პოლიტიკა
მსოფლიო

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
სამხედრო
Faceამბები
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ არიან საჩხერისა და აბასთუმნის საკარანტინო ცენტრებში მყოფი პირები - ინფორმაცია რეგიონებიდან
როგორ არიან საჩხერისა და აბასთუმნის საკარანტინო ცენტრებში მყოფი პირები - ინფორმაცია რეგიონებიდან

სა­ჩხე­რის სა­მე­დი­ცი­ნო ცენ­ტრის დი­რექ­ტო­რი კა­რან­ტინ­ში მყოფ პი­რებ­ზე - მათ აქვთ სრულ­ყო­ფი­ლი სერ­ვი­სე­ბი, მი­ე­წო­დე­ბათ სამ­ჯე­რა­დი კვე­ბა, ასე­ვე უზ­რუნ­ველ­ყო­ფილ­ნი არი­ან სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო და­ნიშ­ნუ­ლე­ბის საგ­ნე­ბით

ჩი­ნე­თი­დან გად­მოყ­ვა­ნი­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი კა­რან­ტინს სა­ჩხე­რის სა­მე­დი­ცი­ნო ცენ­ტრთან არ­სე­ბულ სას­ტუმ­რო­ში გა­დი­ან. ამის შე­სა­ხებ „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ სა­ქარ­თვე­ლოს ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­დან აც­ნო­ბეს.

ცენ­ტრის დი­რექ­ტო­რის, მიშა ქა­მუ­შა­ძის გან­ცხა­დე­ბით, აღ­ნიშ­ნუ­ლი პი­რე­ბი თავს კარ­გად და კომ­ფორ­ტუ­ლად გრძნო­ბენ.

„მათ აქვთ სრულ­ყო­ფი­ლი სერ­ვი­სე­ბი, მი­ე­წო­დე­ბათ სამ­ჯე­რა­დი კვე­ბა, ასე­ვე უზ­რუნ­ველ­ყო­ფილ­ნი არი­ან სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო და­ნიშ­ნუ­ლე­ბის საგ­ნე­ბით, არც ერთ მათ­განს არ აღე­ნიშ­ნე­ბა რა­ი­მე სიმპტო­მი, თავს კომ­ფორ­ტუ­ლად გრძნო­ბენ“, - აღ­ნიშ­ნავს მიშა ქა­მუ­შა­ძე.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ დღე­ვან­დე­ლი მო­ნა­ცე­მე­ბით სას­ტუმ­რო­ში 31 პირი იმ­ყო­ფე­ბა. სა­ჩხე­რის სა­მე­დი­ცი­ნო ცენ­ტრთან არ­სე­ბულ სას­ტუმ­რო­ში სულ 34 პირი გა­და­იყ­ვა­ნეს, აქე­დან 3-მა ტე­რი­ტო­რია რამ­დე­ნი­მე დღის წინ, ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­სა და და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ცენ­ტრის ნე­ბარ­თვით, და­ტო­ვა და კა­რან­ტი­ნის დარ­ჩე­ნილ პე­რი­ოდს თვი­თი­ზო­ლა­ცი­ა­ში გა­ა­ტა­რე­ბენ.

აბას­თუმ­ნის ფილ­ტვის ცენ­ტრში კა­რან­ტინ­ში მყო­ფი პირი იქ არ­სე­ბულ პი­რო­ბებ­ზე სა­უბ­რობს. რო­გორც „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ სა­ქარ­თვე­ლოს ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს პრეს­სამ­სა­ხუ­რი­დან აც­ნო­ბეს, მისი თქმით, ად­გილ­ზე ყვე­ლა­ნა­ი­რი პი­რო­ბა არის შექ­მნი­ლი იმის­თვის, რომ ადა­მი­ა­ნი კარ­გად იყოს და სრულ­ფა­სოვ­ნად შეძ­ლოს ცხოვ­რე­ბა.

„სა­ცხოვ­რე­ბე­ლი პი­რო­ბე­ბი არის იმ დო­ნე­ზე, რომ ადა­მი­ან­მა სა­კუ­თარ სახ­ლში იგ­რძნოს თავი. ნამ­დვი­ლად ვერ ვგრძნობთ, რომ კა­რან­ტინ­ში ვართ. ყვე­ლა­ფე­რი მო­წეს­რი­გე­ბუ­ლია, ოთა­ხე­ბიც შე­სა­ბა­მი­სად აღ­ჭურ­ვი­ლი, არის სამ­ჯე­რა­დი კვე­ბა, მინ­და ხაზი გა­ვუს­ვა, რომ საკ­ვე­ბი ძა­ლი­ან ბევ­რია, ით­ქვა რომ არ იყო და ეს არის ცრუ ინ­ფორ­მა­ცია. გვაკ­ვირ­დე­ბი­ან, სი­ცხეს გვი­ზო­მა­ვენ, აკ­ვირ­დე­ბი­ან ჩვენს ჯან­მრთე­ლო­ბას, თუ კი რა­ი­მე შე­უძ­ლი­ათ ამ ადა­მი­ა­ნებს, დღის ნე­ბის­მი­ერ მო­ნაკ­ვეთ­ში, ღა­მეც რომ იყოს, ჩვენს გვერ­დით არი­ან ყო­ველ­თვის“, - აღ­ნიშ­ნავს კა­რან­ტინ­ში მყო­ფი პირი.

უწყე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, აბას­თუმ­ნის ფილ­ტვის ცენ­ტრში, ამ ეტაპ­ზე, 21 ადა­მი­ა­ნია მო­თავ­სე­ბუ­ლი. ცენ­ტრის დი­რექ­ტო­რის, რეზო ჟღენ­ტის თქმით, არა­ვი­თა­რი გან­გა­შის და პა­ნი­კის სა­ფუძ­ვე­ლი არ არ­სე­ბობს. ჩა­ტა­რე­ბუ­ლია კლი­ნი­კუ­რი კვლე­ვე­ბი და არც ერთ მათ­განს ვირუ­სი არ და­უ­დას­ტურ­და.

ავტორი:

როგორ არიან საჩხერისა და აბასთუმნის საკარანტინო ცენტრებში მყოფი პირები - ინფორმაცია რეგიონებიდან

როგორ არიან საჩხერისა და აბასთუმნის საკარანტინო ცენტრებში მყოფი პირები - ინფორმაცია რეგიონებიდან

საჩხერის სამედიცინო ცენტრის დირექტორი კარანტინში მყოფ პირებზე - მათ აქვთ სრულყოფილი სერვისები, მიეწოდებათ სამჯერადი კვება, ასევე უზრუნველყოფილნი არიან საყოფაცხოვრებო დანიშნულების საგნებით

ჩინეთიდან გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები კარანტინს საჩხერის სამედიცინო ცენტრთან არსებულ სასტუმროში გადიან. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროდან აცნობეს.

ცენტრის დირექტორის, მიშა ქამუშაძის განცხადებით, აღნიშნული პირები თავს კარგად და კომფორტულად გრძნობენ.

„მათ აქვთ სრულყოფილი სერვისები, მიეწოდებათ სამჯერადი კვება, ასევე უზრუნველყოფილნი არიან საყოფაცხოვრებო დანიშნულების საგნებით, არც ერთ მათგანს არ აღენიშნება რაიმე სიმპტომი, თავს კომფორტულად გრძნობენ“, - აღნიშნავს მიშა ქამუშაძე.

შეგახსენებთ, რომ დღევანდელი მონაცემებით სასტუმროში 31 პირი იმყოფება. საჩხერის სამედიცინო ცენტრთან არსებულ სასტუმროში სულ 34 პირი გადაიყვანეს, აქედან 3-მა ტერიტორია რამდენიმე დღის წინ, ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ცენტრის ნებართვით, დატოვა და კარანტინის დარჩენილ პერიოდს თვითიზოლაციაში გაატარებენ.

აბასთუმნის ფილტვის ცენტრში კარანტინში მყოფი პირი იქ არსებულ პირობებზე საუბრობს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურიდან აცნობეს, მისი თქმით, ადგილზე ყველანაირი პირობა არის შექმნილი იმისთვის, რომ ადამიანი კარგად იყოს და სრულფასოვნად შეძლოს ცხოვრება.

„საცხოვრებელი პირობები არის იმ დონეზე, რომ ადამიანმა საკუთარ სახლში იგრძნოს თავი. ნამდვილად ვერ ვგრძნობთ, რომ კარანტინში ვართ. ყველაფერი მოწესრიგებულია, ოთახებიც შესაბამისად აღჭურვილი, არის სამჯერადი კვება, მინდა ხაზი გავუსვა, რომ საკვები ძალიან ბევრია, ითქვა რომ არ იყო და ეს არის ცრუ ინფორმაცია. გვაკვირდებიან, სიცხეს გვიზომავენ, აკვირდებიან ჩვენს ჯანმრთელობას, თუ კი რაიმე შეუძლიათ ამ ადამიანებს, დღის ნებისმიერ მონაკვეთში, ღამეც რომ იყოს, ჩვენს გვერდით არიან ყოველთვის“, - აღნიშნავს კარანტინში მყოფი პირი.

უწყების ინფორმაციით, აბასთუმნის ფილტვის ცენტრში, ამ ეტაპზე, 21 ადამიანია მოთავსებული. ცენტრის დირექტორის, რეზო ჟღენტის თქმით, არავითარი განგაშის და პანიკის საფუძველი არ არსებობს. ჩატარებულია კლინიკური კვლევები და არც ერთ მათგანს ვირუსი არ დაუდასტურდა.

მართვის მოწმობის მისაღები თეორიული და პრაქტიკული გამოცდები დროებით უქმდება

დარჩით სახლში და გაუფრთხილდით თავს!

"მე ვრჩები სამსახურში შენთვის, შენ დარჩი სახლში ჩვენთვის" - ქართველი ექიმების კამპანია "ფეისბუქზე"