პოლიტიკა
მსოფლიო

26

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
სამხედრო
Faceამბები
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როდის დასახლდნენ თბილისში სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფები და რომელი გვარები ჩამოვიდნენ რეგიონებიდან დედაქალაქში მე-19 საუკუნეში
როდის დასახლდნენ თბილისში სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფები და რომელი გვარები ჩამოვიდნენ რეგიონებიდან დედაქალაქში მე-19 საუკუნეში

მრა­ვა­ლე­რო­ვა­ნი თბი­ლი­სის წარ­სულ­ზე, მის ყოფა-ცხოვ­რე­ბა­ზე არა­ერ­თხელ თქმუ­ლა და და­წე­რი­ლა. თა­ვის ჩა­ნა­წე­რებ­ში სა­ინ­ტე­რე­სო ეპი­ზო­დებს უცხო­ე­ლი მოგ­ზა­უ­რე­ბიც აკე­თებ­დნენ.

თბი­ლი­სის ეთ­ნი­კურ შე­მად­გენ­ლო­ბას ახა­სი­ა­თებ­და გა­ზე­თი "კავ­კა­ზი" - "ხალ­ხი მოძ­რა­ობს, ფუს­ფუ­სებს, ერ­თმა­ნეთ­ში ირე­ვა - კოს­ტი­უ­მე­ბი, სა­ხე­ე­ბი და მორ­თუ­ლო­ბა­ნი. ქარ­თვე­ლი, სპარ­სე­ლი, ოსი, ლეკი... ჩო­ხე­ბი, ჩერ­ქე­ზე­ბი, ჩალ­მე­ბი, ნაბ­დე­ბი, სწრა­ფად ელა­ვენ თქვენს თვალ­წინ და ვერც კი ას­წრებ გამ­ვლელ­თა დათ­ვა­ლი­ე­რე­ბას. აი, ქა­ლა­ქის გა­რე­უბ­ნი­დან მო­სუ­ლი ქა­ლე­ბი კა­რა­ქით, ერ­ბო­თი, ლო­რი­თა და რძით... აი, ქარ­თვე­ლე­ბი, ებ­რა­ლე­ბი, ფარ­თლი­თა და ქალ­თა ხელ­საქ­მის, ტუ­ა­ლე­ტის საწ­ვრილ­მა­ნო­თა დამ­ტა­რე­ბელ­ნი"...

პლა­ტონ ზუ­ბო­ვი კი ასე აღ­წერს: "ეროვ­ნულ ტა­ნი­სა­მოს­ში, მუნ­დი­რებ­სა და ფრა­კებ­ში გა­მო­წყო­ბი­ლი ოს­მა­ლე­ბი, ინ­დო­ე­ლე­ბი, თათ­რე­ბი, გერ­მა­ნე­ლე­ბი, ინ­გლი­სე­ლე­ბი, მთი­ე­ლე­ბი, სომ­ხე­ბი, ქარ­თვე­ლე­ბი და სხვა­ნი... ევ­რო­პუ­ლი ეტ­ლე­ბი, გერ­მა­ნუ­ლი ფორშპა­ნე­ბი, ქარ­თუ­ლი ურ­მე­ბი, სა­პალ­ნი­ა­ნი კა­მე­ჩე­ბი, ხა­რე­ბი, აქ­ლე­მე­ბი, სა­ხედ­რე­ბი - ყო­ვე­ლი­ვე, ყო­ველ წუთს გა­ნუ­წყვე­ტელ პა­ნო­რა­მად იშ­ლე­ბა თვალ­წინ და ორი­გი­ნა­ლურ სუ­რათს იძ­ლე­ვა".

სხვა­დას­ხვა ერის ადა­მი­ა­ნი თბი­ლის­ში იმ­თა­ვით­ვე შე­ეთ­ვი­სა ერ­თმა­ნეთს, რა­საც თა­ვად ქა­ლა­ქის კე­თილ­გან­წყო­ბა და ქარ­თვე­ლე­ბის სტუ­მარ­თმოყ­ვა­რე ბუ­ნე­ბა გან­სა­ზღვრავ­და, თუმ­ცა ალ­ბათ სა­ინ­ტე­რე­სოა, სა­ი­დან და რო­გორ მოხ­და თბი­ლი­სის მო­სახ­ლე­ო­ბის ასე­თი ეთ­ნი­კუ­რი აჭ­რე­ლე­ბა.

პრო­ფე­სო­რი რო­ლანდ თოფ­ჩიშ­ვი­ლი AMBEBI.GE-სთან სა­უ­ბარ­ში აღ­ნიშ­ნავს, რომ თბი­ლი­სის მო­სახ­ლე­ო­ბის რო­გორც რა­ო­დე­ნობ­რი­ვი, ისე პრო­ცენ­ტუ­ლი ზრდა XX სა­უ­კუ­ნის 20-იანი წლე­ბი­დან და­ი­წყო.

- თბი­ლი­სის მო­სახ­ლე­ო­ბა, ქა­ლა­ქის და­არ­სე­ბი­დან­ვე ქარ­თუ­ლი იყო, რო­დი­დან და­ი­წყო სხვა­დას­ხვა ეთ­ნი­კუ­რი ჯგუ­ფის შე­მო­დი­ნე­ბა?

- ეს პრო­ცე­სი ნელ-ნელა და თან­და­თან და­ი­წყო, თუმ­ცა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ძვრე­ბი ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით არაბ­თა ბა­ტო­ნო­ბის დამ­ყა­რე­ბამ (VII სა­უ­კუ­ნე­ში 50-იანი წლე­ბი) გა­მო­იწ­ვია. გან­სა­კუთ­რე­ბით კი თბი­ლი­სის სა­ა­მი­როს შექ­მნამ (VIII სა­უ­კუ­ნის 30-იან წლე­ბი), როცა სა­ნა­პი­რო დამ­ცვე­ლი შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი რაზ­მე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა და­ი­წყო. არა­ბუ­ლი ტო­მე­ბის მაჰ­მა­დი­ან­თა ვა­ჭარ-ხე­ლო­სან­თა რი­ცხვმაც მო­ი­მა­ტა. მაჰ­მა­დი­ა­ნუ­რი მო­სახ­ლე­ო­ბის გა­ჩე­ნას, მე­ჩე­თის აგე­ბაც მოჰ­ყვა.

XII-XIII სა­უ­კუ­ნის ცნო­ბი­ლი ვე­ნე­ცი­ე­ლი ვა­ჭა­რი და მოგ­ზა­უ­რი მარ­კო პოლო წერ­და: "თბი­ლის­ში ცხოვ­რო­ბენ ქრის­ტი­ა­ნი ქარ­თვე­ლე­ბი და სომ­ხე­ბი, ასე­ვე მაჰ­მა­დი­ა­ნე­ბი და ებ­რა­ე­ლე­ბი, მაგ­რამ ისი­ნი ცო­ტა­ნი არი­ან“. მომ­დევ­ნო პე­რი­ოდ­ში ებ­რა­ე­ლე­ბი დო­კუ­მენ­ტებ­ში არ არი­ან მოხ­სე­ნი­ე­ბუ­ლი, რად­გა­ნაც იმ­დრო­ინ­დელ თბი­ლის­ში მათი რა­ო­დე­ნო­ბა შემ­ცი­რე­ბუ­ლია. ებ­რა­ე­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა შე­ზღუ­დეს XVII სა­უ­კუ­ნის შუა ხა­ნე­ბი­დან თბი­ლის­ში ჩა­მო­სახ­ლე­ბულ­მა სომ­ხებ­მა, მათ­ვე შე­ზღუ­დეს ებ­რა­ე­ლე­ბის ვაჭ­რო­ბა, ხე­ლოს­ნო­ბის სფე­რო. ებ­რა­ე­ლო­ბა იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და, სა­მოქ­მე­დო ას­პა­რე­ზი სა­ქარ­თვე­ლოს პა­ტა­რა ქა­ლა­ქებ­ში გა­და­ე­ტა­ნა.

- ეთ­ნი­კუ­რი რუ­სე­ბი რო­დის გაჩ­დნენ სა­ქარ­თვე­ლო­ში?

- აღა-მაჰ­მად-ხა­ნის შე­მო­სე­ვამ 1795 წელს ქარ­თველ­თა ძი­რი­თა­დი ნა­წი­ლი გა­ა­ნად­გუ­რა. XIX სა­უ­კუ­ნე­ში თბი­ლი­სის ის­ტო­რი­ა­ში სრუ­ლი­ად ახა­ლი ხანა და­ი­წყო. და­ი­წყო მა­ნამ­დე ჩვენ­თვის უც­ნო­ბი - რუ­სუ­ლი ეთ­ნო­სის მიგ­რა­ცია.

1803 წელს, ქარ­თვე­ლე­ბი თბი­ლი­სის მო­სახ­ლე­ო­ბის მხო­ლოდ 22,6% შე­ად­გენ­დნენ. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა თბი­ლის­ში ქარ­თუ­ლი სოფ­ლე­ბი­დან გად­მო­სახ­ლე­ბას ზღუ­დავ­და, მიგ­რა­ცია მა­ინც მიმ­დი­ნა­რე­ობ­და და 1825 წლის­თვის ქარ­თუ­ლი მო­სახ­ლე­ო­ბა 3,5-ით გა­ი­ზარ­და. ისი­ნი ძი­რი­თა­დად თა­ვად-აზ­ნა­უ­რე­ბის­გან იყ­ვნენ გა­მოქ­ცე­უ­ლე­ბი.

1862 წლის აღ­წე­რის მი­ხედ­ვით, თბი­ლის­ში გა­და­სუ­ლან - შარ­ვა­ში­ძე­ე­ბი, გუ­რა­ბა­ნი­ძე­ე­ბი, ჩუ­ბი­ნი­ძე­ე­ბი, ლო­მი­ძე­ე­ბი, კი­ლა­სო­ნი­ე­ბი, დო­ლი­ძე­ე­ბი, გორ­გა­ძე­ე­ბი, გამ­გო­ნა­ძე­ე­ბი, მა­ი­სუ­რა­ძე­ე­ბი, მა­ჭა­ვა­რი­ა­ნე­ბი, სტუ­რუ­ე­ბი, ცა­ბა­ძე­ე­ბი, ბა­რა­მი­ძე­ე­ბი, გა­ბუ­ნი­ძე­ე­ბი, ჯინ­ჭა­რა­ძე­ე­ბი...

თბი­ლის­ში სომ­ხუ­რი მო­სახ­ლე­ო­ბის მე­ქა­ნი­კუ­რი ზრდა, 1801 წელს გაძ­ლი­ერ­და - სა­ქარ­თვე­ლო­ში რუ­სუ­ლი მმარ­თვე­ლო­ბის დამ­ყა­რე­ბის დროს... რუს მთავ­რო­ბას სომ­ხუ­რი მო­სახ­ლე­ო­ბა, გან­სა­კუთ­რე­ბით შეძ­ლე­ბუ­ლი ნა­წი­ლი, სომ­ხე­თი­დან, თურ­ქე­თი­დან, ირა­ნი­დან, კავ­კა­სი­ის სხვა­დას­ხვა მხრი­დან ჩა­მოჰ­ყავ­და.

სო­მე­ხი დიდ­ვაჭ­რის თა­მამ­შე­ვის ბე­ბი­ე­ბი, 1898 წელი

ამას­თან, გაძ­ლი­ე­რე­ბუ­ლი იყო სხვა ეთ­ნი­კუ­რი ჯგუ­ფე­ბის ინ­ტენ­სი­უ­რი შე­მოს­ვლა - მა­გა­ლი­თად, 1880-იანი წლე­ბის თბი­ლი­სუ­რი გა­ზე­თე­ბის ცნო­ბით, ქა­ლაქ­ში გა­მოჩ­ნდა ბო­შე­ბის ჯგუ­ფი, რომ­ლე­ბიც სა­კუ­თარ თავს „სო­მეხ-გად­მო­სახ­ლე­ბუ­ლებს“ უწო­დებ­დნენ. იმ­დრო­ინ­დელ პრე­სა­ში აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ ისი­ნი "ინათ­ლე­ბოდ­ნენ სომ­ხე­ბად, ლა­პა­რა­კობ­დნენ სომ­ხუ­რად და თათ­რუ­ლად“. მათი ძი­რი­თა­დი საქ­მი­ა­ნო­ბა მო­წყა­ლე­ბის თხოვ­ნა იყო.

- კი­დევ რა ეთ­ნი­კუ­რი ჯგუ­ფე­ბი მკვიდ­რდე­ბო­და დე­და­ქა­ლაქ­ში?

- მკვიდ­რდე­ბოდ­ნენ - თათ­რე­ბი, რუ­სე­ბი, სპარ­სე­ლე­ბი, ბერ­ძნე­ბი, პო­ლო­ნე­ლე­ბი, გერ­მა­ნე­ლე­ბი, ასი­რი­ე­ლე­ბი, ებ­რა­ე­ლე­ბი, ოსე­ბი, ლე­კე­ბი (თათ­რე­ბი ძი­რი­თა­დად თურ­ქუ­ლე­ნო­ვან მო­სახ­ლე­ო­ბას ნიშ­ნავ­და). ოსე­ბი თბი­ლის­ში პირ­ვე­ლად XIX სა­უ­კუ­ნის მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­ში გა­მოჩ­ნდნენ, ძი­რი­თა­დად გო­რი­სა და დუ­შე­თის მაზ­რე­ბი­დან გად­მო­სახ­ლე­ბუ­ლე­ბი.

რო­გორც აღ­ვნიშ­ნეთ, თბი­ლი­სის მო­სახ­ლე­ო­ბას სპარ­სე­ლე­ბიც შე­ად­გენ­დნენ, მაგ­რამ ისი­ნი მა­ინც დრო­ე­ბით მა­ცხოვ­რებ­ლებს წარ­მო­ად­გენ­დნენ. უმე­ტე­სო­ბა თბი­ლის­ში დრო­ე­ბით სა­მუ­შა­ოდ ჩა­მო­დი­ო­და, ისიც - ზა­ფხულ­ში.

XVIII სა­უ­კუ­ნე­ში თბი­ლის­ში ბერ­ძნე­ბის ყო­ფას ვა­ხუშ­ტი ბაგ­რა­ტი­ო­ნის მიერ თბი­ლი­სის გეგ­მა­ზე „ბერ­ძნის საყ­დრის“ მი­თი­თე­ბა ადას­ტუ­რებს. XIX სა­უ­კუ­ნე­ში მათი რა­ო­დე­ნო­ბა ქა­ლაქ­ში უმ­ნიშ­ვნე­ლო იყო. 1830 წელს იყ­ვნენ ბერ­ძე­ნი ქვის მთლე­ლე­ბი. 1864 წელს თბი­ლის­ში 119 ბერ­ძე­ნი ცხოვ­რობ­და. ამის გარ­და, თურ­ქე­თი­დან მუდ­მი­ვად მო­დი­ოდ­ნენ სე­ზო­ნუ­რი მუ­შე­ბი. 1876 წელს ამ ეთ­ნო­სის წარ­მო­მად­გენლ­თა რა­ო­დე­ნო­ბამ ათასს მი­აღ­წია.

რაც შე­ე­ხე­ბა რუ­სე­ბის რა­ო­დე­ნო­ბას, ის შე­უ­ჩე­რებ­ლად იზ­რდე­ბო­და, რუ­სე­თის სხვა­დას­ხვა გუ­ბერ­ნი­ე­ბი­დან მიგ­რი­რე­ბულ მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი მო­სახ­ლე­ო­ბის ხარ­ჯზე. თბი­ლი­სის მო­სახ­ლე­ო­ბის აღ­წე­რა­ში რუ­სე­ბად წერ­დნენ უკ­რა­ი­ნე­ლებ­საც. რუ­სე­ბის ცალ­კე ორი და­სახ­ლე­ბაც კი შე­იქ­მნა - "რიყე" და "ნოვო ტრო­იც­კოე". ინ­ტენ­სი­უ­რი იყო რუსი სექ­ტან­ტე­ბის შე­მოს­ვლაც. მტკვრის მარ­ცხე­ნა სა­ნა­პი­რო­ზე მათ ახა­ლი კუ­კი­ის და­სახ­ლე­ბა შექ­მნეს.

ომის პე­რი­ოდ­ში, თბი­ლის­ში ნა­ხე­ვარ მი­ლი­ონ­ზე მეტი რუსი ჩა­მო­ვი­და.

- მო­ლოკ­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც სხვა­დას­ხვა ხე­ლო­ბა­ზე მუ­შა­ობ­დნენ, თბი­ლის­ში დღე­ვან­დე­ლი ფი­როს­მა­ნის ქუ­ჩის მიმ­დე­ბა­რედ ცხოვ­რობ­დნენ?

- დიახ, XX სა­უ­კუ­ნის და­სა­წყის­ში არ­სე­ბობ­და მო­ლოკ­ნის ქუ­ჩაც, ახ­ლან­დე­ლი ფი­როს­მა­ნის, სა­დაც ისი­ნი ცხოვ­რობ­დნენ და დღე­ვან­დელ ფი­როს­მა­ნის ქუ­ჩას, სწო­რედ ამის გამო მა­ლაკ­ნის ქუჩა ერ­ქვა...

სა­ქარ­თვე­ლო­ში უძ­ვე­ლესს ეთ­ნოსს წარ­მო­ად­გე­ნენ ებ­რა­ე­ლე­ბი, მაგ­რამ თბი­ლის­ში ისი­ნი დიდი რა­ო­დე­ნო­ბით არას­დროს ყო­ფი­ლან. ქარ­თვე­ლი ებ­რა­ე­ლე­ბი უმე­ტე­სად ახალ­ცი­ხე­ში, გორ­ში, ქუ­თა­ის­ში და სხვა სა­ქა­ლა­ქო ტი­პის და­სახ­ლე­ბა­ში ცხოვ­რობ­დნენ. ქარ­თვე­ლი ებ­რა­ე­ლე­ბის გარ­და იყ­ვნენ ევ­რო­პე­ლი ებ­რა­ე­ლე­ბიც (აშ­კე­ნე­ზე­ბი) მათი შე­მო­დი­ნე­ბა ძი­რი­თა­დად XIX სა­უ­კუ­ნის შუა პე­რი­ოდ­ში და­ი­წყო. 1901 წელს ებ­რა­ელ­თა რა­ო­დე­ნო­ბამ 3 000-სს გა­და­ა­ჭარ­ბა. 1979 წელს აღ­წე­რით მათი რა­ო­დე­ნო­ბა 15 000 იყო. შემ­დგომ კი ემიგ­რა­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით მათ­მა რი­ცხვმა იკლო.

XIX სა­უ­კუ­ნის თბი­ლის­ში უმ­ნიშ­ვნე­ლო ნა­წილს შე­ად­გენ­დნენ - ჩრდი­ლო­ეთ კავ­კა­სი­ე­ლე­ბი, ჩაჩ­ნე­ბი, ინ­გუ­შე­ბი, ლე­კე­ბი. XX სა­უ­კუ­ნის და­სა­წყის­ში თბი­ლის­ში სულ 6 აფხა­ზი ცხოვ­რობ­და.

XIX სა­უ­კუ­ნე­ში დე­და­ქა­ლაქ­ში ევ­რო­პე­ლე­ბიც ცხოვ­რობ­დნენ, ჭარ­ბობ­დნენ გერ­მა­ნე­ლე­ბი. მათი პირ­ვე­ლი ჯგუ­ფი თბი­ლი­სის გა­რე­უ­ბან­ში კუ­კი­ა­სა და ავ­ჭა­ლას შო­რის და­ბი­ნავ­და და ერთი წლის შემ­დეგ შექ­მნეს კო­ლო­ნია "ტფი­ლი­სი", სა­დაც 51 ოჯა­ხი იყო და­სახ­ლე­ბუ­ლი. რა­ო­დე­ნო­ბით გა­მო­ირ­ჩე­ოდ­ნენ პო­ლო­ნე­ლე­ბიც, ასუ­რე­ლე­ბი/ასი­რი­ე­ლე­ბი და ქურ­თი-იე­ზი­დე­ბი, რომ­ლე­ბიც თბი­ლის­ში ძი­რი­თა­დად, პირ­ვე­ლი მსოფ­ლიო ომის დროს და­სახ­ლდნენ. ამ ხალ­ხის მიგ­რა­ცია ბოლო დროს ძი­რი­თა­დად საბ­ჭო­თა პე­რი­ოდ­ში ხდე­ბო­და.

ასე­თი გახ­ლავთ მოკ­ლედ ის­ტო­რი­უ­ლი სუ­რა­თი, რაც თბი­ლის­ში სხვა­დას­ხვა ეთ­ნო­სის და­სახ­ლე­ბას და ცხოვ­რე­ბას ეხე­ბა... ეს არის სწო­რედ ის ის­ტო­რი­აც, რო­მელ­მაც ერთ მი­წა­ზე, თბი­ლი­სის შუ­ა­გულ­ში, მე­ი­დან­ზე სამი სხვა­დას­ხვა რე­ლი­გი­ის სა­ლო­ცავს - მარ­თმა­დი­დებ­ლურ ტა­ძარს, სი­ნა­გო­გას და მე­ჩეთს მო­უ­ყა­რა თავი.

მთა­ვა­რი ფო­ტოს ავ­ტო­რი: ალექ­სან­დრე რო­ი­ნაშ­ვი­ლი

მკითხველის კომენტარები / 31 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
თამაზი
25

სომხეთიდან ჩამოასახლესო რომ წერს. მაშინ სომხეთი არ არსებობდა.

მევლუდი
10

მე ვეტრფი ძლირ ტფილისის ჰავას - ეგ სიმღერაა ყველასთვის

ავტორი:

როდის დასახლდნენ თბილისში სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფები და რომელი გვარები ჩამოვიდნენ რეგიონებიდან დედაქალაქში მე-19 საუკუნეში

როდის დასახლდნენ თბილისში სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფები და რომელი გვარები ჩამოვიდნენ რეგიონებიდან დედაქალაქში მე-19 საუკუნეში

მრავალეროვანი თბილისის წარსულზე, მის ყოფა-ცხოვრებაზე არაერთხელ თქმულა და დაწერილა. თავის ჩანაწერებში საინტერესო ეპიზოდებს უცხოელი მოგზაურებიც აკეთებდნენ.

თბილისის ეთნიკურ შემადგენლობას ახასიათებდა გაზეთი "კავკაზი" - "ხალხი მოძრაობს, ფუსფუსებს, ერთმანეთში ირევა - კოსტიუმები, სახეები და მორთულობანი. ქართველი, სპარსელი, ოსი, ლეკი... ჩოხები, ჩერქეზები, ჩალმები, ნაბდები, სწრაფად ელავენ თქვენს თვალწინ და ვერც კი ასწრებ გამვლელთა დათვალიერებას. აი, ქალაქის გარეუბნიდან მოსული ქალები კარაქით, ერბოთი, ლორითა და რძით... აი, ქართველები, ებრალები, ფართლითა და ქალთა ხელსაქმის, ტუალეტის საწვრილმანოთა დამტარებელნი"...

პლატონ ზუბოვი კი ასე აღწერს: "ეროვნულ ტანისამოსში, მუნდირებსა და ფრაკებში გამოწყობილი ოსმალები, ინდოელები, თათრები, გერმანელები, ინგლისელები, მთიელები, სომხები, ქართველები და სხვანი... ევროპული ეტლები, გერმანული ფორშპანები, ქართული ურმები, საპალნიანი კამეჩები, ხარები, აქლემები, სახედრები - ყოველივე, ყოველ წუთს განუწყვეტელ პანორამად იშლება თვალწინ და ორიგინალურ სურათს იძლევა".

სხვადასხვა ერის ადამიანი თბილისში იმთავითვე შეეთვისა ერთმანეთს, რასაც თავად ქალაქის კეთილგანწყობა და ქართველების სტუმართმოყვარე ბუნება განსაზღვრავდა, თუმცა ალბათ საინტერესოა, საიდან და როგორ მოხდა თბილისის მოსახლეობის ასეთი ეთნიკური აჭრელება.

პროფესორი როლანდ თოფჩიშვილი AMBEBI.GE-სთან საუბარში აღნიშნავს, რომ თბილისის მოსახლეობის როგორც რაოდენობრივი, ისე პროცენტული ზრდა XX საუკუნის 20-იანი წლებიდან დაიწყო.

- თბილისის მოსახლეობა, ქალაქის დაარსებიდანვე ქართული იყო, როდიდან დაიწყო სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფის შემოდინება?

- ეს პროცესი ნელ-ნელა და თანდათან დაიწყო, თუმცა მნიშვნელოვანი ძვრები ამ მიმართულებით არაბთა ბატონობის დამყარებამ (VII საუკუნეში 50-იანი წლები) გამოიწვია. განსაკუთრებით კი თბილისის საამიროს შექმნამ (VIII საუკუნის 30-იან წლები), როცა სანაპირო დამცველი შეიარაღებული რაზმების ჩამოყალიბება დაიწყო. არაბული ტომების მაჰმადიანთა ვაჭარ-ხელოსანთა რიცხვმაც მოიმატა. მაჰმადიანური მოსახლეობის გაჩენას, მეჩეთის აგებაც მოჰყვა.

XII-XIII საუკუნის ცნობილი ვენეციელი ვაჭარი და მოგზაური მარკო პოლო წერდა: "თბილისში ცხოვრობენ ქრისტიანი ქართველები და სომხები, ასევე მაჰმადიანები და ებრაელები, მაგრამ ისინი ცოტანი არიან“. მომდევნო პერიოდში ებრაელები დოკუმენტებში არ არიან მოხსენიებული, რადგანაც იმდროინდელ თბილისში მათი რაოდენობა შემცირებულია. ებრაელების რაოდენობა შეზღუდეს XVII საუკუნის შუა ხანებიდან თბილისში ჩამოსახლებულმა სომხებმა, მათვე შეზღუდეს ებრაელების ვაჭრობა, ხელოსნობის სფერო. ებრაელობა იძულებული გახდა, სამოქმედო ასპარეზი საქართველოს პატარა ქალაქებში გადაეტანა.

- ეთნიკური რუსები როდის გაჩდნენ საქართველოში?

- აღა-მაჰმად-ხანის შემოსევამ 1795 წელს ქართველთა ძირითადი ნაწილი გაანადგურა. XIX საუკუნეში თბილისის ისტორიაში სრულიად ახალი ხანა დაიწყო. დაიწყო მანამდე ჩვენთვის უცნობი - რუსული ეთნოსის მიგრაცია.

1803 წელს, ქართველები თბილისის მოსახლეობის მხოლოდ 22,6% შეადგენდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება თბილისში ქართული სოფლებიდან გადმოსახლებას ზღუდავდა, მიგრაცია მაინც მიმდინარეობდა და 1825 წლისთვის ქართული მოსახლეობა 3,5-ით გაიზარდა. ისინი ძირითადად თავად-აზნაურებისგან იყვნენ გამოქცეულები.

1862 წლის აღწერის მიხედვით, თბილისში გადასულან - შარვაშიძეები, გურაბანიძეები, ჩუბინიძეები, ლომიძეები, კილასონიები, დოლიძეები, გორგაძეები, გამგონაძეები, მაისურაძეები, მაჭავარიანები, სტურუები, ცაბაძეები, ბარამიძეები, გაბუნიძეები, ჯინჭარაძეები...

თბილისში სომხური მოსახლეობის მექანიკური ზრდა, 1801 წელს გაძლიერდა - საქართველოში რუსული მმართველობის დამყარების დროს... რუს მთავრობას სომხური მოსახლეობა, განსაკუთრებით შეძლებული ნაწილი, სომხეთიდან, თურქეთიდან, ირანიდან, კავკასიის სხვადასხვა მხრიდან ჩამოჰყავდა.

სომეხი დიდვაჭრის თამამშევის ბებიები, 1898 წელი

ამასთან, გაძლიერებული იყო სხვა ეთნიკური ჯგუფების ინტენსიური შემოსვლა - მაგალითად, 1880-იანი წლების თბილისური გაზეთების ცნობით, ქალაქში გამოჩნდა ბოშების ჯგუფი, რომლებიც საკუთარ თავს „სომეხ-გადმოსახლებულებს“ უწოდებდნენ. იმდროინდელ პრესაში აღნიშნულია, რომ ისინი "ინათლებოდნენ სომხებად, ლაპარაკობდნენ სომხურად და თათრულად“. მათი ძირითადი საქმიანობა მოწყალების თხოვნა იყო.

- კიდევ რა ეთნიკური ჯგუფები მკვიდრდებოდა დედაქალაქში?

- მკვიდრდებოდნენ - თათრები, რუსები, სპარსელები, ბერძნები, პოლონელები, გერმანელები, ასირიელები, ებრაელები, ოსები, ლეკები (თათრები ძირითადად თურქულენოვან მოსახლეობას ნიშნავდა). ოსები თბილისში პირველად XIX საუკუნის მეორე ნახევარში გამოჩნდნენ, ძირითადად გორისა და დუშეთის მაზრებიდან გადმოსახლებულები.

როგორც აღვნიშნეთ, თბილისის მოსახლეობას სპარსელებიც შეადგენდნენ, მაგრამ ისინი მაინც დროებით მაცხოვრებლებს წარმოადგენდნენ. უმეტესობა თბილისში დროებით სამუშაოდ ჩამოდიოდა, ისიც - ზაფხულში.

XVIII საუკუნეში თბილისში ბერძნების ყოფას ვახუშტი ბაგრატიონის მიერ თბილისის გეგმაზე „ბერძნის საყდრის“ მითითება ადასტურებს. XIX საუკუნეში მათი რაოდენობა ქალაქში უმნიშვნელო იყო. 1830 წელს იყვნენ ბერძენი ქვის მთლელები. 1864 წელს თბილისში 119 ბერძენი ცხოვრობდა. ამის გარდა, თურქეთიდან მუდმივად მოდიოდნენ სეზონური მუშები. 1876 წელს ამ ეთნოსის წარმომადგენლთა რაოდენობამ ათასს მიაღწია.

რაც შეეხება რუსების რაოდენობას, ის შეუჩერებლად იზრდებოდა, რუსეთის სხვადასხვა გუბერნიებიდან მიგრირებულ მართლმადიდებელი მოსახლეობის ხარჯზე. თბილისის მოსახლეობის აღწერაში რუსებად წერდნენ უკრაინელებსაც. რუსების ცალკე ორი დასახლებაც კი შეიქმნა - "რიყე" და "ნოვო ტროიცკოე". ინტენსიური იყო რუსი სექტანტების შემოსვლაც. მტკვრის მარცხენა სანაპიროზე მათ ახალი კუკიის დასახლება შექმნეს.

ომის პერიოდში, თბილისში ნახევარ მილიონზე მეტი რუსი ჩამოვიდა.

- მოლოკნები, რომლებიც სხვადასხვა ხელობაზე მუშაობდნენ, თბილისში დღევანდელი ფიროსმანის ქუჩის მიმდებარედ ცხოვრობდნენ?

- დიახ, XX საუკუნის დასაწყისში არსებობდა მოლოკნის ქუჩაც, ახლანდელი ფიროსმანის, სადაც ისინი ცხოვრობდნენ და დღევანდელ ფიროსმანის ქუჩას, სწორედ ამის გამო მალაკნის ქუჩა ერქვა...

საქართველოში უძველესს ეთნოსს წარმოადგენენ ებრაელები, მაგრამ თბილისში ისინი დიდი რაოდენობით არასდროს ყოფილან. ქართველი ებრაელები უმეტესად ახალციხეში, გორში, ქუთაისში და სხვა საქალაქო ტიპის დასახლებაში ცხოვრობდნენ. ქართველი ებრაელების გარდა იყვნენ ევროპელი ებრაელებიც (აშკენეზები) მათი შემოდინება ძირითადად XIX საუკუნის შუა პერიოდში დაიწყო. 1901 წელს ებრაელთა რაოდენობამ 3 000-სს გადააჭარბა. 1979 წელს აღწერით მათი რაოდენობა 15 000 იყო. შემდგომ კი ემიგრაციასთან დაკავშირებით მათმა რიცხვმა იკლო.

XIX საუკუნის თბილისში უმნიშვნელო ნაწილს შეადგენდნენ - ჩრდილოეთ კავკასიელები, ჩაჩნები, ინგუშები, ლეკები. XX საუკუნის დასაწყისში თბილისში სულ 6 აფხაზი ცხოვრობდა.

XIX საუკუნეში დედაქალაქში ევროპელებიც ცხოვრობდნენ, ჭარბობდნენ გერმანელები. მათი პირველი ჯგუფი თბილისის გარეუბანში კუკიასა და ავჭალას შორის დაბინავდა და ერთი წლის შემდეგ შექმნეს კოლონია "ტფილისი", სადაც 51 ოჯახი იყო დასახლებული. რაოდენობით გამოირჩეოდნენ პოლონელებიც, ასურელები/ასირიელები და ქურთი-იეზიდები, რომლებიც თბილისში ძირითადად, პირველი მსოფლიო ომის დროს დასახლდნენ. ამ ხალხის მიგრაცია ბოლო დროს ძირითადად საბჭოთა პერიოდში ხდებოდა.

ასეთი გახლავთ მოკლედ ისტორიული სურათი, რაც თბილისში სხვადასხვა ეთნოსის დასახლებას და ცხოვრებას ეხება... ეს არის სწორედ ის ისტორიაც, რომელმაც ერთ მიწაზე, თბილისის შუაგულში, მეიდანზე სამი სხვადასხვა რელიგიის სალოცავს - მართმადიდებლურ ტაძარს, სინაგოგას და მეჩეთს მოუყარა თავი.

მთავარი ფოტოს ავტორი: ალექსანდრე როინაშვილი