ისრაელის ექიმების განცხადებით, კორონავირუსი გაცილებით იოლად გრძელდება, ვიდრე ამას დღემდე ვარაუდობდნენ. ამასთან, მათი თქმით, საკარანტინო ზომები საშუალებას იძლევა, დაიწიოს ზეწოლამ ჯანდაცვის სისტემაზე.
„თუკი თქვენ დაინფიცირდებით კიდეც კორონავირუსით, ეს სამყაროს დასასრული არ არის. ეს დაავადება, რომელიც 84%-ში იოლად მიმდინარეობს, ადამიანთა ნაწილი ვერც კი გებულობს, რომ დაინფიცირებულები არიან. 16% -სთვის ეს გაცილებით მძიმე დაავადებაა, რომელთაგან 2.5-დან 5%-მდე შესაძლოა, საჭიროებდეს ფილტვების ხელოვნურ ვენტილაციას. სიკვდილის პროცენტული მაჩვენებელი კი სრულებითაც არ არის ისეთი, როგორიც გვესმოდა ჩინეთის ხუბეის პროვინციიდან. ეს ციფრები გაცილებით დაბალია. თუკი ამას შევხედავთ ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით, ეს ავადმყოფობა გაცილებით იოლია, ვიდრე ჩვენ დასაწყისში გვეგონა“, - განაცხადა „რია ნოვოსტისთან“ ინტერვიუში ისრაელის „შიბა-ტელ-ა-შომერ“-ის უმსხვილესი კლინიკური ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პროფესორმა აფეკ არნონმა.
ისრაელში სამშაბათის მონაცემებით, კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა 324 ადამიანს შეადგენს, რომელთაგან ხუთის მდგომარეობა მძიმეა.
საშიში თუ არაა, ხალხი რატომ იღუპება? ნურც პანიკას დათესავთ, მაგრამ, ნურც ზედმეტად შეარბილებთ სიტუაციას. არც ერთი ვარგა და არც-მეორე.
ა ძმაო ხალხი ! დაგენაცვლეთ !