მეცნიერება
მსოფლიო
პოლიტიკა

26

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
სამართალი
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გერმანელი ბავშვთა ქირურგი ოპერაციების ჩასატარებლად "ნიუ ჰოსპიტალსში“ მეორედ ჩამოვა - ვინ შეძლებს დოქტორ შვეინიცთან მოხვედრას?
გერმანელი ბავშვთა ქირურგი ოპერაციების ჩასატარებლად "ნიუ ჰოსპიტალსში“ მეორედ ჩამოვა - ვინ შეძლებს დოქტორ შვეინიცთან მოხვედრას?

გერ­მა­ნე­ლი პრო­ფე­სო­რი, მე­დი­ცი­ნის დოქ­ტო­რი, დიტ­რიხ ფონ შვე­ი­ნი­ცი მი­უნ­ხე­ნის სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო კლი­ნი­კი­დან "ნიუ ჰოს­პი­ტალსს“ მე­ო­რედ 2020 წლის მარ­ტში ეწ­ვე­ვა და ბავ­შვებს ოპე­რა­ცი­ებს ჩა­უ­ტა­რებს. პრო­ფე­სო­რი სა­ქარ­თვე­ლო­ში ერთი კვი­რით ჩა­მო­ვა და ამ პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში სრუ­ლი დატ­ვირ­თვით იმუ­შა­ვებს. პა­ცი­ენ­ტე­ბის შერ­ჩე­ვა კი წი­ნას­წარ ხდე­ბა. შე­ვი­ნიც­თან მოხ­ვედ­რის მსურ­ვე­ლებს სა­შუ­ა­ლე­ბა აქვთ უფა­სო კონ­სულ­ტა­ცია გა­ი­ა­რონ „ნიუ ჰოს­პი­ტალ­სის“ ბავ­შვთა ჯან­მრთე­ლო­ბის ცენ­ტრის ქი­რურ­გი­უ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბის ხელ­მძღვა­ნელ­თან გოგა ბახ­ტა­ძეს­თან, რო­მე­ლიც უშუ­ა­ლოდ გერ­მა­ნელ ქი­რურგთან შე­თან­ხმე­ბით გა­და­წყვეტს, პა­ცი­ენტს შვე­ი­ნი­ცი ჩა­უ­ტა­რებს თუ არა ოპე­რა­ცი­ას.

რო­გორც გოგა ბახ­ტა­ძე გან­მარ­ტავს, შვე­ი­ნიცს 40 წლი­ა­ნი გა­მოც­დი­ლე­ბა აქვს თან­და­ყო­ლი­ლი პა­თო­ლო­გე­ბის თა­ნა­მედ­რო­ვე მე­თო­დე­ბით გა­მოკ­ვლე­ვი­სა და მკურ­ნა­ლო­ბა­ში.

„შვე­ი­ნი­ცი არის გერ­მა­ნი­ის და არა მარ­ტო გერ­მა­ნი­ის, არა­მედ ევ­რო­პის ერთ-ერთი წამ­ყვა­ნი ბავ­შვთა ქი­რურ­გი, მი­უნ­ხე­ნის ლუდ­ვიგ მაქ­სი­მი­ლი­ა­ნის უნი­ვერ­სი­ტე­ტის ბავ­შვთა ქი­რურ­გი­ის კლი­ნი­კის ხელ­მძღვა­ნე­ლი. ის სხვა­დას­ხვა პა­თო­ლო­გი­ე­ბის ქი­რურ­გი­ულ მკურ­ნა­ლო­ბას წარ­მა­ტე­ბით ატა­რებს. მათ შო­რი­საა: საყ­ლა­პა­ვის და ნაწ­ლა­ვის ატ­რე­ზი­ე­ბი, კლო­ა­კა, თან­და­ყო­ლი­ლი ფის­ტუ­ლე­ბი, ჰირშპ­რუნ­გის და­ა­ვა­დე­ბა, ღვიძ­ლის და სა­ნაღ­ვლე გზე­ბის პა­თო­ლო­გი­ე­ბი. ის მუ­შა­ობს ბავ­შვთა ონ­კო­ლო­გი­ა­შიც და ავ­თვი­სე­ბი­ა­ნი და კე­თილ­თვი­სე­ბი­ა­ნი სიმ­სივ­ნე­ე­ბის ქი­რურ­გია, რაც ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი დარ­გია ბავ­შვთა ქი­რურ­გი­ა­ში. შვე­ი­ნი­ცი მუ­შა­ობს ნე­ბის­მი­ერ პრობ­ლე­მა­ზე, რო­მე­ლიც სა­ჭი­რო­ებს ბავ­შვთა ქი­რურ­გის მხრი­დან ოპე­რა­ცი­ულ ჩა­რე­ვას. გარ­და ამი­სა, ბავ­შვთა ქი­რურ­გი­ა­სა და ბავ­შვთა ონ­კო­ლო­გი­ა­ში შე­ტა­ნი­ლი წვლი­ლის­თვის მი­ღე­ბუ­ლი აქვს არა­ერ­თი ჯილ­დო. ამ რან­გის და ასე­თი გა­მოც­დი­ლე­ბის მქო­ნე სპე­ცი­ა­ლის­ტის ჩა­მოს­ვლა დიდი პა­ტი­ვია რო­გორც ჩვე­ნი კლი­ნი­კის­თვის, ისე ზო­გა­დად ქარ­თუ­ლი მე­დი­ცი­ნის­თვის,“ - გან­მარ­ტავს გოგა ბახ­ტა­ძე.

- რო­გორ მოხ­დე­ბა პრო­ფე­სორ შვე­ი­ნი­ცის­თვის პა­ცი­ენ­ტე­ბის შერ­ჩე­ვა?

- პა­ცი­ენ­ტე­ბის შერ­ჩე­ვა ხდე­ბა წი­ნას­წარ, უშუ­ა­ლოდ შვე­ი­ნიც­თან შე­თან­ხმე­ბით. პრე­კონ­სულ­ტა­ცი­ას გა­დი­ან ჩემ­თან, რის შე­დე­გა­დაც ხდე­ბა პა­ცი­ენ­ტე­ბის დი­აგ­ნო­ზის შე­თან­ხმე­ბა გერ­მა­ნელ პრო­ფე­სორ­თან და იმის გა­და­წყვე­ტა, თუ რამ­დე­ნად სა­ჭი­რო­ებს ის ქი­რურ­გი­ულ ჩა­რე­ვას და სა­ჭი­რო­ებს თუ არა უშუ­ა­ლოდ გერ­მა­ნე­ლის მხრი­დან ჩა­რე­ვას. უკვე გვყავს რამ­დე­ნი­მე პა­ცი­ენ­ტი, რო­მელ­საც მარ­ტში შვე­ი­ნი­ცი ჩა­უ­ტა­რებს ოპე­რა­ცი­ას. შერ­ჩე­ვის პრო­ცე­სი კი გრძელ­დე­ბა. ამ შემ­თხვე­ვა­ში პირ­ვე­ლა­დი კონ­სულ­ტა­ცია უფა­სოა.

პირ­ველ ვი­ზიტ­ზე მან უკვე ჩა­ა­ტა­რა არა­ერ­თი რთუ­ლი ოპე­რა­ცია. გან­სა­კუთ­რე­ბით მინ­და აღ­ვნიშ­ნო ჰირშპ­რუნ­გის და­ა­ვა­დე­ბის გამო ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ცია. პა­ცი­ენ­ტი მა­ნამ­დე რამ­დენ­ჯერ­მე იყო ნა­ო­პე­რა­ცი­ე­ბი, თუმ­ცა წარ­მა­ტე­ბით მხო­ლოდ შვე­ი­ნი­ცის მიერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ცია დას­რულ­და. ამ ეტაპ­ზე ბავ­შვი სრუ­ლად არის გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბუ­ლი ამ ურ­თუ­ლე­სი და­ა­ვა­დე­ბის­გან.

- თქვენ და სხვა ქარ­თვე­ლი ქი­რურ­გე­ბი თუ იქ­ნე­ბით ჩარ­თუ­ლი ოპე­რა­ცი­ებ­ში?

შვე­ი­ნი­ცი უკვე მე­ო­რედ ჩა­მო­დის სა­ქარ­თვე­ლო­ში ოპე­რა­ცი­ე­ბის ჩა­სა­ტა­რებ­ლად. პირ­ვე­ლი ვი­ზი­ტის დროს „ნიუ ჰოს­პი­ტალ­სის“ ბავ­შვთა ქი­რურ­გე­ბი ჩარ­თუ­ლი ვი­ყა­ვით ოპე­რა­ცი­ებ­ში. ასე მოხ­დე­ბა ამ­ჯე­რა­დაც. გერ­მა­ნე­ლი პრო­ფე­სო­რი თა­ვად ჩა­ა­ტა­რებს ოპე­რა­ცი­ებს, უბ­რა­ლოდ ამ პრო­ცეს­ში ჩა­ვერ­თვე­ბით ქარ­თვე­ლე­ბიც.

- სა­ქარ­თვე­ლის­თვის რამ­დე­ნად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია შვე­ი­ნი­ცის ვი­ზი­ტი და გერ­მა­ნუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბის გა­ზი­ა­რე­ბა?

- ამას ძა­ლი­ან დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს რო­გორც პა­ცი­ენ­ტე­ბის­თვის, ისე ქარ­თვე­ლი ექი­მე­ბის­თვის. ბევრ დი­აგ­ნოზ­ზე, რომ­ლის მო­საგ­ვა­რებ­ლა­დაც შვე­ი­ნი­ცი ჩა­მო­დის, ქარ­თვე­ლი ქი­რურ­გე­ბიც ვმუ­შა­ობთ. თუმ­ცა კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის ამაღ­ლე­ბა ყო­ველ­თვის სა­ჭი­როა. მე­დი­ცი­ნა არის დარ­გი, რო­მე­ლიც ყო­ველ­დღი­უ­რად ვი­თარ­დე­ბა. სა­ჭი­როა, რომ ქარ­თვე­ლი ექი­მე­ბი გან­ვი­თა­რე­ბის აღ­ნიშ­ნულ ტემპს არ ჩა­მოვ­რჩეთ. აღ­ნიშ­ნუ­ლის­თვის კი უცხო­ე­ლი პრო­ფე­სო­რე­ბის ვი­ზი­ტი სა­უ­კე­თე­სო სა­შუ­ა­ლე­ბაა. ქარ­თვე­ლი ქი­რურ­გე­ბი შვე­ი­ნიც­თან მუ­შა­ო­ბით კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის ამაღ­ლე­ბას და სა­ინ­ტე­რე­სო გა­მოც­დი­ლე­ბის გა­ზი­ა­რე­ბას შეძ­ლე­ბენ. შვე­ი­ნი­ცის უდი­დეს სკო­ლას, მის მიერ და­ტო­ვე­ბულ გა­მოც­დი­ლე­ბას ქარ­თვე­ლი ექი­მე­ბი ისევ ქარ­თვე­ლი პა­ცი­ენ­ტე­ბის­თვის გა­მო­ვი­ყე­ნებთ. რო­გორც უცხო­ეთ­ში კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის ასა­მაღ­ლებ­ლად წას­ვლაა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი, ასე­ვეა სა­ქარ­თვე­ლო­ში უცხო­ე­ლი ექი­მე­ბის ვი­ზი­ტი და მათ­თან ერ­თად მუ­შა­ო­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა.

- რა სერ­ვი­სებს სთა­ვა­ზობს პა­ცი­ენ­ტებს „ნიუ ჰოს­პი­ტალ­სი“ ბავ­შვთა ქი­რურ­გი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბით?

- კლი­ნი­კა სთა­ვა­ზობს ფარ­თო სპექტრის ბავ­შვთა ქი­რურ­გი­ულ მომ­სა­ხუ­რე­ბას, რო­მე­ლიც მო­ი­ცავს რო­გორც ამ­ბუ­ლა­ტო­რი­ულ სერ­ვი­სებს, ასე­ვე ქი­რურ­გი­ულ მომ­სა­ხუ­რე­ბას 24 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში. მათ შო­რი­საა: ბავ­შვთა თო­რა­კა­ლუ­რი ანუ გულ­მკერ­დის ქი­რურ­გია, მუც­ლის ღრუს ორ­გა­ნო­ე­ბის ქი­რურ­გია, თი­აქ­რე­ბის ქი­რურ­გია. ჩვენ ვთა­ვა­ზობთ პა­ცი­ენ­ტებს რო­გორც მწვა­ვე, ასე ქრო­ნი­კუ­ლი პა­თო­ლო­გი­ე­ბის მკურ­ნა­ლო­ბას, შე­სა­ბა­მი­სად, გვაქვს გეგ­მი­უ­რი და გა­და­უ­დე­ბე­ლი ქი­რურ­გი­უ­ლი მომ­სა­ხუ­რე­ბა. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ის ფაქ­ტი, რომ ჩვენ­თან ხელ­მი­საწ­ვდო­მია ბავ­შვთა ლა­პა­როს­კო­პი­უ­ლი ქი­რურ­გია. ეს ქარ­თულ ბავ­შვთა ქი­რურ­გი­ა­ში შე­და­რე­ბით ახა­ლი სი­ტყვაა და ყველ­გან არ კეთ­დე­ბა.

- ყვე­ლა­ზე ხში­რად რო­მე­ლი ქი­რურ­გი­უ­ლი ოპე­რა­ცი­ე­ბი კეთ­დე­ბა ხოლ­მე?

- ყვე­ლა­ზე ხში­რი ოპე­რა­ცია, რო­მე­ლიც ჩვენ­თან კეთ­დე­ბა და ზო­გა­დად, ბავ­შვებ­ში მე­ტად გავ­რცე­ლე­ბუ­ლი დი­აგ­ნო­ზია, არის მწვა­ვე აპენ­დი­ცი­ტი. „ნიუ ჰოს­პი­ტალსში“ ეს ოპე­რა­ცია, რო­გორც წესი, ლა­პა­როს­კო­პი­უ­ლი ანუ მცი­რე ინ­ვა­ზი­უ­რი გზით კეთ­დე­ბა, რაც მე­ტად დამ­ზოგ­ვე­ლი ტრა­დი­ცი­ულ მე­თოდ­თან შე­და­რე­ბით. კლი­ნი­კის ბავ­შვთა ქი­რურ­გე­ბის უმე­ტე­სო­ბა კარ­გად ფლობს ლა­პა­როს­კო­პი­ულ ტექ­ნი­კას, რაც სა­შუ­ა­ლე­ბას გვაძ­ლევს, რომ პა­ცი­ენ­ტებს მეტი კომ­ფორ­ტი შე­ვუქ­მნათ.

ასე­ვე, ხში­რია თი­აქ­რის გამო ოპე­რა­ცი­ე­ბი ბავ­შვთა ასაკ­ში, ჩა­მო­უს­ვლე­ლი სა­თეს­ლე ჯირ­კვლის ოპე­რა­ცი­უ­ლი მკურ­ნა­ლო­ბა. კეთ­დე­ბა სხვა­დას­ხვა სა­ხის სიმ­სივ­ნუ­რი წარ­მო­ნაქ­მნის ამოკ­ვე­თა. სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში ვა­კე­თებთ უფრო რთუ­ლი კა­ტე­გო­რი­ის ოპე­რა­ცი­ებ­საც, რო­გო­რი­ცაა: და­იფ­რაგ­მა­ზე ოპე­რა­ცი­უ­ლი ჩა­რე­ვა, ფილ­ტვებ­ზე ქი­რურ­გი­უ­ლი ჩა­რე­ვა, სხვა­დას­ხვა სა­ხის გა­უ­ვა­ლო­ბა­ზე ოპე­რა­ცი­უ­ლი ჩა­რე­ვა. მათ შო­რის მინ­და გან­სა­კუთ­რე­ბით აღ­ვნიშ­ნო ჰირშპ­რუნ­გის და­ა­ვა­დე­ბის გამო გა­მოწ­ვე­უ­ლი გა­უ­ვა­ლო­ბის ოპე­რა­ცი­უ­ლი ჩა­რე­ვე­ბი. მისი დი­აგ­ნოს­ტი­კა ჩვენ­თან ხდე­ბა ნაწ­ლა­ვი­დან ბი­ოფ­სი­ის აღე­ბით, რაც ამ და­ა­ვა­დე­ბის დად­გე­ნის ოქ­როს სტან­დარ­ტად ით­ვლე­ბა თა­ნა­მედ­რო­ვე მე­დი­ცი­ნა­ში.

- რო­გო­რია კლი­ნი­კის ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი აღ­ჭურ­ვი­ლო­ბა? გერ­მა­ნელ პრო­ფე­სორს შე­ზღუდ­ვე­ბი ხომ არ ექ­ნე­ბა აპა­რა­ტუ­რის გამო?

- "ნიუ ჰოს­პი­ტალ­სი“ აღ­ჭურ­ვი­ლია უახ­ლე­სი და მა­ღა­ლი ხა­რის­ხის სა­მე­დი­ცი­ნო აპა­რა­ტუ­რით. პრო­ფე­სორ შვე­ინცს არა­ნა­ი­რი შე­ზღუდ­ვა არ შე­ექ­მნე­ბა. თა­ნამ­შრომ­ლო­ბის და­წყე­ბამ­დე დოქ­ტო­რი სა­ქარ­თვე­ლო­ში იყო ჩა­მო­სუ­ლი და კლი­ნი­კის ტექ­ნი­კუ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი და აპა­რა­ტუ­რუ­ლი ბაზა შე­ა­მოწ­მა. მხო­ლოდ ამის შემ­დეგ და­თან­ხმდა „ნიუ ჰოს­პი­ტალსში“ სხვა­დას­ხვა სა­ხის ურ­თუ­ლე­სი ოპე­რა­ცი­ის გა­კე­თე­ბას. რო­გორც შვე­ინცმა აღ­ნიშ­ნა, კლი­ნი­კა­ში ბევ­რი ისე­თი აპა­რა­ტიც გვაქვს, რო­მე­ლიც უახ­ლე­სია და გერ­მა­ნი­ის კლი­ნი­კებ­შიც კი არ არის მა­სი­უ­რად.

ზო­გა­დად, თა­მა­მად შე­მიძ­ლია გი­თხრათ, რომ "ნიუ ჰოს­პი­ტალ­სი“ აღ­ჭურ­ვი­ლო­ბის მხრივ ამე­ირ­კავ­კა­სი­ის ერთ-ერთი წამ­ყვა­ნი კლი­ნი­კაა.

უფა­სო კონ­სულ­ტა­ცი­ა­ზე ჩა­სა­წე­რად და­უ­კავ­შირ­დით ნიუ ჰოს­პი­ტალსს 2 190 190

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან
ავტორი:

გერმანელი ბავშვთა ქირურგი ოპერაციების ჩასატარებლად "ნიუ ჰოსპიტალსში“ მეორედ ჩამოვა - ვინ შეძლებს დოქტორ შვეინიცთან მოხვედრას?

გერმანელი ბავშვთა ქირურგი ოპერაციების ჩასატარებლად "ნიუ ჰოსპიტალსში“ მეორედ ჩამოვა - ვინ შეძლებს დოქტორ შვეინიცთან მოხვედრას?

გერმანელი პროფესორი, მედიცინის დოქტორი, დიტრიხ ფონ შვეინიცი მიუნხენის საუნივერსიტეტო კლინიკიდან "ნიუ ჰოსპიტალსს“ მეორედ 2020 წლის მარტში ეწვევა და ბავშვებს ოპერაციებს ჩაუტარებს. პროფესორი საქართველოში ერთი კვირით ჩამოვა და ამ პერიოდის განმავლობაში სრული დატვირთვით იმუშავებს. პაციენტების შერჩევა კი წინასწარ ხდება. შევინიცთან მოხვედრის მსურველებს საშუალება აქვთ უფასო კონსულტაცია გაიარონ „ნიუ ჰოსპიტალსის“ ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრის ქირურგიული მიმართულების ხელმძღვანელთან გოგა ბახტაძესთან, რომელიც უშუალოდ გერმანელ ქირურგთან შეთანხმებით გადაწყვეტს, პაციენტს შვეინიცი ჩაუტარებს თუ არა ოპერაციას.

როგორც გოგა ბახტაძე განმარტავს, შვეინიცს 40 წლიანი გამოცდილება აქვს თანდაყოლილი პათოლოგების თანამედროვე მეთოდებით გამოკვლევისა და მკურნალობაში.

„შვეინიცი არის გერმანიის და არა მარტო გერმანიის, არამედ ევროპის ერთ-ერთი წამყვანი ბავშვთა ქირურგი, მიუნხენის ლუდვიგ მაქსიმილიანის უნივერსიტეტის ბავშვთა ქირურგიის კლინიკის ხელმძღვანელი. ის სხვადასხვა პათოლოგიების ქირურგიულ მკურნალობას წარმატებით ატარებს. მათ შორისაა: საყლაპავის და ნაწლავის ატრეზიები, კლოაკა, თანდაყოლილი ფისტულები, ჰირშპრუნგის დაავადება, ღვიძლის და სანაღვლე გზების პათოლოგიები. ის მუშაობს ბავშვთა ონკოლოგიაშიც და ავთვისებიანი და კეთილთვისებიანი სიმსივნეების ქირურგია, რაც ძალიან მნიშვნელოვანი დარგია ბავშვთა ქირურგიაში. შვეინიცი მუშაობს ნებისმიერ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს ბავშვთა ქირურგის მხრიდან ოპერაციულ ჩარევას. გარდა ამისა, ბავშვთა ქირურგიასა და ბავშვთა ონკოლოგიაში შეტანილი წვლილისთვის მიღებული აქვს არაერთი ჯილდო. ამ რანგის და ასეთი გამოცდილების მქონე სპეციალისტის ჩამოსვლა დიდი პატივია როგორც ჩვენი კლინიკისთვის, ისე ზოგადად ქართული მედიცინისთვის,“ - განმარტავს გოგა ბახტაძე.

- როგორ მოხდება პროფესორ შვეინიცისთვის პაციენტების შერჩევა?

- პაციენტების შერჩევა ხდება წინასწარ, უშუალოდ შვეინიცთან შეთანხმებით. პრეკონსულტაციას გადიან ჩემთან, რის შედეგადაც ხდება პაციენტების დიაგნოზის შეთანხმება გერმანელ პროფესორთან და იმის გადაწყვეტა, თუ რამდენად საჭიროებს ის ქირურგიულ ჩარევას და საჭიროებს თუ არა უშუალოდ გერმანელის მხრიდან ჩარევას. უკვე გვყავს რამდენიმე პაციენტი, რომელსაც მარტში შვეინიცი ჩაუტარებს ოპერაციას. შერჩევის პროცესი კი გრძელდება. ამ შემთხვევაში პირველადი კონსულტაცია უფასოა.

პირველ ვიზიტზე მან უკვე ჩაატარა არაერთი რთული ოპერაცია. განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო ჰირშპრუნგის დაავადების გამო ჩატარებული ოპერაცია. პაციენტი მანამდე რამდენჯერმე იყო ნაოპერაციები, თუმცა წარმატებით მხოლოდ შვეინიცის მიერ ჩატარებული ოპერაცია დასრულდა. ამ ეტაპზე ბავშვი სრულად არის გამოჯანმრთელებული ამ ურთულესი დაავადებისგან.

- თქვენ და სხვა ქართველი ქირურგები თუ იქნებით ჩართული ოპერაციებში?

შვეინიცი უკვე მეორედ ჩამოდის საქართველოში ოპერაციების ჩასატარებლად. პირველი ვიზიტის დროს „ნიუ ჰოსპიტალსის“ ბავშვთა ქირურგები ჩართული ვიყავით ოპერაციებში. ასე მოხდება ამჯერადაც. გერმანელი პროფესორი თავად ჩაატარებს ოპერაციებს, უბრალოდ ამ პროცესში ჩავერთვებით ქართველებიც.

- საქართველისთვის რამდენად მნიშვნელოვანია შვეინიცის ვიზიტი და გერმანული გამოცდილების გაზიარება?

- ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს როგორც პაციენტებისთვის, ისე ქართველი ექიმებისთვის. ბევრ დიაგნოზზე, რომლის მოსაგვარებლადაც შვეინიცი ჩამოდის, ქართველი ქირურგებიც ვმუშაობთ. თუმცა კვალიფიკაციის ამაღლება ყოველთვის საჭიროა. მედიცინა არის დარგი, რომელიც ყოველდღიურად ვითარდება. საჭიროა, რომ ქართველი ექიმები განვითარების აღნიშნულ ტემპს არ ჩამოვრჩეთ. აღნიშნულისთვის კი უცხოელი პროფესორების ვიზიტი საუკეთესო საშუალებაა. ქართველი ქირურგები შვეინიცთან მუშაობით კვალიფიკაციის ამაღლებას და საინტერესო გამოცდილების გაზიარებას შეძლებენ. შვეინიცის უდიდეს სკოლას, მის მიერ დატოვებულ გამოცდილებას ქართველი ექიმები ისევ ქართველი პაციენტებისთვის გამოვიყენებთ. როგორც უცხოეთში კვალიფიკაციის ასამაღლებლად წასვლაა მნიშვნელოვანი, ასევეა საქართველოში უცხოელი ექიმების ვიზიტი და მათთან ერთად მუშაობის შესაძლებლობა.

- რა სერვისებს სთავაზობს პაციენტებს „ნიუ ჰოსპიტალსი“ ბავშვთა ქირურგიის მიმართულებით?

- კლინიკა სთავაზობს ფართო სპექტრის ბავშვთა ქირურგიულ მომსახურებას, რომელიც მოიცავს როგორც ამბულატორიულ სერვისებს, ასევე ქირურგიულ მომსახურებას 24 საათის განმავლობაში. მათ შორისაა: ბავშვთა თორაკალური ანუ გულმკერდის ქირურგია, მუცლის ღრუს ორგანოების ქირურგია, თიაქრების ქირურგია. ჩვენ ვთავაზობთ პაციენტებს როგორც მწვავე, ასე ქრონიკული პათოლოგიების მკურნალობას, შესაბამისად, გვაქვს გეგმიური და გადაუდებელი ქირურგიული მომსახურება. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ჩვენთან ხელმისაწვდომია ბავშვთა ლაპაროსკოპიული ქირურგია. ეს ქართულ ბავშვთა ქირურგიაში შედარებით ახალი სიტყვაა და ყველგან არ კეთდება.

- ყველაზე ხშირად რომელი ქირურგიული ოპერაციები კეთდება ხოლმე?

- ყველაზე ხშირი ოპერაცია, რომელიც ჩვენთან კეთდება და ზოგადად, ბავშვებში მეტად გავრცელებული დიაგნოზია, არის მწვავე აპენდიციტი. „ნიუ ჰოსპიტალსში“ ეს ოპერაცია, როგორც წესი, ლაპაროსკოპიული ანუ მცირე ინვაზიური გზით კეთდება, რაც მეტად დამზოგველი ტრადიციულ მეთოდთან შედარებით. კლინიკის ბავშვთა ქირურგების უმეტესობა კარგად ფლობს ლაპაროსკოპიულ ტექნიკას, რაც საშუალებას გვაძლევს, რომ პაციენტებს მეტი კომფორტი შევუქმნათ.

ასევე, ხშირია თიაქრის გამო ოპერაციები ბავშვთა ასაკში, ჩამოუსვლელი სათესლე ჯირკვლის ოპერაციული მკურნალობა. კეთდება სხვადასხვა სახის სიმსივნური წარმონაქმნის ამოკვეთა. საჭიროების შემთხვევაში ვაკეთებთ უფრო რთული კატეგორიის ოპერაციებსაც, როგორიცაა: დაიფრაგმაზე ოპერაციული ჩარევა, ფილტვებზე ქირურგიული ჩარევა, სხვადასხვა სახის გაუვალობაზე ოპერაციული ჩარევა. მათ შორის მინდა განსაკუთრებით აღვნიშნო ჰირშპრუნგის დაავადების გამო გამოწვეული გაუვალობის ოპერაციული ჩარევები. მისი დიაგნოსტიკა ჩვენთან ხდება ნაწლავიდან ბიოფსიის აღებით, რაც ამ დაავადების დადგენის ოქროს სტანდარტად ითვლება თანამედროვე მედიცინაში.

- როგორია კლინიკის ტექნოლოგიური აღჭურვილობა? გერმანელ პროფესორს შეზღუდვები ხომ არ ექნება აპარატურის გამო?

- "ნიუ ჰოსპიტალსი“ აღჭურვილია უახლესი და მაღალი ხარისხის სამედიცინო აპარატურით. პროფესორ შვეინცს არანაირი შეზღუდვა არ შეექმნება. თანამშრომლობის დაწყებამდე დოქტორი საქართველოში იყო ჩამოსული და კლინიკის ტექნიკური შესაძლებლობები და აპარატურული ბაზა შეამოწმა. მხოლოდ ამის შემდეგ დათანხმდა „ნიუ ჰოსპიტალსში“ სხვადასხვა სახის ურთულესი ოპერაციის გაკეთებას. როგორც შვეინცმა აღნიშნა, კლინიკაში ბევრი ისეთი აპარატიც გვაქვს, რომელიც უახლესია და გერმანიის კლინიკებშიც კი არ არის მასიურად.

ზოგადად, თამამად შემიძლია გითხრათ, რომ "ნიუ ჰოსპიტალსი“ აღჭურვილობის მხრივ ამეირკავკასიის ერთ-ერთი წამყვანი კლინიკაა.

უფასო კონსულტაციაზე ჩასაწერად დაუკავშირდით ნიუ ჰოსპიტალსს 2 190 190

სემეკმა ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის მომხმარებლებს მიმდინარე კვირაში 21 ათას ლარზე მეტი ჩამოაწერა

ქალი, რომელიც მხოლოდ მოგებას ყიდის!

„ტოიოტა ცენტრ თბილისმა“ საავტომობილო რბოლის მოყვარულებს სასიამოვნო სიურპრიზი მოუმზადა