სპორტი
სამხედრო
პოლიტიკა

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რას ნიშნავს და რა შემთხვევაში ცხადდება საგანგებო მდგომარეობა საქართველოში - "ბოლოს, 2006 წელს გამოცხადდა აჭარის რეგიონში..."
რას ნიშნავს და რა შემთხვევაში ცხადდება საგანგებო მდგომარეობა საქართველოში - "ბოლოს, 2006 წელს გამოცხადდა აჭარის რეგიონში..."

19 მარტს, ეროვ­ნუ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბის საბ­ჭოს სხდო­მაზე რამ­დე­ნი­მე რა­დი­კა­ლუ­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღეს - დღე­ი­დან ქვე­ყა­ნა­ში იხუ­რე­ბა ყვე­ლა სა­ვაჭ­რო ობი­ექ­ტი, გარ­და სა­სურ­სა­თო მა­ღა­ზი­ე­ბი­სა, სა­აფ­თი­ა­ქო ქსე­ლი­სა, სა­ბან­კო და სა­ფოს­ტო გზავ­ნი­ლე­ბის ქსე­ლი­სა და ბენ­ზინ­გა­სა­მარ­თი სად­გუ­რე­ბი­სა.

პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის თქმით, აღ­ნიშ­ნუ­ლი ემ­სა­ხუ­რე­ბა იმას, რომ კი­დევ უფრო შემ­ცირ­დეს ადა­მი­ა­ნე­ბის ერ­თმა­ნეთ­თან კო­მუ­ნი­კა­ცია შიდა გავ­რცე­ლე­ბის რის­კის ზრდის გამო.

გა­ხა­რი­ამ გა­ნა­ცხა­და, რომ სხდო­მა­ზე ასე­ვე გან­ხი­ლუ­ლი იყო სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბის გა­მო­ცხა­დე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა, რისი აუ­ცი­ლებ­ლო­ბაც დღე­ის მდგო­მა­რე­ო­ბით არ დგას.

"პრე­ზი­დენ­ტთან ერ­თად გა­დავ­წყვი­ტეთ, რო­გორც კი ამის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა დად­გე­ბა, ჩვენ შევ­ძლებთ რამ­დე­ნი­მე სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბას და შემ­დეგ აღ­სრუ­ლე­ბას. ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა შე­იძ­ლე­ბა მი­ვი­ღოთ ხვალ, ზეგ, მა­ზეგ და რო­გორც კი ჯან­დაც­ვის სის­ტე­მა გვე­ტყვის, რომ ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის შე­ჩე­რე­ბის მიზ­ნით ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა უნდა იქ­ნეს მი­ღე­ბუ­ლი, ჩვენ მას მი­ვი­ღებთ" - გა­ნა­ცხა­და გა­ხა­რი­ამ.

ამის მი­უ­ხე­და­ვად, სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წი­ლი უკვე აქ­ტი­უ­რად მო­ი­თხოვს სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბის გა­მო­ცხა­დე­ბას და თვლის, რომ ამ შე­თხვე­ვა­ში უფრო უსაფრ­თხოდ და და­ცუ­ლად იქ­ნე­ბა.

თუმ­ცა სა­ინ­ტე­რე­სოა, კონ­კრე­ტუ­ლად რო­დის ცხად­დე­ბა სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში და ხე­და­ვენ თუ არა ახლა მის სა­ჭი­რო­ე­ბას ექ­სპერ­ტე­ბი - ამ სა­კი­თხე­ბის გა­სარ­კვე­ვად AMBEBI.GE კონ­სტი­ტუ­ცი­ო­ნა­ლისტ ვა­ხუშ­ტი მე­ნაბ­დე­სა და საია-ს ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა დაც­ვის პროგ­რა­მის დი­რექ­ტორს მე­რაბ ქარ­თვე­ლიშ­ვილს ესა­უბ­რა.

  • რა შემ­თხვე­ვა­ში ცხად­დე­ბა სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბა და რას გუ­ლის­ხმობს?

ვა­ხუშ­ტი მე­ნაბ­დის თქმით, სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბა სხვა­დას­ხვა შემ­თხვე­ვა­ში ცხად­დე­ბა და ერთ-ერთი სა­ფუძ­ვე­ლი შე­იძ­ლე­ბა გახ­დეს ეპი­დე­მია.

"პრო­ცე­სი ასე­თია: პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი წარ­დგი­ნე­ბით მი­მარ­თავს პრე­ზი­დენტს, რომ გა­მო­ა­ცხა­დოს სა­გან­გე­ბო ვი­თა­რე­ბა, პრე­ზი­დენ­ტი და­ე­თან­ხმე­ბა და გა­მო­ა­ცხა­დებს სა­გან­გე­ბო ვი­თა­რე­ბას, შემ­დეგ პრე­მი­ე­რი უკე­თებს ამას კონ­ტრა­სიგ­ნა­ცი­ას (და­მა­ტე­ბი­თი ხელ­მო­წე­რა დო­კუ­მენტზე, რო­მე­ლიც უკვე ხელ­მო­წე­რი­ლია), ანუ ისევ ეთან­ხმე­ბა.

ამის შემ­დეგ დო­კუ­მენ­ტი უკვე შე­დის პარ­ლა­მენ­ტში, სა­კა­ნონ­მდებ­ლო ორ­გა­ნო კენ­ჭს უყ­რის მას და ბრძა­ნე­ბა თუ დამ­ტკიც­და, ცხად­დე­ბა სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბა. თუმ­ცა, სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბის ათ­ვლა იწყე­ბა იქე­დან, გა­მო­ა­ცხა­დებს თუ არა პრე­ზი­დენ­ტი მას

რაც შე­ე­ხე­ბა ჩემს შე­ფა­სე­ბას, მე შე­მიძ­ლია ვთქვა მხო­ლოდ ის, რომ სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბა სა­ხუ­მა­რო საქ­მე არ არის და სა­ნამ მო­ვი­თხოვთ მის გა­მო­ცხა­დე­ბას, იქამ­დე დავ­ფიქ­რდეთ, რა შე­დე­გე­ბი შე­იძ­ლე­ბა მო­ი­ტა­ნოს. როცა ჩა­ივ­ლის ეს კრი­ზი­სი, შემ­დეგ უფრო და­ვი­ნა­ხავთ რამ­დე­ნად სწო­რი იყო ის ნა­ბი­ჯე­ბი, რაც სა­ხელ­მწი­ფომ გა­დად­გა.

ჩვენ უნდა გვეს­მო­დეს, რომ სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბის გა­მო­ცხა­დე­ბას შე­იძ­ლე­ბა მოჰ­ყვეს ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის სე­რი­ო­ზუ­ლი შე­ზღუდ­ვე­ბი და მე არ ვარ დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი, რომ ვინც უა­პე­ლა­ცი­ოდ ითხოვს სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბას, იცის რას ითხოვს. სა­ჭი­როა რის­კე­ბის დე­ტა­ლუ­რად გათ­ვლა და ყვე­ლაფ­რის აწონ-და­წონ­ვა.

ამას სჭირ­დე­ბა ეპი­დე­მი­ო­ლო­გი­უ­რი მო­ნა­ცე­მე­ბი, ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბუ­ლი მა­რა­გე­ბის, ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია და ამა­ზე არც მე და არც სხვა რო­მე­ლი­მე იუ­რისტს არ ექ­ნე­ბა ერ­თმნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პა­სუ­ხი. ამას სჭირ­დე­ბა ძა­ლი­ან ბევ­რი მო­ნა­ცე­მი, რაც დღეს მთავ­რო­ბის გარ­და არა­ვის შე­იძ­ლე­ბა ჰქონ­დეს. ამი­ტომ, თუ სხვა ვინ­მე გა­დაჭ­რით გე­ტყვით, რომ სა­ჭი­როა სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბის გა­მო­ცხა­დე­ბა, ეს იქ­ნე­ბა არა­სე­რი­ო­ზუ­ლი პა­სუ­ხი" - გან­მარ­ტა კონ­სტი­ტუ­ცი­ო­ნა­ლის­ტმა AMBEBI.GE-სთან სა­უბ­რი­სას.

მე­ნაბ­დის გან­მარ­ტე­ბით, სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბის დროს, კონ­სტი­ტუ­ცი­ის მი­ხედ­ვით, შე­საძ­ლოა შე­ი­ზღუ­დოს ისე­თი უფ­ლე­ბე­ბი რო­გო­რი­ცაა:

  • თა­ვი­სუფ­ლე­ბის უფ­ლე­ბა (და­კა­ვე­ბა და ა.შ.);
  • გა­და­ად­გი­ლე­ბის თა­ვი­სუფ­ლე­ბა;
  • პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის ხელ­შე­უ­ხებ­ლო­ბის უფ­ლე­ბა;
  • გა­მო­ხატ­ვის თა­ვი­სუფ­ლე­ბა;
  • სა­მარ­თლი­ა­ნი ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი წარ­მო­ე­ბის, ინ­ფორ­მა­ცი­ის, სა­ხელ­მწი­ფოს­გან მი­ყე­ნე­ბუ­ლი ზი­ა­ნის ანა­ზღა­უ­რე­ბის უფ­ლე­ბე­ბი;
  • სა­კუთ­რე­ბის უფ­ლე­ბა;
  • შეკ­რე­ბის თა­ვი­სუფ­ლე­ბა;
  • შრო­მი­თი უფ­ლე­ბე­ბი.

"სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, ცხა­დია, უნდა გა­მო­ცხად­დეს სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბა, მაგ­რამ უკი­დუ­რე­სი აუ­ცი­ლებ­ლო­ბის დროს. ამი­ტომ ფრთხი­ლად უნდა ვი­ყოთ, როცა ამის­კენ მო­ვუ­წო­დებთ მთავ­რო­ბას" - დას­ძენს კონ­სტი­ტუ­ცი­ო­ნა­ლის­ტი.

  • რა ხდე­ბა სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბის გა­მო­ცხა­დე­ბის შემ­დეგ?

საია-ს ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა დაც­ვის პროგ­რა­მის დი­რექ­ტო­რი მე­რაბ ქარ­თვე­ლიშ­ვი­ლი გან­მარ­ტავს, რა შე­ზღუდ­ვე­ბი და­წეს­დე­ბა სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბის დროს:

"როცა გა­მო­ცხად­დე­ბა სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცია, მას შემ­დეგ პრე­ზი­დენ­ტი პრე­მი­ე­რის წარ­დგი­ნე­ბით, გა­მოს­ცემს ორ­გა­ნუ­ლი კა­ნო­ნის ძა­ლის მქო­ნე დეკ­რე­ტებს. ეს აქ­ტე­ბი გან­სა­ზღვრავს, რა უფ­ლე­ბე­ბი იქ­ნე­ბა შე­ზღუ­დუ­ლი. ისე არ იქ­ნე­ბა რომ, სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ის შემ­თხვე­ვა­ში ყვე­ლა ის უფ­ლე­ბა შე­ი­ზღუ­დე­ბა, რაც ჩა­მოთ­ვლი­ლია კონ­სტი­ტუ­ცი­ა­ში.

თუ ჩვენ ვსა­უბ­რობთ იმა­ზე, რომ სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბის გა­მო­ცხა­დე­ბის მი­ზე­ზი არის კო­რო­ნა­ვირუ­სით გა­მოწ­ვე­უ­ლი საფრ­თხე და ლე­გი­ტი­მუ­რი მი­ზა­ნი არის ის, რომ და­ა­ვა­დე­ბის გავ­რცე­ლე­ბა შე­ჩერ­დეს, აკ­რძალ­ვე­ბიც შე­სა­ბა­მი­სი და­წეს­დე­ბა. მა­გა­ლი­თად, მი­მოს­ვლის უფ­ლე­ბებ­ში იქ­ნე­ბა ჩა­რე­ვა, ასე­ვე შეკ­რე­ბის უფ­ლე­ბა იქ­ნე­ბა შე­ზღუ­დუ­ლი და ის რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი, რა­საც ახლა მთავ­რო­ბა გა­მოს­ცემს, იქ­ნე­ბა სა­ვალ­დე­ბუ­ლო ხა­სი­ა­თის.

ვინც და­არ­ღვევს ამ წე­სებს, სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებს შე­ეძ­ლე­ბათ ხის­ტად ჩა­ე­რი­ონ. ასეთ დროს მათი მოქ­მე­დე­ბე­ბი ხის­ტი ხდე­ბა. მა­გა­ლი­თად, შე­უძ­ლი­ათ და­ა­კა­ვონ პირ­და­პირ ად­გილ­ზე, თუ არ­ღვევს წესს და გა­და­იყ­ვა­ნონ სა­პა­ტიმ­რო­ში სა­სა­მარ­თლოს გა­რე­შე

კონ­კრე­ტუ­ლად რა უფ­ლე­ბე­ბი შე­ი­ზღუ­დე­ბა, ეს უკვე დეკ­რე­ტე­ბის გა­მო­ცხა­დე­ბის შემ­დეგ გახ­დე­ბა ცნო­ბი­ლი. სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბის გა­მო­ცხა­დე­ბას კონ­კრე­ტუ­ლი ვადა არ აქვს. გა­რე­მო­ე­ბა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი. იგი ცხად­დე­ბა რო­გორც მთე­ლი ქვეყ­ნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, ისე კონ­კრე­ტულ რე­გი­ონ­ში.

ბო­ლოს, ეპი­დე­მი­ის გამო სა­ქარ­თვე­ლო­ში, არა მთელ ქვე­ყა­ნა­ში, არა­მედ კონ­კრე­ტუ­ლად აჭა­რის რე­გი­ონ­ში გა­მო­ცხად­და სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბა პრე­ზი­დენტ სა­ა­კაშ­ვი­ლის დროს. ეს მოხ­და 2006 წელს, რო­დე­საც გავ­რცელ­და ფრინ­ვე­ლის გრი­პი" - გან­მარ­ტავს მე­რაბ ქარ­თვე­ლიშ­ვი­ლი.

მკითხველის კომენტარები / 11 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
კიოსერა
13

რა წაიღეთ ტვინი, გამოაცხადეთ და ეგაა, ვერა ხედავთ რომ მაქეთ მიდის საქმე. არაფერი არ მუშაობს და ქუჩაში მანქანების ტევა არ არის. სად დადის ეს "საქმიანი" ხალხი ვერ გაიგებ. მანამ სიტუაცია უკონტროლო არ გამხდარა მიხედეთ საქმეს. 

ზაზა
10

გამოცხადდეს, პრობლემას რაში ხედავთ?! ზოგადად, შეზღუდვებს ის ადამიანები უფრთხიან, ვინც სხვადასხვა გზით ცდილობს კანონის გვერდის ავლას. ამ შემთხვევაში, ყველაზე მეტად ალბათ ისინი იქნებიან უკმაყოფილონი, ვინც თვითიზოლაციის და კარანტინის წესებს არღვევს! კრიმინალის მცდელობებიც მინიმუმამდე დაიყვანება!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

რას ნიშნავს და რა შემთხვევაში ცხადდება საგანგებო მდგომარეობა საქართველოში - "ბოლოს, 2006 წელს გამოცხადდა აჭარის რეგიონში..."

რას ნიშნავს და რა შემთხვევაში ცხადდება საგანგებო მდგომარეობა საქართველოში - "ბოლოს, 2006 წელს გამოცხადდა აჭარის რეგიონში..."

19 მარტს, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომაზე რამდენიმე რადიკალური გადაწყვეტილება მიიღეს - დღეიდან ქვეყანაში იხურება ყველა სავაჭრო ობიექტი, გარდა სასურსათო მაღაზიებისა, სააფთიაქო ქსელისა, საბანკო და საფოსტო გზავნილების ქსელისა და ბენზინგასამართი სადგურებისა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, აღნიშნული ემსახურება იმას, რომ კიდევ უფრო შემცირდეს ადამიანების ერთმანეთთან კომუნიკაცია შიდა გავრცელების რისკის ზრდის გამო.

გახარიამ განაცხადა, რომ სხდომაზე ასევე განხილული იყო საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესაძლებლობა, რისი აუცილებლობაც დღეის მდგომარეობით არ დგას.

"პრეზიდენტთან ერთად გადავწყვიტეთ, როგორც კი ამის აუცილებლობა დადგება, ჩვენ შევძლებთ რამდენიმე საათის განმავლობაში ამ გადაწყვეტილების მიღებას და შემდეგ აღსრულებას. ეს გადაწყვეტილება შეიძლება მივიღოთ ხვალ, ზეგ, მაზეგ და როგორც კი ჯანდაცვის სისტემა გვეტყვის, რომ ვირუსის გავრცელების შეჩერების მიზნით ეს გადაწყვეტილება უნდა იქნეს მიღებული, ჩვენ მას მივიღებთ" - განაცხადა გახარიამ.

ამის მიუხედავად, საზოგადოების ნაწილი უკვე აქტიურად მოითხოვს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას და თვლის, რომ ამ შეთხვევაში უფრო უსაფრთხოდ და დაცულად იქნება.

თუმცა საინტერესოა, კონკრეტულად როდის ცხადდება საგანგებო მდგომარეობა საქართველოში და ხედავენ თუ არა ახლა მის საჭიროებას ექსპერტები - ამ საკითხების გასარკვევად AMBEBI.GE კონსტიტუციონალისტ ვახუშტი მენაბდესა და საია-ს ადამიანის უფლებათა დაცვის პროგრამის დირექტორს მერაბ ქართველიშვილს ესაუბრა.

  • რა შემთხვევაში ცხადდება საგანგებო მდგომარეობა და რას გულისხმობს?

ვახუშტი მენაბდის თქმით, საქართველოში საგანგებო მდგომარეობა სხვადასხვა შემთხვევაში ცხადდება და ერთ-ერთი საფუძველი შეიძლება გახდეს ეპიდემია.

"პროცესი ასეთია: პრემიერ-მინისტრი წარდგინებით მიმართავს პრეზიდენტს, რომ გამოაცხადოს საგანგებო ვითარება, პრეზიდენტი დაეთანხმება და გამოაცხადებს საგანგებო ვითარებას, შემდეგ პრემიერი უკეთებს ამას კონტრასიგნაციას (დამატებითი ხელმოწერა დოკუმენტზე, რომელიც უკვე ხელმოწერილია), ანუ ისევ ეთანხმება.

ამის შემდეგ დოკუმენტი უკვე შედის პარლამენტში, საკანონმდებლო ორგანო კენჭს უყრის მას და ბრძანება თუ დამტკიცდა, ცხადდება საგანგებო მდგომარეობა. თუმცა, საგანგებო მდგომარეობის ათვლა იწყება იქედან, გამოაცხადებს თუ არა პრეზიდენტი მას

რაც შეეხება ჩემს შეფასებას, მე შემიძლია ვთქვა მხოლოდ ის, რომ საგანგებო მდგომარეობა სახუმარო საქმე არ არის და სანამ მოვითხოვთ მის გამოცხადებას, იქამდე დავფიქრდეთ, რა შედეგები შეიძლება მოიტანოს. როცა ჩაივლის ეს კრიზისი, შემდეგ უფრო დავინახავთ რამდენად სწორი იყო ის ნაბიჯები, რაც სახელმწიფომ გადადგა.

ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას შეიძლება მოჰყვეს ადამიანის უფლებების სერიოზული შეზღუდვები და მე არ ვარ დარწმუნებული, რომ ვინც უაპელაციოდ ითხოვს საგანგებო მდგომარეობას, იცის რას ითხოვს. საჭიროა რისკების დეტალურად გათვლა და ყველაფრის აწონ-დაწონვა.

ამას სჭირდება ეპიდემიოლოგიური მონაცემები, ქვეყანაში არსებული მარაგების, ვირუსის გავრცელების შესახებ ინფორმაცია და ამაზე არც მე და არც სხვა რომელიმე იურისტს არ ექნება ერთმნიშვნელოვანი პასუხი. ამას სჭირდება ძალიან ბევრი მონაცემი, რაც დღეს მთავრობის გარდა არავის შეიძლება ჰქონდეს. ამიტომ, თუ სხვა ვინმე გადაჭრით გეტყვით, რომ საჭიროა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება, ეს იქნება არასერიოზული პასუხი" - განმარტა კონსტიტუციონალისტმა AMBEBI.GE-სთან საუბრისას.

მენაბდის განმარტებით, საგანგებო მდგომარეობის დროს, კონსტიტუციის მიხედვით, შესაძლოა შეიზღუდოს ისეთი უფლებები როგორიცაა:

  • თავისუფლების უფლება (დაკავება და ა.შ.);
  • გადაადგილების თავისუფლება;
  • პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება;
  • გამოხატვის თავისუფლება;
  • სამართლიანი ადმინისტრაციული წარმოების, ინფორმაციის, სახელმწიფოსგან მიყენებული ზიანის ანაზღაურების უფლებები;
  • საკუთრების უფლება;
  • შეკრების თავისუფლება;
  • შრომითი უფლებები.

"საჭიროების შემთხვევაში, ცხადია, უნდა გამოცხადდეს საგანგებო მდგომარეობა, მაგრამ უკიდურესი აუცილებლობის დროს. ამიტომ ფრთხილად უნდა ვიყოთ, როცა ამისკენ მოვუწოდებთ მთავრობას" - დასძენს კონსტიტუციონალისტი.

  • რა ხდება საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ?

საია-ს ადამიანის უფლებათა დაცვის პროგრამის დირექტორი მერაბ ქართველიშვილი განმარტავს, რა შეზღუდვები დაწესდება საგანგებო მდგომარეობის დროს:

"როცა გამოცხადდება საგანგებო სიტუაცია, მას შემდეგ პრეზიდენტი პრემიერის წარდგინებით, გამოსცემს ორგანული კანონის ძალის მქონე დეკრეტებს. ეს აქტები განსაზღვრავს, რა უფლებები იქნება შეზღუდული. ისე არ იქნება რომ, საგანგებო სიტუაციის შემთხვევაში ყველა ის უფლება შეიზღუდება, რაც ჩამოთვლილია კონსტიტუციაში.

თუ ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების მიზეზი არის კორონავირუსით გამოწვეული საფრთხე და ლეგიტიმური მიზანი არის ის, რომ დაავადების გავრცელება შეჩერდეს, აკრძალვებიც შესაბამისი დაწესდება. მაგალითად, მიმოსვლის უფლებებში იქნება ჩარევა, ასევე შეკრების უფლება იქნება შეზღუდული და ის რეკომენდაციები, რასაც ახლა მთავრობა გამოსცემს, იქნება სავალდებულო ხასიათის.

ვინც დაარღვევს ამ წესებს, სამართალდამცველებს შეეძლებათ ხისტად ჩაერიონ. ასეთ დროს მათი მოქმედებები ხისტი ხდება. მაგალითად, შეუძლიათ დააკავონ პირდაპირ ადგილზე, თუ არღვევს წესს და გადაიყვანონ საპატიმროში სასამართლოს გარეშე

კონკრეტულად რა უფლებები შეიზღუდება, ეს უკვე დეკრეტების გამოცხადების შემდეგ გახდება ცნობილი. საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას კონკრეტული ვადა არ აქვს. გარემოებაზეა დამოკიდებული. იგი ცხადდება როგორც მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე, ისე კონკრეტულ რეგიონში.

ბოლოს, ეპიდემიის გამო საქართველოში, არა მთელ ქვეყანაში, არამედ კონკრეტულად აჭარის რეგიონში გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა პრეზიდენტ სააკაშვილის დროს. ეს მოხდა 2006 წელს, როდესაც გავრცელდა ფრინველის გრიპი" - განმარტავს მერაბ ქართველიშვილი.

ემიგრანტების ინფორმაციით, საბერძნეთში, ათენში მიხეილ სააკაშვილზე თავდასხმა სცადეს

დაუდასტურდა თუ არა გიორგი გახარიას პირად მძღოლს კორონავირუსი - რას აცხადებენ მთავრობის ადმინისტრაციაში

"თბილისის სამ-ოთხ ბაღში მასწავლებელს კორონავირუსი დაუდასტურდა და ამ ეტაპზე, აღნიშნული ბაღები არ გაიხსნება" - კალაძე