პოლიტიკა
მსოფლიო

26

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
სამხედრო
Faceამბები
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კახეთში ინფიცირებული ექიმის 147 კონტაქტი გამოიკვეთა - "ამ ეტაპზე ყვარლის ჩაკეტვა ან ზომების გამკაცრება არ იგეგმება"
კახეთში ინფიცირებული ექიმის 147 კონტაქტი გამოიკვეთა - "ამ ეტაპზე ყვარლის ჩაკეტვა ან ზომების გამკაცრება არ იგეგმება"

სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­დაც­ვი­სა და და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის კა­ხე­თის რე­გი­ო­ნუ­ლი სამ­მარ­თვე­ლოს უფ­რო­სის, ნელი ხი­ზა­ნიშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, ამ დრო­ის­თვის, კა­ხეთ­ში ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი ექი­მის 147 კონ­ტაქ­ტია გა­მოვ­ლე­ნი­ლი.

რო­გორც ნელი ხი­ზა­ნიშ­ვი­ლი გან­მარ­ტავს, 62 შემ­თხვე­ვა­ში ჩა­ტარ­და ტეს­ტი­რე­ბა და ყვე­ლა მათ­გან­ზე პა­სუ­ხი უარ­ყო­ფი­თია. მი­სი­ვე თქმით, მათ­გან უმ­რავ­ლე­სო­ბა სა­მე­დი­ცი­ნო სფე­როს წარ­მო­მად­გე­ნე­ლია.

„მე­დი­კო­სე­ბის ტეს­ტი­რე­ბა დღეს სრულ­დე­ბა. 62 ტეს­ტი­რე­ბი­დან, რაც ჩა­ტარ­და გუ­შინ, 4 იყო ოჯა­ხის, და­ნარ­ჩე­ნი - მე­დი­კო­სე­ბის. დღეს აბ­სო­ლუ­ტუ­რად ყვე­ლა მე­დი­კო­სის გა­მოკ­ვლე­ვა დას­რულ­დე­ბა, რო­მე­ლიც ამ ქალ­ბა­ტონ­თან კონ­ტაქ­ტში იყო. ცხე­ლე­ბის ცენ­ტრი­დან სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნა­ლის და­ახ­ლო­ე­ბით 16 ნი­მუ­ში იყო გაგ­ზავ­ნი­ლი.

და­ნარ­ჩენ კონ­ტაქ­ტებ­საც, მათ შო­რის პა­ცი­ენ­ტებს ვიკ­ვლევთ. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ გვქონ­და კო­მუ­ნი­კა­ცია ყვე­ლა პა­ცი­ენ­ტთან, რო­მელ­თა­ნაც ეს ქალ­ბა­ტო­ნი იმ­ყო­ფე­ბო­და, დღეს უკვე ჩაღ­რმა­ვე­ბულ კვლე­ვა­ზე მივ­დი­ვართ და სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თვე­ვა­ში ნი­მუ­შებ­საც ავი­ღებთ“, - გა­ნა­ცხა­და ნელი ხი­ზა­ნიშ­ვილ­მა.

კა­ხე­თის მხა­რე­ში სა­ხელ­მწი­ფო რწმუ­ნე­ბუ­ლის, ირაკ­ლი ქა­და­გიშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, ამ ეტაპ­ზე ყვარ­ლის შე­საძ­ლო ჩა­კეტ­ვა ან ზო­მე­ბის გამ­კაც­რე­ბა არ იგეგ­მე­ბა.

„დღეს ამის არა­ვი­თა­რი მო­ლო­დი­ნი არ არის. ჩვენ გუ­ში­ნაც ვსა­უბ­რობ­დით, რომ შემ­დგო­მი ნა­ბი­ჯე­ბი და­მო­კი­დე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა ეპი­დე­მი­ო­ლო­გი­ურ სი­ტუ­ა­ცი­ა­ზე. დღე­ვან­დე­ლი დი­ლის კვლე­ვე­ბით, რაც ვი­ცით, არც ერთი ახა­ლი შემ­თხვე­ვა არ დას­ტურ­დე­ბა, მხო­ლოდ და მხო­ლოდ ერთი არ­სე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვა გვაქვს. ამი­ტომ, რე­ჟი­მი არ იც­ვლე­ბა. ეპი­დე­მი­ო­ლო­გე­ბი და სხვა კომ­პე­ტენ­ტუ­რი ორ­გა­ნო­ე­ბი აგ­რძე­ლე­ბენ ყვე­ლა კონ­ტაქ­ტის სა­ბო­ლო­ოდ გა­და­მოწ­მე­ბას, რომ არც ერთი გა­და­უ­მოწ­მე­ბე­ლი ფაქ­ტი არ დაგ­ვრჩეს. ამ ეტაპ­ზე 147 კონ­ტაქ­ტია გა­მოკ­ვე­თი­ლი“, - გა­ნა­ცხა­და ქა­და­გიშ­ვილ­მა.

მისი თქმით, რე­გი­ონ­ში მო­სახ­ლე­ო­ბის თერ­მოსკრი­ნინ­გი გრძელ­დე­ბა, გან­სა­კუთ­რე­ბით კი, მო­წყვლად ჯგუ­ფებ­ზე, რო­გო­რე­ბიც არი­ან ექი­მე­ბი, პო­ლი­ცი­ე­ლე­ბი და ასე შემ­დეგ.

„რო­გორც მო­გეხ­სე­ნე­ბათ, მთელ ქვე­ყა­ნა­ში და მათ შო­რის რე­გი­ონ­ში ტარ­დე­ბა გა­ფარ­თო­ე­ბუ­ლი, მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი PCR კვლე­ვე­ბი მო­წყვლად ჯგუ­ფებ­ზე. ესე­ნი არი­ან პირ­ველ რიგ­ში, ექი­მე­ბი, პო­ლი­ცი­ე­ლე­ბი და ის ადა­მი­ა­ნე­ბი, ვინც ყვე­ლა­ზე დიდი რის­კის ქვეშ არი­ან. ამი­ტომ, დღე­საც გრძელ­დე­ბა ეს პრო­ცე­სი. ამ პი­რე­ბის PCR ანა­ლი­ზი კეთ­დე­ბა და ლუ­გა­რის ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ში იგ­ზავ­ნე­ბა. უნდა აღი­ნიშ­ნოს, რომ ამ კამ­პა­ნი­ის ფარ­გლებ­ში აღ­მოჩ­ნდა სწო­რედ ის ქალ­ბა­ტო­ნი, რო­მელ­ზეც ახლა ვსა­უბ­რობთ. და­ვა­მა­ტებ იმა­საც, რომ ყვე­ლა სო­ფელ­ში გრძელ­დე­ბა მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის ძა­ლე­ბით თერ­მოსკრი­ნინ­გის პრო­ცე­სი. ზო­გა­დად, მსოფ­ლი­ო­ში კო­ვიდ 19-ის საფრ­თხეა, ეს საფრ­თხეა ჩვენ­თა­ნაც. ჩვენ ვცდი­ლობთ, რომ ამ საფრ­თხის მი­მართ ბო­ლომ­დე ადეკ­ვა­ტუ­რე­ბი ვი­ყოთ“, - გა­ნა­ცხა­და ქა­და­გიშ­ვილ­მა.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ კა­ხეთ­ში კო­რო­ნა­ვირუ­სი სას­წრა­ფო სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის ექიმს გუ­შინ და­უ­დას­ტურ­და.

ალექს
0

მარილი კლებია ხაშლამას და აყვა ვირუსი , ნიორიც არა ქონიათ ! ომის დროსაცო, სტაქნები რო არა ქვქონდაო ,ბანკებითა ვსვამდითო ღვინოს და კინაღამ ჭადის ჭამა დავიწყეთო ! აი ამაზე თქვა წინაპარმა გაჭირვება მაჩვენე და გასაქცევს გაჩვენებო !?

ავტორი:

კახეთში ინფიცირებული ექიმის 147 კონტაქტი გამოიკვეთა - "ამ ეტაპზე ყვარლის ჩაკეტვა ან ზომების გამკაცრება არ იგეგმება"

კახეთში ინფიცირებული ექიმის 147 კონტაქტი გამოიკვეთა - "ამ ეტაპზე ყვარლის ჩაკეტვა ან ზომების გამკაცრება არ იგეგმება"

საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის კახეთის რეგიონული სამმართველოს უფროსის, ნელი ხიზანიშვილის განცხადებით, ამ დროისთვის, კახეთში ინფიცირებული ექიმის 147 კონტაქტია გამოვლენილი.

როგორც ნელი ხიზანიშვილი განმარტავს, 62 შემთხვევაში ჩატარდა ტესტირება და ყველა მათგანზე პასუხი უარყოფითია. მისივე თქმით, მათგან უმრავლესობა სამედიცინო სფეროს წარმომადგენელია.

„მედიკოსების ტესტირება დღეს სრულდება. 62 ტესტირებიდან, რაც ჩატარდა გუშინ, 4 იყო ოჯახის, დანარჩენი - მედიკოსების. დღეს აბსოლუტურად ყველა მედიკოსის გამოკვლევა დასრულდება, რომელიც ამ ქალბატონთან კონტაქტში იყო. ცხელების ცენტრიდან სამედიცინო პერსონალის დაახლოებით 16 ნიმუში იყო გაგზავნილი.

დანარჩენ კონტაქტებსაც, მათ შორის პაციენტებს ვიკვლევთ. მიუხედავად იმისა, რომ გვქონდა კომუნიკაცია ყველა პაციენტთან, რომელთანაც ეს ქალბატონი იმყოფებოდა, დღეს უკვე ჩაღრმავებულ კვლევაზე მივდივართ და საჭიროების შემთვევაში ნიმუშებსაც ავიღებთ“, - განაცხადა ნელი ხიზანიშვილმა.

კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, ამ ეტაპზე ყვარლის შესაძლო ჩაკეტვა ან ზომების გამკაცრება არ იგეგმება.

„დღეს ამის არავითარი მოლოდინი არ არის. ჩვენ გუშინაც ვსაუბრობდით, რომ შემდგომი ნაბიჯები დამოკიდებული იქნება ეპიდემიოლოგიურ სიტუაციაზე. დღევანდელი დილის კვლევებით, რაც ვიცით, არც ერთი ახალი შემთხვევა არ დასტურდება, მხოლოდ და მხოლოდ ერთი არსებული შემთხვევა გვაქვს. ამიტომ, რეჟიმი არ იცვლება. ეპიდემიოლოგები და სხვა კომპეტენტური ორგანოები აგრძელებენ ყველა კონტაქტის საბოლოოდ გადამოწმებას, რომ არც ერთი გადაუმოწმებელი ფაქტი არ დაგვრჩეს. ამ ეტაპზე 147 კონტაქტია გამოკვეთილი“, - განაცხადა ქადაგიშვილმა.

მისი თქმით, რეგიონში მოსახლეობის თერმოსკრინინგი გრძელდება, განსაკუთრებით კი, მოწყვლად ჯგუფებზე, როგორებიც არიან ექიმები, პოლიციელები და ასე შემდეგ.

„როგორც მოგეხსენებათ, მთელ ქვეყანაში და მათ შორის რეგიონში ტარდება გაფართოებული, მიზანმიმართული PCR კვლევები მოწყვლად ჯგუფებზე. ესენი არიან პირველ რიგში, ექიმები, პოლიციელები და ის ადამიანები, ვინც ყველაზე დიდი რისკის ქვეშ არიან. ამიტომ, დღესაც გრძელდება ეს პროცესი. ამ პირების PCR ანალიზი კეთდება და ლუგარის ლაბორატორიაში იგზავნება. უნდა აღინიშნოს, რომ ამ კამპანიის ფარგლებში აღმოჩნდა სწორედ ის ქალბატონი, რომელზეც ახლა ვსაუბრობთ. დავამატებ იმასაც, რომ ყველა სოფელში გრძელდება მუნიციპალიტეტის ძალებით თერმოსკრინინგის პროცესი. ზოგადად, მსოფლიოში კოვიდ 19-ის საფრთხეა, ეს საფრთხეა ჩვენთანაც. ჩვენ ვცდილობთ, რომ ამ საფრთხის მიმართ ბოლომდე ადეკვატურები ვიყოთ“, - განაცხადა ქადაგიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ კახეთში კორონავირუსი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმს გუშინ დაუდასტურდა.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი (KIU) გერმანიის იულიხის კვლევით ცენტრთან თანამშრომლობაში ერთვება

"მომსახურების საფასური შესაძლოა გაიზარდოს" - რისი შესრულება მოუწევთ სტომატოლოგიურ კლინიკებს იმისთვის, რომ მუშაობა განაახლონ

ინფორმაცია მათთვის, ვინც 3 000 ლარით დაჯარიმდა - როდიდანაა გადახდა სავალდებულო და როგორ შეგიძლიათ გასაჩივრება