პოლიტიკა
მსოფლიო

26

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
სამხედრო
Faceამბები
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"შეზღუდვების შემსუბუქების შემდეგ მოსალოდნელიც იყო, რომ შემთხვევების რაოდენობამ იმატოს" - ამირან გამყრელიძე
"შეზღუდვების შემსუბუქების შემდეგ მოსალოდნელიც იყო, რომ შემთხვევების რაოდენობამ იმატოს" - ამირან გამყრელიძე

და­ა­ვა­დე­ბათ კონ­ტრო­ლის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლის, ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძის გან­ცხა­დე­ბით, შე­ზღუდ­ვე­ბის შემ­სუ­ბუ­ქე­ბის შემ­დეგ კო­რო­ნა­ვირუ­სით და­ინ­ფი­ცი­რე­ბის ახა­ლი შემ­თხვე­ვე­ბის მა­ტე­ბა მო­სა­ლოდ­ნე­ლი იყო.

რო­გორც გამ­ყრე­ლი­ძე გან­მარ­ტავს, სი­ტუ­ა­ცია სა­გან­გა­შო არ არის, თუმ­ცა, ის სა­ზო­გა­დო­ე­ბას სიფრ­თხი­ლის­კენ მო­უ­წო­დებს.

"დღეს დი­ლის­თვის 11 შემ­თხვე­ვა გვაქვს. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ეს არ არის ის რი­ცხვი, რო­მელ­საც ჩვენ ვერ მო­ვე­რე­ვით და ვერ ვმარ­თავთ, ამი­ტომ ერ­თის მხრივ არა­ვი­თა­რი სა­შიშ­რო­ე­ბა არ არის, მაგ­რამ მე­ო­რეს მხრივ, მეტი სიფრ­თხი­ლე გვმარ­თებს, რა­მე­თუ, შე­ზღუდ­ვე­ბის შემ­სუ­ბუ­ქე­ბის შემ­დეგ მო­სა­ლოდ­ნე­ლიც იყო, რომ შემ­თხვე­ვე­ბის რა­ო­დე­ნო­ბამ იმა­ტოს, მაგ­რამ მინ­და და­გარ­წმუ­ნოთ, რომ ეს მა­ტე­ბა ყო­ველ­თვის მარ­თვა­დია და იქ­ნე­ბა მარ­თვა­დი.

ამა­ვე დროს, გუ­შინ ჩა­ტარ­და ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ღო­ნის­ძი­ე­ბა. იცით, რომ დღეს ყვე­ლა­ზე ცხე­ლი წერ­ტი­ლი ბოლ­ნი­სის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში სო­ფე­ლი მუ­შე­ვა­ნი გვაქვს, სა­დაც ყვე­ლა­ზე მეტი - 55 შემ­თხვე­ვა იყო მა­ნამ­დე და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი. ეს არის საკ­მა­ოდ მოზ­რდი­ლი სო­ფე­ლი, სა­დღაც, 700-მდე მცხოვ­რე­ბით, აქე­დან 55-მდე ადა­მი­ა­ნი გვყავ­და სამ­კურ­ნა­ლოდ გა­დაყ­ვა­ნი­ლი, და­ახ­ლო­ე­ბით, 60-მდე ადა­მი­ა­ნი იყო კა­რან­ტინ­ში გა­დაყ­ვა­ნი­ლი.

გუ­შინ მო­ე­წყო მა­სობ­რი­ვი ტეს­ტი­რე­ბის აქ­ცია სო­ფელ მუ­შე­ვან­ში, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან კარ­გად და­ა­ორ­გა­ნი­ზა ად­გი­ლობ­რივ­მა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ, გუ­ბერ­ნი­ამ და ბოლ­ნი­სის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­მა. ჩვენ­გან ეპი­დე­მი­ო­ლოგ­თა 8 ბრი­გა­და იყო წა­სუ­ლი, ასე­ვე ერთი ად­გი­ლობ­რი­ვი ბრი­გა­და, მეც გახ­ლდით ად­გილ­ზე, ვნა­ხე ყვე­ლა­ფე­რი, ხალ­ხი იყო ძა­ლი­ან ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი, სოფ­ლის 9 წერ­ტილ­ში ხდე­ბო­და ბი­ო­ლო­გი­უ­რი ნი­მუ­შე­ბის აღე­ბა.

გუ­შინ ჩვენ 574 ბი­ო­ლო­გი­უ­რი ნი­მუ­შის აღე­ბა შევ­ძე­ლით, მათ შო­რის, ნა­ხე­ვარ­ზე მეტი გა­მოკ­ვლე­უ­ლი იქნა ლუ­გარ­ში, ორი და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვა გვაქვს, და­ნარ­ჩე­ნე­ბის კვლე­ვა დღეს მიმ­დი­ნა­რე­ობს და მო­გახ­სე­ნებთ“, - გა­ნა­ცხა­და გამ­ყრე­ლი­ძემ.

ავტორი:

"შეზღუდვების შემსუბუქების შემდეგ მოსალოდნელიც იყო, რომ შემთხვევების რაოდენობამ იმატოს" - ამირან გამყრელიძე

"შეზღუდვების შემსუბუქების შემდეგ მოსალოდნელიც იყო, რომ შემთხვევების რაოდენობამ იმატოს" - ამირან გამყრელიძე

დაავადებათ კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, შეზღუდვების შემსუბუქების შემდეგ კორონავირუსით დაინფიცირების ახალი შემთხვევების მატება მოსალოდნელი იყო.

როგორც გამყრელიძე განმარტავს, სიტუაცია საგანგაშო არ არის, თუმცა, ის საზოგადოებას სიფრთხილისკენ მოუწოდებს.

"დღეს დილისთვის 11 შემთხვევა გვაქვს. მოგეხსენებათ, ეს არ არის ის რიცხვი, რომელსაც ჩვენ ვერ მოვერევით და ვერ ვმართავთ, ამიტომ ერთის მხრივ არავითარი საშიშროება არ არის, მაგრამ მეორეს მხრივ, მეტი სიფრთხილე გვმართებს, რამეთუ, შეზღუდვების შემსუბუქების შემდეგ მოსალოდნელიც იყო, რომ შემთხვევების რაოდენობამ იმატოს, მაგრამ მინდა დაგარწმუნოთ, რომ ეს მატება ყოველთვის მართვადია და იქნება მართვადი.

ამავე დროს, გუშინ ჩატარდა ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება. იცით, რომ დღეს ყველაზე ცხელი წერტილი ბოლნისის მუნიციპალიტეტში სოფელი მუშევანი გვაქვს, სადაც ყველაზე მეტი - 55 შემთხვევა იყო მანამდე დაფიქსირებული. ეს არის საკმაოდ მოზრდილი სოფელი, სადღაც, 700-მდე მცხოვრებით, აქედან 55-მდე ადამიანი გვყავდა სამკურნალოდ გადაყვანილი, დაახლოებით, 60-მდე ადამიანი იყო კარანტინში გადაყვანილი.

გუშინ მოეწყო მასობრივი ტესტირების აქცია სოფელ მუშევანში, რომელიც ძალიან კარგად დააორგანიზა ადგილობრივმა ხელისუფლებამ, გუბერნიამ და ბოლნისის მუნიციპალიტეტმა. ჩვენგან ეპიდემიოლოგთა 8 ბრიგადა იყო წასული, ასევე ერთი ადგილობრივი ბრიგადა, მეც გახლდით ადგილზე, ვნახე ყველაფერი, ხალხი იყო ძალიან ორგანიზებული, სოფლის 9 წერტილში ხდებოდა ბიოლოგიური ნიმუშების აღება.

გუშინ ჩვენ 574 ბიოლოგიური ნიმუშის აღება შევძელით, მათ შორის, ნახევარზე მეტი გამოკვლეული იქნა ლუგარში, ორი დადასტურებული შემთხვევა გვაქვს, დანარჩენების კვლევა დღეს მიმდინარეობს და მოგახსენებთ“, - განაცხადა გამყრელიძემ.

"არსებობს კანონი, მორალი... არა მგონია, რომელიმე გაძლევდეთ უფლებას მოზარდს  ნაბ....რი ეძახოთ" - რას წერს ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ხელმძღვანელი ძაღლის წამების ვიდეოზე

ომალოში პოლონელი ტურისტი დაშავდა - მეხანძრე-მაშველებმა ის თბილისში ვერტმფრენით გადმოიყვანეს

"კახეთში კორონავირუსის ინფექციის წყარო არ არის, ინფიცირებულია ტრაილერის მძღოლი, რომელიც რუსეთიდან შემოვიდა" - ამირან გამყრელიძე