პოლიტიკა
მსოფლიო

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
სამხედრო
Faceამბები
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ქვეყანაში ყველაზე მძიმე პაციენტები ამ ეტაპამდე ჩვენ კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში არიან" - ლევან რატიანი
"ქვეყანაში ყველაზე მძიმე პაციენტები ამ ეტაპამდე ჩვენ კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში არიან" - ლევან რატიანი

თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო სა­მე­დი­ცი­ნო უნი­ვერ­სი­ტე­ტის პირ­ვე­ლი სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო კლი­ნი­კის დი­რექ­ტო­რის ლე­ვან რა­ტი­ა­ნის გან­ცხა­დე­ბით, კლი­ნი­კა­ში ამ ეტაპ­ზე იმ­ყო­ფე­ბა 62 პა­ცი­ენ­ტი, სა­ი­და­ნაც 38 არის კო­რო­ნა­ვირუ­სის და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვა. მისი თქმით, და­ნარ­ჩე­ნი პა­ცი­ენ­ტე­ბი ელო­დე­ბი­ან ტეს­ტის პა­სუ­ხებს.

რაც შე­ე­ხე­ბა 80 წლის პა­ცი­ენტს, რა­ტი­ა­ნის თქმით, მისი მდგო­მა­რე­ო­ბა ამ ეტა­პამ­დე არის მძი­მე.

"80 წლის პა­ცი­ენ­ტის მდგო­მა­რე­ო­ბა ამ ეტა­პამ­დე არის მძი­მე, თუმ­ცა ვი­ტა­ლუ­რი პა­რა­მეტ­რე­ბი შე­ნარ­ჩუ­ნე­ბუ­ლია", - გა­ნა­ცხა­და რა­ტი­ან­მა. ამას­თან, კლი­ნი­კის დი­რექ­ტო­რის გან­ცხა­დე­ბით, კლი­ნი­კა­ში მყო­ფი 62 წლის ქალ­ბა­ტო­ნის მდგო­მა­რე­ო­ბა ამ ეტაპ­ზე სტა­ბი­ლუ­რია.

"ქვე­ყა­ნა­ში ყვე­ლა­ზე მძი­მე პა­ცი­ენ­ტე­ბი ამ ეტა­პამ­დე ჩვენს კრი­ტი­კუ­ლი მე­დი­ცი­ნის დე­პარ­ტა­მენ­ტშია. პა­ცი­ენ­ტი, რო­მე­ლიც არის 62 წლის ქალ­ბა­ტო­ნი, ჩვენს კლი­ნი­კა­ში შე­მო­სუ­ლია და­ახ­ლო­ე­ბით 10 დღის წინ. ის მოხ­სნი­ლია მარ­თვი­თი სუნ­თქვი­დან, მდგო­მა­რე­ო­ბა ამ ეტაპ­ზე სტა­ბი­ლუ­რია, კონ­ტაქ­ტუ­რია, ადეკ­ვა­ტუ­რია, პა­ცი­ენ­ტი ამ ეტა­პამ­დე რჩე­ბა ინ­ტენ­სი­უ­რი თე­რა­პი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში და­გეგ­მი­ლია და­მა­ტე­ბი­თი კლი­ნი­კურ-ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლი კვლე­ვე­ბი და მდგო­მა­რე­ო­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის შე­დე­გად პა­ცი­ენ­ტი უახ­ლო­ეს სა­ა­თებ­ში გა­და­ვა თე­რა­პი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში", - გა­ნა­ცხა­და რა­ტი­ან­მა.

ავტორი:

"ქვეყანაში ყველაზე მძიმე პაციენტები ამ ეტაპამდე ჩვენ კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში არიან" - ლევან რატიანი

"ქვეყანაში ყველაზე მძიმე პაციენტები ამ ეტაპამდე ჩვენ კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში არიან" - ლევან რატიანი

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის ლევან რატიანის განცხადებით, კლინიკაში ამ ეტაპზე იმყოფება 62 პაციენტი, საიდანაც 38 არის კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა. მისი თქმით, დანარჩენი პაციენტები ელოდებიან ტესტის პასუხებს.

რაც შეეხება 80 წლის პაციენტს, რატიანის თქმით, მისი მდგომარეობა ამ ეტაპამდე არის მძიმე.

"80 წლის პაციენტის მდგომარეობა ამ ეტაპამდე არის მძიმე, თუმცა ვიტალური პარამეტრები შენარჩუნებულია", - განაცხადა რატიანმა. ამასთან, კლინიკის დირექტორის განცხადებით, კლინიკაში მყოფი 62 წლის ქალბატონის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია.

"ქვეყანაში ყველაზე მძიმე პაციენტები ამ ეტაპამდე ჩვენს კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტშია. პაციენტი, რომელიც არის 62 წლის ქალბატონი, ჩვენს კლინიკაში შემოსულია დაახლოებით 10 დღის წინ. ის მოხსნილია მართვითი სუნთქვიდან, მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია, კონტაქტურია, ადეკვატურია, პაციენტი ამ ეტაპამდე რჩება ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში დაგეგმილია დამატებითი კლინიკურ-ლაბორატორიული კვლევები და მდგომარეობის გაუმჯობესების შედეგად პაციენტი უახლოეს საათებში გადავა თერაპიის განყოფილებაში", - განაცხადა რატიანმა.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 157-მდე გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსი სპორტსმენს დაუდგინდა - "ძალოსანის საკონტაქტო წრე საკმაოდ ფართოა"

"აუცილებელია გარდაცვლილი დაიკრძალოს 72 საათამდე ვადაში" - ამირან გამყრელიძე იმ პროცედურებზე საუბრობს, რითაც კორონავირუსით გარდაცვლილი უნდა დაკრძალონ