პოლიტიკა
მსოფლიო

26

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
სამხედრო
Faceამბები
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საქართველოში სადაზღვევო კომპანიები ხელოვნურ განაყოფიერებას დააფინანსებენ - პროექტს რეპროდუქციული მედიცინის ცენტრი GGRC ახორციელებს
საქართველოში სადაზღვევო კომპანიები ხელოვნურ განაყოფიერებას დააფინანსებენ - პროექტს რეპროდუქციული მედიცინის ცენტრი GGRC ახორციელებს

პირ­ვე­ლად სა­ქარ­თვე­ლო­ში, სა­და­ზღვე­ვო კომ­პა­ნი­ე­ბი ხე­ლოვ­ნუ­რი გა­ნა­ყო­ფი­ე­რე­ბის და­ფი­ნან­სე­ბას იწყე­ბენ. ამ მხრივ, ქარ­თულ ბა­ზარ­ზე ინო­ვა­ტო­რი და მე­ტად სა­ჭი­რო სი­ახ­ლის პი­ო­ნე­რი ქარ­თულ-გერნ­მა­ნუ­ლი რეპ­რო­დუქ­ცი­უ­ლი მე­დი­ცი­ნის ცენ­ტრი GGRC აღ­მოჩ­ნდა. ცენ­ტრი უშ­ვი­ლო წყვი­ლებს თა­ნა­და­ფი­ნან­სე­ბას საქ­ველ­მოქ­მე­დო ფონ­დის „შენ­თვის“ სა­შუ­ა­ლე­ბით სთა­ვა­ზობს. ამ­ჯე­რად კი მათი ინი­ცი­ა­ტი­ვი­თა და მონ­დო­მე­ბით ინ ვიტ­რო გა­ნა­ყო­ფი­ე­რე­ბას წყვი­ლებს სა­და­ზღვე­ვო კომ­პა­ნი­აც და­უ­ფი­ნან­სებს.

რა პრინ­ცი­პით მოხ­დე­ბა ხე­ლოვ­ნუ­რი გა­ნა­ყო­ფი­ე­რე­ბის და­ფი­ნან­სე­ბა და რო­გო­რია პრო­ცე­დუ­რე­ბი - ამ და სხვა აქ­ტუ­ა­ლურ კი­თხვებ­ზე GGRC-ის კლი­ნი­კუ­რი დი­რექ­ტო­რი ნინო მუ­სე­რი­ძე პა­სუ­ხობს.

თქვენ იყა­ვით ერთ-ერთი პირ­ვე­ლი, ვინც უშ­ვი­ლო წყვი­ლე­ბის თა­ნა­და­ფი­ნან­სე­ბის პრო­ექ­ტი და­ი­წყო სა­ქარ­თვე­ლო­ში და დღეს ხართ პირ­ვე­ლი კლი­ნი­კა, რო­მელ­მაც სა­და­ზღვე­ვო ბიზ­ნე­სი ამ მნიშ­ვნე­ლო­ვან გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა­ზე და­ი­ყო­ლია. გვი­ამ­ბეთ შე­თან­ხმე­ბის შე­სა­ხებ, რა პრინ­ცი­პით და პრო­ცენ­ტუ­ლე­ბით ხდე­ბა და­ფი­ნან­სე­ბა?

ზო­გა­დად, რეპ­რო­დუქ­ცი­ულ მე­დი­ცი­ნა­ში პა­ცი­ენ­ტე­ბის­თვის ფი­ნან­სუ­რი ნა­წი­ლი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ბა­რი­ე­რია. სწო­რედ ამი­ტომ, ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვად სტრა­ტე­გი­უ­ლი ნა­ბი­ჯი გა­და­იდ­გა დე­მოგ­რა­ფი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის კუ­თხით და ორი მსხვი­ლი სა­და­ზღვეო კომ­პა­ნია „არდი“ და „ალფა“ ბე­ნე­ფი­ცი­ა­რებს ხე­ლოვ­ნუ­რი გა­ნა­ყო­ფი­ე­რე­ბის პრო­ცე­დუ­რებ­ზე სპე­ცი­ა­ლურ პი­რო­ბებს შეს­თა­ვა­ზე­ბენ. მო­ლა­პა­რა­კე­ბა სხვა 14 სა­და­ზღვე­ვო კომ­პა­ნი­ას­თა­ნაც მიმ­დი­ნა­რე­ობს. აქამ­დე მხო­ლოდ ფონ­დი “შენ­თვის“ აფი­ნან­სებ­და ინ ვიტ­რო გა­ნა­ყო­ფი­ე­რე­ბის პრო­ცე­დუ­რებს. ეს ფონ­დი ჩვე­ნი კლი­ნი­კის სო­ცი­ა­ლურ ვალ­დე­ბუ­ლე­ბად ვაქ­ცი­ეთ. გვი­ხა­რია, რომ ორი სა­და­ზღვე­ვო კომ­პა­ნია ავი­ყო­ლი­ეთ ამ მნიშ­ვნე­ლო­ვან საქ­მე­ში, იმე­დი გვაქვს, მალე სხვე­ბიც შე­მოგ­ვი­ერ­თდე­ბი­ან და ბო­ლოს სა­ხელ­მწი­ფოც იზ­რუ­ნებს მცი­რე­რი­ცხო­ვა­ნი ერის გამ­რავ­ლე­ბა­ზე.

რო­გორ უნდა მი­ი­ღოს პა­ცი­ენ­ტმა და­ფი­ნან­სე­ბა?

ამ ეტაპ­ზე ორი სა­და­ზღვე­ვო კომ­პა­ნია შეს­თა­ვა­ზებს მომ­ხმა­რე­ბელს შემ­დეგ პი­რო­ბებს, კომ­პა­ნი­ა „არ­დი­ს“ ბე­ნე­ფი­ცი­ა­რე­ბი ჩვენს კლი­ნი­კა­ში მი­ი­ღე­ბენ 40%-იან ფას­დაკ­ლე­ბას ინ ვიტ­რო გა­ნა­ყო­ფი­ე­რე­ბის პრო­ცე­დუ­რებ­ზე, ხოლო სა­და­ზღვე­ვო კომ­პა­ნია „ალ­ფა“ ბე­ნე­ფი­ცი­ა­რებს სთა­ვა­ზობს თა­ნა­და­ფი­ნან­სე­ბას შემ­დეგ პრო­ცე­დუ­რებ­ზე: ინ ვიტ­რო გა­ნა­ყო­ფი­ე­რე­ბა­ - 40%, ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლი კვლე­ვებ­ი - 15%, ჰის­ტე­როს­კო­პი­ის­თვის კი 860 ლარს.

ყვე­ლა ეს პრო­ცე­დუ­რა არის დამ­ხმა­რე მე­თო­დე­ბი ხე­ლოვ­ნუ­რი გა­ნა­ყო­ფი­ე­რე­ბი­სათ­ვის და ძა­ლი­ან ხში­რად გა­მო­ი­ყე­ნე­ბა ერ­თად, ამი­ტომ ჩვენ გა­დავ­წყვი­ტეთ, ეს პა­კე­ტე­ბიც შეგ­ვე­თა­ვა­ზე­ბი­ნა სა­და­ზღვე­ვო კომ­პა­ნი­ე­ბის­თვის. მათ ბე­ნე­ფი­ცი­ა­რებს უკვე შე­უძ­ლი­ათ მი­მარ­თონ მზღვე­ველს.

რა შე­დე­გებს ელით აღ­ნიშ­ნუ­ლი თა­ნამ­შრომ­ლო­ბის­გან და რო­გო­რია ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით თქვე­ნი გეგ­მე­ბი?

სა­და­ზღვე­ვო კომ­პა­ნი­ებს მო­ვუ­წო­დებ აქ­ტი­უ­რო­ბის­კენ. რაც უფრო მეტი კომ­პა­ნია ჩა­ერ­თვე­ბა, მით მეტი ოჯა­ხი იქ­ნე­ბა ბედ­ნი­ე­რი. თუ ჩვენ და­ვეხ­მა­რე­ბით უშ­ვი­ლო ოჯა­ხებს ამ სიძ­ნე­ლის დაძ­ლე­ვა­ში, ამი­თი ხელს შე­ვუ­წყობთ ერის გამ­რავ­ლე­ბას. ვფიქ­რობ, ეს ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. ჩვე­ნი, ქარ­თულ-გერ­მა­ნუ­ლი რეპ­რო­დუქ­ცი­უ­ლი ცენ­ტრის გუნ­დის მი­ზა­ნია, ფი­ზი­კუ­რი პრობ­ლე­მის ან გა­და­ტა­ნი­ლი ავად­მყო­ფო­ბის გამო წყვილს არ და­ვუ­კარ­გოთ შან­სი თა­ვი­სი სა­კუ­თა­რი შვი­ლი ყავ­დეს. თუ დღეს მათ შვი­ლის ყო­ლის სა­შუ­ა­ლე­ბა არ აქვთ, მზად ვართ ავი­ღოთ ჩვე­ნი წილი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა და და­ვეხ­მა­როთ. მით უფრო, რომ თა­ნა­მედ­რო­ვე მსოფ­ლიო მე­დი­ცი­ნა ამ­ბობს - უშ­ვი­ლო­ბა აღარ არის გა­ნა­ჩე­ნი! ჩვენც უნდა დავძლი­ოთ ეს პრობ­ლე­მა ერ­თობ­ლი­ვად, სა­ხელ­მწი­ფოს დახ­მა­რე­ბით.

სამ­წუ­ხა­რო სტა­ტის­ტი­კა, რომ ერი ბერ­დე­ბა, შო­ბა­დო­ბა კი და­ბა­ლია, დაძ­ლე­ვა­დია! თუ ჩვენ გვინ­და, რომ წლე­ბის მერე ქარ­თვე­ლი ერი არ­სე­ბობ­დეს, იყოს ძლი­ე­რი, ნი­ჭი­ე­რი, იყოს მსოფ­ლიო რუ­კა­ზე, აუ­ცი­ლე­ბე­ლია, ყვე­ლა­ნა­ი­რად და­ვეხ­მა­როთ წყვი­ლებს გა­ა­ჩი­ნონ ბავ­შვე­ბი, იყ­ვნენ ბედ­ნი­ე­რე­ბი და ჰქონ­დეთ სრულ­ფა­სო­ვა­ნი ოჯა­ხე­ბი. ეს უნდა გახ­დეს ყვე­ლა მო­ქა­ლა­ქის , ბიზ­ნე­სის, სა­ხელ­წი­ფოს და სა­და­ზღვე­ვო სექ­ტო­რის სო­ცი­ა­ლუ­რი ვა­ლე­ბუ­ლე­ბა.

რო­გორც აღ­ვნიშ­ნეთ, თქვენ იყა­ვით პირ­ვე­ლი, ვინც ხე­ლოვ­ნუ­რი გა­ნა­ყო­ფი­ე­რე­ბის და­ფი­ნან­სე­ბა და­ი­წყო. მოგ­ვი­ყე­ვით ფონ­დის „შენ­თვის“ შე­სა­ხებ. ამ დრო­ის­თვის რა შე­დე­გე­ბი გაქვთ?

ფონ­დის და­არ­სე­ბაც სწო­რედ იმ აუ­ცი­ლებ­ლო­ბამ გა­მო­იწ­ვია, რაც დღეს ისევ არ­სე­ბობს. უამ­რა­ვი უშ­ვი­ლო წყვი­ლი მოგ­ვმარ­თავ­და, ვი­საც არ ქონ­და ფი­ნან­სუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბა რეპ­რო­დუქ­ცი­უ­ლი პრო­ცე­დუ­რე­ბის ჩა­სა­ტა­რებ­ლად. ფონ­დი „შენ­თვის“ აგ­ვის­ტო­ში 2 წლის გახ­დე­ბა და ჩვე­ნი ის­ტო­რია უკვე 23 ახალ და­ბა­დე­ბულ სი­ცო­ცხლეს ით­ვლის. ეს ციფ­რი სა­ზო­გა­დო­ე­ბის, სა­ხელ­მწი­ფოს, სა­და­ზღვე­ვო სექ­ტო­რის ჩარ­თუ­ლო­ბით გა­ცი­ლე­ბით მა­ღა­ლი შე­იძ­ლე­ბო­და ყო­ფი­ლი­ყო. ჩვენ ეს შევ­ძე­ლით: ავი­ყო­ლი­ეთ ბიზ­ნე­სი, ტე­ლე­კომ­პა­ნია „რუს­თა­ვი 2-თან“ ერ­თად გა­ვა­კე­თეთ პრო­ექ­ტი „ერ­თად სი­ცო­ცხლის და­სა­წყი­სის­თვის“, სა­დაც მო­ვუ­წო­დეთ კომ­პა­ნი­ებს, სა­ზო­გა­დო­ე­ბას ეზ­რუ­ნათ დე­მოგ­რა­ფი­ა­ზე და კონ­კრე­ტუ­ლი წყვი­ლე­ბი­სათ­ვის და­ე­ფი­ნან­სე­ბი­ნათ ხე­ლოვ­ნუ­რი გა­ნა­ყო­ფი­ე­რე­ბის პრო­ცე­დუ­რე­ბი. ასე და­ფი­ნანსდა კი­დევ 3 წყვი­ლი, გა­ცი­ლე­ბით უკე­თე­სი შე­დე­გე­ბი გვექ­ნე­ბა 1 წლის შემ­დეგ „ალ­ფა­სა“ და „არ­დის“ ჩარ­თუ­ლო­ბით.

ზო­გა­დად, უცხო­ეთ­ში რო­გორ ხდე­ბა აღ­ნიშ­ნუ­ლი პრო­ცე­დუ­რე­ბის და­ფი­ნან­სე­ბა?

მთელ მსოფ­ლი­ო­ში სულ რამ­დე­ნი­მე ქვე­ყა­ნაა დარ­ჩე­ნი­ლი, სა­დაც უშ­ვი­ლო­ბა არ ფი­ნანსდე­ბა სა­ხელ­მწი­ფოს ან სა­და­ზღვე­ვო სექ­ტო­რის მხრი­დან.

ჩვენ შეგ­ვიძ­ლია ვთქვათ, რომ ის­რა­ე­ლი არის ფლაგ­მა­ნი ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით. სამი შვი­ლის ხე­ლოვ­ნუ­რი გა­ნა­ყო­ფი­ე­რე­ბის პრო­ცე­დუ­რას სა­ხელ­მწი­ფო უფი­ნან­სებს ოჯახს, ამის შემ­დეგ ერ­თვე­ბი­ან სა­და­ზღვეო კომ­პა­ნი­ე­ბი. უცხო­ე­თის ძა­ლი­ან ბევრ ქვე­ყა­ნა­ში სა­და­ზღვე­ვო კომ­პა­ნი­ე­ბი სრუ­ლად აფი­ნან­სე­ბენ ინ ვიტ­რო პრო­ცე­დუ­რებს. უკვე პოსტსაბ­ჭო­თა ქვეყ­ნებ­შიც ხდე­ბა ხე­ლოვ­ნუ­რი გა­ნა­ყო­ფი­ე­ბის და­ფი­ნა­სე­ბა სა­ხელ­მწი­ფოს მხრი­დან. სამ­წუ­ხა­როდ, ჩვენ­თან დე­მოგ­რა­ფი­უ­ლი პრობ­ლე­მა ჯერ არაა სა­თა­ნა­დო დო­ნე­ზე წა­მო­წე­უ­ლი, შე­სა­ბა­მი­სად და­ფი­ნან­სე­ბის კუ­თხით ნა­ბი­ჯე­ბი ჯერ არ გა­დად­გმუ­ლა.

ვფიქ­რობ, ვიდ­რე არ გვექ­ნე­ბა სტა­ტის­ტი­კა ქვე­ყა­ნა­ში უშ­ვი­ლო წყვი­ლე­ბის, ხე­ლოვ­ნუ­რი გა­ნა­ყო­ფი­ე­რე­ბით და­ბა­დე­ბუ­ლი ბავ­შვე­ბის და ამ აუ­ცი­ლებ­ლო­ბის მქო­ნე ოჯა­ხე­ბის შე­სა­ხებ, გაგ­ვი­ჭირ­დე­ბა სა­ხელ­მწი­ფოს დარ­წმუ­ნე­ბა იმა­ში, რამ­დე­ნად აუ­ცი­ლე­ბე­ლია რეპ­რო­დუქ­ცი­უ­ლი პრო­ცე­დუ­რე­ბის და­ფი­ნან­სე­ბის პროგ­რა­მის არ­სე­ბო­ბა. მცი­რე­რი­ცხო­ვა­ნი ერის­თვის, რო­გო­რიც ჩვენ ვართ, ამ ეტაპ­ზე ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია სა­და­ზღვე­ვო სექ­ტო­რის და ინ ვიტ­რო კლი­ნი­კე­ბის თა­ნამ­შრომ­ლო­ბა. დიდი მად­ლო­ბა სა­და­ზღვე­ვო კომ­პა­ნია „ ალ­ფას“ და „არ­დის“ ამ პრო­ექ­ტის მხარ­და­ჭე­რის­თვის.

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Stela
10

Shesherdit... Ra dros egaaa...azrze modittttt

ნიაკო
8

რა დროს შეჩერებაა კორონა მუდმივად კი არ იქნება

ავტორი:

საქართველოში სადაზღვევო კომპანიები ხელოვნურ განაყოფიერებას დააფინანსებენ - პროექტს რეპროდუქციული მედიცინის ცენტრი GGRC ახორციელებს

საქართველოში სადაზღვევო კომპანიები ხელოვნურ განაყოფიერებას დააფინანსებენ - პროექტს რეპროდუქციული მედიცინის ცენტრი GGRC ახორციელებს

პირველად საქართველოში, სადაზღვევო კომპანიები ხელოვნური განაყოფიერების დაფინანსებას იწყებენ. ამ მხრივ, ქართულ ბაზარზე ინოვატორი და მეტად საჭირო სიახლის პიონერი ქართულ-გერნმანული რეპროდუქციული მედიცინის ცენტრი GGRC აღმოჩნდა. ცენტრი უშვილო წყვილებს თანადაფინანსებას საქველმოქმედო ფონდის „შენთვის“ საშუალებით სთავაზობს. ამჯერად კი მათი ინიციატივითა და მონდომებით ინ ვიტრო განაყოფიერებას წყვილებს სადაზღვევო კომპანიაც დაუფინანსებს.

რა პრინციპით მოხდება ხელოვნური განაყოფიერების დაფინანსება და როგორია პროცედურები - ამ და სხვა აქტუალურ კითხვებზე GGRC-ის კლინიკური დირექტორი ნინო მუსერიძე პასუხობს.

თქვენ იყავით ერთ-ერთი პირველი, ვინც უშვილო წყვილების თანადაფინანსების პროექტი დაიწყო საქართველოში და დღეს ხართ პირველი კლინიკა, რომელმაც სადაზღვევო ბიზნესი ამ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებაზე დაიყოლია. გვიამბეთ შეთანხმების შესახებ, რა პრინციპით და პროცენტულებით ხდება დაფინანსება?

ზოგადად, რეპროდუქციულ მედიცინაში პაციენტებისთვის ფინანსური ნაწილი მნიშვნელოვანი ბარიერია. სწორედ ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანი და სახელმწიფოებრივად სტრატეგიული ნაბიჯი გადაიდგა დემოგრაფიული განვითარების კუთხით და ორი მსხვილი სადაზღვეო კომპანია „არდი“ და „ალფა“ ბენეფიციარებს ხელოვნური განაყოფიერების პროცედურებზე სპეციალურ პირობებს შესთავაზებენ. მოლაპარაკება სხვა 14 სადაზღვევო კომპანიასთანაც მიმდინარეობს. აქამდე მხოლოდ ფონდი “შენთვის“ აფინანსებდა ინ ვიტრო განაყოფიერების პროცედურებს. ეს ფონდი ჩვენი კლინიკის სოციალურ ვალდებულებად ვაქციეთ. გვიხარია, რომ ორი სადაზღვევო კომპანია ავიყოლიეთ ამ მნიშვნელოვან საქმეში, იმედი გვაქვს, მალე სხვებიც შემოგვიერთდებიან და ბოლოს სახელმწიფოც იზრუნებს მცირერიცხოვანი ერის გამრავლებაზე.

როგორ უნდა მიიღოს პაციენტმა დაფინანსება?

ამ ეტაპზე ორი სადაზღვევო კომპანია შესთავაზებს მომხმარებელს შემდეგ პირობებს, კომპანია „არდის“ ბენეფიციარები ჩვენს კლინიკაში მიიღებენ 40%-იან ფასდაკლებას ინ ვიტრო განაყოფიერების პროცედურებზე, ხოლო სადაზღვევო კომპანია „ალფა“ ბენეფიციარებს სთავაზობს თანადაფინანსებას შემდეგ პროცედურებზე: ინ ვიტრო განაყოფიერება - 40%, ლაბორატორიული კვლევები - 15%, ჰისტეროსკოპიისთვის კი 860 ლარს.

ყველა ეს პროცედურა არის დამხმარე მეთოდები ხელოვნური განაყოფიერებისათვის და ძალიან ხშირად გამოიყენება ერთად, ამიტომ ჩვენ გადავწყვიტეთ, ეს პაკეტებიც შეგვეთავაზებინა სადაზღვევო კომპანიებისთვის. მათ ბენეფიციარებს უკვე შეუძლიათ მიმართონ მზღვეველს.

რა შედეგებს ელით აღნიშნული თანამშრომლობისგან და როგორია ამ მიმართულებით თქვენი გეგმები?

სადაზღვევო კომპანიებს მოვუწოდებ აქტიურობისკენ. რაც უფრო მეტი კომპანია ჩაერთვება, მით მეტი ოჯახი იქნება ბედნიერი. თუ ჩვენ დავეხმარებით უშვილო ოჯახებს ამ სიძნელის დაძლევაში, ამითი ხელს შევუწყობთ ერის გამრავლებას. ვფიქრობ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენი, ქართულ-გერმანული რეპროდუქციული ცენტრის გუნდის მიზანია, ფიზიკური პრობლემის ან გადატანილი ავადმყოფობის გამო წყვილს არ დავუკარგოთ შანსი თავისი საკუთარი შვილი ყავდეს. თუ დღეს მათ შვილის ყოლის საშუალება არ აქვთ, მზად ვართ ავიღოთ ჩვენი წილი პასუხისმგებლობა და დავეხმაროთ. მით უფრო, რომ თანამედროვე მსოფლიო მედიცინა ამბობს - უშვილობა აღარ არის განაჩენი! ჩვენც უნდა დავძლიოთ ეს პრობლემა ერთობლივად, სახელმწიფოს დახმარებით.

სამწუხარო სტატისტიკა, რომ ერი ბერდება, შობადობა კი დაბალია, დაძლევადია! თუ ჩვენ გვინდა, რომ წლების მერე ქართველი ერი არსებობდეს, იყოს ძლიერი, ნიჭიერი, იყოს მსოფლიო რუკაზე, აუცილებელია, ყველანაირად დავეხმაროთ წყვილებს გააჩინონ ბავშვები, იყვნენ ბედნიერები და ჰქონდეთ სრულფასოვანი ოჯახები. ეს უნდა გახდეს ყველა მოქალაქის , ბიზნესის, სახელწიფოს და სადაზღვევო სექტორის სოციალური ვალებულება.

როგორც აღვნიშნეთ, თქვენ იყავით პირველი, ვინც ხელოვნური განაყოფიერების დაფინანსება დაიწყო. მოგვიყევით ფონდის „შენთვის“ შესახებ. ამ დროისთვის რა შედეგები გაქვთ?

ფონდის დაარსებაც სწორედ იმ აუცილებლობამ გამოიწვია, რაც დღეს ისევ არსებობს. უამრავი უშვილო წყვილი მოგვმართავდა, ვისაც არ ქონდა ფინანსური საშუალება რეპროდუქციული პროცედურების ჩასატარებლად. ფონდი „შენთვის“ აგვისტოში 2 წლის გახდება და ჩვენი ისტორია უკვე 23 ახალ დაბადებულ სიცოცხლეს ითვლის. ეს ციფრი საზოგადოების, სახელმწიფოს, სადაზღვევო სექტორის ჩართულობით გაცილებით მაღალი შეიძლებოდა ყოფილიყო. ჩვენ ეს შევძელით: ავიყოლიეთ ბიზნესი, ტელეკომპანია „რუსთავი 2-თან“ ერთად გავაკეთეთ პროექტი „ერთად სიცოცხლის დასაწყისისთვის“, სადაც მოვუწოდეთ კომპანიებს, საზოგადოებას ეზრუნათ დემოგრაფიაზე და კონკრეტული წყვილებისათვის დაეფინანსებინათ ხელოვნური განაყოფიერების პროცედურები. ასე დაფინანსდა კიდევ 3 წყვილი, გაცილებით უკეთესი შედეგები გვექნება 1 წლის შემდეგ „ალფასა“ და „არდის“ ჩართულობით.

ზოგადად, უცხოეთში როგორ ხდება აღნიშნული პროცედურების დაფინანსება?

მთელ მსოფლიოში სულ რამდენიმე ქვეყანაა დარჩენილი, სადაც უშვილობა არ ფინანსდება სახელმწიფოს ან სადაზღვევო სექტორის მხრიდან.

ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ისრაელი არის ფლაგმანი ამ მიმართულებით. სამი შვილის ხელოვნური განაყოფიერების პროცედურას სახელმწიფო უფინანსებს ოჯახს, ამის შემდეგ ერთვებიან სადაზღვეო კომპანიები. უცხოეთის ძალიან ბევრ ქვეყანაში სადაზღვევო კომპანიები სრულად აფინანსებენ ინ ვიტრო პროცედურებს. უკვე პოსტსაბჭოთა ქვეყნებშიც ხდება ხელოვნური განაყოფიების დაფინასება სახელმწიფოს მხრიდან. სამწუხაროდ, ჩვენთან დემოგრაფიული პრობლემა ჯერ არაა სათანადო დონეზე წამოწეული, შესაბამისად დაფინანსების კუთხით ნაბიჯები ჯერ არ გადადგმულა.

ვფიქრობ, ვიდრე არ გვექნება სტატისტიკა ქვეყანაში უშვილო წყვილების, ხელოვნური განაყოფიერებით დაბადებული ბავშვების და ამ აუცილებლობის მქონე ოჯახების შესახებ, გაგვიჭირდება სახელმწიფოს დარწმუნება იმაში, რამდენად აუცილებელია რეპროდუქციული პროცედურების დაფინანსების პროგრამის არსებობა. მცირერიცხოვანი ერისთვის, როგორიც ჩვენ ვართ, ამ ეტაპზე ძალიან მნიშვნელოვანია სადაზღვევო სექტორის და ინ ვიტრო კლინიკების თანამშრომლობა. დიდი მადლობა სადაზღვევო კომპანია „ ალფას“ და „არდის“ ამ პროექტის მხარდაჭერისთვის.

კარანტინის დღიურიდან: რჩევები და ხრიკები იზოლაციით დატანჯულებისა და ჭამის მოყვარულებისთვის

სილქნეტი მომხმარებელს კომუნალური მომსახურებების მიღების უფასო და მარტივ სერვისს სთავაზობს

როცა ნივთიერებათა ცვლა წესრიგშია, იმუნიტეტი მოწოდების სიმაღლეზეა - გაიგეთ რას გვირჩევს ექიმი-ნუტრიციოლოგი ნატა გაგუა