პოლიტიკა
მსოფლიო

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
სამხედრო
Faceამბები
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ ეხმაურებიან ნიკოლოზ ბასილაშვილის გარშემო აგორებულ სკანდალს ცნობილი ქართველები
როგორ ეხმაურებიან ნიკოლოზ ბასილაშვილის გარშემო აგორებულ სკანდალს ცნობილი ქართველები

ცნო­ბი­ლი ქარ­თვე­ლი ჩოგ­ბურ­თე­ლის გარ­შე­მო აგო­რე­ბულ სკან­დალს სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში დიდი რე­ზო­ნან­სი მოჰ­ყვა. ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვი­ლი, რო­მელ­საც ყო­ფი­ლი მე­უღ­ლის მი­მართ ძა­ლა­დო­ბას ედა­ვე­ბი­ან, გუ­შინ სა­სა­მარ­თლომ 100 000 ლა­რი­ა­ნი გი­რა­ოს გა­დახ­დის სა­ნაც­ვლოდ გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა.

თე­მას­თან და­კავ­ში­რე­ბით სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში უამ­რა­ვი კო­მენ­ტა­რი და შე­ფა­სე­ბა იწე­რე­ბა. სპორ­ტსმენს არა­ერ­თი ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნი მხრდა­ჭე­რას უცხა­დებს.

ლე­ვან სონ­ღუ­ლაშ­ვი­ლი, მხატ­ვა­რი:

"ბა­სი­ლაშ­ვი­ლის საქ­მეს მინ­და შე­ვე­ხო. დიდ პა­ტივს ვცემ კა­ნონ­მორ­ჩილ მო­ქა­ლა­ქე­ებს და ძა­ლი­ან მა­ღი­ზი­ა­ნებს, როცა ვინ­მე რიგს არ­ღვევს. ცოტა ხნის წინ, და­ახ­ლო­ე­ბით, 20-25 წუთი მა­ღა­ზი­ის რიგ­ში ვი­დე­ქი, ჩემს უკან ხან­დაზ­მუ­ლი ქალი შევ­ნიშ­ნე და რიგი და­ვუთ­მე, შემ­დეგ სხვა ქალ­ბა­ტონ­მაც მთხო­ვა, შვი­ლო, ძა­ლი­ან მეჩ­ქა­რე­ბა და იქ­ნებ, ახლა მე შე­მიშ­ვაო. ბუ­ნებ­რი­ვია, გა­ვა­ტა­რე. ამ­ჯე­რად, მო­უთ­მენ­ლად ვე­ლო­დი ჩემ რიგს. დაც­ვამ შეს­ვლის­კენ მო­მი­წო­და, ნა­ბი­ჯი გა­დავ­დგი თუ არა, 50 წლამ­დე ასა­კის ქალ­მა და­იყ­ვი­რა, სად მი­დი­ხართ, თქვენ ახლა მოხ­ვე­დით, რიგი და­ი­ცა­ვი­თო! მას ურ­ცხვად აჰ­ყვნენ სხვა ქა­ლე­ბი და ამ ალი­ა­ქოთ­ში მა­მა­კა­ცე­ბიც გა­მო­მე­სარ­ჩლ­ნენ. თით­ქოს, ქა­ლებ­ზე ზე­წო­ლას ვახ­დენ­დი. ცო­ტაც და, ძა­ლა­დო­ბის მუხ­ლით ბრალს წა­მი­ყე­ნებ­დნენ.

უფ­ლე­ბებ­ზე სა­უ­ბა­რი აუ­ცი­ლე­ბე­ლია, მაგ­რამ ის სუ­ბი­ექ­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც ქალ­თა, უმ­ცი­რე­სო­ბა­თა, თუ ცხო­ველ­თა უფ­ლე­ბე­ბის, ასე­ვე, გა­რე­მოს დამ­ცვე­ლად გვევ­ლი­ნე­ბი­ან, ფე­მი­ნიზ­მის მხა­რეს დგა­ნან და პრე­ტენ­ზია აქვთ და­სავ­ლურ ფა­სე­უ­ლო­ბებ­სა და ლი­ბე­რა­ლურ ღი­რე­ბუ­ლე­ბებ­ზე; რო­მელ­თა პი­რი­დან წა­მო­სუ­ლი ყო­ვე­ლი სი­ტყვა შე­სა­შუ­რად პო­ლიტ­კო­რექ­ტუ­ლია, რა­ტომ გა­მო­აქვთ ვერ­დიქ­ტი და­ნა­შა­უ­ლის დამ­ტკი­ცე­ბამ­დე? რა­ტომ ხუ­ჭა­ვენ თვალს უდა­ნა­შა­უ­ლო­ბის პრე­ზუმ­ცი­ა­ზე? მარ­თა­ლია, შე­საძ­ლოა, სტა­ტის­ტი­კით მო­ძა­ლა­დე ქმრე­ბი აჭარ­ბე­ბენ ქა­ლებს, მაგ­რამ ეს არ გა­მო­რი­ცხავს ფაქტს, რომ რიგ შემ­თხვე­ვებ­ში, მა­მა­კა­ციც იყოს მსხვერ­პლი.

და­ე­ლო­დეთ სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას და შემ­დეგ გა­ა­კე­თეთ ასე­თი რა­დი­კა­ლუ­რი გან­ცხა­დე­ბე­ბი".

თა­მარ ივე­რი, სა­ო­პე­რო მომ­ღე­რა­ლი, მეცო სოპ­რა­ნო:

"ქალ­თა მი­მართ ძა­ლა­დო­ბის ერთ ერთი ხმა­ლა­მო­ღე­ბუ­ლი მო­წი­ნა­აღ­მდე­გე ვარ... თუმ­ცა, ამ შემ­თხვე­ვა­ში, რაც მო­ვის­მი­ნე, ინ­ტუ­ი­ცი­ით ამ ყო­ვე­ლი­ვეს ქალ­ბა­ტო­ნი ნე­კას მხრი­დან კარ­გად და­გეგ­მი­ლი პრო­ვო­კა­ცი­ის სუნი ას­დის!

მა­ნამ­დე დე­დამ­თი­ლის­თვი­საც მო­უს­წრია ჩი­ვი­ლი, ქმარს თვე­ში 100.000ლარს(!) დიახ,არც მეტი არც ნაკ­ლე­ბი თვე­ში 100.000 ლარს სძა­ლავ­და პი­რა­დი სა­ი­დუმ­ლოს შე­ნახ­ვის­თვის (ჯერ სა­ერ­თოდ ფუი! ასეთ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბას თუნ­დაც ყო­ფილ ქმარ­თან!!) ახლა თურ­მე ეს 100 ათა­სი ლარი აღარ ყოფ­ნის და მისი გა­სამ­მა­გე­ბა მოს­დო­მე­ბია(!), თა­ვად მი­სუ­ლა "მსხვერ­პლი" მო­ძა­ლა­დეს­თან სახ­ლში(!), მო­რიგ­ჯერ კა­რი­ე­რის დან­გრე­ვით და სა­ი­დუმ­ლოს გამ­ჟღავ­ნე­ბით და­მუქ­რე­ბია და მოკ­ლედ... ჩემს წი­ნა­შე უსუ­სუ­რი "ნა­ძა­ლა­დე­ვი" გო­გო­ნა კი არა, კარ­გად დატ­რე­ნინ­გე­ბუ­ლი შან­ტა­ჟის­ტი "პრო­ვო­კა­ტორ­შა" წარ­მო­ი­სა­ხა!!!

და მას ეს "ძა­ლა­დო­ბა"იგ­რძნო­ბა რომ... ამ მო­მენ­ტში ჰა­ე­რი­ვით სჭირ­დე­ბო­და. მწა­რე ენით, შენი ცხოვ­რე­ბის ჭრი­ლო­ბა­ზე და სა­ი­დუმ­ლო­ზე გა­მუდ­მე­ბით მა­რი­ლის ყრით და კა­რი­ე­რის დან­გრე­ვის მუ­ქა­რით კი ცხვარს აა­ღე­ბი­ნებ ხელ­ში დამ­ბა­ჩას არამ­ცთუ ადა­მი­ანს და უკაც­რა­ვად, ადა­მი­ან­ზე მუდ­მი­ვი ფი­ქო­ლო­გი­უ­რი ძა­ლა­დო­ბა ძა­ლა­დო­ბა არ არის და მხო­ლოდ მუშ­ტი ით­ვლე­ბა ძა­ლა­დო­ბად? სხვა­თა­შო­რის, თუ ასეა, მუდ­მივ­მა შან­ტაჟ­მა ადა­მი­ა­ნი დიდი ალ­ბა­თო­ბით შე­იძ­ლე­ბა ფსი­ქი­კურ შეშ­ლამ­დე და თვით­მკლე­ლო­ბამ­დე მი­იყ­ვა­ნოს, მა­შინ როცა "ფინ­გა­ლი" ერთ კვი­რა­ში გა­ივ­ლის. თუმ­ცა,დიდი ეჭვი მე­პა­რე­ბა თა­ვად ნი­კო­ლო­ზის მხრი­დან რა­ი­მე მო­ნა­წი­ლე­ო­ბი­სა ამ აქ­ცი­ა­ში. გამ­წა­რე­ბუ­ლი მა­მის­გან კი შე­იძ­ლე­ბა იყო კი­დეც რა­ღაც ადეკ­ვა­ტუ­რი მუ­ქა­რა. ასე რომ ხვა­ლინ­დე­ლი,ოც­და­ა­თი კბი­ლე­ბა­ლე­სი­ლი ად­ვო­კა­ტე­ბის მიერ ჭრა­კერ­ვა/მონ­ტა­ჟჩა­ტა­რე­ბუ­ლი ტექ­სტე­ბის ნაკ­ლე­ბად მჯე­რა!

ჩემი მხარ­და­ჭე­რა ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვილს! მისი მსოფ­ლიო კა­რი­ე­რა კი ია­ფ­ფა­სი­ან ფულს და პი­არს და­ხარ­ბე­ბუ­ლი ავან­ტი­უ­რის­ტე­ბის გამო არა­ნა­ი­რად არ და­ინ­გრე­ვა!!! პ.ს.შე­იძ­ლე­ბა არც და­მე­წე­რა ამ­ხე­ლა პოს­ტი,მაგ­რამ თა­ვად მაქვს გა­მოც­დი­ლი 2013-14 წლებ­ში თუ რა გა­მა­ნად­გუ­რებ­ლად მწა­რეა პი­როვ­ნუ­ლი და ნა­ლო­ლი­ა­ვე­ბი კა­რი­ე­რის დან­გრე­ვის მუ­ქა­რის შემ­ცვე­ლი გა­უ­თა­ვე­ბე­ლი შან­ტა­ჟე­ბი და ეს ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი შან­ტა­ჟე­ბი... მერ­წმუ­ნონ ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლე­ბი... ნე­ბის­მი­ერ წიხლზე და მუშტზე უფრო დიდი და­ნა­შა­უ­ლია!!!... ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში არა­ნაკ­ლე­ბი. ასე რომ, კი­დევ გა­სარ­კვე­ვია რო­მე­ლი მხა­რეა ჭეშ­მა­რი­ტი ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პლი!! და თუ ჩემი ტექ­სტით და ვა­რა­უ­დით 360 გრა­დუს­ში შევ­ცდე­ბი....არც ბო­დი­შის მოხ­და გა­მი­ჭირ­დე­ბა!"

მამა შალ­ვა კე­კე­ლია:

"სა­უ­კე­თე­სო ადა­მი­ა­ნი, პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი სპორ­ტსმე­ნი, ქვეყ­ნის სა­ა­მა­ყო შვი­ლი, ერ­თგუ­ლი მე­გო­ბა­რი, თავ­მდა­ბა­ლი, შრო­მის­მოყ­ვა­რე და ძა­ლი­ან გუ­ლი­ა­ნი ადა­მი­ა­ნი... ნიკა შენ გვერ­დით ვარ... არა ძა­ლა­დო­ბას... თავი შე­ი­კა­ვეთ და­უ­სა­ბუ­თე­ბე­ლი ბრალ­დე­ბე­ბის­გან".

თაკო ჩხე­ი­ძე, მო­დე­ლი:

"რა სა­ო­ცა­რი ხალ­ხი ვართ, ჯერ ცაში აგიყ­ვა­ნენ, მერე ზუს­ტად იგი­ვე ხალ­ხი მი­წა­ში ჩაგ­დებს. იქ­ნებ და­ვე­ლო­დოთ გა­მო­ძი­ე­ბას და მერე ავ­ტე­ხოთ ერთი ამ­ბა­ვი??"

და­ვით ქა­ცა­რა­ვა, მოძ­რა­ო­ბის "ძალა ერ­თო­ბა­შია" დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი:

"არ მჯე­რა ბა­სი­ლაშ­ვი­ლის მო­ძა­ლა­დე­ო­ბის"

ქე­თე­ვან ქარ­და­ვა, ჟურ­ნა­ლის­ტი:

"დღეს ამ ამ­ბავ­მა ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა დი­ლი­დან აა­ღელ­ვა, გა­აკ­ვირ­ვა, კო­რო­ნა და­ა­ვი­წყა, ერ­თმა­ნეთს და­ა­პი­რის­პი­რა, FB კო­მენ­ტა­რებ­ში აჩხუ­ბა. ნუ, ეს ახა­ლი არ არის. ბევ­რს იმე­დი გა­უც­რუა და ათ­ქმე­ვი­ნა, რომ ბა­სი­ლაშ­ვილს ტვ-ში აღარ ნა­ხავს და იმ დრო­ის და­კარ­გვა­საც ნა­ნობს, რაც ნი­კო­ლო­ზის გულ­შე­მატ­კივ­რო­ბა­ზე და­ხარ­ჯა. უმ­რავ­ლე­სო­ბას წა­კი­თხუ­ლის და­ჯე­რე­ბა არ სურ­და. ყვე­ლამ ინ­ფოს მო­ძი­ე­ბა და­ი­წყო. ძველ სა­ტე­ლე­ვი­ზიო ინ­ტერ­ვი­უ­ებ­ში სპორ­ტსმე­ნის მე­უღ­ლის მი­მართ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა­ზე გა­კეთ­და აქ­ცენ­ტი. ინ­ტე­რე­სი დი­დია და ეს გა­საკ­ვი­რი არაა. მოს­მე­ნი­ლი და წა­კი­თხუ­ლი მძი­მეა.

ჩემ­თვის ძა­ლი­ან სამ­წუ­ხა­რო იქ­ნე­ბა, თუ სა­სა­მარ­თლო ბა­სი­ლაშ­ვილს და­ნა­შა­ულს და­უმ­ტკი­ცებს.... ძა­ლა­დო­ბას გა­მარ­თლე­ბა არ აქვს. ქალ­ზე ძა­ლა­დო­ბას გა­მარ­თლე­ბა არ აქვს და ვერც ექ­ნე­ბა. ყვე­ლა მო­ძა­ლა­დე უნდა და­ი­სა­ჯოს, მაგ­რამ და­ი­სა­ჯოს სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის შე­სა­ბა­მი­სად. ჩვენ ყვე­ლას გვინ­და, რომ ბა­სი­ლაშ­ვი­ლი მო­ძა­ლა­დე არ იყოს..."

ნოე სუ­ლა­ბე­რი­ძე, ტე­ლე­წამ­ყვა­ნი:

"ყვე­ლა­ნა­ი­რი ძა­ლა­დო­ბის წი­ნა­აღ­მდე­გი ვარ და ალ­ბათ გახ­სოვთ არა­ერ­თი თემა გაგ­ვი­კე­თე­ბია კერ­ძოდ ქალ­თა მი­მართ ძა­ლა­დო­ბის წი­ნა­აღ­მდეგ, თუმ­ცა იქ სა­დაც 126 პრი­მა მუხ­ლის სა­ფუძ­ველ­ზე, სა­დაც უბ­რა­ლო ზე­პი­რი ბრალ­დე­ბით და ყვე­ლა­ნა­ი­რი მტკი­ცე­ბუ­ლის გა­რე­შე შე­იძ­ლე­ბა გაბ­რა­ზე­ბულ­ზე "გას­რო­კო” მა­მა­კა­ცი უფრო და­უც­ვე­ლი გა­მო­დის და ქალს მეტი მა­ნი­პუ­ლი­რე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა ეძ­ლე­ვა. "ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ტან­ჯვის ქვეშ”, რო­გორც კა­ნონ­ში ფორ­მუ­ლი­რე­ბუ­ლია ბევრ ცოლს ყავს თა­ვის ქმა­რი ჩვენს გარ­შე­მო და ჩვენს რე­ა­ლო­ბა­ში, ცოტა გახ­სენ­დე­ბათ? ))) წარ­მოდ­გე­ნაც არ მინ­და რამ­დე­ნი ცო­ლია ამ მუხ­ლით და­სა­ჭე­რი )))

სტა­ტუ­სი ზო­გა­დია, სხვი­სი საქ­მის არ ვიცი, თუმ­ცა მე მა­პა­ტი­ეთ, ასეთ მო­ზო­მილ და ში­ნა­გა­ნი ინ­ტე­ლექ­ტის მქო­ნე ტიპ­ზე, რო­გო­რიც ბა­სი­ლაშ­ვი­ლია, ბრალ­დე­ბას ვერ და­ვი­ჯე­რებ!!! ესაა ჩემი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა და პა­სუ­ხიც".

თეა ადე­იშ­ვი­ლი, ჟურ­ნა­ლის­ტი:

"სა­ნამ ყვე­ლა­ფე­რი სა­ბო­ლო­ოდ გა­ირ­კვე­ვა ვრჩე­ბი ნი­კას გულ­შე­მატ­კივ­რად!!! დღეს ჩემ­თვის პა­ტივ­სა­ცემ­მა ად­ვო­კა­ტებ­მა ამ ქვე­ყა­ნა­ში ან შან­ტა­ჟი უნდა წა­ა­ხა­ლო­სონ, ან გარ­დამ­ტე­ხი აგუ­რი და­დონ ფარ­თო წრე­ებ­ში გა­ბა­ტო­ნე­ბუ­ლი სა­ში­ნე­ლი დოგ­მის და­სა­მარ­ცხებ­ლად!!!"

ან­დრია გვე­ლე­სი­ა­ნი, მომ­ღე­რა­ლი:

"აქ ხო ყვე­ლა ყვე­ლას ცხოვ­რე­ბის გან­სჯის ექ­სპერ­ტია! (თან სა­ჯა­რო სივ­რცე­ში) ოხ, ეს ადა­მი­ა­ნე­ბი... ნეტა რამ­დენს შეგრცხვე­ბათ თქვე­ნი გრძე­ლი ენე­ბის?"

შე­გახ­სე­ნებთ, რომ სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რამ ყო­ფი­ლი მე­უღ­ლის მი­მართ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ძა­ლა­დო­ბის ფაქ­ტზე ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვილს ბრალ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 126-ე პრი­მა მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლის „ბ“ ქვე­პუნ­ქტით წა­რუდ­გი­ნა.

გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ 2020 წლის 21 მა­ისს, თბი­ლის­ში, ავ­ჭა­ლის და­სახ­ლე­ბა­ში, ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვილ­მა ურ­თი­ერ­თშე­ლა­პა­რა­კე­ბის ნი­ა­დაგ­ზე, ყო­ფი­ლი მე­უღ­ლის ნ.დ.-ს მი­მართ ფი­ზი­კუ­რი ძა­ლა­დო­ბა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა. სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვი­ლი 2020 წლის 22 მა­ისს და­ა­კა­ვეს. სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბა გრძელ­დე­ბა.

სა­სა­მარ­თლომ ბა­სი­ლაშ­ვი­ლის აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­კი­თხზე დღეს იმ­სჯე­ლა და ის 100 000-ლა­რი­ა­ნი გი­რა­ოს სა­ნაც­ვლოდ გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა. საქ­მე­ზე წი­ნა­სა­სა­მარ­თლო სხდო­მა 16 ივ­ლისს არის ჩა­ნიშ­ნუ­ლი.

მკითხველის კომენტარები / 52 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნანიკო
7

უბრალოდ სამარცხვინოა ყოფილი მეუღლის საქციელი! ერთი ინტრიგანი და პროვოკატორი ქალი ჩანს! ნიკოლოზ, ვფიქრობ მთელი საქართველო გგულშემატკივრობთ! ❤️

ხოხო
177

ხო გადაუარეს იმ გოგოს რაა, საბოლოოდ მხოლოდ ქალია დამნაშავე, მიდით აბა ჰეე გადაუარეთ საწყალ ქალს, ოჯახის საქმეში ჩარევა ძალიან ძნელია, არავინ არ იცის ოჯახში ვინ როგორია, დაუბრუნოს იმ გოგოს ის შვიდი წელი რაც წაართვა 

ავტორი:

როგორ ეხმაურებიან ნიკოლოზ ბასილაშვილის გარშემო აგორებულ სკანდალს ცნობილი ქართველები

როგორ ეხმაურებიან ნიკოლოზ ბასილაშვილის გარშემო აგორებულ სკანდალს ცნობილი ქართველები

ცნობილი ქართველი ჩოგბურთელის გარშემო აგორებულ სკანდალს საზოგადოებაში დიდი რეზონანსი მოჰყვა. ნიკოლოზ ბასილაშვილი, რომელსაც ყოფილი მეუღლის მიმართ ძალადობას ედავებიან, გუშინ სასამართლომ 100 000 ლარიანი გირაოს გადახდის სანაცვლოდ გაათავისუფლა.

თემასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელებში უამრავი კომენტარი და შეფასება იწერება. სპორტსმენს არაერთი ცნობილი ადამიანი მხრდაჭერას უცხადებს.

ლევან სონღულაშვილი, მხატვარი:

"ბასილაშვილის საქმეს მინდა შევეხო. დიდ პატივს ვცემ კანონმორჩილ მოქალაქეებს და ძალიან მაღიზიანებს, როცა ვინმე რიგს არღვევს. ცოტა ხნის წინ, დაახლოებით, 20-25 წუთი მაღაზიის რიგში ვიდექი, ჩემს უკან ხანდაზმული ქალი შევნიშნე და რიგი დავუთმე, შემდეგ სხვა ქალბატონმაც მთხოვა, შვილო, ძალიან მეჩქარება და იქნებ, ახლა მე შემიშვაო. ბუნებრივია, გავატარე. ამჯერად, მოუთმენლად ველოდი ჩემ რიგს. დაცვამ შესვლისკენ მომიწოდა, ნაბიჯი გადავდგი თუ არა, 50 წლამდე ასაკის ქალმა დაიყვირა, სად მიდიხართ, თქვენ ახლა მოხვედით, რიგი დაიცავითო! მას ურცხვად აჰყვნენ სხვა ქალები და ამ ალიაქოთში მამაკაცებიც გამომესარჩლნენ. თითქოს, ქალებზე ზეწოლას ვახდენდი. ცოტაც და, ძალადობის მუხლით ბრალს წამიყენებდნენ.

უფლებებზე საუბარი აუცილებელია, მაგრამ ის სუბიექტები, რომლებიც ქალთა, უმცირესობათა, თუ ცხოველთა უფლებების, ასევე, გარემოს დამცველად გვევლინებიან, ფემინიზმის მხარეს დგანან და პრეტენზია აქვთ დასავლურ ფასეულობებსა და ლიბერალურ ღირებულებებზე; რომელთა პირიდან წამოსული ყოველი სიტყვა შესაშურად პოლიტკორექტულია, რატომ გამოაქვთ ვერდიქტი დანაშაულის დამტკიცებამდე? რატომ ხუჭავენ თვალს უდანაშაულობის პრეზუმციაზე? მართალია, შესაძლოა, სტატისტიკით მოძალადე ქმრები აჭარბებენ ქალებს, მაგრამ ეს არ გამორიცხავს ფაქტს, რომ რიგ შემთხვევებში, მამაკაციც იყოს მსხვერპლი.

დაელოდეთ სასამართლოს გადაწყვეტილებას და შემდეგ გააკეთეთ ასეთი რადიკალური განცხადებები".

თამარ ივერი, საოპერო მომღერალი, მეცო სოპრანო:

"ქალთა მიმართ ძალადობის ერთ ერთი ხმალამოღებული მოწინააღმდეგე ვარ... თუმცა, ამ შემთხვევაში, რაც მოვისმინე, ინტუიციით ამ ყოველივეს ქალბატონი ნეკას მხრიდან კარგად დაგეგმილი პროვოკაციის სუნი ასდის!

მანამდე დედამთილისთვისაც მოუსწრია ჩივილი, ქმარს თვეში 100.000ლარს(!) დიახ,არც მეტი არც ნაკლები თვეში 100.000 ლარს სძალავდა პირადი საიდუმლოს შენახვისთვის (ჯერ საერთოდ ფუი! ასეთ ხელშეკრულებას თუნდაც ყოფილ ქმართან!!) ახლა თურმე ეს 100 ათასი ლარი აღარ ყოფნის და მისი გასამმაგება მოსდომებია(!), თავად მისულა "მსხვერპლი" მოძალადესთან სახლში(!), მორიგჯერ კარიერის დანგრევით და საიდუმლოს გამჟღავნებით დამუქრებია და მოკლედ... ჩემს წინაშე უსუსური "ნაძალადევი" გოგონა კი არა, კარგად დატრენინგებული შანტაჟისტი "პროვოკატორშა" წარმოისახა!!!

და მას ეს "ძალადობა"იგრძნობა რომ... ამ მომენტში ჰაერივით სჭირდებოდა. მწარე ენით, შენი ცხოვრების ჭრილობაზე და საიდუმლოზე გამუდმებით მარილის ყრით და კარიერის დანგრევის მუქარით კი ცხვარს ააღებინებ ხელში დამბაჩას არამცთუ ადამიანს და უკაცრავად, ადამიანზე მუდმივი ფიქოლოგიური ძალადობა ძალადობა არ არის და მხოლოდ მუშტი ითვლება ძალადობად? სხვათაშორის, თუ ასეა, მუდმივმა შანტაჟმა ადამიანი დიდი ალბათობით შეიძლება ფსიქიკურ შეშლამდე და თვითმკლელობამდე მიიყვანოს, მაშინ როცა "ფინგალი" ერთ კვირაში გაივლის. თუმცა,დიდი ეჭვი მეპარება თავად ნიკოლოზის მხრიდან რაიმე მონაწილეობისა ამ აქციაში. გამწარებული მამისგან კი შეიძლება იყო კიდეც რაღაც ადეკვატური მუქარა. ასე რომ ხვალინდელი,ოცდაათი კბილებალესილი ადვოკატების მიერ ჭრაკერვა/მონტაჟჩატარებული ტექსტების ნაკლებად მჯერა!

ჩემი მხარდაჭერა ნიკოლოზ ბასილაშვილს! მისი მსოფლიო კარიერა კი იაფფასიან ფულს და პიარს დახარბებული ავანტიურისტების გამო არანაირად არ დაინგრევა!!! პ.ს.შეიძლება არც დამეწერა ამხელა პოსტი,მაგრამ თავად მაქვს გამოცდილი 2013-14 წლებში თუ რა გამანადგურებლად მწარეა პიროვნული და ნალოლიავები კარიერის დანგრევის მუქარის შემცველი გაუთავებელი შანტაჟები და ეს ფსიქოლოგიური შანტაჟები... მერწმუნონ ადამიანის უფლებადამცველები... ნებისმიერ წიხლზე და მუშტზე უფრო დიდი დანაშაულია!!!... ყოველ შემთხვევაში არანაკლები. ასე რომ, კიდევ გასარკვევია რომელი მხარეა ჭეშმარიტი ძალადობის მსხვერპლი!! და თუ ჩემი ტექსტით და ვარაუდით 360 გრადუსში შევცდები....არც ბოდიშის მოხდა გამიჭირდება!"

მამა შალვა კეკელია:

"საუკეთესო ადამიანი, პროფესიონალი სპორტსმენი, ქვეყნის საამაყო შვილი, ერთგული მეგობარი, თავმდაბალი, შრომისმოყვარე და ძალიან გულიანი ადამიანი... ნიკა შენ გვერდით ვარ... არა ძალადობას... თავი შეიკავეთ დაუსაბუთებელი ბრალდებებისგან".

თაკო ჩხეიძე, მოდელი:

"რა საოცარი ხალხი ვართ, ჯერ ცაში აგიყვანენ, მერე ზუსტად იგივე ხალხი მიწაში ჩაგდებს. იქნებ დაველოდოთ გამოძიებას და მერე ავტეხოთ ერთი ამბავი??"

დავით ქაცარავა, მოძრაობის "ძალა ერთობაშია" დამფუძნებელი:

"არ მჯერა ბასილაშვილის მოძალადეობის"

ქეთევან ქარდავა, ჟურნალისტი:

"დღეს ამ ამბავმა ქართული საზოგადოება დილიდან ააღელვა, გააკვირვა, კორონა დაავიწყა, ერთმანეთს დააპირისპირა, FB კომენტარებში აჩხუბა. ნუ, ეს ახალი არ არის. ბევრს იმედი გაუცრუა და ათქმევინა, რომ ბასილაშვილს ტვ-ში აღარ ნახავს და იმ დროის დაკარგვასაც ნანობს, რაც ნიკოლოზის გულშემატკივრობაზე დახარჯა. უმრავლესობას წაკითხულის დაჯერება არ სურდა. ყველამ ინფოს მოძიება დაიწყო. ძველ სატელევიზიო ინტერვიუებში სპორტსმენის მეუღლის მიმართ დამოკიდებულებაზე გაკეთდა აქცენტი. ინტერესი დიდია და ეს გასაკვირი არაა. მოსმენილი და წაკითხული მძიმეა.

ჩემთვის ძალიან სამწუხარო იქნება, თუ სასამართლო ბასილაშვილს დანაშაულს დაუმტკიცებს.... ძალადობას გამართლება არ აქვს. ქალზე ძალადობას გამართლება არ აქვს და ვერც ექნება. ყველა მოძალადე უნდა დაისაჯოს, მაგრამ დაისაჯოს სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად. ჩვენ ყველას გვინდა, რომ ბასილაშვილი მოძალადე არ იყოს..."

ნოე სულაბერიძე, ტელეწამყვანი:

"ყველანაირი ძალადობის წინააღმდეგი ვარ და ალბათ გახსოვთ არაერთი თემა გაგვიკეთებია კერძოდ ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ, თუმცა იქ სადაც 126 პრიმა მუხლის საფუძველზე, სადაც უბრალო ზეპირი ბრალდებით და ყველანაირი მტკიცებულის გარეშე შეიძლება გაბრაზებულზე ,,გასროკო” მამაკაცი უფრო დაუცველი გამოდის და ქალს მეტი მანიპულირების შესაძლებლობა ეძლევა. ,,ფსიქოლოგიური ტანჯვის ქვეშ”, როგორც კანონში ფორმულირებულია ბევრ ცოლს ყავს თავის ქმარი ჩვენს გარშემო და ჩვენს რეალობაში, ცოტა გახსენდებათ? ))) წარმოდგენაც არ მინდა რამდენი ცოლია ამ მუხლით დასაჭერი )))

სტატუსი ზოგადია, სხვისი საქმის არ ვიცი, თუმცა მე მაპატიეთ, ასეთ მოზომილ და შინაგანი ინტელექტის მქონე ტიპზე, როგორიც ბასილაშვილია, ბრალდებას ვერ დავიჯერებ!!! ესაა ჩემი დამოკიდებულება და პასუხიც".

თეა ადეიშვილი, ჟურნალისტი:

"სანამ ყველაფერი საბოლოოდ გაირკვევა ვრჩები ნიკას გულშემატკივრად!!! დღეს ჩემთვის პატივსაცემმა ადვოკატებმა ამ ქვეყანაში ან შანტაჟი უნდა წაახალოსონ, ან გარდამტეხი აგური დადონ ფართო წრეებში გაბატონებული საშინელი დოგმის დასამარცხებლად!!!"

ანდრია გველესიანი, მომღერალი:

"აქ ხო ყველა ყველას ცხოვრების განსჯის ექსპერტია! (თან საჯარო სივრცეში) ოხ, ეს ადამიანები... ნეტა რამდენს შეგრცხვებათ თქვენი გრძელი ენების?"

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პროკურატურამ ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ნიკოლოზ ბასილაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარუდგინა.

გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 21 მაისს, თბილისში, ავჭალის დასახლებაში, ნიკოლოზ ბასილაშვილმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ყოფილი მეუღლის ნ.დ.-ს მიმართ ფიზიკური ძალადობა განახორციელა. სამართალდამცველებმა ნიკოლოზ ბასილაშვილი 2020 წლის 22 მაისს დააკავეს. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.

სასამართლომ ბასილაშვილის აღკვეთის ღონისძიების საკითხზე დღეს იმსჯელა და ის 100 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. საქმეზე წინასასამართლო სხდომა 16 ივლისს არის ჩანიშნული.

"ჩემი პირველი ცდა" - ანუკი არეშიძე ფერმაში ცხოველებსა და ფრინველებს უვლის

"მესამე წელია ჩამოვდივართ და იგივე სევდიანი სურათი გვხვდება" - რას წერს ანა იმედაშვილი რომანოვების სასახლეში ყოფნის შემდეგ?

"მთელი ღამე გოგოს ოჯახს შინ ეჯდა ბიჭის ოჯახი და ეხვეწებოდა, ციხეში არ გაგვიშვათო" - რას წერს ბაია პატარაია გორში გოგოს მოტაცების ფაქტზე