პოლიტიკა
მსოფლიო

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
სამხედრო
Faceამბები
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საგანგებო მდგომარეობით დაწესებული შეზღუდვების აღსრულების მონიტორინგი მკაცრდება
საგანგებო მდგომარეობით დაწესებული შეზღუდვების აღსრულების მონიტორინგი მკაცრდება

მთავ­რო­ბა სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბით და­წე­სე­ბუ­ლი შე­ზღუდ­ვე­ბის აღ­სრუ­ლე­ბის მო­ნი­ტო­რინგს ამ­კაც­რებს. სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით, კო­რო­ნა­ვირუს­თან და­კავ­ში­რე­ბით მოქ­მე­დი უწყე­ბა­თა­შო­რი­სი სა­კო­ორ­დი­ნა­ციო საბ­ჭოს მო­რი­გი სხდო­მა გა­ი­მარ­თა.

საბ­ჭოს სხდო­მა­ზე გა­ნი­ხი­ლეს სა­ქარ­თვე­ლოს მთელ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მოქ­მე­დი სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბის შე­დე­გად და­წე­სე­ბუ­ლი შე­ზღუდ­ვე­ბის, მათ შო­რის მარ­ნე­უ­ლი­სა და ბოლ­ნი­სის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტებ­ში სა­კა­რან­ტი­ნო რე­ჟი­მის აღ­სრუ­ლე­ბის სა­კი­თხე­ბი. ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრმა ვახ­ტანგ გო­მე­ლა­ურ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი უწყე­ბე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი 24-სა­ა­თი­ან რე­ჟიმ­ში მკაც­რად აკონ­ტრო­ლე­ბენ სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბის შე­დე­გად და­წე­სე­ბუ­ლი აკ­რძალ­ვე­ბის შეს­რუ­ლე­ბას და ნე­ბის­მი­ე­რი დარ­ღვე­ვის შემ­თხვე­ვა­ში გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა კა­ნო­ნით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი. მი­ნის­ტრის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ასე­ვე ინ­ტენ­სი­უ­რად კონ­ტროლ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბით და­წე­სე­ბუ­ლი შე­ზღუდ­ვე­ბის აღ­სრუ­ლე­ბის პრო­ცე­სი, რო­მელ­თა დარ­ღვე­ვის­თვის კა­ნო­ნით და­წე­სე­ბუ­ლი ჯა­რი­მე­ბი ცალ­კე­ულ შემ­თხვე­ვებ­ში სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა უკვე გა­მო­წე­რეს.

უწყე­ბა­თა­შო­რი­სი სა­კო­ორ­დი­ნა­ციო საბ­ჭოს სხდო­მა­ზე აღი­ნიშ­ნა, რომ სა­ზღვარ­გა­რეთ მყო­ფი სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის სამ­შობ­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბის პრო­ცე­სი გრძელ­დე­ბა. სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრ და­ვით ზალ­კა­ლი­ა­ნის გან­მარ­ტე­ბით, გუ­შინ, 26 მარტს, ჩა­მოფ­რინ­და გეგ­მუ­რი ჩარ­ტე­რუ­ლი რე­ი­სი ვე­ნი­დან, რომ­ლის ბორტზე მყო­ფი სა­ქარ­თვე­ლოს 180-მდე მო­ქა­ლა­ქე ეკო­ნო­მი­კი­სა და მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის სა­მი­ნის­ტროს ტუ­რიზ­მის ეროვ­ნუ­ლი ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის მიერ მო­ძი­ე­ბულ ერთ-ერთ სას­ტუმ­რო­ში სა­ვალ­დე­ბუ­ლო 14-დღი­ან კა­რან­ტინს გა­ივ­ლის. ასე­ვე, უწყე­ბა­თა­შო­რი­სი საბ­ჭოს დღე­ვან­დელ სხდო­მა­ზე აღი­ნიშ­ნა, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი 81 პა­ცი­ენ­ტი­დან 13 უკვე გა­მო­ჯან­მრთელ­და. შე­და­რე­ბით მძი­მე, თუმ­ცა სტა­ბი­ლუ­რია 5 ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლის მდგო­მა­რე­ო­ბა. ყვე­ლა მათ­განს შე­სა­ბა­მი­სი მკურ­ნა­ლო­ბა უტარ­დე­ბა. ამ ეტაპ­ზე კა­რან­ტინ­ში იმ­ყო­ფე­ბა 4505 ადა­მი­ა­ნი, ხოლო სტა­ცი­ო­ნარ­ში, მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბის ქვეშ - 247 პირი.

ამას­თან, უწყე­ბა­თა­შო­რი­სი საბ­ჭოს სხდო­მა­ზე მი­ღე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს ყვე­ლა რე­გი­ონ­ში მომ­ზად­დე­ბა ე.წ „ცხე­ლე­ბის ცენ­ტრე­ბი“. აღ­ნიშ­ნულ კლი­ნი­კებს მი­მარ­თა­ვენ პა­ცი­ენ­ტე­ბი, რომ­ლებ­საც ტემ­პე­რა­ტუ­რა და­უ­ფიქ­სირ­დე­ბათ.

სა­ქარ­თვე­ლოს ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბი­დან დევ­ნილ­თა, შრო­მის, ჯან­მრთე­ლო­ბი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი დაც­ვის მი­ნის­ტრ ეკა­ტე­რი­ნე ტი­კა­რა­ძის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მსგავ­სი ცენ­ტრე­ბი უკვე გა­მო­ყო­ფი­ლია კა­ხე­თის რე­გი­ონ­ში. ამ ეტაპ­ზე მიმ­დი­ნა­რე­ობს კლი­ნი­კე­ბის მო­ბი­ლი­ზა­ცია ქვე­მო ქარ­თლში, რაც ეტა­პობ­რი­ვად ყვე­ლა რე­გი­ონ­ში გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა. ინ­ფორ­მა­ცია ამ მიზ­ნით გა­მო­ყო­ფი­ლი კლი­ნი­კე­ბის შე­სა­ხებ კო­რო­ნა­ვირუს­თან და­კავ­ში­რე­ბით გან­თავ­სდე­ბა, კო­რო­ნა­ვირუს­თან და­კავ­ში­რე­ბით მთავ­რო­ბის მიერ შექ­მნილ სპე­ცი­ა­ლურ ვებგ­ვერ­დზე - www.stopcov.ge, ასე­ვე, ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს ოფი­ცი­ა­ლურ ვებგ­ვერ­დზე - www.moh.gov.ge.

უწყე­ბა­თა­შო­რი­სი სა­კო­ორ­დი­ნა­ციო საბ­ჭო კო­ორ­დი­ნი­რე­ბუ­ლი ნა­ბი­ჯე­ბის გა­დად­გმის მიზ­ნით სხდო­მებს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით გა­ნაგ­რძობს. საბ­ჭოს მუ­შა­ო­ბა­ში აქ­ტი­უ­რად არი­ან ჩარ­თუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტი და პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცია. აღ­ნიშ­ნუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია “ინ­ტერპრეს­ნი­უსს” სა­ქარ­თვე­ლოს ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბი­დან დევ­ნილ­თა, შრო­მის, ჯან­მრთე­ლო­ბი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­დან მი­ა­წო­დეს.

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მაშა
2
გაიხარე-გახარია...მხნედ და მტკიცედ...
ქეთი
2

მადლობა კარგი მუშაობისთვის.

ავტორი:

საგანგებო მდგომარეობით დაწესებული შეზღუდვების აღსრულების მონიტორინგი მკაცრდება

საგანგებო მდგომარეობით დაწესებული შეზღუდვების აღსრულების მონიტორინგი მკაცრდება

მთავრობა საგანგებო მდგომარეობით დაწესებული შეზღუდვების აღსრულების მონიტორინგს ამკაცრებს. საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით, კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა.

საბჭოს სხდომაზე განიხილეს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მოქმედი საგანგებო მდგომარეობის შედეგად დაწესებული შეზღუდვების, მათ შორის მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში საკარანტინო რეჟიმის აღსრულების საკითხები. შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა აღნიშნა, რომ სამართალდამცავი უწყებების წარმომადგენლები 24-საათიან რეჟიმში მკაცრად აკონტროლებენ საგანგებო მდგომარეობის შედეგად დაწესებული აკრძალვების შესრულებას და ნებისმიერი დარღვევის შემთხვევაში გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები. მინისტრის ინფორმაციით, ასევე ინტენსიურად კონტროლდება საქართველოს მასშტაბით საგანგებო მდგომარეობით დაწესებული შეზღუდვების აღსრულების პროცესი, რომელთა დარღვევისთვის კანონით დაწესებული ჯარიმები ცალკეულ შემთხვევებში სამართალდამცავებმა უკვე გამოწერეს.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე აღინიშნა, რომ საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნების პროცესი გრძელდება. საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანის განმარტებით, გუშინ, 26 მარტს, ჩამოფრინდა გეგმური ჩარტერული რეისი ვენიდან, რომლის ბორტზე მყოფი საქართველოს 180-მდე მოქალაქე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ მოძიებულ ერთ-ერთ სასტუმროში სავალდებულო 14-დღიან კარანტინს გაივლის. ასევე, უწყებათაშორისი საბჭოს დღევანდელ სხდომაზე აღინიშნა, რომ საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 81 პაციენტიდან 13 უკვე გამოჯანმრთელდა. შედარებით მძიმე, თუმცა სტაბილურია 5 ინფიცირებულის მდგომარეობა. ყველა მათგანს შესაბამისი მკურნალობა უტარდება. ამ ეტაპზე კარანტინში იმყოფება 4505 ადამიანი, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ - 247 პირი.

ამასთან, უწყებათაშორისი საბჭოს სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, საქართველოს ყველა რეგიონში მომზადდება ე.წ „ცხელების ცენტრები“. აღნიშნულ კლინიკებს მიმართავენ პაციენტები, რომლებსაც ტემპერატურა დაუფიქსირდებათ.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის ინფორმაციით, მსგავსი ცენტრები უკვე გამოყოფილია კახეთის რეგიონში. ამ ეტაპზე მიმდინარეობს კლინიკების მობილიზაცია ქვემო ქართლში, რაც ეტაპობრივად ყველა რეგიონში განხორციელდება. ინფორმაცია ამ მიზნით გამოყოფილი კლინიკების შესახებ კორონავირუსთან დაკავშირებით განთავსდება, კორონავირუსთან დაკავშირებით მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე - www.stopcov.ge, ასევე, ჯანდაცვის სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე - www.moh.gov.ge.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო კოორდინირებული ნაბიჯების გადადგმის მიზნით სხდომებს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით განაგრძობს. საბჭოს მუშაობაში აქტიურად არიან ჩართული საქართველოს პარლამენტი და პრეზიდენტის ადმინისტრაცია. აღნიშნული ინფორმაცია “ინტერპრესნიუსს” საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან მიაწოდეს.

გიორგი გახარიას თქმით, ემიგრანტების ჩამოყვანაში მიხეილ სააკაშვილის დახმარება არ სჭირდება

"ბოკერიას და სხვა ოპოზიციონერებს მოვუწოდებ, ამბიციებს ნუ გადააყოლებენ რეალობას" - მიხეილ სააკაშვილი

"შეგვძლებია ერთმანეთის სიყვარულიც, გატანაც, გაჭირვებულის დახმარებაც..." - გიორგი კვირიკაშვილი განცხადებას ავრცელებს