საზოგადოება
მეცნიერება
პოლიტიკა

26

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მსოფლიო
სამხედრო
Faceამბები
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვლადიმერ ზელენსკიმ უკრაინის ვიცე-პრემიერის პოსტი შემომთავაზა - მიხეილ სააკაშვილი
ვლადიმერ ზელენსკიმ უკრაინის ვიცე-პრემიერის პოსტი შემომთავაზა - მიხეილ სააკაშვილი

ლიგა.ნეტ-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტმა ოდე­სის ყო­ფილ გუ­ბერ­ნა­ტორს, სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფილ პრე­ზი­დენტს, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს უკ­რა­ი­ნის მთავ­რო­ბა­ში რე­ფორ­მე­ბის სა­კი­თხებ­ში ვიცე-პრე­მი­ე­რის თა­ნამ­დე­ბო­ბა შეს­თა­ვა­ზა.

ინ­ფორ­მა­ცი­ას ადას­ტუ­რებს პრე­ზი­დენ­ტის ოფი­სის პრესს­პი­კე­რი, და­რი­ნა ჩიჟი.

აღ­ნიშ­ნულ სა­კითხს მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი „ფე­ის­ბუ­ქის“ სა­კუ­თარ გვერ­დზე გა­მო­ეხ­მა­უ­რა.

„ჩემ­თვის დიდი პა­ტი­ვია მი­ვი­ღო შე­თა­ვა­ზე­ბა პრე­ზი­დენტ ზე­ლენ­სკის­გან, რომ გავ­ხდე უკ­რა­ი­ნის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე რე­ფორ­მე­ბი სა­კი­თხებ­ში. მე ასე­ვე მქონ­და ძა­ლი­ან ინ­ფორ­მა­ტი­უ­ლი და სა­სარ­გებ­ლო სა­უ­ბა­რი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრთან, რომ­ლის დრო­საც დე­ტა­ლუ­რად გან­ვი­ხი­ლეთ ყვე­ლა ის სა­კი­თხი, რაც მთავ­რო­ბა­ში ჩემს შე­საძ­ლო მუ­შა­ო­ბას ეხე­ბო­და. პრე­ზი­დენ­ტის გუნდთან ერ­თად, მე მზად ვარ ვი­მუ­შაო ყვე­ლა პატ­რი­ო­ტულ ძა­ლას­თან უკ­რა­ი­ნის პარ­ლა­მენ­ტში და სხვა პო­ლი­ტი­კურ ძა­ლებ­თან, რათა უკ­რა­ი­ნამ შეძ­ლოს დღე­ვან­დე­ლი გლო­ბა­ლუ­რი ეკო­ნო­მი­კუ­რი კრი­ზი­სი ყვე­ლა­ზე ნაკ­ლებ და­ნა­კარ­გე­ბით დაძ­ლი­ოს და გა­უმკლავ­დეს ყვე­ლა გა­მოწ­ვე­ვას. იმე­დი მაქვს, რომ გუნ­დის სა­ი­მე­დო წევ­რი ვიქ­ნე­ბი და გა­მო­ვად­გე­ბი უკ­რა­ი­ნელ ხალ­ხს, მათ­თვის სა­სარ­გებ­ლო რა­მის გა­კე­თე­ბით. ასე­ვე ვი­მე­დოვ­ნებ, რომ გა­მო­ვი­ყე­ნებ ჩემ სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­მოც­დი­ლე­ბას, რომ ვიყო სამ­თავ­რო­ბო გუნ­დის სარ­გებ­ლის მომ­ტა­ნი წევ­რი, მათ შო­რის სა­ერ­თა­შო­რი­სო ფი­ნან­სურ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბებ­ში, რათა გაძ­ლი­ერ­დეს უკ­რა­ი­ნის პრეს­ტი­ჟი და მისი ინ­ტეგ­რა­ცია სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში, რათა პირ­ველ რიგ­ში და­ვიც­ვათ უკ­რა­ი­ნე­ლი ხალ­ხის ინ­ტე­რე­სე­ბი და წვლი­ლი შე­ი­ტა­ნოთ ქვე­ყა­ნა­ში პროგ­რე­სი­რე­ბა­ში“, - წერს სა­ა­კაშ­ვი­ლი.

მკითხველის კომენტარები / 61 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნინა
57

მადლობა ღმერთს! იქნებ შეგვეშვას და დაგვასვენოს!ზელენსკი კომედიანტია,მიშა ბოროტი მასხარა,ერთი იყეფებს,მეორე იყივლებს და სოფელიც აშენდება.შეგარგოთ,უკრაინელებო!ეტყობა მიხვდნენ ამისი უფროსები,რომ ქართველები ნაცების მობრუნებას არ დავუშვებთ

არც ნაცი, არც ქოცი
32

დასასრულის დასაწყისი

ავტორი:

ვლადიმერ ზელენსკიმ უკრაინის ვიცე-პრემიერის პოსტი შემომთავაზა - მიხეილ სააკაშვილი

ვლადიმერ ზელენსკიმ უკრაინის ვიცე-პრემიერის პოსტი შემომთავაზა - მიხეილ სააკაშვილი

ლიგა.ნეტ-ის ინფორმაციით, უკრაინის პრეზიდენტმა ოდესის ყოფილ გუბერნატორს, საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მთავრობაში რეფორმების საკითხებში ვიცე-პრემიერის თანამდებობა შესთავაზა.

ინფორმაციას ადასტურებს პრეზიდენტის ოფისის პრესსპიკერი, დარინა ჩიჟი.

აღნიშნულ საკითხს მიხეილ სააკაშვილი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე გამოეხმაურა.

„ჩემთვის დიდი პატივია მივიღო შეთავაზება პრეზიდენტ ზელენსკისგან, რომ გავხდე უკრაინის პრემიერ-მინისტრის მოადგილე რეფორმები საკითხებში. მე ასევე მქონდა ძალიან ინფორმატიული და სასარგებლო საუბარი პრემიერ-მინისტრთან, რომლის დროსაც დეტალურად განვიხილეთ ყველა ის საკითხი, რაც მთავრობაში ჩემს შესაძლო მუშაობას ეხებოდა. პრეზიდენტის გუნდთან ერთად, მე მზად ვარ ვიმუშაო ყველა პატრიოტულ ძალასთან უკრაინის პარლამენტში და სხვა პოლიტიკურ ძალებთან, რათა უკრაინამ შეძლოს დღევანდელი გლობალური ეკონომიკური კრიზისი ყველაზე ნაკლებ დანაკარგებით დაძლიოს და გაუმკლავდეს ყველა გამოწვევას. იმედი მაქვს, რომ გუნდის საიმედო წევრი ვიქნები და გამოვადგები უკრაინელ ხალხს, მათთვის სასარგებლო რამის გაკეთებით. ასევე ვიმედოვნებ, რომ გამოვიყენებ ჩემ საერთაშორისო გამოცდილებას, რომ ვიყო სამთავრობო გუნდის სარგებლის მომტანი წევრი, მათ შორის საერთაშორისო ფინანსურ ორგანიზაციებთან ურთიერთობებში, რათა გაძლიერდეს უკრაინის პრესტიჟი და მისი ინტეგრაცია საერთაშორისო საზოგადოებაში, რათა პირველ რიგში დავიცვათ უკრაინელი ხალხის ინტერესები და წვლილი შეიტანოთ ქვეყანაში პროგრესირებაში“, - წერს სააკაშვილი.

LIVE: "360 გრადუსი" - სალონ V&M-ის დირექტორი ვაჟა სუჯაშვილი, ანზორ ბიწაძე, თამარ კორძაია

LIVE: დღის მნიშვნელოვანი ამბები "საღამოს ნიუსრუმში"

რომელი ახალი სახეები შეიძლება ვიხილოთ "ქართული ოცნების" საარჩევნო სიაში