პოლიტიკა
მსოფლიო

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
სამხედრო
Faceამბები
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ასლან ბჟანიას მოულოდნელი ვიზიტი რუსეთში და აფხაზების მოლოდინები - "რას ჩამოიტანენ მოსკოვიდან, მაგაზეა მათი მომავალი დამოკიდებული"
ასლან ბჟანიას მოულოდნელი ვიზიტი რუსეთში და აფხაზების მოლოდინები - "რას ჩამოიტანენ მოსკოვიდან, მაგაზეა მათი მომავალი დამოკიდებული"

რუ­სე­თის მიერ ოკუ­პი­რე­ბუ­ლი აფხა­ზე­თის ე.წ. პრე­ზი­დენ­ტი პირ­ვე­ლი "ოფი­ცი­ა­ლუ­რი სა­მუ­შაო ვი­ზი­ტით" მო­უ­ლოდ­ნე­ლად რუ­სეთ­ში გა­ემ­გზავ­რა. მას­თან ერ­თად მოს­კოვ­ში წა­ვიდ­ნენ მისი გუნ­დის ახა­ლი წევ­რე­ბი, "ფი­ნანსთა მი­ნის­ტრი" ვლა­დი­მირ დელ­ბა და "ეკო­ნო­მი­კის მი­ნის­ტრი" კრის­ტი­ნა ოზ­გა­ნი.

ამის შე­სა­ხებ Abkhazia24hours "ტე­ლეგ­რა­მის"გვერ­დზე იუ­წყე­ბა. გა­მო­ცე­მის ცნო­ბით, ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბა იმედს იტო­ვებს, რომ "პრე­ზი­დენ­ტის რუ­სეთ­ში ვი­ზი­ტი წარ­მა­ტე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა და ის და­ი­წყებს იმ პრობ­ლე­მე­ბის მოგ­ვა­რე­ბას, რომ­ლის შე­სა­ხე­ბაც სა­უბ­რობ­და...".

აფხა­ზუ­რი სა­ზო­გა­დო­ე­ბის ცნო­ბით, პრობ­ლე­მე­ბი, რომ­ლის მოგ­ვა­რე­ბა­საც "პრე­ზი­დენ­ტი" მო­სახ­ლე­ო­ბას ჰპირ­დე­ბო­და, ად­გი­ლობ­რი­ვია და მის გამო რუ­სეთ­ში წას­ვლა სი­მარ­თლის­გან შორს არის".

"რას ჩა­მო­ი­ტანს რუ­სეთ­ში მო­უ­ლოდ­ნე­ლად წა­სუ­ლი ჩვე­ნი პრე­ზი­დენ­ტი, ამა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი მისი და ან­ქვა­ბის გუნ­დის მო­მა­ვა­ლი..." – წერს სო­ხუ­მე­ლი ად­გურ აგირ­ბა.

რაც შე­ე­ხე­ბა, აფხა­ზეთ­ში ახალ პო­ლი­ტი­კურ გუნდს, რო­გორც მო­სა­ლოდ­ნე­ლი იყო, აფხა­ზე­თის ე.წ. პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრად ალექ­სან­დრე ან­ქვა­ბი და­ი­ნიშ­ნა. ცნო­ბი­ლია მთავ­რო­ბის სხვა წევ­რე­ბის ვი­ნა­ო­ბაც.

ყვე­ლა "ახა­ლი" მა­ღალ­ჩი­ნო­სა­ნი, მათ შო­რის, თა­ვად ას­ლან ბჟა­ნი­აც, ე.წ. შს მი­ნის­ტრი დი­მიტ­რი დბა­რი, ან­ქვა­ბის კად­რია. შე­სა­ბა­მი­სად, აფხა­ზე­ბის ცნო­ბით, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში, მცი­რე­დი ცვლი­ლე­ბე­ბით, ისევ ალექ­სან­დრე ან­ქვა­ბი დაბ­რუნ­და...

რე­გი­ო­ნის მო­სახ­ლე­ო­ბის ერთ ნა­წილს დბა­რის შე­საძ­ლებ­ლო­ბებ­ში ეჭვი ეპა­რე­ბა, სხვე­ბი კი წე­რენ, რომ თუ ან­ქვაბ­მა მო­ი­სურ­ვა, კრი­მი­ნალ­სა და კო­რუფ­ცი­ას მნიშ­ვნე­ლოვ­ნად შე­ა­სუს­ტებს.

რაც შე­ე­ხე­ბა ეკო­ნო­მი­კურ მხა­რეს, წელს აფხა­ზეთს ყვე­ლა­ზე მძი­მე კრი­ზი­სი ელო­დე­ბა, რად­გან მსოფ­ლიო პან­დე­მი­ის გამო, რუს ტუ­რის­ტებს დას­ვე­ნე­ბის თავი ნაკ­ლებ ექ­ნე­ბათ. გა­სათ­ვალ­სი­წი­ნე­ბე­ლია ისიც, რომ ვირუ­სის გამო, სხვა, გან­ვი­თა­რე­ბულ ქვეყ­ნებ­შიც ძა­ლი­ან და­ბა­ლი ფასი იქ­ნე­ბა, ამი­ტომ აფხა­ზეთს ალ­ბათ იმა­ზე ნაკ­ლე­ბი დამ­სვე­ნე­ბე­ლი აირ­ჩევს, ვიდ­რე - წინა წლებ­ში.

ამ პი­რო­ბებ­ში, რუ­სე­თის­გან დახ­მა­რე­ბის ლო­დი­ნი, სა­დაც ახა­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სის გამო ვი­თა­რე­ბა ძა­ლი­ან მძი­მეა, კი­თხვებს აჩენს. თუმ­ცა, სხვე­ბის თქმით, შე­საძ­ლოა, ბჟა­ნი­ამ მოს­კოვს ტუ­რიზ­მის სფე­რო­ში მო­სა­ლოდ­ნე­ლი ჩა­ვარ­დნის გამო დახ­მა­რე­ბი­თაც მი­მარ­თოს, რაც ასე­ვე საფრ­თხის შემ­ცვე­ლია.

"რუ­სეთ­ში ვირუ­სის პიკს არ გა­და­უვ­ლია, თუმ­ცა გარ­კვე­უ­ლი ძა­ლე­ბი ცდი­ლო­ბენ, ვირუ­სის შე­მო­დი­ნე­ბის მთა­ვარ წყა­როდ აფხა­ზე­თი წარ­მო­ა­ჩი­ნონ და მუდ­მი­ვად ავ­რცე­ლე­ბენ ინ­ფორ­მა­ცი­ას, თუ რო­გორ და­ინ­ფი­ცირ­და სოჭ­სა და ად­ლერ­ში ესა თუ ის ადა­მი­ა­ნი, აფხა­ზე­თი­დან ჩა­მო­სუ­ლი სტუმ­რე­ბის ან უბ­რა­ლოდ იქა­უ­რებ­თან კონ­ტაქ­ტის გამო..." - წე­რენ აფხა­ზე­ბი abkhaz-auto.ru-ს გვერ­დზე გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას­თან და­კა­ვი­რე­ბით.

ისი­ნი რუ­სე­თი­დან ტუ­რის­ტე­ბის მა­სობ­რივ შე­მო­დი­ნე­ბას სა­ხი­ფა­თოს უწო­დე­ბენ, თუმ­ცა, იმა­საც აც­ნო­ბი­ე­რე­ბენ, რომ სხვა გა­მო­სა­ვა­ლი არ არის.

საქ­მე ის არის, რომ ახ­ლა­ხან რუ­სეთ­მა აფხა­ზეთ­ში კო­რო­ნა­ვირუს­თან ბრძო­ლის მიზ­ნით, რა­დი­ა­ცი­უ­ლი, ქი­მი­უ­რი და ბი­ო­ლო­გი­უ­რი დაც­ვის ქვე­და­ნა­ყო­ფე­ბი გა­იგ­ზავ­ნა. ოკუ­პი­რე­ბუ­ლი რე­გი­ო­ნის "ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბამ", აფხა­ზე­თის­კენ მი­მა­ვა­ლი 13 სპე­ცი­ა­ლუ­რი ავ­ტო­მო­ბი­ლის­გან შემ­დგა­რი კო­ლო­ნის შე­სა­ხებ, რუ­სუ­ლი მე­დი­ის­გან გა­ი­გო.

მა­თი­ვე ცნო­ბით, მათ შო­რის იყო სა­დე­ზინ­ფექ­ციო მო­ბი­ლუ­რი კომ­პლექ­სე­ბით და სხვა­დას­ხვა სამ­ხედ­რო და­ნიშ­ნუ­ლე­ბის ტექ­ნი­კით აღ­ჭურ­ვი­ლი ავ­ტო­მან­ქა­ნე­ბი.

მო­სახ­ლე­ო­ბა­ში ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბამ პრო­ტეს­ტი გა­მო­იწ­ვია, რად­გან რუ­სე­თი თა­ვად უძ­მი­მეს დღე­შია ვირუ­სის გამო, აფხა­ზეთს სა­ზღვა­რიც ჩა­უ­კე­ტეს და სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბა­ზე უარი უთხრეს. შე­სა­ბა­მი­სად, ამ მხრივ მათი დახ­მა­რე­ბა არ სჭირ­დე­ბათ. თუმ­ცა, რამ­დე­ნი­მე დღის შემ­დეგ, სო­ხუ­მი­სა და სხვა ქა­ლა­ქის ქუ­ჩებ­ში სა­დე­ზინ­ფექ­ციო მან­ქა­ნე­ბი გა­მოჩ­დნენ, რომ­ლე­ბიც ხე­ებ­სა და სხვა და სხვა­დას­ხვა შე­ნო­ბებს რა­ღაც ხსნარს ას­ხუ­რებ­დნენ...

ერთ-ერთი ვერ­სი­ით, რუ­სეთ­მა ყი­რი­მი­დან ის სა­ი­დუმ­ლო სამ­ხედ­რო ნა­წი­ლი წა­მო­იყ­ვა­ნა, რო­მელ­საც და­სავ­ლეთს უმა­ლავს.

"მე­გო­ბარ რუ­სეთს კო­რო­ნა­ვირუ­სი აზი­ურ ფა­რო­სა­ნა­ში ეშ­ლე­ბა, რომ­ლის მო­შო­რო­ბა­საც ქვე­ყა­ნა ამ­დე­ნი წე­ლია ამა­ოდ ცდი­ლობს... ამას და­ე­მა­ტა პალ­მის "გრძელ­ცხვი­რა", რო­მე­ლიც რო­გორც ჩანს პალ­მე­ბი­დან სხვა ხე­ებ­ზეც გავ­რცელ­და და რამ­დე­ნი­მე დღეა სო­ხუ­მის ცენ­ტრა­ლუ­რი ქუ­ჩებ­ში მათ უმო­წყა­ლოდ ჩე­ხა­ვენ...” - წერს ად­გი­ლობ­რი­ვი მერი ჯე­ნია.

მკითხველის კომენტარები / 14 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
gio
2

რას ჩამოიტანენ და კორონას.

ნიკა
0

თუ ნავთობობის ფასი დაბალ ნოშნულზე შენარჩუნდა მაშინ თითონ რუსეთს მოუწევს ფულის შოვნა რადგან 70 პროცენტი ბიუჯეტის გაზით და ნავთობით ევსებთ ამიტომ აფხაზებს ან ამ ვითომ პრეზიდენსტ რისი იმედი აქვს საინტერესოა.

ავტორი:

ასლან ბჟანიას მოულოდნელი ვიზიტი რუსეთში და აფხაზების მოლოდინები - "რას ჩამოიტანენ მოსკოვიდან, მაგაზეა მათი მომავალი დამოკიდებული"

ასლან ბჟანიას მოულოდნელი ვიზიტი რუსეთში და აფხაზების მოლოდინები - "რას ჩამოიტანენ მოსკოვიდან, მაგაზეა მათი მომავალი დამოკიდებული"

რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი პირველი "ოფიციალური სამუშაო ვიზიტით" მოულოდნელად რუსეთში გაემგზავრა. მასთან ერთად მოსკოვში წავიდნენ მისი გუნდის ახალი წევრები, "ფინანსთა მინისტრი" ვლადიმირ დელბა და "ეკონომიკის მინისტრი" კრისტინა ოზგანი.

ამის შესახებ Abkhazia24hours "ტელეგრამის"გვერდზე იუწყება. გამოცემის ცნობით, ადგილობრივი მოსახლეობა იმედს იტოვებს, რომ "პრეზიდენტის რუსეთში ვიზიტი წარმატებული იქნება და ის დაიწყებს იმ პრობლემების მოგვარებას, რომლის შესახებაც საუბრობდა...".

აფხაზური საზოგადოების ცნობით, პრობლემები, რომლის მოგვარებასაც "პრეზიდენტი" მოსახლეობას ჰპირდებოდა, ადგილობრივია და მის გამო რუსეთში წასვლა სიმართლისგან შორს არის".

"რას ჩამოიტანს რუსეთში მოულოდნელად წასული ჩვენი პრეზიდენტი, ამაზეა დამოკიდებული მისი და ანქვაბის გუნდის მომავალი..." – წერს სოხუმელი ადგურ აგირბა.

რაც შეეხება, აფხაზეთში ახალ პოლიტიკურ გუნდს, როგორც მოსალოდნელი იყო, აფხაზეთის ე.წ. პრემიერ-მინისტრად ალექსანდრე ანქვაბი დაინიშნა. ცნობილია მთავრობის სხვა წევრების ვინაობაც.

ყველა "ახალი" მაღალჩინოსანი, მათ შორის, თავად ასლან ბჟანიაც, ე.წ. შს მინისტრი დიმიტრი დბარი, ანქვაბის კადრია. შესაბამისად, აფხაზების ცნობით, ხელისუფლებაში, მცირედი ცვლილებებით, ისევ ალექსანდრე ანქვაბი დაბრუნდა...

რეგიონის მოსახლეობის ერთ ნაწილს დბარის შესაძლებლობებში ეჭვი ეპარება, სხვები კი წერენ, რომ თუ ანქვაბმა მოისურვა, კრიმინალსა და კორუფციას მნიშვნელოვნად შეასუსტებს.

რაც შეეხება ეკონომიკურ მხარეს, წელს აფხაზეთს ყველაზე მძიმე კრიზისი ელოდება, რადგან მსოფლიო პანდემიის გამო, რუს ტურისტებს დასვენების თავი ნაკლებ ექნებათ. გასათვალსიწინებელია ისიც, რომ ვირუსის გამო, სხვა, განვითარებულ ქვეყნებშიც ძალიან დაბალი ფასი იქნება, ამიტომ აფხაზეთს ალბათ იმაზე ნაკლები დამსვენებელი აირჩევს, ვიდრე - წინა წლებში.

ამ პირობებში, რუსეთისგან დახმარების ლოდინი, სადაც ახალი კორონავირუსის გამო ვითარება ძალიან მძიმეა, კითხვებს აჩენს. თუმცა, სხვების თქმით, შესაძლოა, ბჟანიამ მოსკოვს ტურიზმის სფეროში მოსალოდნელი ჩავარდნის გამო დახმარებითაც მიმართოს, რაც ასევე საფრთხის შემცველია.

"რუსეთში ვირუსის პიკს არ გადაუვლია, თუმცა გარკვეული ძალები ცდილობენ, ვირუსის შემოდინების მთავარ წყაროდ აფხაზეთი წარმოაჩინონ და მუდმივად ავრცელებენ ინფორმაციას, თუ როგორ დაინფიცირდა სოჭსა და ადლერში ესა თუ ის ადამიანი, აფხაზეთიდან ჩამოსული სტუმრების ან უბრალოდ იქაურებთან კონტაქტის გამო..." - წერენ აფხაზები abkhaz-auto.ru-ს გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავირებით.

ისინი რუსეთიდან ტურისტების მასობრივ შემოდინებას სახიფათოს უწოდებენ, თუმცა, იმასაც აცნობიერებენ, რომ სხვა გამოსავალი არ არის.

საქმე ის არის, რომ ახლახან რუსეთმა აფხაზეთში კორონავირუსთან ბრძოლის მიზნით, რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური დაცვის ქვედანაყოფები გაიგზავნა. ოკუპირებული რეგიონის "ხელმძღვანელობამ", აფხაზეთისკენ მიმავალი 13 სპეციალური ავტომობილისგან შემდგარი კოლონის შესახებ, რუსული მედიისგან გაიგო.

მათივე ცნობით, მათ შორის იყო სადეზინფექციო მობილური კომპლექსებით და სხვადასხვა სამხედრო დანიშნულების ტექნიკით აღჭურვილი ავტომანქანები.

მოსახლეობაში ამ გადაწყვეტილებამ პროტესტი გამოიწვია, რადგან რუსეთი თავად უძმიმეს დღეშია ვირუსის გამო, აფხაზეთს საზღვარიც ჩაუკეტეს და სამედიცინო დახმარებაზე უარი უთხრეს. შესაბამისად, ამ მხრივ მათი დახმარება არ სჭირდებათ. თუმცა, რამდენიმე დღის შემდეგ, სოხუმისა და სხვა ქალაქის ქუჩებში სადეზინფექციო მანქანები გამოჩდნენ, რომლებიც ხეებსა და სხვა და სხვადასხვა შენობებს რაღაც ხსნარს ასხურებდნენ...

ერთ-ერთი ვერსიით, რუსეთმა ყირიმიდან ის საიდუმლო სამხედრო ნაწილი წამოიყვანა, რომელსაც დასავლეთს უმალავს.

"მეგობარ რუსეთს კორონავირუსი აზიურ ფაროსანაში ეშლება, რომლის მოშორობასაც ქვეყანა ამდენი წელია ამაოდ ცდილობს... ამას დაემატა პალმის "გრძელცხვირა", რომელიც როგორც ჩანს პალმებიდან სხვა ხეებზეც გავრცელდა და რამდენიმე დღეა სოხუმის ცენტრალური ქუჩებში მათ უმოწყალოდ ჩეხავენ...” - წერს ადგილობრივი მერი ჯენია.

"მგონია, ჩემი მშობლიური სახლი იწვის, ვერ ვიძინებ, იქ ვარ ჩემს ცეცხლმოკიდებულ ქალაქში და ვლოცულობ, იწვიმოს" - ვითარება აფხაზეთში და ადგილობრივები, დახმარების ამაო მოლოდინში

ხანძარმა ავარიულად გათიშა "ფსოუ 220" - აფხაზეთის ნახევარი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა

"სოხუმს ტყის ხანძრის ჩაქრობაში თბილისის დახმარება არ სჭირდება"  - სერგეი შამბა