პოლიტიკა
მსოფლიო

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
სამხედრო
Faceამბები
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სანამ თქვენ სადღესასწაულო შეკრებებისთვის ემზადებით, დაფიქრდით ხალხზე, რომლებიც მწარე დღეებს გადიან" - ქართველი ექიმის მიმართვა
"სანამ თქვენ სადღესასწაულო შეკრებებისთვის ემზადებით, დაფიქრდით ხალხზე, რომლებიც მწარე დღეებს გადიან" - ქართველი ექიმის მიმართვა

პირ­ვე­ლი სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო კლი­ნი­კის ექი­მი მა­რი­ამ გრი­გო­რაშ­ვი­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბას სახ­ლში დარ­ჩე­ნის­კენ მო­უ­წო­დებს. ის სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს, თუ რამ­დე­ნად რთულ რე­ჟიმ­ში უწევთ ექი­მებს მუ­შა­ო­ბა და მი­მარ­თავს ყვე­ლას, და­იც­ვან დის­ტან­ცია და გა­ით­ვა­ლის­წი­ნონ მი­თი­თე­ბუ­ლი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი:

"19 მარ­ტი იყო, რო­დე­საც ბო­ლოს ვნა­ხე ჩემი შვი­ლი.. უფრო სწო­რად და­ძი­ნე­ბულს ვა­კო­ცე და რამ­დე­ნი­მე კვი­რით (მის­თვის) და­ვი­კარ­გე.. წა­ვე­დი კლი­ნი­კა­ში სა­ცხოვ­რებ­ლად და სა­მუ­შა­ოდ.. სიღ­რმე­ებს არ ჩავ­ყვე­ბი კლი­ნი­კა­ში რამ­დე­ნი ძა­ლი­ან მა­გა­რი რამ ვნა­ხე. რამ­დე­ნი ზრუნ­ვის, პა­ტი­ვის­ცე­მის და სიყ­ვა­რუ­ლის მა­გა­ლი­თი.. ამა­ზე სხვა დროს..

მშრალ ინ­ფორ­მა­ცი­ას მო­გაწ­ვდით: 3 კვი­რა ვი­მუ­შა­ვე... 2 კვი­რა ბოქ­სი­რე­ბულ პა­ლა­ტებ­ში 1 კვი­რა რე­ა­ნი­მა­ცი­ა­ში.. ეხლა თვი­თი­ზო­ლა­ცი­ის 2 კვი­რი­ან პე­რი­ოდს გავ­დი­ვარ.. და ეს ყვე­ლა­ფე­რი იმის­თვის, რომ 1 მა­ისს ჩემი შვი­ლის და­ბა­დე­ბის დღე­ზე მის გვერ­დით ყოფ­ნა შევ­ძლო...

მერე (დიდი ალ­ბა­თო­ბით) ისევ მო­მი­წევს კლი­ნი­კა­ში დაბ­რუ­ნე­ბა და ოჯახ­თან გან­შო­რე­ბა. ამ 5 კვი­რის მან­ძილ­ზე (პირ­ვე­ლად) გა­მო­ვაკ­ლდი დე­და­ჩე­მის და­ბა­დე­ბის დღეს... ასე­ვე პირ­ვე­ლად, არ შევ­ხვდე­ბი აღ­დგო­მას ოჯახ­თან ერ­თად.. გა­მო­ვაკ­ლდი ყვე­ლა­ზე საყ­ვა­რელ მო­მენტს, რო­მელ­საც ნა­ტა­ლის და­ბა­დე­ბი­დან ვე­ლო­დე­ბო­დი-კუ­სუ­რამ წინა ორი ძი­რი­თა­დი კბი­ლი ამო­ი­ღო, პა­ტა­რა ფან­ჯა­რა გა­ი­კე­თა და ეხლა საყ­ვარ­ლად თლი­ფი­ნებს ში­გა­და­შიგ.

ვუ­ყუ­რე ჩემ შვილს, რო­გორ ეხუ­ტე­ბა ეკ­რანს ჩემი და­ნახ­ვი­სას... მო­ვუს­მი­ნე 5 წლის ბავ­შვი რო­გორ მამ­ხნე­ვებს, რომ ძალა მომ­ცეს... ძა­ლი­ან არ გა­ვაგ­რძე­ლებ, ბევ­რი რამ ვნა­ხე ამ 5კვი­რის მან­ძილ­ზე, მაგ­რამ რაც ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რია!!! ეს არ არის ჩემი ცალ­კე­უ­ლი შემ­თხვე­ვა... ასე­თი ის­ტო­რია აქვს თი­თო­ე­ულ მედ პერ­სო­ნალს, რო­მე­ლიც დღეს კლი­ნი­კა­ში COVID19 და­დას­ტუ­რე­ბულ პა­ცი­ენ­ტთან მუ­შა­ობს.

ასე­თი ის­ტო­რი­ე­ბი აქვთ ჩემს ექი­მებს... უმ­ცრო­სებს და ექთ­ნებს.. სა­ნიტ­რებს, რომ­ლებ­საც ერთი წუ­თი­თაც არ და­უ­ხე­ვი­ათ უკან.. ამ ხალ­ხს მე­ო­რე თვეა ოჯა­ხი არ უნა­ხავს.. არ­ცერთ მათ­განს.. სა­ნამ თქვენ გა­რეთ ჩვე­უ­ლებ­რი­ვად ცხოვ­რე­ბას გა­ნაგ­რძობთ თქვენს გამო უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი ოჯა­ხის­გან იზო­ლი­რე­ნუ­ლად ცხოვ­რობს და მუ­შა­ობს.. არ­ცერ­თი მათ­გა­ნი არა­ვის აყ­ვედ­რის ამ ამ­ბავს.. ასე ეს­მით, ასე უყ­ვართ და ასე მი­აჩ­ნი­ათ თა­ვი­ან­თი საქ­მე სწო­რად... მაგ­რამ, მა­ნამ სა­ნამ თქვენ - მე­გობ­რე­ბი იკ­რი­ბე­ბით.. პიკ­ნი­კებ­ზე და­დი­ხართ...

სა­დღე­სას­წა­უ­ლო შეკ­რე­ბე­ბის­თვის ემ­ზა­დე­ბით... ერთი წა­მით და­ფიქ­რდით ხალ­ხზე, რომ­ლე­ბიც თქვენს გამო ამ მწა­რე დღე­ებს გა­დი­ან... ამ ხალ­ხსაც უნ­დათ ოჯახ­ში დაბ­რუ­ნე­ბა.. შვი­ლე­ბის ჩა­ხუ­ტე­ბა.. ოჯა­ხუ­რი სით­ბოს ძვე­ლე­ბუ­რად შეგ­რძნო­ბა.. ამ ხალ­ხსაც უნ­დათ ნორ­მა­ლუ­რი ძილი..

ცხოვ­რე­ბის ჩვე­ულ რიტ­მში დაბ­რუ­ნე­ბა და მა­ნამ სა­ნამ თქვენ ასე, ერ­თმა­ნე­თის­გან დის­ტან­ცი­რე­ბის გა­რე­შე გა­აგ­რძე­ლებთ ცხოვ­რე­ბას და სა­ყო­ველ­თაო კა­რან­ტინს, სა­ყო­ველ­თაო სა­გა­ზა­ფხუ­ლო არ­და­დე­გე­ბად ჩათ­ვლით, ამ ხალ­ხს მო­უ­წევს ამ არა­ა­და­მი­ა­ნურ რე­ჟიმ­ში, ოჯა­ხე­ბი­სა და საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის­გან მო­შო­რე­ბით ცხოვ­რე­ბის გაგ­რძე­ლე­ბა უვა­დოდ...უ ვ ა დ ო დ!...

ხოდა ძა­ლი­ან დიდი თხოვ­ნა მექ­ნე­ბა, მი­ი­ტა­ნოთ ამ ხალ­ხის ემო­ცი­ე­ბიც გულ­თან... გა­ი­აზ­როთ თქვე­ნი რო­გორც ცალ­კე­უ­ლი ინ­დი­ვი­დის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა სო­ცი­უ­მის მი­მართ... და ძა­ლი­ან ცო­ტახ­ნით#დარ­ჩი­სახ­ლში #სა­ქარ­თვე­ლო

თვალ­სა­ჩი­ნო­ე­ბის­თვის ვურ­თავ ჩემი შვი­ლის ფო­ტოს...მად­ლო­ბა ყუ­რა­დღე­ბის­თვის" - წერს გრი­გო­რაშ­ვი­ლი.

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ise
1

ქალბატონო ექიმო, და საერთოდ ექიმებო ნუთუ არ იცით რომ ვისაც მიმართავთ ვერ შეაგნებინებთ? მე გასწავლოთ ვის უნდა მიმართოთ თან კატეგორიულად? ნუთუ გგონიათ ასეთი ლაპარაკით თქვენს ვალს იხდით?

Gia
0

მარიამ, არ შედრკე შვილო. შენი პატარა კუსურა გველოდება. ლამის გული გამისკდეს, ცრემლები თავისით მოდის, მაგრამ მიხარია რომ შენისთანა ადამიანები კიდევ ბევრია. ქართველებო, დარჩით სახლში თქვე ოხრები. დარჩით, გოგირდის ხომ არავინ გიხრჩოლებთ...

ავტორი:

"სანამ თქვენ სადღესასწაულო შეკრებებისთვის ემზადებით, დაფიქრდით ხალხზე, რომლებიც მწარე დღეებს გადიან" - ქართველი ექიმის მიმართვა

"სანამ თქვენ სადღესასწაულო შეკრებებისთვის ემზადებით, დაფიქრდით ხალხზე, რომლებიც მწარე დღეებს გადიან" - ქართველი ექიმის მიმართვა

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ექიმი მარიამ გრიგორაშვილი საზოგადოებას სახლში დარჩენისკენ მოუწოდებს. ის სოციალურ ქსელში წერს, თუ რამდენად რთულ რეჟიმში უწევთ ექიმებს მუშაობა და მიმართავს ყველას, დაიცვან დისტანცია და გაითვალისწინონ მითითებული რეკომენდაციები:

"19 მარტი იყო, როდესაც ბოლოს ვნახე ჩემი შვილი.. უფრო სწორად დაძინებულს ვაკოცე და რამდენიმე კვირით (მისთვის) დავიკარგე.. წავედი კლინიკაში საცხოვრებლად და სამუშაოდ.. სიღრმეებს არ ჩავყვები კლინიკაში რამდენი ძალიან მაგარი რამ ვნახე. რამდენი ზრუნვის, პატივისცემის და სიყვარულის მაგალითი.. ამაზე სხვა დროს..

მშრალ ინფორმაციას მოგაწვდით: 3 კვირა ვიმუშავე... 2 კვირა ბოქსირებულ პალატებში 1 კვირა რეანიმაციაში.. ეხლა თვითიზოლაციის 2 კვირიან პერიოდს გავდივარ.. და ეს ყველაფერი იმისთვის, რომ 1 მაისს ჩემი შვილის დაბადების დღეზე მის გვერდით ყოფნა შევძლო...

მერე (დიდი ალბათობით) ისევ მომიწევს კლინიკაში დაბრუნება და ოჯახთან განშორება. ამ 5 კვირის მანძილზე (პირველად) გამოვაკლდი დედაჩემის დაბადების დღეს... ასევე პირველად, არ შევხვდები აღდგომას ოჯახთან ერთად.. გამოვაკლდი ყველაზე საყვარელ მომენტს, რომელსაც ნატალის დაბადებიდან ველოდებოდი-კუსურამ წინა ორი ძირითადი კბილი ამოიღო, პატარა ფანჯარა გაიკეთა და ეხლა საყვარლად თლიფინებს შიგადაშიგ.

ვუყურე ჩემ შვილს, როგორ ეხუტება ეკრანს ჩემი დანახვისას... მოვუსმინე 5 წლის ბავშვი როგორ მამხნევებს, რომ ძალა მომცეს... ძალიან არ გავაგრძელებ, ბევრი რამ ვნახე ამ 5კვირის მანძილზე, მაგრამ რაც ყველაზე მთავარია!!! ეს არ არის ჩემი ცალკეული შემთხვევა... ასეთი ისტორია აქვს თითოეულ მედ პერსონალს, რომელიც დღეს კლინიკაში COVID19 დადასტურებულ პაციენტთან მუშაობს.

ასეთი ისტორიები აქვთ ჩემს ექიმებს... უმცროსებს და ექთნებს.. სანიტრებს, რომლებსაც ერთი წუთითაც არ დაუხევიათ უკან.. ამ ხალხს მეორე თვეა ოჯახი არ უნახავს.. არცერთ მათგანს.. სანამ თქვენ გარეთ ჩვეულებრივად ცხოვრებას განაგრძობთ თქვენს გამო უამრავი ადამიანი ოჯახისგან იზოლირენულად ცხოვრობს და მუშაობს.. არცერთი მათგანი არავის აყვედრის ამ ამბავს.. ასე ესმით, ასე უყვართ და ასე მიაჩნიათ თავიანთი საქმე სწორად... მაგრამ, მანამ სანამ თქვენ - მეგობრები იკრიბებით.. პიკნიკებზე დადიხართ...

სადღესასწაულო შეკრებებისთვის ემზადებით... ერთი წამით დაფიქრდით ხალხზე, რომლებიც თქვენს გამო ამ მწარე დღეებს გადიან... ამ ხალხსაც უნდათ ოჯახში დაბრუნება.. შვილების ჩახუტება.. ოჯახური სითბოს ძველებურად შეგრძნობა.. ამ ხალხსაც უნდათ ნორმალური ძილი..

ცხოვრების ჩვეულ რიტმში დაბრუნება და მანამ სანამ თქვენ ასე, ერთმანეთისგან დისტანცირების გარეშე გააგრძელებთ ცხოვრებას და საყოველთაო კარანტინს, საყოველთაო საგაზაფხულო არდადეგებად ჩათვლით, ამ ხალხს მოუწევს ამ არაადამიანურ რეჟიმში, ოჯახებისა და საყვარელი ადამიანებისგან მოშორებით ცხოვრების გაგრძელება უვადოდ...უ ვ ა დ ო დ!...

ხოდა ძალიან დიდი თხოვნა მექნება, მიიტანოთ ამ ხალხის ემოციებიც გულთან... გაიაზროთ თქვენი როგორც ცალკეული ინდივიდის პასუხისმგებლობა სოციუმის მიმართ... და ძალიან ცოტახნით#დარჩისახლში #საქართველო

თვალსაჩინოებისთვის ვურთავ ჩემი შვილის ფოტოს...მადლობა ყურადღებისთვის" - წერს გრიგორაშვილი.

"გარდაცვლილ ნინის დავპირდი: აუცილებლად დავუნიშნავდით მისი სახელობის სტიპენდიას ვინმეს..." - რას წერს ესპანეთში COVID-19-ით დაღუპული ქალის შვილებზე გიორგი კეკელიძე

"10 დღე-ღამის განმავლობაში ურთულესი გზა გავიარე" - ვინ არის 80 წლის ქართველი ქალი, რომელმაც კორონავირუსი დაამარცხა

თბილისი სამი თვის წინ და დღეს (ფოტო)