პოლიტიკა
მსოფლიო

26

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
სამხედრო
Faceამბები
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რას ნიშნავს პოლიამორული ურთიერთობა და რა სარგებელი შეიძლება ჰქონდეს ერთდროულად რამდენიმე შეყვარებულის ყოლას
რას ნიშნავს პოლიამორული ურთიერთობა და რა სარგებელი შეიძლება ჰქონდეს ერთდროულად რამდენიმე შეყვარებულის ყოლას

პო­ლი­ა­მო­რი ბერ­ძნუ­ლი და ლა­თი­ნუ­რი სი­ტყვე­ბის­გან - Poly და Amor-ის შერ­წყმის შე­დე­გად შექ­მნი­ლი კომ­პო­ზი­ტია და სი­ტყვა-სი­ტყვით ქარ­თუ­ლად ბევრ სიყ­ვა­რულს ნიშ­ნავს.

ფსი­ქო­ლო­გე­ბი გან­მარ­ტა­ვენ, რომ სა­სიყ­ვა­რუ­ლო ურ­თი­ერ­თო­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია იყოს პო­ლი­ა­მო­რუ­ლი. პო­ლი­ა­მო­რუ­ლია ურ­თი­ერ­თო­ბა, როცა პი­როვ­ნე­ბა ერ­თზე მეტ ადა­მი­ან­ზეა შეყ­ვა­რე­ბუ­ლი.

ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის ექ­სპერ­ტე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ პო­ლი­ა­მო­რუ­ლი და პო­ლი­გა­მი­უ­რი ურ­თი­ერ­თო­ბა ერ­თმა­ნეთ­ში არ უნდა ავუ­რი­ოთ. პო­ლი­გა­მი­აა, როცა სექ­სის გამო რამ­დე­ნი­მე პარტნი­ო­რი გყავთ და მათ­თან შე­საძ­ლოა სუ­ლაც არ გა­კავ­ში­რებ­დეთ სიყ­ვა­რუ­ლი, პო­ლი­ა­მო­რი­ის დროს კი, ერ­თდრო­უ­ლად რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ან­ზე ხართ შეყ­ვა­რე­ბუ­ლი.

ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის ექ­სპერ­ტე­ბი თვლი­ან, რომ ასე­თი რამ სავ­სე­ბით შე­საძ­ლე­ბე­ლია და ამის არა­ერ­თი მა­გა­ლი­თი აქვთ. მა­თი­ვე გან­მარ­ტე­ბით, სიყ­ვა­რულს სა­ზღვრე­ბი არ აქვს.

"ადა­მი­ა­ნე­ბი მო­დი­ან ჩემ­თან და მე­კი­თხე­ბი­ან, რო­გორ შე­იძ­ლე­ბა ერ­თდრო­უ­ლად ერ­თზე მეტი ადა­მი­ა­ნის სიყ­ვა­რუ­ლი? და მე ვე­კი­თხე­ბი მათ, რამ­დე­ნი შვი­ლი გყავთ? რამ­დე­ნი ძაღ­ლი გყავთ? იმი­ტომ, რომ ეს იგი­ვე რა­მეა. როცა რამ­დე­ნი­მე შვი­ლი, ან ძაღ­ლი გყავს, ხომ ყვე­ლა ერ­თნა­ი­რად გიყ­ვარს?! ასეა პარტნი­ო­რე­ბის შემ­თხვე­ვა­შიც. აბ­სო­ლუ­ტუ­რად შე­საძ­ლე­ბე­ლია რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ან­ზე ერ­თდრო­უ­ლად იყო შეყ­ვა­რე­ბუ­ლი.

როცა საქ­მე სიყ­ვა­რულს ეხე­ბა, ლი­მი­ტი არ არ­სე­ბობს. ლი­მი­ტი შე­იძ­ლე­ბა ჰქონ­დეს დროს, მაგ­რამ სა­სიყ­ვა­რუ­ლო ურ­თი­ერ­თო­ბებს -არა. ამას­თან, კვლე­ვა აჩ­ვე­ნებს, რომ პო­ლი­ა­მო­რულ ურ­თი­ერ­თო­ბა­ში ადა­მი­ა­ნე­ბი უფრო კმა­ყო­ფი­ლე­ბი და ბედ­ნი­ე­რე­ბი არი­ან, ვიდ­რე ისი­ნი, რომ­ლებ­საც მხო­ლოდ ერთი ადა­მი­ა­ნი უყ­ვართ“, - ამ­ბობს BBC-სთან ფსი­ქო­ლო­გი და სექ­სო­ლო­გი, ექი­მი ლორი ბეტ ბის­ბი.

ფსი­ქო­ლო­გე­ბის გან­მარ­ტე­ბით, პო­ლი­ა­მო­რულ ურ­თი­ერ­თო­ბა­ში ადა­მი­ა­ნე­ბი ბევრ სარ­გე­ბელს იღე­ბენ, მათ შო­რის კი, ორ მთა­ვარ სარ­გე­ბელს გა­მო­ყო­ფენ:

1. თა­ვი­სუფ­ლე­ბა

სხვა­დას­ხვა კვლე­ვე­ბი და პო­ლი­ა­მო­რულ ურ­თი­ერ­თო­ბა­ში მყოფ წყვი­ლებ­ზე დაკ­ვირ­ვე­ბა აჩ­ვე­ნებს, რომ ასე­თი ურ­თი­ერ­თო­ბის მთა­ვა­რი უპი­რა­ტე­სო­ბა თა­ვი­სუფ­ლე­ბაა. ადა­მი­ა­ნებს არ აქვთ ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი ერ­თმა­ნე­თის მი­მართ. სხვა ადა­მი­ა­ნის სიყ­ვა­რუ­ლი მათ ღა­ლა­ტად არ მი­აჩ­ნი­ათ და თვლი­ან, რომ ეს ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ამ­ბა­ვია.

პა­ტივს სცე­მენ ერ­თმა­ნე­თის პი­რად სივ­რცეს, უფრო მე­ტად ით­ვა­ლის­წი­ნე­ბენ ერ­თმა­ნე­თის სურ­ვი­ლებს. მათ აქვთ პი­რა­დი და რო­მან­ტი­კუ­ლი თა­ვი­სუფ­ლე­ბა. მათ­თვის ცხოვ­რე­ბა უფრო სა­ინ­ტე­რე­სოა. ამავდრო­უ­ლად, ყო­ვე­ლი­ვე და­დე­ბი­თად მოქ­მე­დებს მათ ფსი­ქო­ლო­გი­ურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე, უფრო მარ­ტი­ვად უმკლავ­დე­ბი­ან სტრე­სულ სი­ტუ­ა­ცი­ებს და არ აწუ­ხებთ დეპ­რე­სია.

2. პო­ლი­ა­მო­რულ ურ­თი­ერ­თო­ბა­ში მყო­ფი ადა­მი­ა­ნე­ბი დიდ­ხანს ინარ­ჩუ­ნე­ბენ ერ­თმა­ნე­თის მი­მართ ინ­ტე­რესს და დიდი დრო­ის შემ­დე­გაც სა­ო­ცარ მი­ზი­დუ­ლო­ბას გრძნო­ბენ

რო­დე­საც ადა­მი­ანს მხო­ლოდ ერთი ადა­მი­ა­ნი უყ­ვარს და სექ­სი მხო­ლოდ ერ­თთან აქვს, ურ­თი­ერ­თო­ბა დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში ცვდე­ბა, ერ­თმა­ნე­თი­სად­მი მი­ზი­დუ­ლო­ბა ქრე­ბა და ინ­ტე­რე­სი იკარ­გე­ბა. პო­ლი­ა­მო­რულ ურ­თი­ერ­თო­ბა­ში კი ადა­მი­ა­ნებს პი­რი­ქით, ერ­თმა­ნე­თის მი­მართ ლტოლ­ვა უმ­ძაფ­რდე­ბათ. მათ რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ა­ნი უყ­ვართ და ურ­თი­ერ­თო­ბა არას­დროს არის მო­სა­წყე­ნი, მო­სა­ბეზ­რე­ბე­ლი.

მუდ­მი­ვად აქვთ სურ­ვი­ლი ერ­თმა­ნეთს თავი მო­ა­წო­ნონ და არ იკარ­გე­ბი­ან ყო­ველ­დღი­ურ რუ­ტი­ნა­ში. არ აქვთ ოჯა­ხის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბე­ბი და ერ­თმა­ნე­თის­თვის თა­ვის ტკი­ვილ­ნი არ ხდე­ბი­ან, ამი­ტო­მაც, ურ­თი­ერ­თო­ბას დიდ­ხანს ინარ­ჩუ­ნე­ბენ.

მკითხველის კომენტარები / 12 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Joshua
36

ლიბერალური იდეების ქადაგება ნეტავ სადამდე მიგვიყვანს.....დროა ჯერ ერთსქესიანითა დაქორწინებაზე ვიფიქროთ...

პაატა
8

ეს რა ღვთის რისხვაა ჩვენზე

ავტორი:

რას ნიშნავს პოლიამორული ურთიერთობა და რა სარგებელი შეიძლება ჰქონდეს ერთდროულად რამდენიმე შეყვარებულის ყოლას

რას ნიშნავს პოლიამორული ურთიერთობა და რა სარგებელი შეიძლება ჰქონდეს ერთდროულად რამდენიმე შეყვარებულის ყოლას

პოლიამორი ბერძნული და ლათინური სიტყვებისგან - Poly და Amor-ის შერწყმის შედეგად შექმნილი კომპოზიტია და სიტყვა-სიტყვით ქართულად ბევრ სიყვარულს ნიშნავს.

ფსიქოლოგები განმარტავენ, რომ სასიყვარულო ურთიერთობა შესაძლებელია იყოს პოლიამორული. პოლიამორულია ურთიერთობა, როცა პიროვნება ერთზე მეტ ადამიანზეა შეყვარებული.

ურთიერთობების ექსპერტები ამბობენ, რომ პოლიამორული და პოლიგამიური ურთიერთობა ერთმანეთში არ უნდა ავურიოთ. პოლიგამიაა, როცა სექსის გამო რამდენიმე პარტნიორი გყავთ და მათთან შესაძლოა სულაც არ გაკავშირებდეთ სიყვარული, პოლიამორიის დროს კი, ერთდროულად რამდენიმე ადამიანზე ხართ შეყვარებული.

ურთიერთობების ექსპერტები თვლიან, რომ ასეთი რამ სავსებით შესაძლებელია და ამის არაერთი მაგალითი აქვთ. მათივე განმარტებით, სიყვარულს საზღვრები არ აქვს.

"ადამიანები მოდიან ჩემთან და მეკითხებიან, როგორ შეიძლება ერთდროულად ერთზე მეტი ადამიანის სიყვარული? და მე ვეკითხები მათ, რამდენი შვილი გყავთ? რამდენი ძაღლი გყავთ? იმიტომ, რომ ეს იგივე რამეა. როცა რამდენიმე შვილი, ან ძაღლი გყავს, ხომ ყველა ერთნაირად გიყვარს?! ასეა პარტნიორების შემთხვევაშიც. აბსოლუტურად შესაძლებელია რამდენიმე ადამიანზე ერთდროულად იყო შეყვარებული.

როცა საქმე სიყვარულს ეხება, ლიმიტი არ არსებობს. ლიმიტი შეიძლება ჰქონდეს დროს, მაგრამ სასიყვარულო ურთიერთობებს -არა. ამასთან, კვლევა აჩვენებს, რომ პოლიამორულ ურთიერთობაში ადამიანები უფრო კმაყოფილები და ბედნიერები არიან, ვიდრე ისინი, რომლებსაც მხოლოდ ერთი ადამიანი უყვართ“, - ამბობს BBC-სთან ფსიქოლოგი და სექსოლოგი, ექიმი ლორი ბეტ ბისბი.

ფსიქოლოგების განმარტებით, პოლიამორულ ურთიერთობაში ადამიანები ბევრ სარგებელს იღებენ, მათ შორის კი, ორ მთავარ სარგებელს გამოყოფენ:

1. თავისუფლება

სხვადასხვა კვლევები და პოლიამორულ ურთიერთობაში მყოფ წყვილებზე დაკვირვება აჩვენებს, რომ ასეთი ურთიერთობის მთავარი უპირატესობა თავისუფლებაა. ადამიანებს არ აქვთ ვალდებულებები ერთმანეთის მიმართ. სხვა ადამიანის სიყვარული მათ ღალატად არ მიაჩნიათ და თვლიან, რომ ეს ჩვეულებრივი ამბავია.

პატივს სცემენ ერთმანეთის პირად სივრცეს, უფრო მეტად ითვალისწინებენ ერთმანეთის სურვილებს. მათ აქვთ პირადი და რომანტიკული თავისუფლება. მათთვის ცხოვრება უფრო საინტერესოა. ამავდროულად, ყოველივე დადებითად მოქმედებს მათ ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე, უფრო მარტივად უმკლავდებიან სტრესულ სიტუაციებს და არ აწუხებთ დეპრესია.

2. პოლიამორულ ურთიერთობაში მყოფი ადამიანები დიდხანს ინარჩუნებენ ერთმანეთის მიმართ ინტერესს და დიდი დროის შემდეგაც საოცარ მიზიდულობას გრძნობენ

როდესაც ადამიანს მხოლოდ ერთი ადამიანი უყვარს და სექსი მხოლოდ ერთთან აქვს, ურთიერთობა დროთა განმავლობაში ცვდება, ერთმანეთისადმი მიზიდულობა ქრება და ინტერესი იკარგება. პოლიამორულ ურთიერთობაში კი ადამიანებს პირიქით, ერთმანეთის მიმართ ლტოლვა უმძაფრდებათ. მათ რამდენიმე ადამიანი უყვართ და ურთიერთობა არასდროს არის მოსაწყენი, მოსაბეზრებელი.

მუდმივად აქვთ სურვილი ერთმანეთს თავი მოაწონონ და არ იკარგებიან ყოველდღიურ რუტინაში. არ აქვთ ოჯახის პასუხისმგებლობები და ერთმანეთისთვის თავის ტკივილნი არ ხდებიან, ამიტომაც, ურთიერთობას დიდხანს ინარჩუნებენ.

როგორ აღმოაჩინეს პირველი და ერთადერთი თიხის მუმია სხვის სარკოფაგში - კომპიუტერულმა ტომოგრაფიამ აჩვენა, რომ რაღაც წესრიგში არ იყო

გმირმა დედამ 6 შვილი ხანძრიდან მარტომ გამოიყვანა - "კიბე ცეცხლში იყო გახვეული, იქ ჩემი შვილები იყვნენ. მეწვოდა სხეული, მაგრამ უნდა ავსულიყავი"

"კატა არ ვარ" - ონლაინ სასამართლო სხდომას ტეხასელი ადვოკატი კატის ფილტრით ჩაერთო: ახალი ინტერნეტჰიტი