პოლიტიკა
მსოფლიო

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
სამხედრო
Faceამბები
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა შვეიცარია დაამარცხა
საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა შვეიცარია დაამარცხა

სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნულ­მა სა­კა­ლათ­ბურ­თო ნაკ­რებ­მა ევ­რო­ბას­კე­ტი 2021 საკ­ვა­ლი­ფი­კა­ციო ეტაპ­ზე თბი­ლი­სის სპორ­ტის სა­სახ­ლე­ში შვე­ი­ცა­რი­ის გუნდს უმას­პინ­ძლა და სტუმ­რე­ბი 8 ქუ­ლის სხვა­ო­ბით - 96:88 და­ა­მარ­ცხა.

sportall.ge -ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, შეხ­ვედ­რა საკ­მა­ოდ არე­უ­ლად და­ი­წყო, ქარ­თველ­მა კა­ლათ­ბურ­თე­ლებ­მა პირ­ვე­ლი­ვე წუთ­ზე 3 პერ­სო­ნა­ლუ­რი ფოლი მი­ი­ღეს, თუმ­ცა მალე ყვე­ლა­ფე­რი და­ლაგ­და და პირ­ვე­ლი ნა­ხე­ვა­რი ჩვენ­მა ნაკ­რებ­მა 9 ქუ­ლის სხვა­ო­ბით - 17:8 მო­ი­გო . მე­ო­რე მე­ო­თხე­დი უფრო აქ­ტი­უ­რად და­ი­წყო და 21-ქუ­ლი­ა­ნი სხვა­ო­ბაც და­ფიქ­სირ­და. თუმ­ცა ამის შემ­დეგ ქარ­თვე­ლი კა­ლათ­ბურ­თე­ლე­ბი ცოტა მო­ეშ­ვნენ, რი­თაც სტუმ­რებ­მა ისარ­გებ­ლეს და მე­ო­რე წუ­თის­თვის სხვა­ო­ბა 13 ქუ­ლამ­დე შე­ამ­ცი­რეს. მე­ო­რე მე­ო­თხე­დი სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რებ­მა 25:21 მო­ი­გო.

მე­სა­მე მე­ო­თხე­დი ჩვენ­მა კა­ლათ­ბურ­თე­ლებ­მა აშ­კა­რად ჩა­აგ­დეს და 8 ქუ­ლით წა­ა­გეს- 16:24. ბოლო მე­ო­თხე­დის წინ სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბი მხო­ლოდ 5 ქუ­ლით იყო წინ - 58:53.

მე­ტო­ქემ ბოლო მე­ო­თხე­დიც ძა­ლი­ან აქ­ტი­უ­რად და­ი­წყო და ან­გა­რი­ში 1 ქუ­ლამ­დე ორ­ჯერ შე­ამ­ცი­რეს. ჯერ მე-7 წუთ­ზე - 62:61, გახ­და, რა­საც უმალ თად მა­კ­ფა­დე­ნის ზუს­ტი სამ­ქუ­ლი­ა­ნი მოჰ­ყვა. მე-5 წუთ­ზე 67:66 იყო, როცა უკვე გი­ორ­გი კორ­სან­ტი­ამ ზუს­ტად მო­ა­თავ­სა 3-ქუ­ლი­ა­ნი შვე­ი­ცა­რი­ელ­თა კა­ლათ­ში. მე-4 წუთ­ზე, კი სტუმ­რებ­მა სა­ერ­თო­დაც გა­ა­თა­ნაბ­რეს ან­გა­რი­ში - 70:70 და ისევ მა­კ­ფა­დენ­მა ზუს­ტი 3-ქუ­ლი­ა­ნით გა­იყ­ვა­ნა ჩვე­ნი ნაკ­რე­ბი წინ.

თა­მა­შის დას­რუ­ლე­ბამ­დე 40 წა­მით ადრე, როცა ან­გა­რი­ში 76:74 იყო, ბექა ბურ­ჯა­ნა­ძემ სამ­ქუ­ლი­ა­ნი ზუს­ტად ის­რო­ლა და ჩვე­ნი ნაკ­რე­ბი 5 ქუ­ლით და­ა­წი­ნა­უ­რა, თუმ­ცა შვე­ი­ცა­რი­ე­ლებ­მა ბოლო წამ­ზე მა­ინც გაგ­ვი­თა­ნაბ­რეს - 79:79.

ოვერ­ტა­ი­მი ისევ შვე­ი­ცა­რი­ე­ლებ­მა და­ი­წყეს უკეთ, წი­ნაც გა­ვიდ­ნენ 3 ქუ­ლით, თუმ­ცა ქარ­თველ­მა კა­ლათ­ბურ­თე­ლებ­მა მო­ბი­ლი­ზე­ბა მო­ა­ხერ­ხეს და შეხ­ვედ­რის დას­რუ­ლე­ბამ­დე 50 წა­მით ადრე 6 ქუ­ლით გა­ვე­დით წინ - 94:88.

სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბი­დან ყვე­ლა­ზე მეტი ქულა ბექა ბურ­ჯა­ნა­ძემ ჩა­აგ­დო - 21 ქულა, თედ მა­კ­ფა­დენს კი 18 ქულა ჰქონ­და. გი­ორ­გი შერ­მა­დინ­მა მატ­ჩი ორ­მა­გი დუბ­ლით და­ას­რუ­ლა - 16 ქულა და 13 მოხ­სნა. დუდა სა­ნა­ძეს კი 12 ქულა მი­ით­ვა­ლა, მი­ხე­ილ ბე­რიშ­ვილ­მა - 13. მატ­ჩის ბომ­ბარ­დი­რი კი, შვე­ი­ცა­რი­ელ­თა 6 ნო­მე­რი ჯო­ნა­თან კა­ზა­დი გახ­და 22 ქუ­ლით.

ავტორი:

საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა შვეიცარია დაამარცხა

საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა შვეიცარია დაამარცხა

საქართველოს ეროვნულმა საკალათბურთო ნაკრებმა ევრობასკეტი 2021 საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისის სპორტის სასახლეში შვეიცარიის გუნდს უმასპინძლა და სტუმრები 8 ქულის სხვაობით - 96:88 დაამარცხა.

sportall.ge -ის ინფორმაციით, შეხვედრა საკმაოდ არეულად დაიწყო, ქართველმა კალათბურთელებმა პირველივე წუთზე 3 პერსონალური ფოლი მიიღეს, თუმცა მალე ყველაფერი დალაგდა და პირველი ნახევარი ჩვენმა ნაკრებმა 9 ქულის სხვაობით - 17:8 მოიგო . მეორე მეოთხედი უფრო აქტიურად დაიწყო და 21-ქულიანი სხვაობაც დაფიქსირდა. თუმცა ამის შემდეგ ქართველი კალათბურთელები ცოტა მოეშვნენ, რითაც სტუმრებმა ისარგებლეს და მეორე წუთისთვის სხვაობა 13 ქულამდე შეამცირეს. მეორე მეოთხედი საქართველოს ნაკრებმა 25:21 მოიგო.

მესამე მეოთხედი ჩვენმა კალათბურთელებმა აშკარად ჩააგდეს და 8 ქულით წააგეს- 16:24. ბოლო მეოთხედის წინ საქართველოს ნაკრები მხოლოდ 5 ქულით იყო წინ - 58:53.

მეტოქემ ბოლო მეოთხედიც ძალიან აქტიურად დაიწყო და ანგარიში 1 ქულამდე ორჯერ შეამცირეს. ჯერ მე-7 წუთზე - 62:61, გახდა, რასაც უმალ თად მაკფადენის ზუსტი სამქულიანი მოჰყვა. მე-5 წუთზე 67:66 იყო, როცა უკვე გიორგი კორსანტიამ ზუსტად მოათავსა 3-ქულიანი შვეიცარიელთა კალათში. მე-4 წუთზე, კი სტუმრებმა საერთოდაც გაათანაბრეს ანგარიში - 70:70 და ისევ მაკფადენმა ზუსტი 3-ქულიანით გაიყვანა ჩვენი ნაკრები წინ.

თამაშის დასრულებამდე 40 წამით ადრე, როცა ანგარიში 76:74 იყო, ბექა ბურჯანაძემ სამქულიანი ზუსტად ისროლა და ჩვენი ნაკრები 5 ქულით დააწინაურა, თუმცა შვეიცარიელებმა ბოლო წამზე მაინც გაგვითანაბრეს - 79:79.

ოვერტაიმი ისევ შვეიცარიელებმა დაიწყეს უკეთ, წინაც გავიდნენ 3 ქულით, თუმცა ქართველმა კალათბურთელებმა მობილიზება მოახერხეს და შეხვედრის დასრულებამდე 50 წამით ადრე 6 ქულით გავედით წინ - 94:88.

საქართველოს ნაკრებიდან ყველაზე მეტი ქულა ბექა ბურჯანაძემ ჩააგდო - 21 ქულა, თედ მაკფადენს კი 18 ქულა ჰქონდა. გიორგი შერმადინმა მატჩი ორმაგი დუბლით დაასრულა - 16 ქულა და 13 მოხსნა. დუდა სანაძეს კი 12 ქულა მიითვალა, მიხეილ ბერიშვილმა - 13. მატჩის ბომბარდირი კი, შვეიცარიელთა 6 ნომერი ჯონათან კაზადი გახდა 22 ქულით.

"ისევ ისეთი პრინცესული და ლამაზი ვარ..." - მაკო გომურს თვალზე კიდევ ერთი ოპერაცია ჩაუტარდა

ლაშა ტალახაძე ზედიზედ მესამედ მსოფლიოს საუკეთესო ძალოსნად აღიარეს

ქიქოძის ქუჩაზე ერთ-ერთი რესტორანთან, სადაც ვანო მერაბიშვილი იმყოფება, აქცია მიმდინარეობს