სპორტი
სამხედრო
პოლიტიკა

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სომხეთში საკონცერტო დარბაზში საველე ჰოსპიტალი მოაწყვეს - ქვეყანაში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა დღითიდღე იზრდება
სომხეთში საკონცერტო დარბაზში საველე ჰოსპიტალი მოაწყვეს - ქვეყანაში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა დღითიდღე იზრდება

სომ­ხეთ­ში COVID-19-ით ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა რი­ცხვი დღი­თი­დღე იზ­რდე­ბა. 18 მა­ისს ქვე­ყა­ნა­ში 351 ახა­ლი შემ­თხვე­ვა გა­მოვ­ლინ­და. სა­ერ­თო ჯამ­ში კი, კო­რო­ნა­ვირუ­სით 4 823 ადა­მი­ა­ნი და­ინ­ფი­ცირ­და, მათ შო­რის, 61 გარ­და­იც­ვა­ლა, ხოლო 2 019 გა­მო­ჯან­მრთელ­და.

ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა რა­ო­დე­ნო­ბის ზრდის გამო, სო­მე­ხი სა­ხელ­მწი­ფო მოღ­ვა­წის კა­რენ დე­მირ­ჭი­ა­ნის სა­ხე­ლო­ბის სპორ­ტუ­ლი და სა­კონ­ცერ­ტო დარ­ბა­ზის ფოიე სა­ვე­ლე ჰოს­პი­ტა­ლად გა­და­კეთ­და. ჯერ­ჯე­რო­ბით იქ პა­ცი­ენ­ტე­ბი არ მი­უ­ღი­ათ, თუმ­ცა თუ სა­ჭი­რო­ე­ბა მო­ი­თხოვს, ჰოს­პი­ტა­ლი უკვე მზა­დაა.

აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით ინ­ფორ­მა­ცი­ას და ფოტო-ვი­დე­ო­მა­სა­ლას azatutyun.am ავ­რცე­ლებს.

სომ­ხეთ­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა 1-ელ მარტს გა­მოვ­ლინ­და. 16 მარტს ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბა გა­მო­ა­ცხა­და, რომ­ლის ფარ­გლებ­შიც, და­ი­კე­ტა სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბი, ჩა­ი­კე­ტა სა­ზღვრე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­სა და ირან­თან, აიკ­რძა­ლა 20 ადა­მი­ან­ზე მე­ტის შეკ­რე­ბა. ამ დრო­ის­თვის, მი­უ­ხე­და­ვად ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა ზრდი­სა, სომ­ხეთ­ში კა­რან­ტი­ნის რე­ჟი­მის დროს და­წე­სე­ბუ­ლი შე­ზღუდ­ვე­ბის დიდი ნა­წი­ლი მოხ­სნი­ლია. ფუნ­ქცი­ო­ნი­რებს რეს­ტორ­ნე­ბი და კა­ფე­ე­ბი.

სომ­ხე­თის პრე­მი­ერ-მი­ნისტრს, ნი­კოლ ფა­ში­ნი­ანს სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წი­ლი აკ­რი­ტი­კებს. მის მი­მართ კრი­ტი­კუ­ლი შე­ფა­სე­ბე­ბი იწე­რე­ბა სომ­ხურ მე­დი­ა­შიც. გა­ზეთ "გო­ლოს არ­მე­ნი­ის" 21 აპ­რი­ლის ნო­მერ­ში გა­მოქ­ვეყ­ნდა სტა­ტია, სა­დაც ავ­ტო­რი წერს:

"სომ­ხე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა და­უ­დევ­რად უყუ­რებს და მა­ინ­ცდა­მა­ინც დი­დად არ ცდი­ლობს მო­სახ­ლე­ო­ბის კო­რო­ნა­ვირუ­სი­სა­გან დაც­ვის უზ­რუნ­ველ­ყო­ფას, ფა­სე­ბი მა­ტუ­ლობს, ადა­მი­ა­ნე­ბი საჭ­მელ­ზე უკა­ნას­კნელ კა­პი­კებს ხარ­ჯა­ვენ, იზ­რდე­ბა პა­ნი­კა, ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრი კი ამ­ტკი­ცებს, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში შექ­მნი­ლი შე­და­რე­ბით ნორ­მა­ლუ­რი სი­ტუ­ა­ცია მხო­ლოდ ბედ­ნი­ე­რი შემ­თხვე­ვის წყა­ლო­ბი­თაა.

თა­ვის მხრივ, ნი­კოლ ფა­ში­ნი­ა­ნი გა­დაკ­რუ­ლად მიგ­ვა­ნიშ­ნებს, რომ ჩვენ­თან თურ­მე ბევ­რი და­ა­ვა­დე­ბულ-გარ­დაც­ვლი­ლი იმი­ტო­მაა, რომ არა­ფერს ვმა­ლავთ, ზო­გი­ერ­თე­ბი კი ზუსტ რა­ო­დე­ნო­ბას მა­ლა­ვე­ნო...

ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ რე­ა­ლო­ბის გრძნო­ბა და­კარ­გა, სწრა­ფად მა­ტუ­ლობს უკ­მა­ყო­ფი­ლო­თა რი­ცხვი, სი­ტუ­ა­ცი­ას ისე­თი პირი უჩანს, ვა­ი­თუ, მა­სობ­რი­ვი უწეს­რი­გო­ბე­ბი მოხ­დეს. სო­ცი­ა­ლუ­რი ბუნ­ტი უკვე მომ­წი­ფე­ბუ­ლია და ყო­ველ დღეს შე­იძ­ლე­ბა ქუ­ჩის გა­მოს­ვლე­ბი და­ი­წყოს. ადა­მი­ა­ნე­ბი თავს მო­ტყუ­ე­ბუ­ლად გრძნო­ბენ", - ვკი­თხუ­ლობთ სტა­ტი­ა­ში.

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მუმლი მუხასაო
1

კი მაგრამ საერთო სივრცეში ამდენი დაინფიცირებულის შეკრება აუარესებს მათ მდგომარეობასო??თუ მაინცდამაინც საკუთარ თავზე უნდათ გამოსცადონ? 

samtredski
0

გადმორიცხეთ ბიძია ასი მილიონი და იჯარის წესით გათხოვებთ ცერცვაძე გამყრელიძე იმნაძეს მუქთათ არა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

სომხეთში საკონცერტო დარბაზში საველე ჰოსპიტალი მოაწყვეს - ქვეყანაში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა დღითიდღე იზრდება

სომხეთში საკონცერტო დარბაზში საველე ჰოსპიტალი მოაწყვეს - ქვეყანაში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა დღითიდღე იზრდება

სომხეთში COVID-19-ით ინფიცირებულთა რიცხვი დღითიდღე იზრდება. 18 მაისს ქვეყანაში 351 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. საერთო ჯამში კი, კორონავირუსით 4 823 ადამიანი დაინფიცირდა, მათ შორის, 61 გარდაიცვალა, ხოლო 2 019 გამოჯანმრთელდა.

ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდის გამო, სომეხი სახელმწიფო მოღვაწის კარენ დემირჭიანის სახელობის სპორტული და საკონცერტო დარბაზის ფოიე საველე ჰოსპიტალად გადაკეთდა. ჯერჯერობით იქ პაციენტები არ მიუღიათ, თუმცა თუ საჭიროება მოითხოვს, ჰოსპიტალი უკვე მზადაა.

აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას და ფოტო-ვიდეომასალას azatutyun.am ავრცელებს.

სომხეთში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 1-ელ მარტს გამოვლინდა. 16 მარტს ხელისუფლებამ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, რომლის ფარგლებშიც, დაიკეტა საგანმანათლებლო დაწესებულებები, ჩაიკეტა საზღვრები საქართველოსა და ირანთან, აიკრძალა 20 ადამიანზე მეტის შეკრება. ამ დროისთვის, მიუხედავად ინფიცირებულთა ზრდისა, სომხეთში კარანტინის რეჟიმის დროს დაწესებული შეზღუდვების დიდი ნაწილი მოხსნილია. ფუნქციონირებს რესტორნები და კაფეები.

სომხეთის პრემიერ-მინისტრს, ნიკოლ ფაშინიანს საზოგადოების ნაწილი აკრიტიკებს. მის მიმართ კრიტიკული შეფასებები იწერება სომხურ მედიაშიც. გაზეთ "გოლოს არმენიის" 21 აპრილის ნომერში გამოქვეყნდა სტატია, სადაც ავტორი წერს:

"სომხეთის ხელისუფლება დაუდევრად უყურებს და მაინცდამაინც დიდად არ ცდილობს მოსახლეობის კორონავირუსისაგან დაცვის უზრუნველყოფას, ფასები მატულობს, ადამიანები საჭმელზე უკანასკნელ კაპიკებს ხარჯავენ, იზრდება პანიკა, ჯანდაცვის მინისტრი კი ამტკიცებს, რომ საქართველოში შექმნილი შედარებით ნორმალური სიტუაცია მხოლოდ ბედნიერი შემთხვევის წყალობითაა.

თავის მხრივ, ნიკოლ ფაშინიანი გადაკრულად მიგვანიშნებს, რომ ჩვენთან თურმე ბევრი დაავადებულ-გარდაცვლილი იმიტომაა, რომ არაფერს ვმალავთ, ზოგიერთები კი ზუსტ რაოდენობას მალავენო...

ხელისუფლებამ რეალობის გრძნობა დაკარგა, სწრაფად მატულობს უკმაყოფილოთა რიცხვი, სიტუაციას ისეთი პირი უჩანს, ვაითუ, მასობრივი უწესრიგობები მოხდეს. სოციალური ბუნტი უკვე მომწიფებულია და ყოველ დღეს შეიძლება ქუჩის გამოსვლები დაიწყოს. ადამიანები თავს მოტყუებულად გრძნობენ", - ვკითხულობთ სტატიაში.

აია-სოფიას ტაძარს მეჩეთის სტატუსი მიენიჭა - რომის პაპის კომენტარი

რას წერს რუსული მედია გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე?

"რამდენიმე დღით ადრე ჯავშანჟილეტის შოვნას ცდილობდა" - ვინ იყო ბლოგერი "ანზორი ვენიდან", რომლის მკვლელობას კადიროვს უკავშირებენ