პოლიტიკა
მსოფლიო

26

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
სამხედრო
Faceამბები
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ზუგდიდსა და ფოთში სასაფლაოები და ბაზრები დაიხურება
ზუგდიდსა და ფოთში სასაფლაოები და ბაზრები დაიხურება

სა­მეგ­რე­ლო-ზემო სვა­ნე­თის სა­ხელ­მწი­ფო რწმუ­ნე­ბუ­ლის, ალექ­სან­დრე მო­წე­რე­ლი­ას გან­ცხა­დე­ბით, რე­გი­ო­ნის დიდ ქა­ლა­ქებ­ში: ზუგ­დიდ­ში, სე­ნაკ­სა და ფოთ­ში სა­დღე­სას­წა­უ­ლოდ სა­საფ­ლა­ო­ე­ბი და­ი­ხუ­რე­ბა.

“ჩვე­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის უსაფრ­თხო­ე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ზუგ­დიდ­ში, ფოთ­სა და სე­ნაკ­ში სა­საფ­ლა­ო­ე­ბი და­ი­ხუ­რე­ბა. ეს ხდე­ბა ისევ და ისევ ჩვე­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის უსაფრ­თხო­ე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე. ძა­ლი­ან ვთხოვ ჩვენს მო­სახ­ლე­ო­ბას, და­ე­მორ­ჩი­ლონ მო­თხოვ­ნებს და გა­ით­ვა­ლის­წი­ნონ რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი. რა­საც სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი გას­ცე­მენ“, - გა­ნა­ცხა­და სა­მეგ­რე­ლო-ზემო სვა­ნე­თის სა­ხელ­მწი­ფო რწმუ­ნე­ბულ­მა.

მი­სი­ვე თქმით, გარ­და ამი­სა, და­ი­ხუ­რე­ბა აგ­რა­რუ­ლი ბაზ­რე­ბიც. მისი გან­ცხა­დე­ბით, დღემ­დე ფო­თის და ზუგ­დი­დის ბაზ­რე­ბი ნა­წი­ლობ­რივ ფუნ­ქცი­ო­ნი­რებ­და, თუმ­ცა დის­ტან­ცი­ის და­უც­ვე­ლო­ბის გამო, დღე­ი­დან ზუგ­დი­დის, ხვა­ლი­დან კი ფო­თის ბაზ­რე­ბი იხუ­რე­ბა.

მისი თქმით, მი­უ­ხე­და­ვად პო­ლი­ცი­ის, ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბის სამ­სა­ხუ­რი­სა და მო­ხა­ლი­სე­თა მო­ბი­ლი­ზე­ბი­სა, უმარ­თა­ვი ვი­თა­რე­ბაა, მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი დის­ტან­ცი­ას არ იცა­ვენ, რის გა­მოც ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღეს.

„დღეს ვიმ­ყო­ფე­ბო­დი ფოთ­ში, სე­ნაკ­ში და ახლა ვარ ზუგ­დიდ­ში. სამ­წუ­ხა­რო რე­ა­ლო­ბა გვქვს, მი­უ­ხე­და­ვად პა­ა­ტა იმ­ნა­ძის გან­ცხა­დე­ბი­სა, რო­მე­ლიც ყვე­ლამ მო­ვის­მი­ნეთ, ნა­კა­დი არა­თუ შე­წყდა და შემ­ცირ­და, არა­მედ მო­ი­მა­ტა. ვხე­დავთ, რომ რო­გორც მო­სახ­ლე­ო­ბის ასე­ვე ავ­ტო­მან­ქა­ნე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა არის მო­მა­ტე­ბუ­ლი. ყოვ­ლად მი­უ­ღე­ბე­ლი და წა­მო­უდ­გე­ნე­ლია ის, რაც ზუგ­დი­დის ბა­ზა­რი დღეს მოხ­და, მი­ხე­დე­ა­ვად პო­ლი­ცი­ის და მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მო­ბი­ლი­ზე­ბის, შე­იქ­მნა უმარ­თა­ვი პრო­ცე­სი.

მე ბო­დიშს ვუხ­დი მე­წარ­მე­ებს, ვინც დღეს ფაქ­ტი­უ­რად დარ­ჩა და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი, იმის გამო, რომ მო­ქა­ლა­ქე­ებ­მა დის­ტან­ცი­ის დაც­ვა­ზე გა­ნა­ცხა­დეს უარი. ეს არის სრუ­ლი უპა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა სა­კუთ­რი თა­ვის, ოჯა­ხის წევ­რე­ბის, ნა­თე­სა­ვე­ბის, პო­ლი­ცი­ის, ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის მი­მართ.

და­ი­ხუ­რე­ბა ზუგ­დი­დის ბა­ზარ­თან ერ­თად ფო­თის ბა­ზა­რიც, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ფოთ­ში უკე­თე­სი მდგო­მა­რე­ო­ბა გვაქვს. აკ­რძა­ლუ­ლია გა­რე­ვაჭ­რო­ბაც და ყვე­ლა და­ჯა­რიმ­დე­ბა, ვინც და­არ­ღვევს წე­სებს. არა­ვის უხა­რია 3000-ლა­რი­ა­ნი ჯა­რი­მე­ბის გა­მო­წე­რა, მაგ­რამ კი­დევ ერთხელ ვა­ცხა­დებ, პო­ლი­ცია იმოქ­მე­დებს კომ­პო­მი­სის გა­რე­შე, ჩვე­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის ჯან­მრთე­ლო­ბის ინ­ტე­რე­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე.“ - გა­ნა­ცხა­და სა­ხელ­მწი­ფო რწმუ­ნე­ბულ­მა.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
vova
0

ბიჯო მაოცებთ რა გუშინ იმნაძემ კუბობი გინდათო? რა ნაწილ ნაწილ აკეთებთ დახურეთ ყველა სასაფლაო სამართალდამცავებს ერთ ერთი ამოუდგები გვერდით და ვინც გაბედავს შესვლას როგორც ინდოეთში ხდებოდა ისე იმერული წკეპელი ფეხებში დაეხვევა და დაახვევს სახლში 6 კვადრატ ოთახში ცემი ძმაკაცი 15 წელი იყო ათი დღე სახლში გაჩერება რა გახდა ამ მოუთმენელი ბრბოსი?

ისრაელ ფოლაუ
1

შტურმით ავიღებთ იქ რომ არ გამოვილეშო აღდგომა დღეს ისე თავი არ მინდა ცოცხალი.

ავტორი:

ზუგდიდსა და ფოთში სასაფლაოები და ბაზრები დაიხურება

ზუგდიდსა და ფოთში სასაფლაოები და ბაზრები დაიხურება

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის, ალექსანდრე მოწერელიას განცხადებით, რეგიონის დიდ ქალაქებში: ზუგდიდში, სენაკსა და ფოთში სადღესასწაულოდ სასაფლაოები დაიხურება.

“ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ზუგდიდში, ფოთსა და სენაკში სასაფლაოები დაიხურება. ეს ხდება ისევ და ისევ ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებიდან გამომდინარე. ძალიან ვთხოვ ჩვენს მოსახლეობას, დაემორჩილონ მოთხოვნებს და გაითვალისწინონ რეკომენდაციები. რასაც სპეციალისტები გასცემენ“, - განაცხადა სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა.

მისივე თქმით, გარდა ამისა, დაიხურება აგრარული ბაზრებიც. მისი განცხადებით, დღემდე ფოთის და ზუგდიდის ბაზრები ნაწილობრივ ფუნქციონირებდა, თუმცა დისტანციის დაუცველობის გამო, დღეიდან ზუგდიდის, ხვალიდან კი ფოთის ბაზრები იხურება.

მისი თქმით, მიუხედავად პოლიციის, ზედამხედველობის სამსახურისა და მოხალისეთა მობილიზებისა, უმართავი ვითარებაა, მოქალაქეები დისტანციას არ იცავენ, რის გამოც ეს გადაწყვეტილება მიიღეს.

„დღეს ვიმყოფებოდი ფოთში, სენაკში და ახლა ვარ ზუგდიდში. სამწუხარო რეალობა გვქვს, მიუხედავად პაატა იმნაძის განცხადებისა, რომელიც ყველამ მოვისმინეთ, ნაკადი არათუ შეწყდა და შემცირდა, არამედ მოიმატა. ვხედავთ, რომ როგორც მოსახლეობის ასევე ავტომანქანების რაოდენობა არის მომატებული. ყოვლად მიუღებელი და წამოუდგენელია ის, რაც ზუგდიდის ბაზარი დღეს მოხდა, მიხედეავად პოლიციის და მუნიციპალიტეტის მობილიზების, შეიქმნა უმართავი პროცესი.

მე ბოდიშს ვუხდი მეწარმეებს, ვინც დღეს ფაქტიურად დარჩა დაზარალებული, იმის გამო, რომ მოქალაქეებმა დისტანციის დაცვაზე განაცხადეს უარი. ეს არის სრული უპასუხისმგებლობა საკუთრი თავის, ოჯახის წევრების, ნათესავების, პოლიციის, ადმინისტრაციის მიმართ.

დაიხურება ზუგდიდის ბაზართან ერთად ფოთის ბაზარიც, მიუხედავად იმისა, რომ ფოთში უკეთესი მდგომარეობა გვაქვს. აკრძალულია გარევაჭრობაც და ყველა დაჯარიმდება, ვინც დაარღვევს წესებს. არავის უხარია 3000-ლარიანი ჯარიმების გამოწერა, მაგრამ კიდევ ერთხელ ვაცხადებ, პოლიცია იმოქმედებს კომპომისის გარეშე, ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობის ინტერესებიდან გამომდინარე.“ - განაცხადა სახელმწიფო რწმუნებულმა.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები 348-მდე გაიზარდა

სად არის გახარია, როცა მისი პრესსპიკერი წესების გამკაცრების შესახებ ბრიფინგს მართავს

ხვალიდან პირბადის ტარება სავალდებულოა დახურულ საჯარო სივრცეში