პოლიტიკა
მსოფლიო

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
სამხედრო
Faceამბები
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩემი მანქანის წევრებმა ბუჩქებიდან ამოიყვანეს ერთი პირი, ესაუბრებოდნენ და ამშვიდებდნენ" - რას ყვება ჩვენებაში შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული მორაგბე
"ჩემი მანქანის წევრებმა ბუჩქებიდან ამოიყვანეს ერთი პირი, ესაუბრებოდნენ და ამშვიდებდნენ" - რას ყვება ჩვენებაში შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული მორაგბე

თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ 19 წლის ფეხ­ბურ­თე­ლის, გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის საქ­მე­ზე და­კა­ვე­ბულ 17 პირს წი­ნას­წა­რი პა­ტიმ­რო­ბა შე­უ­ფარ­და. ყვე­ლა მათ­განს წა­რედ­გი­ნა ბრალ­დე­ბა ორი ან მეტი პი­რის მი­მართ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ჯგუ­ფუ­რი ძა­ლა­დო­ბის, ჯგუ­ფუ­რი ძა­ლა­დო­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბის, ძა­ლა­დო­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბი­სა და ჯგუ­ფუ­რად თა­ვი­სუფ­ლე­ბის უკა­ნო­ნოდ აღ­კვე­თის ფაქ­ტებ­ზე.

პრო­კუ­რა­ტუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ცე­მი­სა და თავ­დას­ხმის ფაქ­ტე­ბი დას­ტურ­დე­ბა შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე მყოფ­თა გა­მო­კი­თხვით და სათ­ვალ­თვა­ლო ვი­დე­ო­კა­მე­რე­ბის ჩა­ნა­წე­რე­ბით, რო­მე­ლიც უწყე­ბამ გა­ავ­რცე­ლა.

საქ­მე­ზე ერთ-ერთი ბრალ­დე­ბუ­ლი მო­რაგ­ბე ვა­სილ მა­ხა­რა­ძეა, რო­მე­ლიც ჩვე­ნე­ბა­ში 18 ივ­ნი­სის ღა­მის სა­კუ­თარ ვერ­სი­ას ყვე­ბა. გთა­ვა­ზობთ ჩვე­ნე­ბას, რო­მე­ლიც გა­ზეთ "კვი­რის პა­ლიტ­რა­ში" გა­მოქ­ვეყ­ნდა:

"ვი­ნა­ი­დან ფხი­ზე­ლი ვი­ყა­ვი, დავ­ჯე­ქი ვახო ჩი­ქო­ვა­ნის (შე­ნიშ­ვნა: ჩი­ქო­ვა­ნი ე.წ ნა­ხა­ლოვ­კის ჯგუ­ფი­და­ნაა, არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, წვე­უ­ლე­ბა­ზე სცე­მეს, რის შემ­დე­გაც და­სახ­მა­რებ­ლად თბი­ლი­სი­დან უხმო უბ­ნე­ლებს) ავ­ტო­მან­ქა­ნის სა­ჭეს­თან. ასე­ვე მან­ქა­ნა­ში ჩას­ხდნენ არ­ჩილ გაგ­ნი­ძე, ნი­კუ­შა რე­ვა­ზიშ­ვი­ლი, ვახო ჩი­ქო­ვა­ნი და მას­თან ერ­თად მყო­ფი კი­დევ ორი პირი. ანუ სულ თბი­ლი­სი­დან სა­გუ­რა­მოს მი­მარ­თუ­ლე­ბით წა­ვე­დით ექ­ვსნი.

იმ სახ­ლში, სა­დაც იყო და­ბა­დე­ბის დღის წვე­უ­ლე­ბა, უნდა გვე­ნა­ხა ჩი­ქო­ვა­ნის ძმა­კა­ცე­ბი და წა­მოვ­სუ­ლი­ყა­ვით უკან... მი­ვე­დით იმ სახ­ლში, მაგ­რამ არა­ვინ დაგ­ვხვდა. ამის შემ­დეგ ისევ ჩავ­სხე­დით მან­ქა­ნა­ში და გზა გა­ვაგ­რძე­ლეთ და­სავ­ლე­თის მი­მარ­თუ­ლე­ბით, სა­დაც პირ­ვე­ლი­ვე ეს­ტა­კა­დას­თან მოვტრი­ალ­დით და წა­მო­ვე­დით თბი­ლი­სის­კენ.

ავ­ტო­ბან­ზე, ბენ­ზინ­გა­სა­მართ "რომ­პეტ­როლ­სა" და მცხე­თის გა­და­სახ­ვევს რომ გავ­ცდით, ხიდ­თან შევ­ნიშ­ნეთ გზა­ზე მოძ­რა­ვი ოთხი პირი, გა­ვა­ჩე­რეთ მან­ქა­ნა. მუხ­რუ­ჭის გა­გო­ნე­ბა­ზე ოთხი­ვე უკან გა­იქ­ცა. ყვე­ლა­ნი გად­მო­ვე­დით მან­ქა­ნი­დან და მათ ვუყ­ვი­რო­დით, რომ გა­ჩე­რე­ბუ­ლიყ­ვნენ და ნუ­რაფ­რის ნუ ეში­ნო­დათ, მაგ­რამ ამის მი­უ­ხე­და­ვად მა­ინც გარ­ბოდ­ნენ. მე იქვე და­ვარ­ღვიე წესი, და­ვატ­რი­ა­ლე მან­ქა­ნა და გა­ვე­კი­დე მათ სა­პი­რის­პი­რო მი­მარ­თუ­ლე­ბით, რად­გან გვინ­დო­და ამ ახალ­გაზ­რდე­ბის შე­ჩე­რე­ბა და მათ­თან მშვი­დად სა­უ­ბა­რი.

რო­დე­საც გავ­ჩერ­დი და გად­მო­ვე­დი მან­ქა­ნი­დან, და­ვი­ნა­ხე, რომ ყვე­ლა მათ­გან­მა გა­დაკ­ვე­თა ავ­ტო­ბა­ნი და გა­და­ვი­და სა­პი­რის­პი­რო მხა­რეს. მე, ვახო ჩი­ქო­ვა­ნი და მისი ერთი ძმა­კა­ცი ჩავ­სხე­დით ასე­ვე მან­ქა­ნა­ში სა­პი­რის­პი­რო მხა­რეს მო­სახ­ვედ­რად, ხოლო აჩი­კო გაგ­ნი­ძე, ნიკა რე­ვა­ზიშ­ვი­ლი და ვა­ხოს ერთი ძმა­კა­ცი მის­დევ­დნენ იმ პი­რებს და ეძახ­დნენ, გა­ჩე­რე­ბუ­ლიყ­ვნენ, ჩვენ კი ამა­სო­ბა­ში მო­ვატ­რი­ა­ლეთ მან­ქა­ნა და აღ­მოვ­ჩნდით სა­პი­რის­პი­რო მხა­რეს. ამ დროს იქ­ნე­ბო­და და­ახ­ლო­ე­ბით ღა­მის პირ­ვე­ლი სა­ა­თი.

რო­დე­საც ახ­ლოს მი­ვე­დით, და­ვი­ნა­ხე ჩემი მან­ქა­ნის წევ­რებს ბუჩ­ქე­ბი­დან ამოყ­ვა­ნი­ლი ჰყავ­დათ ერთი პირი, რო­მელ­საც ესა­უბ­რე­ბოდ­ნენ და ამ­შვი­დებ­დნენ (გუ­ლის­ხმობს გუკა ამირ­ხა­ნაშ­ვილს - ავტ.). ამ ბი­ჭის თქმით, მას ჩხუბ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა არ მი­უ­ღია და იყო ფეხ­ბურ­თე­ლი. ჩვენს შე­კი­თხვა­ზე, თუ სად იყ­ვნენ და­ნარ­ჩე­ნე­ბი, თქვა, რომ სა­დღაც გა­იქ­ცნენ და კონ­კრე­ტულ ად­გილს ვერ გვე­უბ­ნე­ბო­და. ასე­ვე თქვა, რომ იყო და­ბა­დე­ბის დღე­ზე მე­გო­ბარ­თან, გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვილ­თან ერ­თად და მას ვერ პო­უ­ლობ­და, ხოლო და­ნარ­ჩენ ორს არ იც­ნობ­და.

ჩვენ ყვე­ლამ ამ ბიჭს ვუ­თხა­რით, რომ და­ე­რე­კა თა­ვის მე­გო­ბარ გი­ორ­გის­თან და ისიც წაგ­ვეყ­ვა­ნა თბი­ლის­ში. რა­ზეც მან გან­მარ­ტა, რომ გი­ორ­გის თან არ ჰქონ­და ტე­ლე­ფო­ნი. ამის შემ­დეგ ყვე­ლა­ნი მან­ქა­ნა­ში ჩავ­სხე­დით და თბი­ლის­ში წა­მო­ვე­დით. ეს ბიჭი თა­ვი­სი თხოვ­ნით ჩა­მოვ­სვით "სამ­თო ქი­მი­ის" მიმ­დე­ბა­რედ.

ჩვენ წა­ვე­დით ნა­ხა­ლოვ­კა­ში. შემ­დგომ უბან­ში ბი­ჭე­ბის­გან შე­ვი­ტყვე, რომ ბიჭი, ფეხ­ბურ­თე­ლი გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლი და­კარ­გუ­ლი იყო. უშუ­ა­ლოდ ად­გილ­ზე რა მოხ­და, ჩემ­თვის უც­ნო­ბია, რად­გან მე, ვახო ჩი­ქო­ვან­მა და მის­მა ერ­თმა ძმა­კაც­მა მან­ქა­ნა მო­ვატ­რი­ა­ლეთ და წა­მო­ვე­დით სა­პი­რის­პი­რო მი­მარ­თუ­ლე­ბით, სა­დაც მხო­ლოდ და­კარ­გუ­ლი შა­ქა­რაშ­ვი­ლის მე­გო­ბა­რი ვნა­ხეთ... წა­ი­კი­თხეთ ვრცლად სტა­ტია შა­ქა­რაშ­ვი­ლის საქ­მე­ზე

მთა­ვარ ფო­ტო­ზე ვა­სილ მა­ხა­რა­ძე და უკა­ნა ფონ­ზე და­კა­ვე­ბუ­ლი მო­რაგ­ბე არ­ჩილ გაგ­ნი­ძე

მკითხველის კომენტარები / 64 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გიორგი
1

ხო აბა 17 კაცი იმიტომ წამოხვედით თბილისიდან , რომ ვისაც იპოვიდით დაგემშვიდებინათ. 

taso
1

ხელკეტებით ამშვიდებდით არა?თქვე საქონლებო.

ავტორი:

"ჩემი მანქანის წევრებმა ბუჩქებიდან ამოიყვანეს ერთი პირი, ესაუბრებოდნენ და ამშვიდებდნენ" - რას ყვება ჩვენებაში შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული მორაგბე

"ჩემი მანქანის წევრებმა ბუჩქებიდან ამოიყვანეს ერთი პირი, ესაუბრებოდნენ და ამშვიდებდნენ" - რას ყვება ჩვენებაში შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული მორაგბე

თბილისის საქალაქო სასამართლომ 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულ 17 პირს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ყველა მათგანს წარედგინა ბრალდება ორი ან მეტი პირის მიმართ განხორციელებული ჯგუფური ძალადობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ძალადობაში მონაწილეობისა და ჯგუფურად თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ფაქტებზე.

პროკურატურის ინფორმაციით, ცემისა და თავდასხმის ფაქტები დასტურდება შემთხვევის ადგილზე მყოფთა გამოკითხვით და სათვალთვალო ვიდეოკამერების ჩანაწერებით, რომელიც უწყებამ გაავრცელა.

საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებული მორაგბე ვასილ მახარაძეა, რომელიც ჩვენებაში 18 ივნისის ღამის საკუთარ ვერსიას ყვება. გთავაზობთ ჩვენებას, რომელიც გაზეთ "კვირის პალიტრაში" გამოქვეყნდა:

"ვინაიდან ფხიზელი ვიყავი, დავჯექი ვახო ჩიქოვანის (შენიშვნა: ჩიქოვანი ე.წ ნახალოვკის ჯგუფიდანაა, არსებული ინფორმაციით, წვეულებაზე სცემეს, რის შემდეგაც დასახმარებლად თბილისიდან უხმო უბნელებს) ავტომანქანის საჭესთან. ასევე მანქანაში ჩასხდნენ არჩილ გაგნიძე, ნიკუშა რევაზიშვილი, ვახო ჩიქოვანი და მასთან ერთად მყოფი კიდევ ორი პირი. ანუ სულ თბილისიდან საგურამოს მიმართულებით წავედით ექვსნი.

იმ სახლში, სადაც იყო დაბადების დღის წვეულება, უნდა გვენახა ჩიქოვანის ძმაკაცები და წამოვსულიყავით უკან... მივედით იმ სახლში, მაგრამ არავინ დაგვხვდა. ამის შემდეგ ისევ ჩავსხედით მანქანაში და გზა გავაგრძელეთ დასავლეთის მიმართულებით, სადაც პირველივე ესტაკადასთან მოვტრიალდით და წამოვედით თბილისისკენ.

ავტობანზე, ბენზინგასამართ "რომპეტროლსა" და მცხეთის გადასახვევს რომ გავცდით, ხიდთან შევნიშნეთ გზაზე მოძრავი ოთხი პირი, გავაჩერეთ მანქანა. მუხრუჭის გაგონებაზე ოთხივე უკან გაიქცა. ყველანი გადმოვედით მანქანიდან და მათ ვუყვიროდით, რომ გაჩერებულიყვნენ და ნურაფრის ნუ ეშინოდათ, მაგრამ ამის მიუხედავად მაინც გარბოდნენ. მე იქვე დავარღვიე წესი, დავატრიალე მანქანა და გავეკიდე მათ საპირისპირო მიმართულებით, რადგან გვინდოდა ამ ახალგაზრდების შეჩერება და მათთან მშვიდად საუბარი.

როდესაც გავჩერდი და გადმოვედი მანქანიდან, დავინახე, რომ ყველა მათგანმა გადაკვეთა ავტობანი და გადავიდა საპირისპირო მხარეს. მე, ვახო ჩიქოვანი და მისი ერთი ძმაკაცი ჩავსხედით ასევე მანქანაში საპირისპირო მხარეს მოსახვედრად, ხოლო აჩიკო გაგნიძე, ნიკა რევაზიშვილი და ვახოს ერთი ძმაკაცი მისდევდნენ იმ პირებს და ეძახდნენ, გაჩერებულიყვნენ, ჩვენ კი ამასობაში მოვატრიალეთ მანქანა და აღმოვჩნდით საპირისპირო მხარეს. ამ დროს იქნებოდა დაახლოებით ღამის პირველი საათი.

როდესაც ახლოს მივედით, დავინახე ჩემი მანქანის წევრებს ბუჩქებიდან ამოყვანილი ჰყავდათ ერთი პირი, რომელსაც ესაუბრებოდნენ და ამშვიდებდნენ (გულისხმობს გუკა ამირხანაშვილს - ავტ.). ამ ბიჭის თქმით, მას ჩხუბში მონაწილეობა არ მიუღია და იყო ფეხბურთელი. ჩვენს შეკითხვაზე, თუ სად იყვნენ დანარჩენები, თქვა, რომ სადღაც გაიქცნენ და კონკრეტულ ადგილს ვერ გვეუბნებოდა. ასევე თქვა, რომ იყო დაბადების დღეზე მეგობართან, გიორგი შაქარაშვილთან ერთად და მას ვერ პოულობდა, ხოლო დანარჩენ ორს არ იცნობდა.

ჩვენ ყველამ ამ ბიჭს ვუთხარით, რომ დაერეკა თავის მეგობარ გიორგისთან და ისიც წაგვეყვანა თბილისში. რაზეც მან განმარტა, რომ გიორგის თან არ ჰქონდა ტელეფონი. ამის შემდეგ ყველანი მანქანაში ჩავსხედით და თბილისში წამოვედით. ეს ბიჭი თავისი თხოვნით ჩამოვსვით "სამთო ქიმიის" მიმდებარედ.

ჩვენ წავედით ნახალოვკაში. შემდგომ უბანში ბიჭებისგან შევიტყვე, რომ ბიჭი, ფეხბურთელი გიორგი შაქარაშვილი დაკარგული იყო. უშუალოდ ადგილზე რა მოხდა, ჩემთვის უცნობია, რადგან მე, ვახო ჩიქოვანმა და მისმა ერთმა ძმაკაცმა მანქანა მოვატრიალეთ და წამოვედით საპირისპირო მიმართულებით, სადაც მხოლოდ დაკარგული შაქარაშვილის მეგობარი ვნახეთ... წაიკითხეთ ვრცლად სტატია შაქარაშვილის საქმეზე

მთავარ ფოტოზე ვასილ მახარაძე და უკანა ფონზე დაკავებული მორაგბე არჩილ გაგნიძე

ვინ დაპატიჟა შაქარაშვილი საბედისწერო წვეულებაზე და რას ყვება ჩვენებაში ფეხბურთელის მეგობარი - "გახარებული ემზადებოდა დაბადების დღეზე წასასვლელად..."

"ყველაფერი იკადრეს, რომ დაზარალებულის დისკრედიტაცია მოეხდინათ" - რა ხდება ბასილაშვილი-დოროყაშვილის საქმეში

ამერიკელი სტუდენტის სავარაუდო გაუპატიურების საქმე - პროკურატურამ მსხვერპლ ქალს დაზარალებულის სტატუსი არ მიანიჭა