პოლიტიკა
მსოფლიო

26

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
სამხედრო
Faceამბები
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქობულეთსა და შუახევს ახალი სათავგადასავლო ტურისტული მარშრუტი შეემატება
ქობულეთსა და შუახევს ახალი სათავგადასავლო ტურისტული მარშრუტი შეემატება

მთი­ან აჭა­რა­ში ახა­ლი, სა­თავ­გა­და­სავ­ლო-სა­ლაშ­ქრო ტუ­რის­ტუ­ლი მარ­შრუ­ტის მარ­კი­რე­ბა იგეგ­მე­ბა. გარ­და­მა­ვა­ლი მარ­შრუ­ტი კინ­ტრი­შის ეროვ­ნულ პარკს ჯვა­რი­მინ­დორ­თან, ჭვა­ნის ხე­ო­ბას­თან და გო­მის მთას­თან და­ა­კავ­ში­რებს. მარ­შრუ­ტი შუ­ა­ხე­ვის და ქო­ბუ­ლე­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტებ­ში, ალ­პუ­რი ზო­ნის ტუ­რის­ტუ­ლი ბი­ლი­კის გავ­ლით 3-4 დღი­ან სა­ლაშ­ქრო, მრა­ვალ­ფე­რო­ვან ტუ­რის­ტულ მარ­შრუტს შექ­მნის.

ახალ ტუ­რის­ტულ ბი­ლიკ­ზე მოგ­ზა­უ­რებს სა­შუ­ა­ლე­ბა ექ­ნე­ბათ ულა­მა­ზე­სი კინ­ტრი­შის ეროვ­ნუ­ლი პარ­კი, XII სა­უ­კუ­ნე­ში აგე­ბუ­ლი ვარ­ჯა­ნუ­ლი­სა და ცხემ­ვა­ნას თა­ღო­ვა­ნი ხი­დე­ბი, ხი­ნოწ­მინ­დის მო­ნას­ტე­რი, ტბი­ყე­ლის ტბა, ჯვა­რი­მინ­დო­რი და ხა­ბე­ლაშ­ვი­ლე­ბის ხის თა­ღო­ვა­ნი ხიდი მო­ი­ნა­ხუ­ლონ. აჭა­რის ტუ­რიზ­მის დე­პარ­ტა­მენ­ტის ტუ­რის­ტუ­ლი პრო­დუქ­ტე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის სა­ა­გენ­ტო მარ­შრუ­ტის სრულ მარ­კი­რე­ბას, მა­ნიშ­ნებ­ლე­ბი­სა და სა­ინ­ფორ­მა­ციო და­ფე­ბის დამ­ზა­დე­ბა-და­მონ­ტა­ჟე­ბას, მარ­შრუ­ტის რუ­კის მომ­ზა­დე­ბა­სა და სა­ო­ჯა­ხო-სას­ტუმ­რო სახ­ლე­ბის შერ­ჩე­ვას, ზა­ფხუ­ლის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებს. წელსვე, მარ­შრუ­ტის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ის მიზ­ნით ასე­ვე, იგეგ­მე­ბა ინ­ფო­ტუ­რი გი­დე­ბი­სა და ტუ­რის­ტუ­ლი სა­ა­გენ­ტო­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის­თვის.

„ჩვენ­თვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ რე­გი­ონ­ში ჩა­მო­სულ სტუმ­რებს შევ­თა­ვა­ზოთ მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი ტუ­რის­ტუ­ლი მარ­შრუ­ტე­ბი. ულა­მა­ზე­სი კინ­ტრი­შის ხე­ო­ბა ის­ტო­რი­უ­ლად გა­მორ­ჩე­უ­ლი ად­გი­ლია, რო­მე­ლიც სა­ქა­რავ­ნე გზე­ბით აჭა­რის სხვა მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტებს უკავ­შირ­დე­ბო­და. სწო­რედ, მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტე­ბის და­მა­კავ­ში­რე­ბელ ერთ-ერთ ასეთ ბი­ლიკს, რო­მე­ლიც აჭა­რა-გუ­რი­ის მთა­თა სის­ტე­მე­ბის ულა­მა­ზეს ხე­დებ­ზე გა­დის, ტუ­რის­ტულ და­ნიშ­ნუ­ლე­ბას მივ­ცემთ. ბი­ლი­კი გა­მორ­ჩე­უ­ლი და მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნია. მოგ­ზა­უ­რებს არ უწევთ ბი­ლიკ­ზე მო­წყე­ნა, რად­გან მარ­შრუ­ტი დატ­ვირ­თუ­ლია ის­ტო­რი­უ­ლი ღირ­სშე­სა­ნიშ­ნა­ო­ბე­ბით, ხი­დე­ბი­თა და ცი­ხე­ე­ბით. ამავდრო­უ­ლად, ბი­ლი­კი ეროვ­ნუ­ლი პარ­კის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გა­დის, სა­დაც მოგ­ზა­უ­რებს ათას­წლო­ვა­ნი უთხო­ვა­რის ეგ­ზემპლა­რი ხე­ე­ბი, ჩანჩქე­რე­ბი და ვე­ლუ­რი ტბე­ბი ხვდე­ბა. ბი­ლი­კის 50 % კოლ­ხუ­რი ტყით და­ფა­რუ­ლი ტე­რი­ტო­რი­აა, და­ნარ­ჩე­ნი კი ალ­პუ­რი ზო­ნაა ულა­მა­ზე­სი ხე­ო­ბე­ბის ხე­დე­ბი­თა და სოფ­ლე­ბით. სწო­რედ, მსგავ­სი თე­მა­ტუ­რი მარ­შრუ­ტე­ბი მოგ­ვცემს იმის სა­შუ­ა­ლე­ბას, რომ ერთ პრო­დუქ­ტში გა­ვა­ერ­თი­ა­ნოთ ყვე­ლა ის ტუ­რის­ტუ­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბა, რაც აჭა­რას გა­აჩ­ნია,“ გა­ნა­ცხა­და აჭა­რის ტუ­რიზ­მის დე­პარ­ტა­მენ­ტის ტუ­რის­ტუ­ლი პრო­დუქ­ტე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს ხელ­მძღვა­ნელ­მა ლელა გო­გუ­ა­ძემ.

ამ ეტაპ­ზე, ტუ­რის­ტუ­ლი პრო­დუქ­ტე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს მიერ მთი­ა­ნა­ჭა­რა­ში 15-მდე ტუ­რის­ტუ­ლი მარ­შრუ­ტია მარ­კი­რე­ბუ­ლი, რო­მე­ლიც ყვე­ლა კა­ტე­გო­რი­ი­სა და გე­მოვ­ნე­ბის ტუ­რისტზეა მორ­გე­ბუ­ლი. მარ­შრუ­ტე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ღე­ბა მოგ­ზა­უ­რო­ბის მსურ­ვე­ლებს ტუ­რის­ტუ­ლი სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტრის ცხელ ხაზ­ზე 577 909093, ასე­ვე აჭა­რის ტუ­რიზ­მის დე­პარ­ტა­მენ­ტის ტუ­რის­ტუ­ლი პრო­დუქ­ტე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს ოფი­ცი­ა­ლურ პორ­ტალ­ზე https://visitajara.com/ka/routes შე­უძ­ლი­ათ.

ავტორი:

ქობულეთსა და შუახევს ახალი სათავგადასავლო ტურისტული მარშრუტი შეემატება

ქობულეთსა და შუახევს ახალი სათავგადასავლო ტურისტული მარშრუტი შეემატება

მთიან აჭარაში ახალი, სათავგადასავლო-სალაშქრო ტურისტული მარშრუტის მარკირება იგეგმება. გარდამავალი მარშრუტი კინტრიშის ეროვნულ პარკს ჯვარიმინდორთან, ჭვანის ხეობასთან და გომის მთასთან დააკავშირებს. მარშრუტი შუახევის და ქობულეთის მუნიციპალიტეტებში, ალპური ზონის ტურისტული ბილიკის გავლით 3-4 დღიან სალაშქრო, მრავალფეროვან ტურისტულ მარშრუტს შექმნის.

ახალ ტურისტულ ბილიკზე მოგზაურებს საშუალება ექნებათ ულამაზესი კინტრიშის ეროვნული პარკი, XII საუკუნეში აგებული ვარჯანულისა და ცხემვანას თაღოვანი ხიდები, ხინოწმინდის მონასტერი, ტბიყელის ტბა, ჯვარიმინდორი და ხაბელაშვილების ხის თაღოვანი ხიდი მოინახულონ. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო მარშრუტის სრულ მარკირებას, მანიშნებლებისა და საინფორმაციო დაფების დამზადება-დამონტაჟებას, მარშრუტის რუკის მომზადებასა და საოჯახო-სასტუმრო სახლების შერჩევას, ზაფხულის განმავლობაში განახორციელებს. წელსვე, მარშრუტის პოპულარიზაციის მიზნით ასევე, იგეგმება ინფოტური გიდებისა და ტურისტული სააგენტოების წარმომადგენლებისთვის.

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რეგიონში ჩამოსულ სტუმრებს შევთავაზოთ მრავალფეროვანი ტურისტული მარშრუტები. ულამაზესი კინტრიშის ხეობა ისტორიულად გამორჩეული ადგილია, რომელიც საქარავნე გზებით აჭარის სხვა მუნიციპალიტეტებს უკავშირდებოდა. სწორედ, მუნიციპალიტეტების დამაკავშირებელ ერთ-ერთ ასეთ ბილიკს, რომელიც აჭარა-გურიის მთათა სისტემების ულამაზეს ხედებზე გადის, ტურისტულ დანიშნულებას მივცემთ. ბილიკი გამორჩეული და მრავალფეროვანია. მოგზაურებს არ უწევთ ბილიკზე მოწყენა, რადგან მარშრუტი დატვირთულია ისტორიული ღირსშესანიშნაობებით, ხიდებითა და ციხეებით. ამავდროულად, ბილიკი ეროვნული პარკის ტერიტორიაზე გადის, სადაც მოგზაურებს ათასწლოვანი უთხოვარის ეგზემპლარი ხეები, ჩანჩქერები და ველური ტბები ხვდება. ბილიკის 50 % კოლხური ტყით დაფარული ტერიტორიაა, დანარჩენი კი ალპური ზონაა ულამაზესი ხეობების ხედებითა და სოფლებით. სწორედ, მსგავსი თემატური მარშრუტები მოგვცემს იმის საშუალებას, რომ ერთ პროდუქტში გავაერთიანოთ ყველა ის ტურისტული ღირებულება, რაც აჭარას გააჩნია,“ განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელმა ლელა გოგუაძემ.

ამ ეტაპზე, ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს მიერ მთიანაჭარაში 15-მდე ტურისტული მარშრუტია მარკირებული, რომელიც ყველა კატეგორიისა და გემოვნების ტურისტზეა მორგებული. მარშრუტების შესახებ ინფორმაციის მიღება მოგზაურობის მსურველებს ტურისტული საინფორმაციო ცენტრის ცხელ ხაზზე 577 909093, ასევე აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს ოფიციალურ პორტალზე https://visitajara.com/ka/routes შეუძლიათ.

"გზა დედამიწიდან მარსამდე მთვარეზე გაივლის" - ევროპის კოსმოსური სააგენტოს ქართველი თანამშრომელი ილონ მასკსა და მის გრანდიოზულ პროექტებზე

უკრაინელი ქალის საოცარი ამბავი, რომელმაც ბოლნისის სიონი გადაარჩინა

რას ამბობენ საგარეო საქმეთა სამინისტროში ელჩ ზურაბ აბაშიძის მდგომარეობაზე, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინდა