პოლიტიკა
მსოფლიო

26

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
სამხედრო
Faceამბები
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რას გულისხმობს საგანგებო მდგომარეობა და რა შეზღუდვები წესდება - პრემიერის განმარტება
რას გულისხმობს საგანგებო მდგომარეობა და რა შეზღუდვები წესდება - პრემიერის განმარტება

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი გი­ორ­გი გა­ხა­რია გან­მარ­ტავს, რა ხდე­ბა სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბის გა­მო­ცხა­დე­ბის შემ­დეგ და ვის ეხე­ბა ის. მისი გან­ცხა­დე­ბით, ყვე­ლა ფი­ზი­კუ­რი და იუ­რი­დი­უ­ლი პირი ვალ­დე­ბუ­ლია და­იც­ვას სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბის რე­ჟი­მი.

რო­გორც გა­ხა­რია ამ­ბობს, სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბის რე­ჟი­მის დარ­ღვე­ვა გა­მო­იწ­ვევს ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას - ჯა­რი­მას ფი­ზი­კურ პირ­ზე 3000 ლა­რის ოდე­ნო­ბით და იუ­რი­დი­ულ პირ­ზე 15 000 ლა­რის ოდე­ნო­ბით.

"ყვე­ლა ფი­ზი­კუ­რი და იუ­რი­დი­უ­ლი პირი ვალ­დე­ბუ­ლია და­იც­ვას სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბის რე­ჟი­მი. წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში, სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბის რე­ჟი­მის დარ­ღვე­ვა გა­მო­იწ­ვევს ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას - ჯა­რი­მას ფი­ზი­კურ პირ­ზე 3000 ლა­რის ოდე­ნო­ბით და იუ­რი­დი­ულ პირ­ზე 15 000 ლა­რის ოდე­ნო­ბით. იგი­ვე ქმე­დე­ბა გან­მე­ო­რე­ბით გა­მო­იწ­ვევს სის­ხლის სა­მარ­თლის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას სამ წლამ­დე ვა­დით.

სა­მარ­თალ­დამ­ცავ­მა ორ­გა­ნო­ებ­მა სა­გან­გე­ბო მდგმა­რე­ო­ბის რე­ჟი­მის დაც­ვის მიზ­ნით, უნდა გა­მო­ი­ყე­ნონ სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნონ­მდებ­ლო­ბით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი იძუ­ლე­ბის ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ზო­გი­ერ­თი ეს ქმე­დე­ბა უკვე შე­მო­ღე­ბუ­ლია, მაგ­რამ გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია, რომ ამ ქმე­დე­ბებს მთავ­რო­ბის მხრი­დან ჰქონ­და მხო­ლოდ სარ­ე­კო­მენ­და­ციო ხა­სი­ა­თი. მას შემ­დგომ, რაც პრე­ზი­დენ­ტი და­ე­თან­ხმე­ბა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას და ეს იქ­ნე­ბა დამ­ტკი­ცე­ბუ­ლი პარ­ლა­მენ­ტში, ამ ქმე­დე­ბებს ექ­ნე­ბა სა­ვალ­დე­ბუ­ლო ხა­სი­ა­თი", - აღ­ნიშ­ნა გა­ხა­რი­ამ.

ასევე დაგაინტერესებთ
14:39 / 21-03-2020

"10 კაცზე მეტი ადამიანის ყოფნა იზღუდება მარკეტებსა და ეკლესიაშიც" - პრემიერი

15:01 / 21-03-2020

"საკომენდანტო საათი და მძიმე საკარანტინო მოთხოვნები არ დგინდება" - გახარია

15:13 / 21-03-2020

პრეზიდენტმა ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა ოფიციალურად გამოაცხადა

16:34 / 21-03-2020

საგანგებო მდგომარეობა და დაცარიელებული თბილისის ქუჩები - "დრონით" გადაღებული კადრები

17:26 / 21-03-2020

"ადამიანის გარეთ გასვლა არ იკრძალება... ვერ ვიტყვი, რომ ეს მკაცრი შეზღუდვებია" - კონსტიტუციონალისტი სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბაზე

18:08 / 21-03-2020

ზღუდავს თუ არა საგანგებო რეჟიმი საქართველოს პორტებში სატვირთო ოპერაციებს?

18:44 / 21-03-2020

"დისტანციის დაცვა ქართულად..." - ფოტო "კარფურიდან" საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ

20:10 / 21-03-2020

პრეზიდენტმა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებებზე დეკრეტი გამოსცა

21:32 / 21-03-2020

პარლამენტმა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებული საკითხი დაამტკიცა

22:10 / 21-03-2020

“თუ აღდგომის წინა დღეებში ეპიდსიტუაცია საშუალებას მისცემს მთავრობას, შესაძლოა საგანგებო მდგომარეობის ვადამ გადმოიწიოს”

ასე­ვე გი­ორ­გი გა­ხა­რი­ამ გან­მარ­ტა, რის სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს მთავ­რო­ბას სა­გან­გე­ბო რე­ჟი­მის გა­მო­ცხა­დე­ბა.

"სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბა მთავ­რო­ბას აძ­ლევს შემ­დეგ შე­საძ­ლებ­ლო­ბებს: იზო­ლა­ცი­ის ან კა­რან­ტი­ნის წე­სის დარ­ღვე­ვის­თვის პირი იძუ­ლე­ბით იქ­ნას გა­დაყ­ვა­ნი­ლი შე­სა­ბა­მის და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში, წე­სე­ბის დარ­ღვე­ვის­თვის გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა სან­ქცი­ე­ბი. სა­ერ­თშო­რი­სო სამ­გზავ­რო, სა­ჰა­ე­რო, სახ­მე­ლე­თო მი­მოს­ვლა­ზე წეს­დე­ბა შე­ზღუდ­ვე­ბი, გარ­და სატ­ვირ­თო გა­და­ზიდ­ვი­სა. დგინ­დე­ბა სა­ჯა­რო მი­წო­დე­ბის გან­სხვა­ვე­ბუ­ლი წე­სე­ბი და ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი საქ­მის წარ­მო­ე­ბის გან­სხვა­ვე­ბუ­ლი წე­სე­ბი და ვა­დე­ბი. სა­ქარ­თვე­ლოს მთვრო­ბას მი­ე­ცე­მა უფ­ლე­ბა, აუ­ცი­ლებ­ლო­ბის შემ­თხვე­ვა­ში სა­კა­რან­ტი­ნო, სა­ი­ზო­ლა­ციო, სა­მე­დი­ცი­ნო მიზ­ნე­ბის­თვის შე­ზღუ­დოს სა­კუთ­რე­ბის უფ­ლე­ბა და გა­მო­ი­ყე­ნეს ფი­ზი­კურ ან იუ­რი­დი­ულ პირ­თა ქო­ნე­ბა და მა­ტე­რი­ა­ლუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი.

იზღუ­დე­ბა 10 კაც­ზე მეტი ადა­მი­ა­ნის თავ­შეყ­რა. მთავ­რო­ბას ექ­ნე­ბა უფ­ლე­ბა, კერ­ძო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებს, ბიზ­ნესსტრუქ­ტუ­რებს შე­უ­ზღუ­დოს ან და­ა­ვა­ლოს კონ­კრე­ტუ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა.

აუ­ცი­ლებ­ლო­ბის შემ­თხვე­ვა­ში მთავ­რო­ბა უზ­რუნ­ველ­ყოფს მე­დი­კა­მენ­ტებ­ზე, სა­მე­დი­ცი­ნო მომ­სა­ხუ­რე­ბა­სა და პირ­ვე­ლა­დი მოხ­მა­რე­ბის პრო­დუქ­ტებ­ზე ფა­სე­ბის რე­გუ­ლი­რე­ბას. მთავ­რო­ბა და­ად­გენს გა­ნათ­ლე­ბის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნო­ნით დად­გე­ნი­ლი წე­სე­ბის­გან გან­სხვე­ვე­ბულ წე­სებ­სა და პი­რო­ბებს, სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, მთავ­რო­ბა შეძ­ლებს მო­ახ­დი­ნოს შე­სა­ბა­მი­სი სა­მე­დი­ცი­ნო გა­ნათ­ლე­ბი­სა და უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის მქო­ნე პირ­თა სა­ყო­ველ­თაო მო­ბი­ლი­ზე­ბე­ბა. სა­ქარ­თვე­ლოს სა­სა­მარ­თლო სხდო­მე­ბი შე­საძ­ლე­ბე­ლია გა­ი­მარ­თოს დის­ტან­ცი­უ­რად”, - გა­ნა­ცხა­და გა­ხა­რი­ამ.

"10 კაც­ზე მეტი ადა­მი­ა­ნის ყოფ­ნა იზღუ­დე­ბა მარ­კე­ტებ­სა და ეკ­ლე­სი­ა­შიც"

"მო­გეხ­სე­ნე­ბათ, რომ სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბა გა­ნი­სა­ზღვრე­ბა ქვეყ­ნის მას­შტა­ბით. შეკ­რე­ბის შე­ზღუდ­ვა 10 კა­ცამ­დე ეხე­ბა ყვე­ლას და ყვე­ლა­ფერს და ამის მი­ზა­ნი, პირ­ველ რიგ­ში, ჩვე­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე ზრუნ­ვა გახ­ლავთ. სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის ძი­რი­თა­დი ამო­ცა­ნა და მი­ზა­ნი გახ­ლავთ ვიზ­რუ­ნოთ ჩვე­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე მი­უ­ხე­და­ვად მათი რე­ლი­გი­უ­რი მრწამ­სი­სა

რაც შე­ე­ხე­ბა მარ­კე­ტებს, მარ­კეტ­ში უნდა და­წეს­დეს სპე­ცი­ა­ლუ­რი ზო­მე­ბი, რაც მათ და­ა­ვა­ლებს, რომ მარ­კეტ­ში არ უნდა იყოს ათ კაც­ზე მეტი... უნდა ვნა­ხოთ სა­უ­კე­თე­სო პრაქ­ტი­კები, რომ­ლე­ბიც არ­სე­ბობს ევ­რო­პა­ში. რაც შე­ე­ხე­ბა ტრან­სპორ­ტს, ტრან­სპორ­ტი სხვა გან­ზო­მი­ლე­ბაა და აქ იქ­ნე­ბა სპე­ცი­ა­ლუ­რი პი­რო­ბე­ბი, რომ ადა­მი­ა­ნე­ბის ტრან­სპორ­ტი­რე­ბა მო­ახ­დი­ნონ" - აღ­ნიშ­ნა მან.

ასე­ვე პრე­მი­ერ­მა ხაზი გა­უს­ვა, რომ სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბა არ ეხე­ბა მე­დი­ას.

"სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბა, რო­მე­ლიც გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლია ქვეყ­ნის მას­შტა­ბით, არ ეხე­ბა მე­დი­ას. მე­დი­ის მი­მართ ერ­თა­დერ­თი მო­თხოვ­ნა იქ­ნე­ბა, და­ვიც­ვათ პი­რა­დი უსაფრ­თხო­ე­ბა და ვიზ­რუ­ნოთ ჩვენს ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე. სხვა შე­ზღუდ­ვა მე­დი­ას არ ეხე­ბა", - აღ­ნიშ­ნა გა­ხა­რი­ამ.

ცნო­ბის­თვის, სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბა ცხად­დე­ბა. შე­სა­ბა­მი­სი გან­ცხა­დე­ბა მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში გა­მარ­თულ სა­გან­გე­ბო ბრი­ფინგზე პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა გი­ორ­გი გა­ხა­რი­ამ გა­ა­კე­თა. სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბის გა­მო­ცხა­დე­ბა ახალ კო­რო­ნა­ვირუსს უკავ­შირ­დე­ბა, რო­მელ­საც მსოფ­ლიო თით­ქმის 3 თვეა ებ­რძვის.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა რა­ო­დე­ნო­ბა 47-მდე გა­ი­ზარ­და, მათ­გან ერთი გა­მო­ჯან­მრთელ­და. სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­მამ ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის პრე­ვენ­ცი­ის მიზ­ნით ბოლო ორი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­ზღვრე­ბის ჩა­კეტვის, ფრე­ნე­ბის შე­წყვე­ტის, გარ­კვე­უ­ლი სა­ვაჭ­რო ობი­ექ­ტე­ბის და­ხურ­ვის და სხვა არა­ერ­თი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო.

00:00 / 00:00
ავტორი:

რას გულისხმობს საგანგებო მდგომარეობა და რა შეზღუდვები წესდება - პრემიერის განმარტება

რას გულისხმობს საგანგებო მდგომარეობა და რა შეზღუდვები წესდება - პრემიერის განმარტება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია განმარტავს, რა ხდება საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ და ვის ეხება ის. მისი განცხადებით, ყველა ფიზიკური და იურიდიული პირი ვალდებულია დაიცვას საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი.

როგორც გახარია ამბობს, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა გამოიწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას - ჯარიმას ფიზიკურ პირზე 3000 ლარის ოდენობით და იურიდიულ პირზე 15 000 ლარის ოდენობით.

"ყველა ფიზიკური და იურიდიული პირი ვალდებულია დაიცვას საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი. წინააღმდეგ შემთხვევაში, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა გამოიწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას - ჯარიმას ფიზიკურ პირზე 3000 ლარის ოდენობით და იურიდიულ პირზე 15 000 ლარის ოდენობით. იგივე ქმედება განმეორებით გამოიწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას სამ წლამდე ვადით.

სამართალდამცავმა ორგანოებმა საგანგებო მდგმარეობის რეჟიმის დაცვის მიზნით, უნდა გამოიყენონ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული იძულების ღონისძიებები. მოგეხსენებათ, ზოგიერთი ეს ქმედება უკვე შემოღებულია, მაგრამ გასათვალისწინებელია, რომ ამ ქმედებებს მთავრობის მხრიდან ჰქონდა მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათი. მას შემდგომ, რაც პრეზიდენტი დაეთანხმება გადაწყვეტილებას და ეს იქნება დამტკიცებული პარლამენტში, ამ ქმედებებს ექნება სავალდებულო ხასიათი", - აღნიშნა გახარიამ.

ასევე გიორგი გახარიამ განმარტა, რის საშუალებას აძლევს მთავრობას საგანგებო რეჟიმის გამოცხადება.

"საგანგებო მდგომარეობა მთავრობას აძლევს შემდეგ შესაძლებლობებს: იზოლაციის ან კარანტინის წესის დარღვევისთვის პირი იძულებით იქნას გადაყვანილი შესაბამის დაწესებულებაში, წესების დარღვევისთვის გამოყენებული იქნება სანქციები. საერთშორისო სამგზავრო, საჰაერო, სახმელეთო მიმოსვლაზე წესდება შეზღუდვები, გარდა სატვირთო გადაზიდვისა. დგინდება საჯარო მიწოდების განსხვავებული წესები და ადმინისტრაციული საქმის წარმოების განსხვავებული წესები და ვადები. საქართველოს მთვრობას მიეცემა უფლება, აუცილებლობის შემთხვევაში საკარანტინო, საიზოლაციო, სამედიცინო მიზნებისთვის შეზღუდოს საკუთრების უფლება და გამოიყენეს ფიზიკურ ან იურიდიულ პირთა ქონება და მატერიალური საშუალებები.

იზღუდება 10 კაცზე მეტი ადამიანის თავშეყრა. მთავრობას ექნება უფლება, კერძო ორგანიზაციებს, ბიზნესსტრუქტურებს შეუზღუდოს ან დაავალოს კონკრეტული საქმიანობის განხორციელება.

აუცილებლობის შემთხვევაში მთავრობა უზრუნველყოფს მედიკამენტებზე, სამედიცინო მომსახურებასა და პირველადი მოხმარების პროდუქტებზე ფასების რეგულირებას. მთავრობა დაადგენს განათლების შესახებ საქართველოს კანონით დადგენილი წესებისგან განსხვევებულ წესებსა და პირობებს, საჭიროების შემთხვევაში, მთავრობა შეძლებს მოახდინოს შესაბამისი სამედიცინო განათლებისა და უფლებამოსილების მქონე პირთა საყოველთაო მობილიზებება. საქართველოს სასამართლო სხდომები შესაძლებელია გაიმართოს დისტანციურად”, - განაცხადა გახარიამ.

"10 კაცზე მეტი ადამიანის ყოფნა იზღუდება მარკეტებსა და ეკლესიაშიც"

"მოგეხსენებათ, რომ საგანგებო მდგომარეობა განისაზღვრება ქვეყნის მასშტაბით. შეკრების შეზღუდვა 10 კაცამდე ეხება ყველას და ყველაფერს და ამის მიზანი, პირველ რიგში, ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობაზე ზრუნვა გახლავთ. საქართველოს მთავრობის ძირითადი ამოცანა და მიზანი გახლავთ ვიზრუნოთ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობაზე მიუხედავად მათი რელიგიური მრწამსისა

რაც შეეხება მარკეტებს, მარკეტში უნდა დაწესდეს სპეციალური ზომები, რაც მათ დაავალებს, რომ მარკეტში არ უნდა იყოს ათ კაცზე მეტი... უნდა ვნახოთ საუკეთესო პრაქტიკები, რომლებიც არსებობს ევროპაში. რაც შეეხება ტრანსპორტს, ტრანსპორტი სხვა განზომილებაა და აქ იქნება სპეციალური პირობები, რომ ადამიანების ტრანსპორტირება მოახდინონ" - აღნიშნა მან.

ასევე პრემიერმა ხაზი გაუსვა, რომ საგანგებო მდგომარეობა არ ეხება მედიას.

"საგანგებო მდგომარეობა, რომელიც გამოცხადებულია ქვეყნის მასშტაბით, არ ეხება მედიას. მედიის მიმართ ერთადერთი მოთხოვნა იქნება, დავიცვათ პირადი უსაფრთხოება და ვიზრუნოთ ჩვენს ჯანმრთელობაზე. სხვა შეზღუდვა მედიას არ ეხება", - აღნიშნა გახარიამ.

ცნობისთვის, საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ცხადდება. შესაბამისი განცხადება მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ გააკეთა. საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება ახალ კორონავირუსს უკავშირდება, რომელსაც მსოფლიო თითქმის 3 თვეა ებრძვის.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 47-მდე გაიზარდა, მათგან ერთი გამოჯანმრთელდა. საქართველოს მთავრომამ ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ბოლო ორი კვირის განმავლობაში საზღვრების ჩაკეტვის, ფრენების შეწყვეტის, გარკვეული სავაჭრო ობიექტების დახურვის და სხვა არაერთი გადაწყვეტილება მიიღო.

რა ხდება ტაძრებში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ - ფოტოები სოციალური ქსელიდან

სამების საკათედრო ტაძარში პოლიციელები მივიდნენ

როგორია კორონავირუსით ინფიცირებული 80 წელს გადაცილებული ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა - მარინა ეზუგბაიას კომენტარი