საზოგადოება
მეცნიერება
პოლიტიკა

26

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მსოფლიო
სამხედრო
Faceამბები
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პრეზიდენტმა გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი შეიწყალა
პრეზიდენტმა გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი შეიწყალა

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტმა სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა "ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს" ერთ-ერთი ლი­დე­რის გიგი უგუ­ლა­ვას და თავ­დაც­ვის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრის ირაკ­ლი ოქ­რუ­აშ­ვი­ლის შე­წყა­ლე­ბის აქტი გა­მოს­ცა.

ამის შე­სა­ხებ სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა სა­გან­გე­ბო ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და.

"მი­ვი­ღე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, გა­მოვ­ცე უგუ­ლა­ვა­სა და ოქ­რუ­აშ­ვი­ლის შე­წყა­ლე­ბის აქტი. სა­ნამ მათი შე­წყა­ლე­ბა ძა­ლა­ში შევა, მინ­და მივ­მარ­თო სა­ზო­გა­დო­ე­ბას, რომ­ლის­თვი­საც დღე­ვან­დე­ლი ჩემი გა­და­წყვე­ყი­ლე­ბა იო­ლად გა­სა­გე­ბი არ იქ­ნე­ბა და შე­საძ­ლოა, ვერც მა­პა­ტი­ოს",- გა­ნა­ცხა­და პრე­ზი­დენ­ტმა.

სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი აცხა­დებს, რომ გიგი უგუ­ლა­ვა და ირაკ­ლი ოქ­რუ­აშ­ვი­ლი “სხვი­სი თხოვ­ნით, ზე­წო­ლით ან რე­კო­მენ­და­ცი­ით” არ შე­უ­წყა­ლე­ბია. რო­გორც პრე­ზი­დენ­ტმა აღ­ნიშ­ნა, შე­წყა­ლე­ბის უფ­ლე­ბა­ზე “უნდა-თი” სა­უ­ბა­რი მი­უ­ღე­ბე­ლია.

ასევე დაგაინტერესებთ
20:21 / 15-05-2020

სალომე ზურაბიშვილი განმარტავს, რატომ შეიწყალა გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი

20:57 / 15-05-2020

"გამარჯვება დიდი გამარჯვების წინ" - როგორ გამოეხმაურა სააკაშვილი უგულავა-ოქრუაშვილის შეწყალებაზე პრეზიდენტის გადაწყვეტილებას

21:34 / 15-05-2020

"მასთან შეწყალების საკითხზე კომუნიკაცია არ გვქონია" - ირაკლი კობახიძის თქმით, პრეზიდენტის გადაწყვეტილება ბრიფინგიდან გაიგეს

22:03 / 15-05-2020

"აჩვენეს პრეზიდენტი, რომელიც მლანძღავდა, მაგრამ მივხვდი, რომ ძუძუები ილოცებოდნენ" - როგორ გაიგო უგულავამ მისი შეწყალების ამბავი

07:53 / 16-05-2020

"ხომ არავინ დაიჯერებს, რომ ივანიშვილი საქმის კურსში არ იყო? არ მესმის, რა მოგება ნახა "ოცნებამ" - ექსპერტების შეფასება პრეზიდენტის გადაწყვეტილებაზე

"არა­ვის, არც მა­ნამ­დე და არც ახლა არ ვი­წყა­ლებ სხვი­სი თხოვ­ნით, კარ­ნა­ხით, ზე­წო­ლით, მუ­ქა­რით, რე­კო­მენ­და­ცი­ით, ში­შით თუ კი­დევ რა­მით და ეს უკვე არა­ერ­თხელ და­ვამ­ტკი­ცე. პრე­ზი­დენ­ტის ამ ექ­სკლუ­ზი­ურ უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა­ზე არა­ვინ “უნდა-თი” არ უნდა სა­უბ­რობ­დეს, მი­თუ­მე­ტეს, არ ვი­წყა­ლებ ჩემს გა­რე­შე მიღ­წე­უ­ლი შე­თან­ხმე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, რო­მელ­შიც არც მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­მი­ღია და არც ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლი ვყო­ფილ­ვარ.

თუმ­ცა, არა­ერ­თხელ შევ­თა­ვა­ზე მხა­რე­ებს საპ­რე­ზი­დენ­ტო პლაფ­ტორ­მის გა­მო­ყე­ნე­ბა. მი­მაჩ­ნია, რომ პო­ლი­ტი­კუ­რი შეც­დო­მაა დამ­ნა­შა­ვე­ე­ბის ბედი პირ­და­პირ თუ ირი­ბად, თუნ­დაც გა­ნი­ხი­ლე­ბო­დეს სა­კონ­სტი­ტუ­ციო თუ სა­არ­ჩევ­ნო შე­თან­ხმე­ბის ფარ­გლებ­ში", - გა­ნა­ცხა­და ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა.

მკითხველის კომენტარები / 57 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
აკი
309

ხოდა მაგ ორმა ქვეყნის მოღალატემ მოგცეთ ოქტომბერში ხმა

დათო
14

ვაი შენს პატრონს.

ოცნება მეტის ღირსია ამის გამო.

ავტორი:

პრეზიდენტმა გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი შეიწყალა

პრეზიდენტმა გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი შეიწყალა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის გიგი უგულავას და თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალების აქტი გამოსცა.

ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

"მივიღე გადაწყვეტილება, გამოვცე უგულავასა და ოქრუაშვილის შეწყალების აქტი. სანამ მათი შეწყალება ძალაში შევა, მინდა მივმართო საზოგადოებას, რომლისთვისაც დღევანდელი ჩემი გადაწყვეყილება იოლად გასაგები არ იქნება და შესაძლოა, ვერც მაპატიოს",- განაცხადა პრეზიდენტმა.

სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი “სხვისი თხოვნით, ზეწოლით ან რეკომენდაციით” არ შეუწყალებია. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, შეწყალების უფლებაზე “უნდა-თი” საუბარი მიუღებელია.

"არავის, არც მანამდე და არც ახლა არ ვიწყალებ სხვისი თხოვნით, კარნახით, ზეწოლით, მუქარით, რეკომენდაციით, შიშით თუ კიდევ რამით და ეს უკვე არაერთხელ დავამტკიცე. პრეზიდენტის ამ ექსკლუზიურ უფლებამოსილებაზე არავინ “უნდა-თი” არ უნდა საუბრობდეს, მითუმეტეს, არ ვიწყალებ ჩემს გარეშე მიღწეული შეთანხმების საფუძველზე, რომელშიც არც მონაწილეობა მიმიღია და არც ინფორმირებული ვყოფილვარ.

თუმცა, არაერთხელ შევთავაზე მხარეებს საპრეზიდენტო პლაფტორმის გამოყენება. მიმაჩნია, რომ პოლიტიკური შეცდომაა დამნაშავეების ბედი პირდაპირ თუ ირიბად, თუნდაც განიხილებოდეს საკონსტიტუციო თუ საარჩევნო შეთანხმების ფარგლებში", - განაცხადა ზურაბიშვილმა.

ეთერშია თოქ-შოუ "360 გრადუსი" - გიორგი შაქარაშვილის ტრაგედია

LIVE: დღის მნიშვნელოვანი ამბები "საღამოს ნიუსრუმში"

კობიაშვილი, სერგეენკო, მდინარაძე... - ვინ შეიძლება ვიხილოთ "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატებს შორის?