პოლიტიკა
მსოფლიო

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
სამხედრო
Faceამბები
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ეპიდემიის აფეთქების შემთხვევაში მავანთ ხელს ეკლესიისკენ გააშვერინებენ..." - რას წერს ექიმი სააღდგომო ლიტურგიაზე
"ეპიდემიის აფეთქების შემთხვევაში მავანთ ხელს ეკლესიისკენ გააშვერინებენ..." - რას წერს ექიმი სააღდგომო ლიტურგიაზე

ექი­მი, ენ­დოკ­რი­ნო­ლო­გი თა­მარ გო­დე­რი­ძე პოსტს აქ­ვეყ­ნებს და მარ­თლმა­დი­დე­ბელ მრევლს სა­აღ­დგო­მო ლი­ტურ­გი­ა­ზე წას­ვლის­გან თა­ვის შე­კა­ვე­ბას ურ­ჩევს.

მისი თქმით, იმ შემ­თხვე­ვა­ში თუ ეპი­დე­მია დღე­სას­წა­უ­ლის შემ­დეგ იფეთ­ქებს, "მა­ვანთ ეკ­ლე­სი­ი­სა­კენ გაშ­ვე­რის" სა­შუ­ა­ლე­ბა ექ­ნე­ბა:

"რო­გორც ექი­მი, ვალ­დე­ბუ­ლი ვარ ჩემი აზრი გა­მოვ­ხა­ტო, მო­ახ­ლო­ე­ბუ­ლი დღე­სას­წა­უ­ლი მე გა­მოც­დას მა­გო­ნებს, იმ გა­მოც­დას რო­დე­საც ბო­როტ­მა უფა­ლი კლდის წვერ­თან მი­იყ­ვა­ნა და უთხრა...რაც უთხრა თქვენ ჩემ­ზე კარ­გად იცით. მე რო­გორც ექიმს, ეჭვი მაქვს რომ ბევ­რი ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც ავა­დაა გა­და­წყვეტს რომ მი­ვი­დეს ტა­ძარ­ში და სა­კურ­ნებ­ლად სუ­ლი­სა და ხორ­ცი­სა - ეზი­ა­როს, მე ევ­ქა­რის­ტი­ის სა­ი­დუმ­ლო­ე­ბა­ში ეჭვი არ შე­მაქვს და ჭეშ­მა­რი­ტად მჯე­რა მისი ფუნ­და­მე­ტუ­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბის, მაგ­რამ ზი­ა­რე­ბის შემ­დეგ ადა­მი­ა­ნი წმინ­და­ნი არ ხდე­ბა, მას აღ­სა­რე­ბი­სას მი­ე­ტე­ვე­ბა ცოდ­ვე­ბი მი­სი­ვე სი­ნა­ნუ­ლის სა­პირ­წო­ნედ და­ზი­ა­რე­ბი­სა­საც ამ სი­ნა­ნუ­ლის სა­პირ­წო­ნედ თა­ნამ­ყო­ფობს მას­თან ქრის­ტე, შე­სა­ბა­მი­სად ნუ ჩავ­ვარ­დე­ბით ხიბლში და ნუ ვი­ტყვით რომ ჩვენ­ნა­ი­რი მო­ნა­ნუ­ლი სული ქრის­ტეს არ უნა­ხავს. ძა­ლი­ან მარ­ტი­ვია ორი გზა - ან წახ­ვალ, ან სახ­ლში დარ­ჩე­ბი.

თუ სახ­ლში დარ­ჩე­ბი, ამით გა­ცი­ლე­ბით მე­ტად აღას­რუ­ლებ შენს მო­ქა­ლა­ქე­ობ­რივ ვალს და რე­ლი­გი­ურ მრწამსს მოყ­ვა­სის წი­ნა­შე, ან წახ­ვალ და იქ­ნე­ბი მის­თვის საფრ­თხის მა­ტა­რე­ბე­ლი, ეპი­დე­მი­ის აფეთ­ქე­ბის შემ­თხვე­ვა­ში გა­აშ­ვე­რი­ნებ ხელს მა­ვანთ - ეკ­ლე­სი­ი­სა­კენ. ჩა­ა­ყე­ნებ მთავ­რო­ბას უხერ­ხულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში, რო­მე­ლიც პირ­ვე­ლი­ვე და­ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლის გა­მო­ჩე­ნის­თა­ნა­ვე ბეწ­ვის ხიდ­ზე და­დის და მაქ­სი­მა­ლუ­რად უზ­რუნ­ველ­ყოფს თი­თო­ე­უ­ლი მო­ქალ­ქის უსაფრ­თხო­ე­ბას...

უფალ­თან მი­სას­ვლელ გზა­ზე დი­რექ­ტი­ვას არა­ვინ გას­ცემს - არც მთავ­რო­ბა და არც ეკ­ლე­სია, არა­ვინ გე­ტყვით უფ­ლის სახ­ლში არ წახ­ვი­დე­თო, ტაძ­რე­ბი არ და­ი­კე­ტე­ბა, წირ­ვა აღევ­ლი­ნე­ბა, ევ­ქა­რის­ტი­ის სა­ი­დუმ­ლო­ე­ბა ჩა­ტარ­დე­ბა, მაგ­რამ მო­დით იმა­ზე დავ­ფიქ­რდეთ ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ადა­მი­ა­ნე­ბი, იქ­ნებ ჩვენ ვიქ­ცე­ვით ისე, რომ ამ წელს არ სურს ჩვე­ნი ტა­ძარ­ში სტუმ­რო­ბა უფალს, წელს რა­ტომ­ღაც არ გვე­პა­ტი­ჟე­ბა და იქ­ნებ დავ­რჩეთ სახ­ლში.

იქ­ნებ დრო მო­ვი­და, რომ ჩვენს თა­ვებს ჩა­ვუღ­რმავ­დეთ და ერ­თმა­ნე­თი­სა­კენ არც ხელი გა­ვიშ­ვი­როთ და არც ერ­თმა­ნე­თი და­ვას­ნე­ბოვ­ნოთ.ნამ­დვი­ლად მძი­მე კვი­რე­ბი გვე­ლო­დე­ბა, ეს ის დროა რო­დე­საც ადა­მი­ა­ნის ჯან­მრთე­ლო­ბას დიდი საფრ­თხე შე­იძ­ლე­ბა შე­ექ­მნას და ერ­საც და ბერ­საც ექი­მი და სა­ა­ვად­მყო­ფო დას­ჭირ­დეს. არ იქ­ნე­ბა ამ­დე­ნი ექი­მი და არც ამ­დე­ნი ხე­ლოვ­ნუ­რი ფილ­ტვი იქ­ნე­ბა, თუ ეკ­ლე­სი­ებს გა­და­ვაქ­ცევთ ინ­ფექ­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბის წყა­რო­ე­ბად. სა­ა­ვად­მყო­ფო­ე­ბი ბევ­რია სა­ქარ­თვე­ლო­ში მაგ­რამ იმ­დე­ნი არა, რამ­დე­ნიც ეკ­ლე­სია-მო­ნას­ტრე­ბი, არც ექი­მე­ბი შე­იძ­ლე­ბა აღ­მოჩ­ნდნენ საკ­მა­რი­სი თუ ეპი­და­ფეთ­ქე­ბა მოხ­დე­ბა.ჩვენ შე­ვეჩ­ვი­ეთ, რომ ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში მშვი­დად მი­დის სი­ტუ­ა­ცია და ნუ დავ­ტო­ვებთ ამ სიმ­შვი­დეს წარ­სულ­ში.

ზი­ა­რე­ბას რომ უდი­დე­სი სა­ი­დუ­მო­ე­ბაა მეც გა­თა­ვი­სე­ბუ­ლი მაქვს და გა­მი­ხარ­დე­ბა თუ გა­შუქ­დე­ბა სად­მე ტე­ლე­ვი­ზი­ით ან პრე­სით, რომ დას­ნე­ბოვ­ნე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბიც აზი­ა­რეს მო­ძღვრებ­მა სა­ა­ვად­მყო­ფო­ებ­ში.

აღ­დგო­მის დღე­სას­წა­უ­ლი არ გვა­ვალ­დე­ბუ­ლებს და მი­თუ­მე­ტეს არც გვა­ი­ძუ­ლებს ჯინ­ში ჩამ­დგარ ფა­ნა­ტი­კო­სე­ბად ვიქ­ცეთ, მან­ცდა­მა­ინც ზე­და­ხო­რად ვაქ­ცი­ოთ ბარ­ძი­მამ­დე მი­სას­ვლე­ლი გზა, ეს არ არის გზა, რი­თაც “სა­სუ­ფე­ვე­ლი იი­ძუ­ლე­ბის”, ტაძ­რე­ბი სულ ღიაა, ღია იქ­ნე­ბა, ღმერ­თმა არ ინე­ბოს, რომ ოდეს­მე და­ი­ხუ­როს და ეს არც არას­დროს მოხ­დე­ბა, რად­გან “ამას კლდე­სა ზედა აღ­ვა­შე­ნო ეკ­ლე­სი­აი ჩემი და ბჭე­ნი ჯო­ჯო­ხე­თი­სა­ნი ვერ ერე­ო­დი­ან მას“- ნურც იმა­ში შე­მო­მე­და­ვე­ბით, რომ მრევ­ლის გა­რე­შე წირ­ვა არას­რულ­ყო­ფი­ლია, ამა­შიც მო­ვიშ­ვე­ლი­ებ - “როცა ორი ან სამი კაცი არს ჩემი სა­ხე­ლით მე მათ­თა­ნა ვარ”, ამი­ტომ ვა­ცა­დოთ მღვდლებ­მა სწი­რონ და ეკ­ლე­სი­ის მსა­ხუ­რებ­მა აღავ­ლი­ნონ მათი მო­ვა­ლე­ო­ბე­ბი, უფა­ლი სუ­ფევს და ყველ­გან სუ­ფევს, მთა­ვა­რია ჩვენს გუ­ლებ­ში დამ­დგა­რი­ყოს აღ­დგო­მა.

სრუ­ლი­ად ერს და მსოფ­ლი­ოს ვუ­სურ­ვებ ჯან­მრთე­ლო­ბას და სუ­ლი­ერ სიმ­შვი­დეს" - წერს ექი­მი.

მკითხველის კომენტარები / 20 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ექიმს
68

ხელს გააშვერინებს რას ნიშნავს? ანუ თქვენ ერთის მხრივ ამბობთ რომ არის მაღალი ალბათობა რომ ეკლესია გახდეს მასიური დაინფიცირების კერა, მაგრამ ეს ვერ დაიმალება და ხალხი სიმართლეს იტყვის? და ამას ეძახით ხელის გაშვერას? და ამიტომ სჯობს სახლში დარჩენა რომ ხალხმა ხელი არ გაიშვიროს? თორემ ხალხის დაინფიცირებას და საავადმყოფოების გადატვირთვას და შედეგად უამრავი ადამიანის შესაძლო დაღუპვას არაუშავს? კორონამ ნათლად დაგვანახა რომ ჩვენი საზოგადოება ავად არის და ეს არის მიზეზი ჩვენს ქვეყანაში არსებული პრობლემებისა. გამოდის რომ, მთავარია სიმართლე დაიმალოს და ხალხი თუ დაიღუპა არაუშავს? და მერაბიშვილის "ორი გვამი მჭირდება" და ბიძინას "უფასო ფული" და გუბაზას "ერთი ბარკალი" გიკვირთ და გაშფოთებთ და ახლა რაც ხდება ის არც გიკვირთ და არც გაშფოთებთ?

გიორგი
89

ესაა შელამაზებული, ანუ ნახევარსიმართლე, რასაც თქვენ გვეუბნებით. ექიმები ბრძანდებით თუ ასტროლოგები, ილაპარაკეთ ფაქტებით, რისკების შეფასებებით, თქვით სათქმელი პირდაპირ, თუნდაც ეს მძიმე მოსასმენი იყოს.

ავტორი:

"ეპიდემიის აფეთქების შემთხვევაში მავანთ ხელს ეკლესიისკენ გააშვერინებენ..." - რას წერს ექიმი სააღდგომო ლიტურგიაზე

"ეპიდემიის აფეთქების შემთხვევაში მავანთ ხელს ეკლესიისკენ გააშვერინებენ..." - რას წერს ექიმი სააღდგომო ლიტურგიაზე

ექიმი, ენდოკრინოლოგი თამარ გოდერიძე პოსტს აქვეყნებს და მართლმადიდებელ მრევლს სააღდგომო ლიტურგიაზე წასვლისგან თავის შეკავებას ურჩევს.

მისი თქმით, იმ შემთხვევაში თუ ეპიდემია დღესასწაულის შემდეგ იფეთქებს, "მავანთ ეკლესიისაკენ გაშვერის" საშუალება ექნება:

"როგორც ექიმი, ვალდებული ვარ ჩემი აზრი გამოვხატო, მოახლოებული დღესასწაული მე გამოცდას მაგონებს, იმ გამოცდას როდესაც ბოროტმა უფალი კლდის წვერთან მიიყვანა და უთხრა...რაც უთხრა თქვენ ჩემზე კარგად იცით. მე როგორც ექიმს, ეჭვი მაქვს რომ ბევრი ადამიანი, რომელიც ავადაა გადაწყვეტს რომ მივიდეს ტაძარში და საკურნებლად სულისა და ხორცისა - ეზიაროს, მე ევქარისტიის საიდუმლოებაში ეჭვი არ შემაქვს და ჭეშმარიტად მჯერა მისი ფუნდამეტური ღირებულების, მაგრამ ზიარების შემდეგ ადამიანი წმინდანი არ ხდება, მას აღსარებისას მიეტევება ცოდვები მისივე სინანულის საპირწონედ დაზიარებისასაც ამ სინანულის საპირწონედ თანამყოფობს მასთან ქრისტე, შესაბამისად ნუ ჩავვარდებით ხიბლში და ნუ ვიტყვით რომ ჩვენნაირი მონანული სული ქრისტეს არ უნახავს. ძალიან მარტივია ორი გზა - ან წახვალ, ან სახლში დარჩები.

თუ სახლში დარჩები, ამით გაცილებით მეტად აღასრულებ შენს მოქალაქეობრივ ვალს და რელიგიურ მრწამსს მოყვასის წინაშე, ან წახვალ და იქნები მისთვის საფრთხის მატარებელი, ეპიდემიის აფეთქების შემთხვევაში გააშვერინებ ხელს მავანთ - ეკლესიისაკენ. ჩააყენებ მთავრობას უხერხულ მდგომარეობაში, რომელიც პირველივე დაინფიცირებულის გამოჩენისთანავე ბეწვის ხიდზე დადის და მაქსიმალურად უზრუნველყოფს თითოეული მოქალქის უსაფრთხოებას...

უფალთან მისასვლელ გზაზე დირექტივას არავინ გასცემს - არც მთავრობა და არც ეკლესია, არავინ გეტყვით უფლის სახლში არ წახვიდეთო, ტაძრები არ დაიკეტება, წირვა აღევლინება, ევქარისტიის საიდუმლოება ჩატარდება, მაგრამ მოდით იმაზე დავფიქრდეთ ჩვეულებრივი ადამიანები, იქნებ ჩვენ ვიქცევით ისე, რომ ამ წელს არ სურს ჩვენი ტაძარში სტუმრობა უფალს, წელს რატომღაც არ გვეპატიჟება და იქნებ დავრჩეთ სახლში.

იქნებ დრო მოვიდა, რომ ჩვენს თავებს ჩავუღრმავდეთ და ერთმანეთისაკენ არც ხელი გავიშვიროთ და არც ერთმანეთი დავასნებოვნოთ.ნამდვილად მძიმე კვირები გველოდება, ეს ის დროა როდესაც ადამიანის ჯანმრთელობას დიდი საფრთხე შეიძლება შეექმნას და ერსაც და ბერსაც ექიმი და საავადმყოფო დასჭირდეს. არ იქნება ამდენი ექიმი და არც ამდენი ხელოვნური ფილტვი იქნება, თუ ეკლესიებს გადავაქცევთ ინფექციის გავრცელების წყაროებად. საავადმყოფოები ბევრია საქართველოში მაგრამ იმდენი არა, რამდენიც ეკლესია-მონასტრები, არც ექიმები შეიძლება აღმოჩნდნენ საკმარისი თუ ეპიდაფეთქება მოხდება.ჩვენ შევეჩვიეთ, რომ ჩვენს ქვეყანაში მშვიდად მიდის სიტუაცია და ნუ დავტოვებთ ამ სიმშვიდეს წარსულში.

ზიარებას რომ უდიდესი საიდუმოებაა მეც გათავისებული მაქვს და გამიხარდება თუ გაშუქდება სადმე ტელევიზიით ან პრესით, რომ დასნებოვნებული ადამიანებიც აზიარეს მოძღვრებმა საავადმყოფოებში.

აღდგომის დღესასწაული არ გვავალდებულებს და მითუმეტეს არც გვაიძულებს ჯინში ჩამდგარ ფანატიკოსებად ვიქცეთ, მანცდამაინც ზედახორად ვაქციოთ ბარძიმამდე მისასვლელი გზა, ეს არ არის გზა, რითაც “სასუფეველი იიძულების”, ტაძრები სულ ღიაა, ღია იქნება, ღმერთმა არ ინებოს, რომ ოდესმე დაიხუროს და ეს არც არასდროს მოხდება, რადგან “ამას კლდესა ზედა აღვაშენო ეკლესიაი ჩემი და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდიან მას“- ნურც იმაში შემომედავებით, რომ მრევლის გარეშე წირვა არასრულყოფილია, ამაშიც მოვიშველიებ - “როცა ორი ან სამი კაცი არს ჩემი სახელით მე მათთანა ვარ”, ამიტომ ვაცადოთ მღვდლებმა სწირონ და ეკლესიის მსახურებმა აღავლინონ მათი მოვალეობები, უფალი სუფევს და ყველგან სუფევს, მთავარია ჩვენს გულებში დამდგარიყოს აღდგომა.

სრულიად ერს და მსოფლიოს ვუსურვებ ჯანმრთელობას და სულიერ სიმშვიდეს" - წერს ექიმი.

სამი დიდი ქართველი ერთ ფოტოზე - კოკო გამსახურდია უნიკალურ ფოტოს აქვეყნებს

"ჩემი ცხოვრება დამთავრებული იყო. სიცოცხლეს შვილებისთვის ვაგრძელებდი... ის კი ისე ლამაზად მიხატავდა ყველაფერს, რაც მძულდა" - რას იხსენებს ნანუკა ჟორჟოლიანი და რას წერს საკუთარ იუბილეზე

"10 წელი კი გასულა" - რა ფოტოებს აქვეყნებს ელენე ხოშტარია ქორწინების იუბილესთან დაკავშირებით