანაა და მხოლოდ აშშ-ს, ბრაზილიასა და რუსეთს ჩამორჩება. ინდოეთში COVID-19-ით 17 860 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 360 378 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

"საიდუმლო დაავადება", რომლის გამოც ინდოეთში 227 ადამიანი საავადმყოფოში მოხვდა - "პაციენტებს თვალები ეწვოდათ, ზოგი კი გონებას კარგავდა"

"ყველას გვინდა საყვარელ ადამიანებთან ერთად ყოფნა, მაგრამ ნუ გააკეთებთ ამას" - ჯანმოს ხელმძღვანელის რეკომენდაციები დღესასწაულების აღსანიშნად

მინსკში საპროტესტო აქციაზე 300 ადამიანი დააკავეს