პოლიტიკა
მსოფლიო

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
სამხედრო
Faceამბები
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბიზნესი 4 მაისიდან ამუშავდება, სკოლები სექტემბერში გაიხსნება - რა მდგომარეობაა იტალიაში, რომელსაც ეპიდემია ევროპის მასშტაბით პირველად დაატყდა თავს
ბიზნესი 4 მაისიდან ამუშავდება, სკოლები სექტემბერში გაიხსნება - რა მდგომარეობაა იტალიაში, რომელსაც ეპიდემია ევროპის მასშტაბით პირველად დაატყდა თავს

კო­რო­ნა­ვირუ­სის გამო და­წე­სე­ბუ­ლი სა­კა­რან­ტი­ნე შე­ზღუდ­ვე­ბის შემ­სუ­ბუ­ქე­ბის გეგ­მის ფარ­გლებ­ში, იტა­ლია სამ­რეწ­ვე­ლო ინ­დუსტრი­ის ამუ­შა­ვე­ბას 4 მა­ი­სი­დან და­ი­წყებს, ხოლო სკო­ლე­ბი სექ­ტემ­ბრი­დან გა­იხ­სნე­ბა, - ამის შე­სა­ხებ იტა­ლი­ის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ჯუ­ზე­პე კონ­ტემ იტა­ლი­ურ გა­ზეთ La Repubblica-სთან ინ­ტერ­ვი­უ­ში გა­ნა­ცხა­და.

„ჩვენ ამ­ჟა­მად ვმუ­შა­ობთ, რომ 4 მა­ი­სი­დან სამ­რეწ­ვე­ლო და სამ­შე­ნებ­ლო ბიზ­ნე­სე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ვან ნა­წილს ამუ­შა­ვე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა მივ­ცეთ“, - გა­ნა­ცხა­და კონ­ტემ.

მი­სი­ვე თქმით, ქვე­ყა­ნა­ში ახალ ზო­მებს მომ­დევ­ნო კვი­რი­დან წა­რად­გე­ნენ. კონ­ტეს გან­ცხა­დე­ბით, ამუ­შა­ვე­ბამ­დე, კომ­პა­ნი­ებს მკაც­რი ჯან­დაც­ვი­თი უსაფრ­თხო­ე­ბის ზო­მე­ბის და­ნერგვა მო­უ­წევთ. პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სკო­ლე­ბი სექ­ტემ­ბერ­ში გა­იხ­სნე­ბა და დის­ტან­ცი­უ­რი სწავ­ლე­ბა კარ­გად მიმ­დი­ნა­რე­ობს.

კო­რო­ნა­ვირუ­სის ეპი­დე­მია ევ­რო­პა­ში პირ­ვე­ლად სწო­რედ იტა­ლი­ას და­ა­ტყდა თავს, ამი­ტომ მთე­ლი მსოფ­ლიო ყუ­რა­დღე­ბით აკ­ვირ­დე­ბა მისი ეკო­ნო­მი­კის ამუ­შა­ვე­ბას.

ცნო­ბის­თვის, ქვე­ყა­ნა­ში ბოლო დღე-ღა­მის მან­ძილ­ზე, კო­რო­ნა­ვირუ­სით 415 ადა­მი­ა­ნი გარ­და­იც­ვა­ლა, ხოლო ახა­ლი შემ­თხვე­ვე­ბის რა­ო­დე­ნო­ბამ 2357 შე­ად­გი­ნა.

ბოლო მო­ნა­ცე­მე­ბით, ამ დრო­ის­თვის იტა­ლი­ა­ში კო­რო­ნა­ვირუ­სით და­ღუ­პულ­თა რა­ო­დე­ნო­ბა 26 384-ს აღ­წევს, ხოლო სა­ერ­თო ჯამ­ში ქვე­ყა­ნა­ში ინ­ცი­ფი­რე­ბის 195 351 შემ­თხვე­ვაა და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი.

ავტორი:

ბიზნესი 4 მაისიდან ამუშავდება, სკოლები სექტემბერში გაიხსნება - რა მდგომარეობაა იტალიაში, რომელსაც ეპიდემია ევროპის მასშტაბით პირველად დაატყდა თავს

ბიზნესი 4 მაისიდან ამუშავდება, სკოლები სექტემბერში გაიხსნება - რა მდგომარეობაა იტალიაში, რომელსაც ეპიდემია ევროპის მასშტაბით პირველად დაატყდა თავს

კორონავირუსის გამო დაწესებული საკარანტინე შეზღუდვების შემსუბუქების გეგმის ფარგლებში, იტალია სამრეწველო ინდუსტრიის ამუშავებას 4 მაისიდან დაიწყებს, ხოლო სკოლები სექტემბრიდან გაიხსნება, - ამის შესახებ იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯუზეპე კონტემ იტალიურ გაზეთ La Repubblica-სთან ინტერვიუში განაცხადა.

„ჩვენ ამჟამად ვმუშაობთ, რომ 4 მაისიდან სამრეწველო და სამშენებლო ბიზნესების მნიშვნელოვან ნაწილს ამუშავების საშუალება მივცეთ“, - განაცხადა კონტემ.

მისივე თქმით, ქვეყანაში ახალ ზომებს მომდევნო კვირიდან წარადგენენ. კონტეს განცხადებით, ამუშავებამდე, კომპანიებს მკაცრი ჯანდაცვითი უსაფრთხოების ზომების დანერგვა მოუწევთ. პრემიერ-მინისტრის ინფორმაციით, სკოლები სექტემბერში გაიხსნება და დისტანციური სწავლება კარგად მიმდინარეობს.

კორონავირუსის ეპიდემია ევროპაში პირველად სწორედ იტალიას დაატყდა თავს, ამიტომ მთელი მსოფლიო ყურადღებით აკვირდება მისი ეკონომიკის ამუშავებას.

ცნობისთვის, ქვეყანაში ბოლო დღე-ღამის მანძილზე, კორონავირუსით 415 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო ახალი შემთხვევების რაოდენობამ 2357 შეადგინა.

ბოლო მონაცემებით, ამ დროისთვის იტალიაში კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობა 26 384-ს აღწევს, ხოლო საერთო ჯამში ქვეყანაში ინციფირების 195 351 შემთხვევაა დადასტურებული.

იტალიაში კორონავირუსით ბოლო 24 საათში 260 ადამიანი დაიღუპა, რაც 14 მარტის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია

მსოფლიოს 15 ადგილი, სადაც კორონავირუსი ჯერ არ გამოვლენილა

რუსეთმა 1-ელ ივლისამდე ხორბლეულის ექსპორტი შეაჩერა