საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი ორით გაიზარდა და ამ დროისთვის 40 შემთხვევაა დადასტურებული.
ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული.
ამავე ინფორმაციის თანახმად, ქვეყანაში ამჟამად კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევაა - 40, მათ შორის გამოჯანმრთელებულია - 1 ადამიანი, კარანტინის რეჟიმში - 1344 პირია მოთავსებული, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშაა - 216.
რაღა კომენტარი... ხომ შეიძლებოდა უცხოეთიდან ჩამოსულ მოქალაქეებს გამოეჩინათ მაღალი ადამიანური პასუხისმგებლობა საკუთარი თავისა და გარშემო მყოფებთან მიმართებაში.. (ყველაზე უკეთეს შემთხვევაში, არ გაქცეულიყვნენ საკარანტინო ზონიდან და ა. შ.). შედეგად დაინფიცირებულთა რაოდენობა 40 არ გახდებოდა.