საზოგადოება
მეცნიერება
პოლიტიკა

26

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მსოფლიო
სამხედრო
Faceამბები
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
4-დღიანი ძებნის შემდეგ, მყვინთავებმა გიორგი შაქარაშვილის ცხედარი იპოვეს
4-დღიანი ძებნის შემდეგ, მყვინთავებმა გიორგი შაქარაშვილის ცხედარი იპოვეს

4-დღი­ა­ნი უწყვე­ტი სა­ძი­ე­ბო სა­მუ­შა­ო­ე­ბის შე­დე­გად მყვინ­თა­ვებ­მა 19 წლის გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის ცხე­და­რი წყალ­ში იპო­ვეს. ინ­ფორ­მა­ცი­ას სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის სამ­სა­ხუ­რი ავ­რცე­ლებს.

"ამ ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­ძი­ე­ბო სა­მუ­შა­ო­ებ­ში ჩარ­თუ­ლი იყო, 70 მე­ხან­ძრე-მაშ­ვე­ლი, 7 ნავი და ორი სპე­ცი­ა­ლუ­რი კა­ტე­რი, რო­მე­ლიც ახორ­ცი­ე­ლებ­და ფსკე­რის სკა­ნი­რე­ბას. შე­უ­ჩე­რებ­ლად ფუნ­ქცი­ო­ნი­რებ­და სა­ვე­ლე შტა­ბი, სა­ი­და­ნაც ხდე­ბო­და სა­ძი­ე­ბო ოპე­რა­ცი­ის მარ­თვა.

ად­გილ­ზე მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი იყო ყვე­ლა სა­ჭი­რო სპეც-ტექ­ნი­კა, მათ შო­რის თერ­მუ­ლი დრო­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც ახორ­ცი­ლებ­დნენ ტე­რი­ტო­რი­ის მო­ნი­ტო­რინგს", - ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის მცხე­თა-მთი­ა­ნე­თის სამ­მარ­თვე­ლოს უფ­რო­სი თე­მურ მო­ნი­ა­ვა არ აკონ­კრე­ტებს, აღე­ნიშ­ნე­ბა თუ არა რა­ი­მე და­ზი­ა­ნე­ბა 19 წლის ბი­ჭის ცხე­დარს და აცხა­დებს, რომ აღ­ნიშ­ნულს შე­სა­ბა­მი­სი უწყე­ბე­ბი გა­მო­ძი­ე­ბით და­ად­გე­ნენ.

19 ივ­ნისს, და­ახ­ლო­ე­ბით 11 სა­ათ­ზე გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის და­კარ­გვის შე­სა­ხებ ოჯახ­მა ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მი­მარ­თა. ცნო­ბი­ლია, რომ ახალ­გაზ­რდა ფეხ­ბურ­თე­ლი წვე­უ­ლე­ბა­ზე მცხე­თა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და, სა­დაც ჩხუ­ბი მოხ­და. იმ ღა­მის შემ­დეგ იკარ­გე­ბა შა­ქა­რაშ­ვი­ლის კვა­ლი.

რო­გორც გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის ბი­ძამ ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უბ­რი­სას გა­ნა­ცხა­და, საქ­მე­ში მო­ნა­წი­ლე პი­რე­ბის ძი­რი­თა­დი ნა­წი­ლი უკვე და­კი­თხუ­ლია.

პო­ლი­ცი­ამ, სა­მაშ­ვე­ლო სამ­სა­ხურ­თან ერ­თად, შე­ტყო­ბი­ნე­ბის მი­ღე­ბის­თა­ნა­ვე და­ი­წყო სამ­ძებ­რო სა­მუ­შა­ო­ე­ბი. 20 ივ­ნისს მი­ღე­ბულ იქნა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ზა­ჰე­სის დამ­ბის გახ­სნი­სა და ჟინ­ვალ­ჰე­სის დამ­ბის და­კეტვის შე­სა­ხებ, რა­მაც გა­მო­იწ­ვია მდი­ნა­რე არაგ­ვში წყლის დო­ნის და­წე­ვა.

შა­ქა­რაშ­ვი­ლის საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბა 143-ე მუხ­ლით არის და­წყე­ბუ­ლი, რაც თა­ვი­სუფ­ლე­ბის უკა­ნო­ნო აღ­კვე­თას გუ­ლის­ხმობს, თუმ­ცა, სა­ვა­რა­უ­დოდ, მუხ­ლი გა­დაკ­ვა­ლი­ფი­ცირ­დე­ბა.

მკითხველის კომენტარები / 49 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
!!!
0

ვაიმე შვილო!

გელა
1

იმედია მისი მკვლელები დაისჯებიან და გავლენიანი მამები და ბიძები ვერ შეძლებენ მათ დაცვას.

ავტორი:

4-დღიანი ძებნის შემდეგ, მყვინთავებმა გიორგი შაქარაშვილის ცხედარი იპოვეს

4-დღიანი ძებნის შემდეგ, მყვინთავებმა გიორგი შაქარაშვილის ცხედარი იპოვეს

4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად მყვინთავებმა 19 წლის გიორგი შაქარაშვილის ცხედარი წყალში იპოვეს. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების სამსახური ავრცელებს.

"ამ ხნის განმავლობაში საძიებო სამუშაოებში ჩართული იყო, 70 მეხანძრე-მაშველი, 7 ნავი და ორი სპეციალური კატერი, რომელიც ახორციელებდა ფსკერის სკანირებას. შეუჩერებლად ფუნქციონირებდა საველე შტაბი, საიდანაც ხდებოდა საძიებო ოპერაციის მართვა.

ადგილზე მობილიზებული იყო ყველა საჭირო სპეც-ტექნიკა, მათ შორის თერმული დრონები, რომლებიც ახორცილებდნენ ტერიტორიის მონიტორინგს", - ნათქვამია ინფორმაციაში.

საგანგებო სიტუაციების მართვის მცხეთა-მთიანეთის სამმართველოს უფროსი თემურ მონიავა არ აკონკრეტებს, აღენიშნება თუ არა რაიმე დაზიანება 19 წლის ბიჭის ცხედარს და აცხადებს, რომ აღნიშნულს შესაბამისი უწყებები გამოძიებით დაადგენენ.

19 ივნისს, დაახლოებით 11 საათზე გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. ცნობილია, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელი წვეულებაზე მცხეთაში იმყოფებოდა, სადაც ჩხუბი მოხდა. იმ ღამის შემდეგ იკარგება შაქარაშვილის კვალი.

როგორც გიორგი შაქარაშვილის ბიძამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, საქმეში მონაწილე პირების ძირითადი ნაწილი უკვე დაკითხულია.

პოლიციამ, სამაშველო სამსახურთან ერთად, შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო სამძებრო სამუშაოები. 20 ივნისს მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ზაჰესის დამბის გახსნისა და ჟინვალჰესის დამბის დაკეტვის შესახებ, რამაც გამოიწვია მდინარე არაგვში წყლის დონის დაწევა.

შაქარაშვილის საქმეზე გამოძიება 143-ე მუხლით არის დაწყებული, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს, თუმცა, სავარაუდოდ, მუხლი გადაკვალიფიცირდება.

თბილისში, ერთ-ერთ კაფე-ბარში, ახალგაზრდა ბიჭი, სავარაუდოდ, დენის დარტყმის შედეგად გარდაიცვალა

ფოთში მოტოციკლი მალთაყვის ხიდიდან გადავარდა

მეხანძრე-მაშველებმა ცეცხლმოკიდებული ბინიდან 3 ბავშვი უვნებლად გამოიყვანეს - რა მოხდა გლდანში?