საზოგადოება
მსოფლიო
მეცნიერება

26

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
პოლიტიკა
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დუშეთში ჩვილის ყიდვა-გაყიდვის ფაქტზე სამი პირი დააკავეს - "მშობლები შეუთანხმდნენ პირს, რომ 5000 აშშ დოლარის სანაცვლოდ შვილს მიყიდდნენ"
დუშეთში ჩვილის ყიდვა-გაყიდვის ფაქტზე სამი პირი დააკავეს - "მშობლები შეუთანხმდნენ პირს, რომ 5000 აშშ დოლარის სანაცვლოდ შვილს მიყიდდნენ"

სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის ან­ტი­კო­რუფ­ცი­უ­ლი სა­ა­გენ­ტოს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­ულ-სამ­ძებ­რო და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, ჩვი­ლის ყიდ­ვა-გა­ყიდ­ვის ფაქ­ტზე სამი პირი და­ა­კა­ვეს.

სუს-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, გა­მო­ძი­ე­ბით დგინ­დე­ბა, რომ დუ­შეთ­ში მცხოვ­რებ წყვილს, 2020 წლის 18 ივ­ნისს ვაჟი შე­ე­ძი­ნათ. დიდი ოდე­ნო­ბით შე­მო­სავ­ლის მი­ღე­ბის მიზ­ნით, მათ გა­ნიზ­რა­ხეს ბავ­შვის გა­ყიდ­ვა. მშობ­ლე­ბი და­უ­კავ­შირ­დნენ პირს, რო­მელ­საც შე­უ­თან­ხმდნენ, რომ 5000 აშშ დო­ლა­რის სა­ნაც­ვლოდ შვილს მი­ყიდ­დნენ, რა­ზეც მან თან­ხმო­ბა გა­ნუ­ცხა­და. რის შემ­დე­გაც, აღ­ნიშ­ნუ­ლი პირი სა­მო­ქა­ლა­ქო რე­ესტრში ახალ­შო­ბი­ლის მა­მად და­რე­გის­ტრირ­და და აიღო და­ბა­დე­ბის მოწ­მო­ბა. შე­თან­ხმე­ბი­სა­მებრ, 5000 აშშ დო­ლა­რი კი ახალ­შო­ბი­ლის მშობ­ლებს გა­დას­ცა, რა დრო­საც მოხ­და მათი და­კა­ვე­ბა.

გა­მო­ძი­ე­ბა, არას­რულ­წლოვ­ნის მი­მართ უკა­ნო­ნო გა­რი­გე­ბის ფაქ­ტზე მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც სას­ჯე­ლის სა­ხით ორი­დან ხუთ წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

გა­მო­ძი­ე­ბას აწარ­მო­ებს სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის ან­ტი­კო­რუფ­ცი­უ­ლი სა­ა­გენ­ტო.

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
321
0

გამყიდველებს გამოართვან აღებული ფული და ბავშვთან ერთად დაუბრუნონ მყიდველებს!

vai
0

ძალიან მკაცრი და ცუდი კანონია. ამ ოჯახს არ უნდოდა შვილი, გაჭირვებულები არიან ალბათ და გადაწყვიტეს შეძლებულ ოჯახისთვის მიეცათ, რადგან დარწმუნებულები იყვნენ რომ იმ ოჯახში ბავშვს ცივ ნიავს არ მიაკარებდნენ და ღირსეულად აღზრდიდნენ. არ დაიწყოთ ახლა, სიცაგენტებისთვის ჩაებარებინათო, ასეთ შემთხვევაში ფულს არავინ მისცემდა. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან
ავტორი:

დუშეთში ჩვილის ყიდვა-გაყიდვის ფაქტზე სამი პირი დააკავეს - "მშობლები შეუთანხმდნენ პირს, რომ 5000 აშშ დოლარის სანაცვლოდ შვილს მიყიდდნენ"

დუშეთში ჩვილის ყიდვა-გაყიდვის ფაქტზე სამი პირი დააკავეს - "მშობლები შეუთანხმდნენ პირს, რომ 5000 აშშ დოლარის სანაცვლოდ შვილს მიყიდდნენ"

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჩვილის ყიდვა-გაყიდვის ფაქტზე სამი პირი დააკავეს.

სუს-ის ინფორმაციით, გამოძიებით დგინდება, რომ დუშეთში მცხოვრებ წყვილს, 2020 წლის 18 ივნისს ვაჟი შეეძინათ. დიდი ოდენობით შემოსავლის მიღების მიზნით, მათ განიზრახეს ბავშვის გაყიდვა. მშობლები დაუკავშირდნენ პირს, რომელსაც შეუთანხმდნენ, რომ 5000 აშშ დოლარის სანაცვლოდ შვილს მიყიდდნენ, რაზეც მან თანხმობა განუცხადა. რის შემდეგაც, აღნიშნული პირი სამოქალაქო რეესტრში ახალშობილის მამად დარეგისტრირდა და აიღო დაბადების მოწმობა. შეთანხმებისამებრ, 5000 აშშ დოლარი კი ახალშობილის მშობლებს გადასცა, რა დროსაც მოხდა მათი დაკავება.

გამოძიება, არასრულწლოვნის მიმართ უკანონო გარიგების ფაქტზე მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ორიდან ხუთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებას აწარმოებს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო.

პოლიციის თანამშრომელი, რომელიც ნასვამი ქვეითად მოსიარულე არასრულწლოვანს დაეჯახა, დაკავებულია - მოზარდი საავადმყოფოში მიყვანისას გარდაიცვალა

"დასკვნაში ყველაფერი გამოჩნდება - დალია, დაალევინეს, ინექცია აქვს გაკეთებული, თუ..." - შეძლებს თუ არა ექსპერტიზის პასუხი 23 წლის პროგრამისტის გარდაცვალების მიზეზისთვის ფარდის ახდას?

"მოაქციეს ალყაში, ფიზიკურად გაუსწორდნენ და ჩაახრჩეს მდინარეში" - გიორგი შაქარაშვილის ბიძა