პოლიტიკა
მსოფლიო

26

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
სამხედრო
Faceამბები
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"2008 წლის აგვისტოში ლევანი და გვანცა სასწრაფოში მუშაობდნენ... იქ დაახლოვდნენ" - ცნობილი ექიმის ომში დაწყებული სიყვარულის ამბავი
"2008 წლის აგვისტოში ლევანი და გვანცა სასწრაფოში მუშაობდნენ... იქ დაახლოვდნენ" - ცნობილი ექიმის ომში დაწყებული სიყვარულის ამბავი

ლე­ვან რა­ტი­ა­ნი ახლა უჩი­ნარ მტერ­თან ბრძო­ლის პირ­ველ ხაზ­ზეა. ჩვენ ამ ბრძო­ლი­სას გა­ვი­ცა­ნით, თუმ­ცა მის ბი­ოგ­რა­ფი­ა­ში, 2008 წელს ნამ­დვი­ლი ომიც ყო­ფი­ლა, ყო­ველ­გვა­რი გა­და­ტა­ნი­თი მნიშ­ვნე­ლო­ბის გა­რე­შე. გო­გო­ნა, რო­მე­ლიც მას­თან ერ­თად თეთრხა­ლა­თი­ა­ნი მებ­რძო­ლი იყო, დღეს მისი მე­უღ­ლეა და სამ შვილს ერ­თად ზრდი­ან. და­ნარ­ჩენს კი ლე­ვან რა­ტი­ა­ნის დედა, მა­რი­ნა გვა­სა­ლია მოგ­ვი­თხრობს.

- ლე­ვა­ნის ბა­ბუა და დიდი ბა­ბუა ექი­მე­ბი იყ­ვნენ. ჩვენს ოჯახ­ში ეს ტრა­დი­ცია ჩემ­მა შვი­ლებ­მა გა­აგ­რძე­ლეს. ლე­ვა­ნი სამ­შო­ბი­ა­რო­დან რომ გა­მო­ვიყ­ვა­ნე, ბე­ბი­ა­მის­მა მისი და­ნახ­ვის­თა­ნა­ვე თქვა, ექი­მი უნდა გა­მო­ვი­დე­სო. სხვა პრო­ფე­სი­ა­ზე არც უფიქ­რია, ყვე­ლა ბა­ლი­ში ნემ­სით ჰქონ­და და­ჩხვლე­ტი­ლი.

- მის თვი­სე­ბებ­ზე რას გვე­ტყვით, ლე­ვა­ნი რით არის გა­მორ­ჩე­უ­ლი?

- სა­კუ­თარ შვილ­ზე ლა­პა­რა­კი ძა­ლი­ან მიძ­ნელ­დე­ბა.

- შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ლე­ვა­ნი - ამ თე­მა­ზე რას გვე­ტყვით? ცნო­ბი­ლია, რომ მისი მე­უღ­ლეც ექი­მია.

- შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ლე­ვა­ნი - ამ თე­მა­ზე რას გვე­ტყვით? ცნო­ბი­ლია, რომ მისი მე­უღ­ლეც ექი­მია.- დიახ. გვან­ცა არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი გო­გოა. 3 შვილს ზრდი­ან, ეს ად­ვი­ლი არ არის. 2008 წლის ომში ლე­ვა­ნი და გვან­ცა სას­წრა­ფო სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის ბრი­გა­და­ში მუ­შა­ობ­დნენ.

- მათი სიყ­ვა­რუ­ლის ამ­ბა­ვი აგ­ვის­ტოს ომის დროს და­ი­წყო?

- ვიცი, რომ ერ­თმა­ნეთს მა­ნამ­დეც იც­ნობ­დნენ. რო­გორც ჩანს, მერე მე­ტად და­ახ­ლოვ­დნენ. დღეს ლე­ვა­ნი ასე­თი წარ­მა­ტე­ბუ­ლი რომ არის, ამა­ში გვან­ცას წვლი­ლიც დი­დია. პა­ცი­ენტს თუ სჭირ­დე­ბა, ღა­მის 2 და 4 სა­ათ­ზე, ოჯახს ტო­ვებს და მი­დის. ერთი პე­რი­ო­დი ლე­ვან­თან უფრო ხში­რად ვი­ყა­ვი, მაგ­რამ რა აზრი ჰქონ­და? სახ­ლში ვერ ვხე­დავ­დი, სულ სამ­სა­ხურ­ში იყო. ვე­უბ­ნე­ბო­დი, შენს სა­ნა­ხა­ვად ჩა­მო­ვე­დი და აქაც ვერ უნდა გნა­ხო-მეთ­ქი? შუ­ა­ღა­მი­სას შე­მო­ვი­დო­და ოთახ­ში, მა­კო­ცებ­და და მე­ტყო­და, სა­ა­ვად­მყო­ფო­ში უნდა გა­ვიქ­ცეო.

გვან­ცა­სა და ლე­ვანს ჯერ ნიშ­ნო­ბა ჰქონ­დათ, შემ­დეგ - ქორ­წი­ლი თბი­ლის­სა და ფოთ­ში. ლე­ვა­ნი მზრუნ­ვე­ლი მე­უღ­ლეა. ყვე­ლა დე­დას ვუ­სურ­ვებ, მის­ნა­ი­რი შვი­ლი გა­ე­ზარ­დოს, გა­მორ­ჩე­უ­ლია. რა ვქნა, ასეა და სხვაგ­ვა­რად რო­გორ ვთქვა?

- დიდი ხა­ნია, არ გი­ნა­ხავთ?

- 1-ლ თე­ბერ­ვალს თა­მუ­ნას შვი­ლის ნათ­ლო­ბა გვქონ­და, იქ მო­ვი­და და მას შემ­დეგ მეც ტე­ლე­ვი­ზორ­ში ვუ­ყუ­რებ. ცოლ-შვი­ლიც არ უნა­ხავს. სახ­ლში რომ არ არის, ბავ­შვი მა­მად ვერ აღიქ­ვამს. ერთხელ მი­სუ­ლი რომ და­უ­ნა­ხავს, დე­და­მი­სის­თვის უთ­ქვამს, ის კაცი მო­ვი­დაო. რა ქნას, ოჯახს მაქ­სი­მა­ლუ­რად ერი­დე­ბა. ახლა მისი საქ­მი­ა­ნო­ბა დიდ რისკთა­ნაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. ტე­ლე­ვი­ზორ­ში იტა­ლი­ის ერთ-ერთი კლი­ნი­კი­დან კად­რე­ბი აჩ­ვე­ნეს, მო­გეხ­სე­ნე­ბათ, იქ არა­ერ­თი ექი­მი და­ი­ღუ­პა, პა­ცი­ენ­ტე­ბის­გან და­ა­ვად­დნენ. ამ კად­რე­ბის ნახ­ვის შემ­დეგ ძა­ლი­ან ცუ­დად ვი­ყა­ვი, ეს ამ­ბა­ვი ლე­ვა­ნის­თვის არც გა­მიმ­ხე­ლია, დიდი ნერ­ვი­უ­ლო­ბა გა­და­ვი­ტა­ნე, მაგ­რამ და­ვუ­მა­ლე. რთულ პა­ცი­ენ­ტებ­თან უწევს საქ­მი­ა­ნო­ბა.

- მი­თხა­რით, რომ ლე­ვა­ნი აგ­ვის­ტოს ომში სა­მე­დი­ცი­ნო ბრი­გა­დის წევ­რი იყო. გთხოვთ, ის პე­რი­ო­დი გა­იხ­სე­ნეთ.

- თავ­და­პირ­ვე­ლად არ ვი­ცო­დი, ლე­ვა­ნი ფრონ­ტის ხაზ­ზე თუ შე­დი­ო­და, შემ­დეგ გა­ვი­გე, თა­მუ­ნამ მი­თხრა, და­მალ­ვა ვე­ღარ შეძ­ლო. ის დღე­ე­ბი, ისე­ვე რო­გორც მთე­ლი ქვეყ­ნის­თვის, ჩემ­თვი­საც უმ­ძი­მე­სი იყო. "სას­წრა­ფო­თი" დაჭ­რი­ლე­ბი გა­დაჰ­ყავ­და. ერთ დღეს ლე­ვან­თან ტე­ლე­ფო­ნით და­კავ­ში­რე­ბა ვე­ღარ შევ­ძე­ლით. მთე­ლი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ვცდი­ლობ­დით, მაგ­რამ უშე­დე­გოდ.

ლე­ვან რა­ტი­ა­ნი დე­დას­თან ერ­თად

რა უნდა მე­ფიქ­რა? ხომ წარ­მო­გიდ­გე­ნი­ათ, შინ რო­გო­რი მდგო­მა­რე­ო­ბა გვექ­ნე­ბო­და?! მოგ­ვი­ა­ნე­ბით, რო­გორც იქნა, თა­ვად დაგ­ვი­კავ­შირ­და. მი­თხრა, - დედა, აქ ყვე­ლა­ფე­რი დამ­თავ­რდა და მალე წა­მო­ვა­ლო. სულ ეს იყო, გა­ვი­გე, რომ ცო­ცხა­ლი გახ­ლდათ. ცხინ­ვა­ლის მი­სად­გო­მე­ბი­დან თბი­ლის­ში შე­მოვ­ლი­თი გზით დაბ­რუნ­და. ჩა­მოს­ვლას 7-8 სა­ა­თი მო­ან­დო­მა. მისი შინ დაბ­რუ­ნე­ბა ხე­ლახ­ლა და­ბა­დე­ბის ტოლ­ფა­სი იყო....წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ტოტო
5

დედას ბუშტი.

ნიკოლოზი
2

გაიხარეთ სასახელო ერის შვილებო. წყალობა არ მოგაკლოთ გამჩენმა ღმერთმა....

ავტორი:

"2008 წლის აგვისტოში ლევანი და გვანცა სასწრაფოში მუშაობდნენ... იქ დაახლოვდნენ" - ცნობილი ექიმის ომში დაწყებული სიყვარულის ამბავი

"2008 წლის აგვისტოში ლევანი და გვანცა სასწრაფოში მუშაობდნენ... იქ დაახლოვდნენ" - ცნობილი ექიმის ომში დაწყებული სიყვარულის ამბავი

ლევან რატიანი ახლა უჩინარ მტერთან ბრძოლის პირველ ხაზზეა. ჩვენ ამ ბრძოლისას გავიცანით, თუმცა მის ბიოგრაფიაში, 2008 წელს ნამდვილი ომიც ყოფილა, ყოველგვარი გადატანითი მნიშვნელობის გარეშე. გოგონა, რომელიც მასთან ერთად თეთრხალათიანი მებრძოლი იყო, დღეს მისი მეუღლეა და სამ შვილს ერთად ზრდიან. დანარჩენს კი ლევან რატიანის დედა, მარინა გვასალია მოგვითხრობს.

- ლევანის ბაბუა და დიდი ბაბუა ექიმები იყვნენ. ჩვენს ოჯახში ეს ტრადიცია ჩემმა შვილებმა გააგრძელეს. ლევანი სამშობიაროდან რომ გამოვიყვანე, ბებიამისმა მისი დანახვისთანავე თქვა, ექიმი უნდა გამოვიდესო. სხვა პროფესიაზე არც უფიქრია, ყველა ბალიში ნემსით ჰქონდა დაჩხვლეტილი.

- მის თვისებებზე რას გვეტყვით, ლევანი რით არის გამორჩეული?

- საკუთარ შვილზე ლაპარაკი ძალიან მიძნელდება.

- შეყვარებული ლევანი - ამ თემაზე რას გვეტყვით? ცნობილია, რომ მისი მეუღლეც ექიმია.

- შეყვარებული ლევანი - ამ თემაზე რას გვეტყვით? ცნობილია, რომ მისი მეუღლეც ექიმია.- დიახ. გვანცა არაჩვეულებრივი გოგოა. 3 შვილს ზრდიან, ეს ადვილი არ არის. 2008 წლის ომში ლევანი და გვანცა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადაში მუშაობდნენ.

- მათი სიყვარულის ამბავი აგვისტოს ომის დროს დაიწყო?

- ვიცი, რომ ერთმანეთს მანამდეც იცნობდნენ. როგორც ჩანს, მერე მეტად დაახლოვდნენ. დღეს ლევანი ასეთი წარმატებული რომ არის, ამაში გვანცას წვლილიც დიდია. პაციენტს თუ სჭირდება, ღამის 2 და 4 საათზე, ოჯახს ტოვებს და მიდის. ერთი პერიოდი ლევანთან უფრო ხშირად ვიყავი, მაგრამ რა აზრი ჰქონდა? სახლში ვერ ვხედავდი, სულ სამსახურში იყო. ვეუბნებოდი, შენს სანახავად ჩამოვედი და აქაც ვერ უნდა გნახო-მეთქი? შუაღამისას შემოვიდოდა ოთახში, მაკოცებდა და მეტყოდა, საავადმყოფოში უნდა გავიქცეო.

გვანცასა და ლევანს ჯერ ნიშნობა ჰქონდათ, შემდეგ - ქორწილი თბილისსა და ფოთში. ლევანი მზრუნველი მეუღლეა. ყველა დედას ვუსურვებ, მისნაირი შვილი გაეზარდოს, გამორჩეულია. რა ვქნა, ასეა და სხვაგვარად როგორ ვთქვა?

- დიდი ხანია, არ გინახავთ?

- 1-ლ თებერვალს თამუნას შვილის ნათლობა გვქონდა, იქ მოვიდა და მას შემდეგ მეც ტელევიზორში ვუყურებ. ცოლ-შვილიც არ უნახავს. სახლში რომ არ არის, ბავშვი მამად ვერ აღიქვამს. ერთხელ მისული რომ დაუნახავს, დედამისისთვის უთქვამს, ის კაცი მოვიდაო. რა ქნას, ოჯახს მაქსიმალურად ერიდება. ახლა მისი საქმიანობა დიდ რისკთანაა დაკავშირებული. ტელევიზორში იტალიის ერთ-ერთი კლინიკიდან კადრები აჩვენეს, მოგეხსენებათ, იქ არაერთი ექიმი დაიღუპა, პაციენტებისგან დაავადდნენ. ამ კადრების ნახვის შემდეგ ძალიან ცუდად ვიყავი, ეს ამბავი ლევანისთვის არც გამიმხელია, დიდი ნერვიულობა გადავიტანე, მაგრამ დავუმალე. რთულ პაციენტებთან უწევს საქმიანობა.

- მითხარით, რომ ლევანი აგვისტოს ომში სამედიცინო ბრიგადის წევრი იყო. გთხოვთ, ის პერიოდი გაიხსენეთ.

- თავდაპირველად არ ვიცოდი, ლევანი ფრონტის ხაზზე თუ შედიოდა, შემდეგ გავიგე, თამუნამ მითხრა, დამალვა ვეღარ შეძლო. ის დღეები, ისევე როგორც მთელი ქვეყნისთვის, ჩემთვისაც უმძიმესი იყო. "სასწრაფოთი" დაჭრილები გადაჰყავდა. ერთ დღეს ლევანთან ტელეფონით დაკავშირება ვეღარ შევძელით. მთელი დღის განმავლობაში ვცდილობდით, მაგრამ უშედეგოდ.

ლევან რატიანი დედასთან ერთად

რა უნდა მეფიქრა? ხომ წარმოგიდგენიათ, შინ როგორი მდგომარეობა გვექნებოდა?! მოგვიანებით, როგორც იქნა, თავად დაგვიკავშირდა. მითხრა, - დედა, აქ ყველაფერი დამთავრდა და მალე წამოვალო. სულ ეს იყო, გავიგე, რომ ცოცხალი გახლდათ. ცხინვალის მისადგომებიდან თბილისში შემოვლითი გზით დაბრუნდა. ჩამოსვლას 7-8 საათი მოანდომა. მისი შინ დაბრუნება ხელახლა დაბადების ტოლფასი იყო....წაიკითხეთ სრულად

ინფორმაცია მშობლებისთვის - კერძო ბაღები მუშაობას არ განაახლებენ, წელს თბილისში არც საზაფხულო ბაღები იფუნქციონირებს

„ტოიოტა ცენტრ თბილისში“ სერვისსა და ავტონაწილებზე ფასები კვლავინდებურად უცვლელია

"სავალდებულო კი არა, მსოფლიო ბაზარზე ისეთი დეფიციტია, ნეტავ ისინი დავაკმაყოფილოთ, ვისაც აცრა ენდომება" - რას ამბობს პაატა იმნაძე გრიპის ვაქცინაციაზე