პოლიტიკა
მსოფლიო

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
სამხედრო
Faceამბები
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გიგი უგულავა, ირაკლი ოქრუაშვილი და გიორგი ვაშაძე მაჟორიტარობის კანდიდატები იქნებიან - რა პროცესებს აანონსებენ ოპოზიციონერები?
გიგი უგულავა, ირაკლი ოქრუაშვილი და გიორგი ვაშაძე მაჟორიტარობის კანდიდატები იქნებიან - რა პროცესებს აანონსებენ ოპოზიციონერები?

ლო­გი­კუ­რია, რომ მე ვიყო მა­ჟო­რი­ტა­რი, მაგ­რამ სად და რო­გორ ვიქ­ნე­ბი, ვერ ვი­ტყვი, - ამის შე­სა­ხებ „ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს“ ერთ-ერ­თმა ლი­დერ­მა გიგი უგუ­ლა­ვამ „ლე­ი­ბო­რის­ტუ­ლი პარ­ტი­ის“ ოფის­ში გა­მარ­თულ ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ე­ბის შეხ­ვედ­რის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც უგუ­ლა­ვამ ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უბ­რი­სას აღ­ნიშ­ნა, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა 30 მა­ჟო­რი­ტა­რი „და­ი­ტო­ვა“, ის არ­ჩევ­ნებ­ში მა­ინც და­მარ­ცხდე­ბა.

„მე მა­ღა­ლი ალ­ბა­თო­ბით ვიქ­ნე­ბი მა­ჟო­რი­ტა­რი იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ე­ბი შევ­ჯერ­დე­ბით ოლ­ქზე და ჩემს პერ­სო­ნა­ზე. ლო­გი­კუ­რია, რომ მე ვიყო მა­ჟო­რი­ტა­რი, მაგ­რამ სად და რო­გორ ვიქ­ნე­ბი, ვერ ვი­ტყვი. ამ შემ­თხვე­ვა­ში 30 მა­ჟო­რა­ტი­რი მა­ინც და­ი­ტო­ვა ივა­ნიშ­ვილ­მა, ეს იყო სა­ზო­გა­დო­ე­ბი­სა და სა­ერ­თა­შო­რი­სო თა­ნა­მე­გობ­რო­ბის კომ­პრო­მი­სი, რომ და­ე­ტო­ვე­ბი­ნა 30, მაგ­რამ მა­ინც მო­ვუ­გებთ. ამი­სათ­ვის აუ­ცი­ლე­ბე­ლია, რომ მაქ­სი­მა­ლუ­რი კო­ორ­დი­ნა­ცია იყოს და არ გა­ი­ყოს ოპო­ზი­ცი­ის ხმე­ბი, სხვა შემ­თხვე­ვა­ში მა­მა­ცუ­რად, მაგ­რამ მა­ინც დავ­მარ­ცხდე­ბით. აქ ჩვენ პი­რად ამ­ბი­ცი­ებ­ზე არ ვსა­უბ­რობთ, ვსა­უბ­რობთ იმა­ზე, რომ ქვე­ყა­ნა­ში გარ­და­უ­ვა­ლია ცვლი­ლე­ბე­ბი და ყვე­ლა სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვად აქ­ტი­ურ­მა ადა­მი­ან­მა ყვე­ლა­ფე­რი პი­რა­დუ­ლი გვერ­დით უნდა გა­და­დოს,“ - აღ­ნიშ­ნა გიგი უგუ­ლა­ვამ.

მა­ჟო­რი­ტა­რო­ბის კან­დი­და­ტი იქ­ნე­ბა ასე­ვე „ახა­ლი სა­ქარ­თვე­ლოს“ თავ­მჯდო­მა­რე გი­ორ­გი ვა­შა­ძეც. მისი გან­ცხა­დე­ბით, იმი­სათ­ვის რომ სა­არ­ჩევ­ნო ცვლი­ლე­ბებ­ზე ოპო­ზი­ცი­ის თან­ხმო­ბა მოხ­დეს, პრინ­ცი­პუ­ლად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია გი­ორ­გი რუ­რუ­ას გან­თა­ვი­სუფ­ლე­ბა. ვა­შა­ძემ ასე­ვე მა­ჟო­რი­ტა­რულ ოლ­ქებ­ზეც ისა­უბ­რა და გან­მარ­ტა, რომ ამ სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით კონ­კრე­ტუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა არ მი­უ­ღი­ათ და სა­ჭი­როა რამ­დე­ნი­მე კვი­რა, რათა ყვე­ლა პარ­ტი­ამ სა­ბო­ლოო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ჩა­მო­ა­ყა­ლი­ბოს.

„ოპო­ზი­ცია სა­ერ­თო სა­მოქ­მე­დო გეგ­მით მოქ­მე­დე­ბას აგ­რძე­ლებს, ნო­ემ­ბრის შემ­დეგ სა­ერ­თო სტრა­ტე­გია გვაქვს და ახალ ფა­ზა­ში გა­დავ­დი­ვართ ამ სტრა­ტე­გი­ის. დღეს გავ­რცელ­დე­ბა ერ­თობ­ლი­ვი გან­ცხა­დე­ბა და კი­დევ ერთხელ მკა­ი­ფი­ოდ ნა­ხავთ ჩვენს პო­ზი­ცი­ას, რომ აუ­ცი­ლე­ბე­ლი არის გი­ორ­გი რუ­რუ­ას გან­თა­ვი­სუფ­ლე­ბა, რომ მოხ­დეს სა­არ­ჩევ­ნო ცვლი­ლე­ბებ­ზე ოპო­ზი­ცი­ის თან­ხმო­ბა და ჩვენ ამ სა­კითხს პრინ­ცი­პუ­ლად ვა­ყე­ნებთ და დარ­წუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ასეც იქ­ნე­ბა. ჩვენ შე­ვა­ფა­სეთ ის გა­რე­მო­ე­ბა და აბ­სო­ლუ­ტუ­რად ღიად უნდა ვთქვათ, რომ „ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ“ სრუ­ლად და­კარ­გა და­სავ­ლე­თის მხარ­და­ჭე­რა და ფაქ­ტობ­რი­ვად ეს არის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გა­რე­მო­ე­ბა, რო­მე­ლიც ხელს შე­უ­წყობს ოქ­ტომ­ბერ­ში ახა­ლი კო­ა­ლი­ცი­უ­რი მმარ­თვე­ლო­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბას ქვე­ყა­ნა­ში, რაც ქარ­თულ დე­მოკ­რა­ტი­ას სჭირ­დე­ბა. რაც შე­ე­ხე­ბა მა­ჟო­რი­ტა­რულ ოლ­ქებს, ამა­ზე გვქონ­და ზო­გა­დი სა­უ­ბა­რი, არა კონ­კრე­ტუ­ლი და ალ­ბათ ერთი-ორი კვი­რის ვა­და­ში ყვე­ლა პარ­ტია უკვე ჩა­მო­ყა­ლიბ­დე­ბა, მო­ნა­წი­ლე­ობს თუ არა მა­ჟო­რი­ტა­რე­ბის შე­თან­ხმე­ბა­ში. მე პი­რა­დად ვმო­ნა­წი­ლე­ობ და სა­ვა­რა­უ­დოდ თბი­ლის­ში მა­ჟო­რი­ტა­რო­ბა­საც ვა­პი­რებ“, - გა­ნა­ცხა­და ვა­შა­ძემ.

მა­ჟო­რი­ტა­რო­ბის კან­დი­და­ტი იქ­ნე­ბა ასე­ვე პარ­ტია „გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს“ ლი­დე­რი ირაკ­ლი ოქ­რუ­აშ­ვი­ლი. მი­სი­ვე თქმით, ეს ნა­ბი­ჯი ყვე­ლა ოპო­ზი­ცი­ურ­მა ლი­დერ­მა უნდა გა­დად­გას, რად­გან ამას მომ­დევ­ნო არ­ჩევ­ნებ­ზე ბრძო­ლის გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ხა­სი­ა­თი მო­ი­თხოვს.

„მე დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ ყვე­ლა ოპო­ზი­ცი­ურ­მა ლი­დერ­მა ეს ნა­ბი­ჯი უნდა გა­დად­გას ნე­ბა­ყოფ­ლო­ბით. ამას მო­ი­თხოვს გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ხა­სი­ა­თი ამ არ­ჩევ­ნებ­ზე ბრძო­ლის. ყვე­ლა უნდა წა­ვი­დეთ წინა ხაზ­ზე, მა­ჟო­რი­ტა­რუ­ლი ოლ­ქე­ბი არის ბრძო­ლის წინა ხაზი“, - გა­ნა­ცხა­და ოქ­რუ­აშ­ვილ­მა.

მკითხველის კომენტარები / 93 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
აკი
9

ოპოზიცია კი არა, კრიმინალი

!!!!!!!!!!!!!!!
59

ნახალოვკაში არცერთი არ დაგინახოთ თორემ პანჩურებით გაგყრით

ავტორი:

გიგი უგულავა, ირაკლი ოქრუაშვილი და გიორგი ვაშაძე მაჟორიტარობის კანდიდატები იქნებიან - რა პროცესებს აანონსებენ ოპოზიციონერები?

გიგი უგულავა, ირაკლი ოქრუაშვილი და გიორგი ვაშაძე მაჟორიტარობის კანდიდატები იქნებიან - რა პროცესებს აანონსებენ ოპოზიციონერები?

ლოგიკურია, რომ მე ვიყო მაჟორიტარი, მაგრამ სად და როგორ ვიქნები, ვერ ვიტყვი, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში გამართულ ოპოზიციური პარტიების შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

როგორც უგულავამ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ ბიძინა ივანიშვილმა 30 მაჟორიტარი „დაიტოვა“, ის არჩევნებში მაინც დამარცხდება.

„მე მაღალი ალბათობით ვიქნები მაჟორიტარი იმ შემთხვევაში, თუ ოპოზიციური პარტიები შევჯერდებით ოლქზე და ჩემს პერსონაზე. ლოგიკურია, რომ მე ვიყო მაჟორიტარი, მაგრამ სად და როგორ ვიქნები, ვერ ვიტყვი. ამ შემთხვევაში 30 მაჟორატირი მაინც დაიტოვა ივანიშვილმა, ეს იყო საზოგადოებისა და საერთაშორისო თანამეგობრობის კომპრომისი, რომ დაეტოვებინა 30, მაგრამ მაინც მოვუგებთ. ამისათვის აუცილებელია, რომ მაქსიმალური კოორდინაცია იყოს და არ გაიყოს ოპოზიციის ხმები, სხვა შემთხვევაში მამაცურად, მაგრამ მაინც დავმარცხდებით. აქ ჩვენ პირად ამბიციებზე არ ვსაუბრობთ, ვსაუბრობთ იმაზე, რომ ქვეყანაში გარდაუვალია ცვლილებები და ყველა საზოგადოებრივად აქტიურმა ადამიანმა ყველაფერი პირადული გვერდით უნდა გადადოს,“ - აღნიშნა გიგი უგულავამ.

მაჟორიტარობის კანდიდატი იქნება ასევე „ახალი საქართველოს“ თავმჯდომარე გიორგი ვაშაძეც. მისი განცხადებით, იმისათვის რომ საარჩევნო ცვლილებებზე ოპოზიციის თანხმობა მოხდეს, პრინციპულად მნიშვნელოვანია გიორგი რურუას განთავისუფლება. ვაშაძემ ასევე მაჟორიტარულ ოლქებზეც ისაუბრა და განმარტა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით კონკრეტული გადაწყვეტილება არ მიუღიათ და საჭიროა რამდენიმე კვირა, რათა ყველა პარტიამ საბოლოო გადაწყვეტილება ჩამოაყალიბოს.

„ოპოზიცია საერთო სამოქმედო გეგმით მოქმედებას აგრძელებს, ნოემბრის შემდეგ საერთო სტრატეგია გვაქვს და ახალ ფაზაში გადავდივართ ამ სტრატეგიის. დღეს გავრცელდება ერთობლივი განცხადება და კიდევ ერთხელ მკაიფიოდ ნახავთ ჩვენს პოზიციას, რომ აუცილებელი არის გიორგი რურუას განთავისუფლება, რომ მოხდეს საარჩევნო ცვლილებებზე ოპოზიციის თანხმობა და ჩვენ ამ საკითხს პრინციპულად ვაყენებთ და დარწუნებული ვარ, ასეც იქნება. ჩვენ შევაფასეთ ის გარემოება და აბსოლუტურად ღიად უნდა ვთქვათ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ სრულად დაკარგა დასავლეთის მხარდაჭერა და ფაქტობრივად ეს არის მნიშვნელოვანი გარემოება, რომელიც ხელს შეუწყობს ოქტომბერში ახალი კოალიციური მმართველობის ჩამოყალიბებას ქვეყანაში, რაც ქართულ დემოკრატიას სჭირდება. რაც შეეხება მაჟორიტარულ ოლქებს, ამაზე გვქონდა ზოგადი საუბარი, არა კონკრეტული და ალბათ ერთი-ორი კვირის ვადაში ყველა პარტია უკვე ჩამოყალიბდება, მონაწილეობს თუ არა მაჟორიტარების შეთანხმებაში. მე პირადად ვმონაწილეობ და სავარაუდოდ თბილისში მაჟორიტარობასაც ვაპირებ“, - განაცხადა ვაშაძემ.

მაჟორიტარობის კანდიდატი იქნება ასევე პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი. მისივე თქმით, ეს ნაბიჯი ყველა ოპოზიციურმა ლიდერმა უნდა გადადგას, რადგან ამას მომდევნო არჩევნებზე ბრძოლის განსხვავებული ხასიათი მოითხოვს.

„მე დარწმუნებული ვარ, რომ ყველა ოპოზიციურმა ლიდერმა ეს ნაბიჯი უნდა გადადგას ნებაყოფლობით. ამას მოითხოვს განსხვავებული ხასიათი ამ არჩევნებზე ბრძოლის. ყველა უნდა წავიდეთ წინა ხაზზე, მაჟორიტარული ოლქები არის ბრძოლის წინა ხაზი“, - განაცხადა ოქრუაშვილმა.

"იუსტიციის სამინისტრო არ დაუშვებს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე ჩვილებით ვაჭრობას" - უწყება თეა წულუკიანის ახალ ბრძანებას განმარტავს

"მინდა, ყველას საჯაროდ მოგიხადოთ ბოდიში" -  მიხეილ სააკაშვილის მიმართვა და ვიდეორგოლი "მე ვბრუნდები"

"ჩვენი ხალხი არ შეეგუება ტერიტორიების არა მხოლოდ 20%-ის ოკუპაციას ტანკებით, არამედ დანარჩენი 80%-ის ოკუპაციას "ქართუ ჯგუფის" მიერ" - ანზორ ბიწაძე