მეცნიერება
მსოფლიო
პოლიტიკა

26

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
სამართალი
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა შემთხვევაში გვიცავს ერთჯერადი ხელთათმანი კორონავირუსისაგან - რეკომენდაცია პედიატრისგან
რა შემთხვევაში გვიცავს ერთჯერადი ხელთათმანი კორონავირუსისაგან - რეკომენდაცია პედიატრისგან

მე­დი­ცი­ნის აკა­დე­მი­უ­რი დოქ­ტო­რი, ექი­მი-პე­დი­ატ­რი თა­მარ ობ­გა­ი­ძე ლა­ტექ­სის და ზო­გა­დად ერთჯე­რა­დი ხელ­თათ­მა­ნის გა­მო­ყე­ნე­ბის რე­კო­მენ­და­ცი­ებს აძ­ლევს მკი­თხველს. ექი­მის თქმით, ხელ­თათ­მა­ნი შე­საძ­ლოა, ინ­ფი­ცი­რე­ბის წყა­როც გახ­დეს, თუ ის სწო­რად არ იქ­ნე­ბა გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი:

"როცა უხი­ლა­ვი მტე­რი გი­ტევს, რო­მე­ლიც არ ჩანს, მაგ­რამ იცი, რომ წვე­თე­ბით ვრცელ­დე­ბა და ნე­ბის­მი­ე­რი ზე­და­პი­რი შე­იძ­ლე­ბა ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი იყოს, ბუ­ნებ­რი­ვია, გიჩ­ნდე­ბა სურ­ვი­ლი, რო­გორ­მე და­იც­ვა თავი ზე­და­პი­რებ­ზე შე­ხე­ბი­სა­გან.

ამი­ტომ სუ­ლაც არ მიკ­ვირს, რომ სულ უფრო ხში­რად მხვდე­ბი­ან ქუ­ჩა­ში ადა­მი­ა­ნე­ბი ფე­რად-ფე­რა­დი ლა­ტექ­სის ხელ­თათ­მა­ნე­ბით. გვი­ცავს თუ არა ის?

დიახ, თუ თქვენ გაც­ვი­ათ ხელ­თათ­მა­ნი, ზე­და­პი­რებ­ზე შე­ხე­ბი­სას თქვენს კან­ზე ნამ­დვი­ლად ვერ მოხ­ვდე­ბა ვერც კო­რო­ნა­ვირუ­სი და ვერც სხვა მიკ­რო­ორ­გა­ნიზ­მი და ეს და­ცუ­ლო­ბის ბედ­ნი­ერ შეგ­რძნე­ბას გაძ­ლევთ.

მაგ­რამ, თუ ასე შე­ფუ­თუ­ლი ხე­ლე­ბით, ეხე­ბით ფულს, მო­ბი­ლურ ტე­ლე­ფონს, რო­მე­ლიც სა­უბ­რი­სას ახ­ლოს გაქვთ სა­ხეს­თან, ხელ­თათ­მა­ნი­ა­ნი ხე­ლე­ბით ეხე­ბით ბან­კო­მა­ტებს, სწრა­ფი გა­დახ­დის აპა­რა­ტებს და შემ­დეგ ის­წო­რებთ თმას, მი­გაქვთ ხელი სა­ხეს­თან, ეხე­ბით მას, იკე­თებთ და იხ­სნით სათ­ვა­ლეს, თქვენ ქმნით და­მა­ტე­ბით რისკს და­ბინ­ძუ­რე­ბუ­ლი ხელ­თათ­მა­ნე­ბით ინ­ფი­ცი­რე­ბი­სათ­ვის.

ასე, რომ თუ იყე­ნებთ ლა­ტექ­სის ხელ­თათ­მანს, გა­მო­ი­ყე­ნეთ ის სწო­რად - გა­ი­კე­თეთ ინ­ფი­ცი­რე­ბულ ადა­მი­ან­თან კონ­ტაქ­ტი­სას, მისი მოვ­ლი­სას, სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში შეს­ვლი­სას, აფ­თი­ა­ქებ­ში, სუ­პერ­მარ­კე­ტებ­ში ნივ­თებ­თან და ზე­და­პი­რებ­თან შე­ხე­ბი­სას. შემ­დეგ ხელ­თათ­მა­ნი უნდა გა­და­აგ­დოთ ან შე­ი­ნა­ხოთ გა­რე­ცხვამ­დე და დე­ზინ­ფექ­ტან­ტით და­მუ­შა­ვე­ბამ­დე.

იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ მა­ინც გირ­ჩევ­ნი­ათ მთე­ლი დღის მან­ძილ­ზე გე­კე­თოთ ხელ­თათ­მა­ნი, სრულ­ყო­ფი­ლად უნდა აკონ­ტრო­ლოთ სა­კუ­თა­რი თავი, რომ თქვე­ნი ხელი არ მოხ­ვდეს სა­ხეს­თან. სხვა შემ­თხვე­ვა­ში ლა­ტექ­სის ხელ­თათ­მა­ნი დაც­ვის ნაც­ვლად საფრ­თხის რისკს გა­გიზ­რდით.

და ბო­ლოს, ხე­ლე­ბის ხში­რი და­ბა­ნის აუ­ცი­ლებ­ლო­ბას კი­დევ ერთხელ შე­გახ­სე­ნებთ! ჯან­მრთე­ლო­ბას გი­სურ­ვებთ ყვე­ლას!" - წერს ექი­მი თა­მარ ობ­გა­ი­ძე.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნინო
5

დროული გაფრთხილებაა ყველასთვის ვინც არ იცის ხელთათმანის დანიშნულება

თათო
2

გეთანხმებით. ქუჩაში ხელთათმანიანი ქალი ცხვირს იფხანდა გაუცნობიერებლად. რა აზრი აქვს ხელთათმანს? გრძნობ დაცუალდ თავს და ხელებს აღარ აკონტროლებ. მირჩევნია არ მეკეთოს, უფრო მობილიზებული ვარ და ვაკონტროლებ ხელებს. ვატარებ ანტისეპტიკს და რასაც არ უნდა შევეხო, ანტისეპტიკით ვიმუავებ ხელებს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან
ავტორი:

რა შემთხვევაში გვიცავს ერთჯერადი ხელთათმანი კორონავირუსისაგან - რეკომენდაცია პედიატრისგან

რა შემთხვევაში გვიცავს ერთჯერადი ხელთათმანი კორონავირუსისაგან - რეკომენდაცია პედიატრისგან

მედიცინის აკადემიური დოქტორი, ექიმი-პედიატრი თამარ ობგაიძე ლატექსის და ზოგადად ერთჯერადი ხელთათმანის გამოყენების რეკომენდაციებს აძლევს მკითხველს. ექიმის თქმით, ხელთათმანი შესაძლოა, ინფიცირების წყაროც გახდეს, თუ ის სწორად არ იქნება გამოყენებული:

"როცა უხილავი მტერი გიტევს, რომელიც არ ჩანს, მაგრამ იცი, რომ წვეთებით ვრცელდება და ნებისმიერი ზედაპირი შეიძლება ინფიცირებული იყოს, ბუნებრივია, გიჩნდება სურვილი, როგორმე დაიცვა თავი ზედაპირებზე შეხებისაგან.

ამიტომ სულაც არ მიკვირს, რომ სულ უფრო ხშირად მხვდებიან ქუჩაში ადამიანები ფერად-ფერადი ლატექსის ხელთათმანებით. გვიცავს თუ არა ის?

დიახ, თუ თქვენ გაცვიათ ხელთათმანი, ზედაპირებზე შეხებისას თქვენს კანზე ნამდვილად ვერ მოხვდება ვერც კორონავირუსი და ვერც სხვა მიკროორგანიზმი და ეს დაცულობის ბედნიერ შეგრძნებას გაძლევთ.

მაგრამ, თუ ასე შეფუთული ხელებით, ეხებით ფულს, მობილურ ტელეფონს, რომელიც საუბრისას ახლოს გაქვთ სახესთან, ხელთათმანიანი ხელებით ეხებით ბანკომატებს, სწრაფი გადახდის აპარატებს და შემდეგ ისწორებთ თმას, მიგაქვთ ხელი სახესთან, ეხებით მას, იკეთებთ და იხსნით სათვალეს, თქვენ ქმნით დამატებით რისკს დაბინძურებული ხელთათმანებით ინფიცირებისათვის.

ასე, რომ თუ იყენებთ ლატექსის ხელთათმანს, გამოიყენეთ ის სწორად - გაიკეთეთ ინფიცირებულ ადამიანთან კონტაქტისას, მისი მოვლისას, სამედიცინო დაწესებულებაში შესვლისას, აფთიაქებში, სუპერმარკეტებში ნივთებთან და ზედაპირებთან შეხებისას. შემდეგ ხელთათმანი უნდა გადააგდოთ ან შეინახოთ გარეცხვამდე და დეზინფექტანტით დამუშავებამდე.

იმ შემთხვევაში, თუ მაინც გირჩევნიათ მთელი დღის მანძილზე გეკეთოთ ხელთათმანი, სრულყოფილად უნდა აკონტროლოთ საკუთარი თავი, რომ თქვენი ხელი არ მოხვდეს სახესთან. სხვა შემთხვევაში ლატექსის ხელთათმანი დაცვის ნაცვლად საფრთხის რისკს გაგიზრდით.

და ბოლოს, ხელების ხშირი დაბანის აუცილებლობას კიდევ ერთხელ შეგახსენებთ! ჯანმრთელობას გისურვებთ ყველას!" - წერს ექიმი თამარ ობგაიძე.

ყველაფერი, რაც უნდა ვიცოდეთ სახლში დარჩენილებმა, Covid 19-ის სწორი მკურნალობისთვის - დეტალური ინსტრუქცია აშშ-ში მომუშავე ქართველი ექიმისგან

"დარწმუნებული ვარ, მისი პრეზიდენტად არჩევა კრემლისთვის ძალიან ცუდი ახალი ამბავია" - რას წერს სააკაშვილი გამარჯვებულ ბაიდენზე და რა ფოტოებს აქვეყნებს "ფეისბუქზე"

"თუ წესებს არ დავიცავით, ჩემსა და "სხვას" შორის მოუწევს არჩევანის გაკეთება... ყველა შემდგომი სიკვდილი ჩემი და შენი ბრალიცაა" - რას წერს პოეტი ექიმ მეგობარზე, რომელიც კოვიდპაციენტებს მკურნალობს