საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

26

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
სამხედრო
Faceამბები
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 1-ლი პაციენტი სრულად გამოჯანმრთელდა - რა წერია WHO-ს ვებგვერდზე
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 1-ლი პაციენტი სრულად გამოჯანმრთელდა - რა წერია WHO-ს ვებგვერდზე

სა­ქარ­თვე­ლო­ში ახა­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი პირ­ვე­ლი პა­ცი­ენ­ტი გა­მო­ჯან­მრთელ­და.

ინ­ფორ­მა­ცია ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მო­ნა­ცემ­თა ბა­ზა­ში უკვე აი­სა­ხა, სა­დაც სა­ქარ­თვე­ლოს ცხრილ­ში მი­თი­თე­ბუ­ლია, რომ ქვე­ყა­ნა­ში 1 ადა­მი­ა­ნი გა­მო­ჯან­მრთელ­და. ამა­ვე ვებ-გვერ­დზე გან­თავ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ქარ­თვე­ლო­ში კო­რო­ნა­ვირუ­სი 29 ადა­მი­ანს აქვს, აქე­დან ერ­თის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა შე­და­რე­ბით მძი­მეა.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ ინ­ფექ­ცი­უ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს სა­მე­დი­ცი­ნო დი­რექ­ტორ­მა, მა­რი­ნა ეზუგ­ბა­ი­ამ სა­ქარ­თვე­ლო­ში კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბულ ორ პა­ცი­ენ­ტთან და­კავ­ში­რე­ბით დღეს დი­ლით გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე ისა­უბ­რა. რო­გორც ეზუგ­ბა­ი­ამ აღ­ნიშ­ნა, გან­მე­ო­რე­ბი­თი ტეს­ტის შემ­თხვე­ვა­ში შე­იძ­ლე­ბა თქმა, რომ ეს ორი პა­ცი­ენ­ტი გა­მო­ჯან­მრთელ­და.

ეზუგ­ბა­ი­ას გან­ცხა­დე­ბით, მე­ო­რე პა­ცი­ენტს, რო­მელ­საც პირ­ვე­ლის მსგავ­სად ირან­ში მოგ­ზა­უ­რო­ბის ის­ტო­რია აქვს, ტეს­ტი გუ­შინ ჩა­უ­ტარ­და და პირ­ვე­ლა­დი ტეს­ტი­რე­ბით კო­რო­ნა­ვირუს­ზე მისი პა­სუ­ხი ნე­გა­ტი­უ­რია.

ცნო­ბის­თვის, ახა­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სის პირ­ვე­ლი და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვის შე­სა­ხებ ცნო­ბი­ლი 26 თე­ბერ­ვალს გახ­და. შუ­ახ­ნის მა­მა­კა­ცი სა­ქარ­თვე­ლო­ში ირა­ნი­დან აზერ­ბა­ი­ჯა­ნის გავ­ლით შე­მო­ვი­და.

ამ დრო­ის მო­ნა­ცე­მე­ბით, სპე­ცი­ა­ლურ ვებ-გვერ­დზე stopcov.ge კვლავ მი­თი­თე­ბუ­ლია, რომ ქვე­ყა­ნა­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის 30 და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვაა, კა­რან­ტი­ნის რე­ჟიმ­ში - 439 პირი იმ­ყო­ფე­ბა, ხოლო სტა­ცი­ო­ნარ­ში მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბის ქვეშ - 64.

მკითხველის კომენტარები / 10 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
1

ჩემი უდიდესი პატივისცემა ჯანდაცვის სისტემის ყველა წარმომადგენელს ასეთი თავდადებული შრომისა და ამ შედეგისათვის.

ყველა მათ პაციენტს კი უსწრაფეს გამოჯანმრთელებას ვუსურვებ.

 

დათო
1

გილოცავთ!!! ექიმებს და მედ-პერსონალს უღრმესი მადლობა!!! ისინი ჩვენი დროის გმირები არიან!!!

ავტორი:

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 1-ლი პაციენტი სრულად გამოჯანმრთელდა - რა წერია WHO-ს ვებგვერდზე

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 1-ლი პაციენტი სრულად გამოჯანმრთელდა - რა წერია WHO-ს ვებგვერდზე

საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებული პირველი პაციენტი გამოჯანმრთელდა.

ინფორმაცია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემთა ბაზაში უკვე აისახა, სადაც საქართველოს ცხრილში მითითებულია, რომ ქვეყანაში 1 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ამავე ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსი 29 ადამიანს აქვს, აქედან ერთის ჯანმრთელობის მდგომარეობა შედარებით მძიმეა.

შეგახსენებთ, რომ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულ ორ პაციენტთან დაკავშირებით დღეს დილით გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. როგორც ეზუგბაიამ აღნიშნა, განმეორებითი ტესტის შემთხვევაში შეიძლება თქმა, რომ ეს ორი პაციენტი გამოჯანმრთელდა.

ეზუგბაიას განცხადებით, მეორე პაციენტს, რომელსაც პირველის მსგავსად ირანში მოგზაურობის ისტორია აქვს, ტესტი გუშინ ჩაუტარდა და პირველადი ტესტირებით კორონავირუსზე მისი პასუხი ნეგატიურია.

ცნობისთვის, ახალი კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევის შესახებ ცნობილი 26 თებერვალს გახდა. შუახნის მამაკაცი საქართველოში ირანიდან აზერბაიჯანის გავლით შემოვიდა.

ამ დროის მონაცემებით, სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge კვლავ მითითებულია, რომ ქვეყანაში კორონავირუსის 30 დადასტურებული შემთხვევაა, კარანტინის რეჟიმში - 439 პირი იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 64.

მართვის მოწმობის მისაღები თეორიული და პრაქტიკული გამოცდები დროებით უქმდება

დარჩით სახლში და გაუფრთხილდით თავს!

"მე ვრჩები სამსახურში შენთვის, შენ დარჩი სახლში ჩვენთვის" - ქართველი ექიმების კამპანია "ფეისბუქზე"