პოლიტიკა
მსოფლიო

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
სამხედრო
Faceამბები
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"აჭარაში კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტს ოჯახის წევრებთან და სხვა პირებთან კონტაქტი არ ჰქონია"
"აჭარაში კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტს ოჯახის წევრებთან და სხვა პირებთან კონტაქტი არ ჰქონია"

აჭა­რის ავ­ტო­ნო­მი­უ­რი რეს­პუბ­ლი­კის ჯან­მრთე­ლო­ბი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი დაც­ვის მი­ნის­ტრის, ზაალ მი­ქე­ლა­ძის გან­ცხა­დე­ბით, პირი, რო­მელ­საც აჭა­რა­ში კო­რო­ნა­ვირუ­სი და­უ­დას­ტურ­და სა­კა­რან­ტი­ნე ზო­ნა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და და მას ოჯა­ხის წევ­რებ­თან ან სხვა პი­რებ­თან შე­ხე­ბა არ ჰქო­ნია.

რო­გორც მი­ქე­ლა­ძემ გა­ნა­ცხა­და, აღ­ნიშ­ნულ პირ­თან ერ­თად ჩა­მო­სუ­ლი მგზავ­რე­ბიც კა­რან­ტინ­ში იმ­ყო­ფე­ბი­ან.

„კო­რო­ნა­ვირუ­სის ინ­ფექ­ცი­ის და­წყე­ბი­დან დღემ­დე, ჯამ­ში, ბა­თუ­მის ინ­ფექ­ცი­ურ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში 32 მო­ქა­ლა­ქე იყო შეყ­ვა­ნი­ლი. ყვე­ლა მათ­განს ჩა­უ­ტარ­და ტეს­ტი და აქე­დან დღეს შეყ­ვა­ნილ 4 პა­ცი­ენ­ტსაც. ყვე­ლა ამ შემ­თხვე­ვა­ში გარ­და ამ ერთი და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვი­სა, 31 შემ­თხვე­ვა უარ­ყო­ფი­თია. ამ ერთ შემ­თხვე­ვას რაც შე­ე­ხე­ბა, გუ­შინ შე­მო­იყ­ვა­ნეს პა­ცი­ენ­ტი. ტეს­ტი გა­და­იგ­ზავ­ნა ლუ­გა­რის ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ში და მი­ვი­ღეთ და­დე­ბი­თი პა­სუ­ხი. ეს იყო იმ­პორ­ტი­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვა ევ­რო­პის მა­ღა­ლი და­სე­ნი­ა­ნე­ბუ­ლი რე­გი­ო­ნი­დან. ამ პირ­თან ერ­თად თვითმფრი­ნავ­ში მყო­ფი პი­რე­ბი, ასე­ვე ტრან­სპორ­ტში მყო­ფი პი­რე­ბიც, რი­თაც ეს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი გა­და­ად­გილ­დე­ბოდ­ნენ, სა­კა­რან­ტი­ნო სივ­რცე­ში არი­ან გა­დაყ­ვა­ნი­ლე­ბი.

რაც შე­ე­ხე­ბა აღ­ნიშ­ნულ პირს, მას სხვა არც ერთ პირ­თან, არც ოჯა­ხის წევ­რებ­თან კონ­ტაქ­ტი არ ჰქო­ნია. ის აგ­რძე­ლებს მკურ­ნა­ლო­ბას ბა­თუ­მის ინ­ფექ­ცი­ურ სა­ვად­მყო­ფო­ში შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას მი­ნი­მა­ლუ­რი სიმპტო­მა­ტი­კით და ვირუ­სის მსუ­ბუ­ქი ფორ­მით“, - გა­ნა­ცხდა ზაალ მი­ქე­ლა­ძემ.

არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, პირი, რო­მელ­საც აჭა­რა­ში კო­რო­ნა­ვირუ­სი და­უ­დას­ტურ­და სა­ქარ­თვე­ლო­ში 12 მარტს, ქუ­თა­ი­სის აე­რო­პორ­ტი­დან შე­მო­ვი­და.

ცნო­ბის­თვის, სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის მიერ შექ­მნი­ლი სპე­ცი­ა­ლუ­რი ვებ-გვერ­დის, stopcov.ge-ის მო­ნა­ცე­მე­ბით, სა­ქარ­თვე­ლო­ში ახა­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სის 33 შემ­თხვე­ვა არის და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი. მათ შო­რის 3 შემ­თხვე­ვა დღეს და­ფიქ­სირ­და. შე­სა­ბა­მი­სად, აჭა­რის შემ­თხვე­ვაც, აღ­ნიშ­ნულ სტა­ტის­ტი­კა­ში შე­დის.

ამას­თან, ვებ-გვერ­დზე გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ი­დან ირ­კვე­ვა, რომ კა­რან­ტი­ნის რე­ჟიმ­ში 427 ადა­მი­ა­ნია, ხოლო სტა­ცი­ო­ნარ­ში მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბას 73 ადა­მი­ა­ნი გა­დის.

ავტორი:

"აჭარაში კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტს ოჯახის წევრებთან და სხვა პირებთან კონტაქტი არ ჰქონია"

"აჭარაში კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტს ოჯახის წევრებთან და სხვა პირებთან კონტაქტი არ ჰქონია"

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის, ზაალ მიქელაძის განცხადებით, პირი, რომელსაც აჭარაში კორონავირუსი დაუდასტურდა საკარანტინე ზონაში იმყოფებოდა და მას ოჯახის წევრებთან ან სხვა პირებთან შეხება არ ჰქონია.

როგორც მიქელაძემ განაცხადა, აღნიშნულ პირთან ერთად ჩამოსული მგზავრებიც კარანტინში იმყოფებიან.

„კორონავირუსის ინფექციის დაწყებიდან დღემდე, ჯამში, ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში 32 მოქალაქე იყო შეყვანილი. ყველა მათგანს ჩაუტარდა ტესტი და აქედან დღეს შეყვანილ 4 პაციენტსაც. ყველა ამ შემთხვევაში გარდა ამ ერთი დადასტურებული შემთხვევისა, 31 შემთხვევა უარყოფითია. ამ ერთ შემთხვევას რაც შეეხება, გუშინ შემოიყვანეს პაციენტი. ტესტი გადაიგზავნა ლუგარის ლაბორატორიაში და მივიღეთ დადებითი პასუხი. ეს იყო იმპორტირებული შემთხვევა ევროპის მაღალი დასენიანებული რეგიონიდან. ამ პირთან ერთად თვითმფრინავში მყოფი პირები, ასევე ტრანსპორტში მყოფი პირებიც, რითაც ეს მოქალაქეები გადაადგილდებოდნენ, საკარანტინო სივრცეში არიან გადაყვანილები.

რაც შეეხება აღნიშნულ პირს, მას სხვა არც ერთ პირთან, არც ოჯახის წევრებთან კონტაქტი არ ჰქონია. ის აგრძელებს მკურნალობას ბათუმის ინფექციურ სავადმყოფოში შეიძლება ითქვას მინიმალური სიმპტომატიკით და ვირუსის მსუბუქი ფორმით“, - განაცხდა ზაალ მიქელაძემ.

არსებული ინფორმაციით, პირი, რომელსაც აჭარაში კორონავირუსი დაუდასტურდა საქართველოში 12 მარტს, ქუთაისის აეროპორტიდან შემოვიდა.

ცნობისთვის, საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილი სპეციალური ვებ-გვერდის, stopcov.ge-ის მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის 33 შემთხვევა არის დადასტურებული. მათ შორის 3 შემთხვევა დღეს დაფიქსირდა. შესაბამისად, აჭარის შემთხვევაც, აღნიშნულ სტატისტიკაში შედის.

ამასთან, ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციიდან ირკვევა, რომ კარანტინის რეჟიმში 427 ადამიანია, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობას 73 ადამიანი გადის.

მართვის მოწმობის მისაღები თეორიული და პრაქტიკული გამოცდები დროებით უქმდება

დარჩით სახლში და გაუფრთხილდით თავს!

"მე ვრჩები სამსახურში შენთვის, შენ დარჩი სახლში ჩვენთვის" - ქართველი ექიმების კამპანია "ფეისბუქზე"