პოლიტიკა
მსოფლიო

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
სამხედრო
Faceამბები
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გორის სამხედრო ჰოსპიტლის კარანტინში მყოფ 4 პირს კორონავირუსი არ დაუდასტურდა
გორის სამხედრო ჰოსპიტლის კარანტინში მყოფ 4 პირს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს გო­რის სამ­ხედ­რო ჰოს­პი­ტა­ლის სა­კა­რან­ტი­ნო სივ­რცე­ში მო­თავ­სე­ბუ­ლი პი­რე­ბი­დან 4 ახალ, სა­ეჭ­ვო შემ­თხვე­ვა­ზე კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბა არ და­დას­ტურ­და.

ამ­ჟა­მად ჰოს­პი­ტალ­ში 55 პირი რჩე­ბა. კა­რან­ტინ­ში მყოფ­თა­გან, 51 სა­ქარ­თვე­ლოს და 4 უცხო ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქეა. სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ებს შო­რის 12 არის სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რე.

ჰოს­პიტ­ლის დი­რექ­ტო­რის, და­ვით ბარ­ლი­ა­ნის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ყვე­ლა პა­ცი­ენ­ტის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა და­მაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბე­ლია, გარ­თუ­ლე­ბე­ბი არ ფიქ­სირ­დე­ბა და შე­სა­ბა­მი­სად, და­მა­ტე­ბი­თი ჩა­რე­ვის სა­ჭი­რო­ე­ბა დღის წეს­რიგ­ში არ დგას.

გო­რის სამ­ხედ­რო ჰოს­პი­ტალ­ში მო­თავ­სე­ბუ­ლი პი­რე­ბი­დან, სა­კა­რან­ტი­ნო სივ­რცე გუ­შინ 8 პა­ცი­ენ­ტმა და­ტო­ვა, დღეს კი, კი­დევ 3 მათ­გა­ნი და­ტო­ვებს ჰოს­პი­ტალს. ამ დრომ­დე, გო­რის სამ­ხედ­რო ჰოს­პი­ტა­ლის სა­კა­რან­ტი­ნო ზო­ნა­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის არც ერთი შემ­თხვე­ვა არ და­დას­ტუ­რე­ბუ­ლა.

გარ­და ამი­სა, 98 მო­ქა­ლა­ქე რჩე­ბა წყალ­ტუ­ბო­ში, სა­ნა­ტო­რი­უმ­ში. გუ­შინ სა­ნა­ტო­რი­უმ­ში კი­დევ 14 პირი შე­იყ­ვა­ნეს.

რო­გორც და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის იმე­რე­თის სამ­მარ­თვე­ლოს უფ­რო­სი გოჩა გი­ორ­გი­ძე აცხა­დებს, სა­ნა­ტო­რი­უმ­ში სა­ა­ვად­მყო­ფო­ებ­სა და თვი­თი­ზო­ლა­ცი­ა­ში მყო­ფი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი დაბ­რუნ­დნენ და მათ უკვე ჩა­უ­ტარ­დათ შე­მოწ­მე­ბა, რა­მაც აჩ­ვე­ნა, რომ კო­რო­ნა­ვირუ­სი არ აღ­მო­აჩ­ნდათ.

გოჩა გი­ორ­გი­ძის თქმით, ამ დრო­ის­თვის სა­კა­რან­ტი­ნო სივ­რცე­ში მყო­ფი ყვე­ლა მო­ქა­ლა­ქის მდგო­მა­რე­ო­ბა და­მაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბე­ლია და მათ შე­მოწ­მე­ბა უტარ­დე­ბათ.

გუ­შინ სა­ნა­ტო­რი­უმ­ში თვი­თი­ზო­ლა­ცი­ის წე­სე­ბის დამ­რღვე­ვი ერთი პირი შე­იყ­ვა­ნეს. დღეს კი ერთი მო­ქა­ლა­ქე, რო­მელ­საც სა­კა­რან­ტი­ნე ვადა ამო­ე­წუ­რა, სახ­ლში დაბ­რუნ­დე­ბა.

ავტორი:

გორის სამხედრო ჰოსპიტლის კარანტინში მყოფ 4 პირს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

გორის სამხედრო ჰოსპიტლის კარანტინში მყოფ 4 პირს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

თავდაცვის სამინისტროს გორის სამხედრო ჰოსპიტალის საკარანტინო სივრცეში მოთავსებული პირებიდან 4 ახალ, საეჭვო შემთხვევაზე კორონავირუსით ინფიცირება არ დადასტურდა.

ამჟამად ჰოსპიტალში 55 პირი რჩება. კარანტინში მყოფთაგან, 51 საქართველოს და 4 უცხო ქვეყნის მოქალაქეა. საქართველოს მოქალაქეებს შორის 12 არის სამხედრო მოსამსახურე.

ჰოსპიტლის დირექტორის, დავით ბარლიანის ინფორმაციით, ყველა პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, გართულებები არ ფიქსირდება და შესაბამისად, დამატებითი ჩარევის საჭიროება დღის წესრიგში არ დგას.

გორის სამხედრო ჰოსპიტალში მოთავსებული პირებიდან, საკარანტინო სივრცე გუშინ 8 პაციენტმა დატოვა, დღეს კი, კიდევ 3 მათგანი დატოვებს ჰოსპიტალს. ამ დრომდე, გორის სამხედრო ჰოსპიტალის საკარანტინო ზონაში კორონავირუსის არც ერთი შემთხვევა არ დადასტურებულა.

გარდა ამისა, 98 მოქალაქე რჩება წყალტუბოში, სანატორიუმში. გუშინ სანატორიუმში კიდევ 14 პირი შეიყვანეს.

როგორც დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამმართველოს უფროსი გოჩა გიორგიძე აცხადებს, სანატორიუმში საავადმყოფოებსა და თვითიზოლაციაში მყოფი მოქალაქეები დაბრუნდნენ და მათ უკვე ჩაუტარდათ შემოწმება, რამაც აჩვენა, რომ კორონავირუსი არ აღმოაჩნდათ.

გოჩა გიორგიძის თქმით, ამ დროისთვის საკარანტინო სივრცეში მყოფი ყველა მოქალაქის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მათ შემოწმება უტარდებათ.

გუშინ სანატორიუმში თვითიზოლაციის წესების დამრღვევი ერთი პირი შეიყვანეს. დღეს კი ერთი მოქალაქე, რომელსაც საკარანტინე ვადა ამოეწურა, სახლში დაბრუნდება.

საირმეში საკარანტინო ზონა მოეწყო, სადაც ქუთაისის აეროპორტში ჩასული მგზავრები გადაიყვანეს

აჭარაში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

ოზურგეთში თვითიზოლაციის წესის დარღვევისთვის 7 პირი იძულებით კარანტინში გადაიყვანეს