პოლიტიკა
მსოფლიო

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
სამხედრო
Faceამბები
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა წიგნებით დავაინტერესოთ ბავშვები თვითიზოლაციის პერიოდში?
რა წიგნებით დავაინტერესოთ ბავშვები თვითიზოლაციის პერიოდში?

რამ­დე­ნი­მე დღეა, კო­რო­ნა­ვირუ­სის პან­დე­მი­ის გამო, მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის დიდ ნა­წილს სახ­ლი­დან უწევს მუ­შა­ო­ბა ან უბ­რა­ლოდ, თვი­თი­ზო­ლა­ცი­ა­შია. ეს პრო­ცე­სი გან­სა­კუთ­რე­ბით მძი­მეა ბავ­შვე­ბის­თვის, რომ­ლე­ბიც ბაღ­სა და სკო­ლებ­ში აქ­ტი­ურ სო­ცი­ა­ლი­ზა­ცი­ას არი­ან მიჩ­ვე­უ­ლე­ბი, ითხო­ვენ თა­ნა­ტო­ლებ­თან თა­მაშ­სა და გა­რეთ გას­ვლას.

რე­ა­ლუ­რად, შე­საძ­ლე­ბე­ლია, ის დრო, რა­საც სახ­ლში ბავ­შვებ­თან ერ­თად ვა­ტა­რებთ, სა­ინ­ტე­რე­სოდ, სა­ხა­ლი­სოდ და შე­მეც­ნე­ბი­თად გა­მო­ვი­ყე­ნოთ. თუ დის­ტან­ცი­უ­რად მუ­შა­ო­ბის ან თვი­თი­ზო­ლა­ცი­ის პრო­ცესს მომ­ზა­დე­ბუ­ლე­ბი ვერ შევ­ხვდით, ამ პრობ­ლე­მას ონ­ლა­ინ-პლატ­ფორ­მე­ბი მოგ­ვიგ­ვა­რე­ბენ, რად­გან ისი­ნი მზად არი­ან, ეს არ­ცთუ სა­სურ­ვე­ლი, ნე­ბა­ყოფ­ლო­ბი­თი გა­რე­მოს­გან იზო­ლი­რე­ბა სა­ინ­ტე­რე­სო და მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი გა­ხა­დონ რო­გორც ჩვენ­თვის, ისე ჩვე­ნი ბავ­შვე­ბის­თვის.

ჩვენ ელექტრო­ნუ­ლი კო­მერ­ცი­ის პლატ­ფორ­მა “რი­დერსლენდთან” ერ­თად, ასა­კობ­რი­ვი კა­ტე­გო­რი­ე­ბის მი­ხედ­ვით შე­ვარ­ჩი­ეთ წიგ­ნე­ბი, რო­მე­ლიც ბავ­შვე­ბის ცხოვ­რე­ბას თვი­თი­ზო­ლა­ცი­ის პე­რი­ოდ­ში უფრო სა­ინ­ტე­რე­სოს გახ­დის. ამას­თან, თქვენ­თვის სა­სურ­ველ წიგ­ნებს, შეკ­ვე­თის შემ­თხვე­ვა­ში, სა­სურ­ველ მი­სა­მარ­თზე მი­ი­ღებთ.

0-დან 3 წლამ­დე

თუ აქამ­დე ვე­რას­დროს პო­უ­ლობ­დით დროს, თქვენს პა­ტა­რებ­თან ერ­თად, ახა­ლი აღ­მო­ჩე­ნე­ბი გა­გე­კე­თე­ბი­ნათ, ეს ორი ფე­რა­დი და სა­ხა­ლი­სო წიგ­ნი, რო­მე­ლიც 0-3 წლის ბავ­შვე­ბის­თვის არის გან­კუთ­ვნი­ლი, ამ პრობ­ლე­მას მო­გიგ­ვა­რებთ.

“პირ­ვე­ლი სი­ტყვე­ბი” - ეს არის 10 პა­ტა­რა წიგ­ნის სკო­ლამ­დე­ლი ასა­კის ბავ­შვე­ბის­თვის, რო­მე­ლიც მშო­ბელ­თან ან აღ­მზრელ­თან ერ­თად უნდა და­ათ­ვა­ლი­ე­რონ და ახა­ლი აღ­მო­ჩე­ნე­ბი გა­ა­კე­თონ, გა­ეც­ნონ, რო­მე­ლი და­სა­ხე­ლე­ბის ნივთს, მცე­ნა­რე­სა თუ გა­რე­მო­ში არ­სე­ბულ სხვა მა­ტე­რი­ას რა სა­ხე­ლით მო­ვიხ­სე­ნი­ებთ.

“ჩემი პირ­ვე­ლი 100 ცხო­ვე­ლი”- რო­გორც წესი, ბავ­შვე­ბის დიდ ნა­წილს ცხო­ველ­თა სამ­ყა­რო აინ­ტე­რე­სებს, უყ­ვართ თა­ვი­ან­თი რბი­ლი სა­თა­მა­შო­ე­ბი, რომ­ლებ­საც დათ­ვის, ძაღ­ლის, კა­ტის თუ სხვა ცხო­ვე­ლის ფორ­მა აქვს. ეს წიგ­ნი - ჩან­თა მათ საყ­ვა­რელ კო­ლექ­ცი­ას უფრო სა­ინ­ტე­რე­სოს გახ­დის, ამას­თან, მათი ასა­კის შე­სა­ბა­მი­სად შე­ი­მეც­ნე­ბენ ფა­უ­ნის ახალ წევ­რებს.

3-დან 6 წლამ­დე

ამ ასაკ­შიც ბავ­შვებს მარ­ტივ და მათი ასა­კის­თვის შე­სა­ბა­მის ინ­ფორ­მა­ცი­ას ვაწ­ვდით. რაც მთა­ვა­რია, ეს წიგ­ნე­ბი უნდა იყოს ფე­რა­დი, რომ სახ­ლში მო­წყე­ნი­ლო­ბის­გან დაღ­ლი­ლი პა­ტა­რე­ბის ყუ­რა­დღე­ბა მი­ი­პყროს.

“ან­ბან­თქე­ბა” - თამ­რი ფხა­კა­ძის ლექ­სე­ბის კრე­ბუ­ლი, რო­მე­ლიც ფე­რად, ბა­ლი­შა წიგნ­შია მო­ცე­მუ­ლი და პა­ტა­რებს სხარ­ტი და მხი­ა­რუ­ლი ლექ­სე­ბით გა­არ­თობს.

“ჩემი პირ­ვე­ლი კი­თხვე­ბის და პა­სუ­ხე­ბის წიგ­ნი” - ამ ასა­კობ­რივ კა­ტე­გო­რი­ა­ში ბავ­შვი ყვე­ლა­ზე მეტ კი­თხვას სვამს, მას ყვე­ლა­ფე­რი აინ­ტე­რე­სებს: რამ­ხე­ლაა სპი­ლო? სა­ი­დან იქ­მნე­ბა ძაბ­ვა? რა­ტომ აშე­ნე­ბენ ცი­ხე­სი­მაგ­რე­ებს ბორ­ცვებ­ზე? ასეთ კი­თხვებს პა­ტა­რე­ბი ხში­რად სვა­მენ. წიგნ­ში პა­სუ­ხი ყვე­ლა კი­თხვა­ზეა გა­ცე­მუ­ლი. მარ­ტი­ვი ამო­ცა­ნე­ბი კი რაც ამ წიგნ­შია მო­ცე­მუ­ლი ბავ­შვის მიერ უკვე წა­კი­თხულ მა­სა­ლას ამოწ­მებს მშვე­ნი­ე­რი ილუსტრა­ცი­ე­ბი კი შე­მეც­ნე­ბის პრო­ცესს უფრო სა­ინ­ტე­რე­სო­სა და სა­ხა­ლი­სოს ხდის.

6-დან 9 წლამ­დე

სკო­ლის მოს­წავ­ლე­ე­ბი ძა­ლი­ან მარ­ტი­ვი წიგ­ნე­ბის მი­მართ ხან­და­ხან უფრო კრი­ტი­კუ­ლე­ბი არი­ან ხოლ­მე, ისი­ნი თავს უფრო “დი­დად” გრძნო­ბენ, ამი­ტომ გა­დავ­წყვი­ტეთ, მათ­თვის შე­სა­ფე­რი­სი, უფრო “დი­დე­ბის” წიგ­ნე­ბი შეგ­ვერ­ჩია, რო­მე­ლიც კი­თხვას შე­აყ­ვა­რებთ:

“სამი ზღა­პა­რი” - ძმე­ბი გრი­მე­ბი­სა და ვილ­ჰელმ ჰა­უ­ფის უკ­ვდა­ვი ზღაპ­რე­ბი, რო­მე­ლიც ათწლე­უ­ლე­ბია, იბეჭ­დე­ბა და ყო­ველ­თვის იწ­ვევს ბავ­შვე­ბის ინ­ტე­რესს. ეს მარ­ტი­ვი და სა­ინ­ტე­რე­სო ის­ტო­რი­ე­ბია, რო­მე­ლიც მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით დიდი პო­პუ­ლა­რო­ბით სარ­გებ­ლობს.

“ჰე­რაკ­ლე უძ­ლი­ე­რე­სი ადა­მი­ა­ნი და სხვა ბერ­ძნუ­ლი მი­თე­ბი” - ჰე­რაკ­ლე და ბერ­ძნუ­ლი მი­თე­ბი არა­ერ­თი ცნო­ბი­ლი ანი­მა­ცი­უ­რი ფილ­მის შთა­გო­ნე­ბა გამ­ხდა­რა, ამი­ტომ ეს ცნო­ბი­ლი სა­ხე­ლი 6-9 წლის ბავ­შვე­ბის­თვის სა­ინ­ტე­რე­სო უნდა იყოს. შე­იძ­ლე­ბა, ის ის­ტო­რი­ე­ბიც იპოვ­ნონ, რაც მულ­ტიპ­ლი­კა­ცი­ურ ფილ­მებ­ში უნა­ხავთ.

9-დან 12 წლამ­დე

“ტომ სო­ი­ე­რის თავ­გა­და­სა­ვა­ლი" და "ჰეკლბე­რი ფი­ნის თავ­გა­და­სა­ვა­ლი” - მარკ ტვე­ნის ნა­წარ­მო­ე­ბე­ბის ყვე­ლას­თვის საყ­ვა­რე­ლი გმი­რე­ბი ახლა უკვე ილუსტრი­რე­ბულ გა­მო­ცე­მებ­შია, რაც ბავ­შვებს ორი­ვე პერ­სო­ნა­ჟის ცხოვ­რე­ბის წარ­მოდ­გე­ნას კი­დევ უფრო უმარ­ტი­ვებს. თუ გა­დატ­ვირ­თუ­ლი სას­წავ­ლო გრა­ფი­კის გამო ბავ­შვმა აქამ­დე მათი წა­კი­თხვა ვერ შეძ­ლო, ახლა სწო­რედ შე­სა­ფე­რი­სი დროა.

“გან­ძის კუნ­ძუ­ლი” - რო­ბერტ ლუის სტი­ვენ­სო­ნის ასე­ვე უკ­ვდა­ვი ნა­წარ­მო­ე­ბი, რო­მე­ლიც მის­ტი­კურ, ხი­ფა­თით აღ­სავ­სე და სა­ინ­ტე­რე­სო ის­ტო­რი­ებს მო­ი­ცავს. შე­უძ­ლე­ბე­ლია, მისი კი­თხვა და­ი­წყო და ყუ­რა­დღე­ბა სხვა რა­მე­ზე გა­და­ი­ტა­ნო.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ “რი­დერსლენ­დი”ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი ონ­ლა­ინ პლატ­ფორ­მაა, რო­მე­ლიც წიგ­ნის მოყ­ვა­რულ­თათ­ვის სხვა­დას­ხვა ჟან­რის წიგნს დიდი ფას­დათ­მო­ბით აერ­თი­ა­ნებს.

ავტორი:

რა წიგნებით დავაინტერესოთ ბავშვები თვითიზოლაციის პერიოდში?

რა წიგნებით დავაინტერესოთ ბავშვები თვითიზოლაციის პერიოდში?

რამდენიმე დღეა, კორონავირუსის პანდემიის გამო, მოქალაქეების დიდ ნაწილს სახლიდან უწევს მუშაობა ან უბრალოდ, თვითიზოლაციაშია. ეს პროცესი განსაკუთრებით მძიმეა ბავშვებისთვის, რომლებიც ბაღსა და სკოლებში აქტიურ სოციალიზაციას არიან მიჩვეულები, ითხოვენ თანატოლებთან თამაშსა და გარეთ გასვლას.

რეალურად, შესაძლებელია, ის დრო, რასაც სახლში ბავშვებთან ერთად ვატარებთ, საინტერესოდ, სახალისოდ და შემეცნებითად გამოვიყენოთ. თუ დისტანციურად მუშაობის ან თვითიზოლაციის პროცესს მომზადებულები ვერ შევხვდით, ამ პრობლემას ონლაინ-პლატფორმები მოგვიგვარებენ, რადგან ისინი მზად არიან, ეს არცთუ სასურველი, ნებაყოფლობითი გარემოსგან იზოლირება საინტერესო და მრავალფეროვანი გახადონ როგორც ჩვენთვის, ისე ჩვენი ბავშვებისთვის.

ჩვენ ელექტრონული კომერციის პლატფორმა “რიდერსლენდთან” ერთად, ასაკობრივი კატეგორიების მიხედვით შევარჩიეთ წიგნები, რომელიც ბავშვების ცხოვრებას თვითიზოლაციის პერიოდში უფრო საინტერესოს გახდის. ამასთან, თქვენთვის სასურველ წიგნებს, შეკვეთის შემთხვევაში, სასურველ მისამართზე მიიღებთ.

0-დან 3 წლამდე

თუ აქამდე ვერასდროს პოულობდით დროს, თქვენს პატარებთან ერთად, ახალი აღმოჩენები გაგეკეთებინათ, ეს ორი ფერადი და სახალისო წიგნი, რომელიც 0-3 წლის ბავშვებისთვის არის განკუთვნილი, ამ პრობლემას მოგიგვარებთ.

“პირველი სიტყვები” - ეს არის 10 პატარა წიგნის სკოლამდელი ასაკის ბავშვებისთვის, რომელიც მშობელთან ან აღმზრელთან ერთად უნდა დაათვალიერონ და ახალი აღმოჩენები გააკეთონ, გაეცნონ, რომელი დასახელების ნივთს, მცენარესა თუ გარემოში არსებულ სხვა მატერიას რა სახელით მოვიხსენიებთ.

“ჩემი პირველი 100 ცხოველი”- როგორც წესი, ბავშვების დიდ ნაწილს ცხოველთა სამყარო აინტერესებს, უყვართ თავიანთი რბილი სათამაშოები, რომლებსაც დათვის, ძაღლის, კატის თუ სხვა ცხოველის ფორმა აქვს. ეს წიგნი - ჩანთა მათ საყვარელ კოლექციას უფრო საინტერესოს გახდის, ამასთან, მათი ასაკის შესაბამისად შეიმეცნებენ ფაუნის ახალ წევრებს.

3-დან 6 წლამდე

ამ ასაკშიც ბავშვებს მარტივ და მათი ასაკისთვის შესაბამის ინფორმაციას ვაწვდით. რაც მთავარია, ეს წიგნები უნდა იყოს ფერადი, რომ სახლში მოწყენილობისგან დაღლილი პატარების ყურადღება მიიპყროს.

“ანბანთქება” - თამრი ფხაკაძის ლექსების კრებული, რომელიც ფერად, ბალიშა წიგნშია მოცემული და პატარებს სხარტი და მხიარული ლექსებით გაართობს.

“ჩემი პირველი კითხვების და პასუხების წიგნი” - ამ ასაკობრივ კატეგორიაში ბავშვი ყველაზე მეტ კითხვას სვამს, მას ყველაფერი აინტერესებს: რამხელაა სპილო? საიდან იქმნება ძაბვა? რატომ აშენებენ ციხესიმაგრეებს ბორცვებზე? ასეთ კითხვებს პატარები ხშირად სვამენ. წიგნში პასუხი ყველა კითხვაზეა გაცემული. მარტივი ამოცანები კი რაც ამ წიგნშია მოცემული ბავშვის მიერ უკვე წაკითხულ მასალას ამოწმებს მშვენიერი ილუსტრაციები კი შემეცნების პროცესს უფრო საინტერესოსა და სახალისოს ხდის.

6-დან 9 წლამდე

სკოლის მოსწავლეები ძალიან მარტივი წიგნების მიმართ ხანდახან უფრო კრიტიკულები არიან ხოლმე, ისინი თავს უფრო “დიდად” გრძნობენ, ამიტომ გადავწყვიტეთ, მათთვის შესაფერისი, უფრო “დიდების” წიგნები შეგვერჩია, რომელიც კითხვას შეაყვარებთ:

“სამი ზღაპარი” - ძმები გრიმებისა და ვილჰელმ ჰაუფის უკვდავი ზღაპრები, რომელიც ათწლეულებია, იბეჭდება და ყოველთვის იწვევს ბავშვების ინტერესს. ეს მარტივი და საინტერესო ისტორიებია, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით დიდი პოპულარობით სარგებლობს.

“ჰერაკლე უძლიერესი ადამიანი და სხვა ბერძნული მითები” - ჰერაკლე და ბერძნული მითები არაერთი ცნობილი ანიმაციური ფილმის შთაგონება გამხდარა, ამიტომ ეს ცნობილი სახელი 6-9 წლის ბავშვებისთვის საინტერესო უნდა იყოს. შეიძლება, ის ისტორიებიც იპოვნონ, რაც მულტიპლიკაციურ ფილმებში უნახავთ.

9-დან 12 წლამდე

“ტომ სოიერის თავგადასავალი" და "ჰეკლბერი ფინის თავგადასავალი” - მარკ ტვენის ნაწარმოებების ყველასთვის საყვარელი გმირები ახლა უკვე ილუსტრირებულ გამოცემებშია, რაც ბავშვებს ორივე პერსონაჟის ცხოვრების წარმოდგენას კიდევ უფრო უმარტივებს. თუ გადატვირთული სასწავლო გრაფიკის გამო ბავშვმა აქამდე მათი წაკითხვა ვერ შეძლო, ახლა სწორედ შესაფერისი დროა.

“განძის კუნძული” - რობერტ ლუის სტივენსონის ასევე უკვდავი ნაწარმოები, რომელიც მისტიკურ, ხიფათით აღსავსე და საინტერესო ისტორიებს მოიცავს. შეუძლებელია, მისი კითხვა დაიწყო და ყურადღება სხვა რამეზე გადაიტანო.

აღსანიშნავია, რომ “რიდერსლენდი”ინტელექტუალური ონლაინ პლატფორმაა, რომელიც წიგნის მოყვარულთათვის სხვადასხვა ჟანრის წიგნს დიდი ფასდათმობით აერთიანებს.

ყველასათვის საყვარელი წიგნის „თამაში ჭვავის ყანაში“ ავტორის კიდევ ორი ახალი წიგნი ქართულ ენაზე

თავისუფალ დროს საკითხავი 5 ახალი ლიტერატურული თავგადასავალი

ქალები, რომლებმაც მსოფლიო შეცვალეს