საზოგადოება
მეცნიერება
პოლიტიკა

26

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მსოფლიო
სამხედრო
Faceამბები
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ინფექციურში შემოყვანილ ჩინელ მამაკაცს მწვავე რესპირატორული ინფექცია აქვს და არსებობს ალბათობა, რომ ინფიცირებული იყოს კორონავირუსით"
"ინფექციურში შემოყვანილ ჩინელ მამაკაცს მწვავე რესპირატორული ინფექცია აქვს და არსებობს ალბათობა, რომ ინფიცირებული იყოს კორონავირუსით"

ინ­ფექ­ცი­უ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს დი­რექ­ტო­რის, თენ­გიზ ცერ­ცვა­ძის გან­ცხა­დე­ბით, ჩი­ნე­თი­დან ჩა­მო­სუ­ლი მა­მა­კა­ცის მდგო­მა­რე­ო­ბა, რო­მე­ლიც ინ­ფექ­ცი­ურ სა­ა­ვად­მყო­ფო­შია მო­თავ­სე­ბუ­ლი, და­მაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბე­ლია, თუმ­ცა მას ვირუ­სის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი ყვე­ლა ჩი­ვი­ლი აქვს.

რო­გორც ცერ­ცვა­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უბ­რი­სას გა­ნა­ცხა­და, სა­ვა­რა­უ­დოა, რომ პა­ცი­ენტს ახა­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სით გა­მოწ­ვე­უ­ლი ინ­ფექ­ცია არ აქვს, თუმ­ცა ზუს­ტი დას­კვნა ანა­ლი­ზე­ბის პა­სუ­ხის შემ­დეგ გახ­დე­ბა ცნო­ბი­ლი.

„ახ­ლა­ხანს, ერთი სა­ა­თიც არ არის, ეროვ­ნე­ბით ჩი­ნე­ლი, ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცი შე­მო­იყ­ვა­ნეს, რო­მელ­მაც პე­კი­ნი 27 იან­ვარს და­ტო­ვა, რო­გორც ვიცი, შემ­დეგ ორი დღე იყო ყა­ზა­ხეთ­ში, შემ­დეგ გუ­და­ურ­ში, იყო ბა­კუ­რი­ან­ში და 4 თე­ბერ­ვალს აღე­ნიშ­ნა ტემ­პე­რა­ტუ­რის მო­მა­ტე­ბა, რო­გორც თვი­თონ გად­მოგ­ვცემს 38 გრა­დუს­ზე მეტი. ჰქონ­და ხვე­ლა, თა­ვის ტკი­ვი­ლი, ზო­გა­დი სი­სუს­ტე, შემ­დეგ მი­მარ­თა სა­ელ­ჩოს და ონ­ლა­ინ ჩი­ნელ ექი­მებ­თან იტა­რებ­და კონ­სულ­ტა­ცი­ას, რო­მელ­თაც და­უ­ნიშ­ნეს ან­ტი­ბი­ო­ტი­კი და კი­დევ რა­ღაც მე­დი­კა­მენ­ტი, რო­მელ­საც წარ­წე­რე­ბი ჩი­ნუ­რად აქვს და ჯერ არ ვი­ცით, რა არის, მაგ­რამ მდგო­მა­რე­ო­ბა გა­უ­ა­რეს­და 4 თე­ბერ­ვლის შემ­დეგ და აღარ დაკ­მა­ყო­ფილ­და ონ­ლა­ინ კონ­სულ­ტა­ცი­ით ჩი­ნე­ლებ­თან და შე­მო­ვი­და ჩვენ­თან“,-აცხა­დებს ცერ­ცვა­ძე.

მი­სი­ვე თქმით, პა­ცი­ენტს ცალ­სა­ხად აქვს მწვა­ვე რეს­პი­რა­ტო­რუ­ლი ინ­ფექ­ცია და არის ჩა­მო­სუ­ლი პე­კი­ნი­დან, არ­სე­ბობს ალ­ბა­თო­ბა, რომ ის იყოს ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი ახა­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სით.

„ამ­ჟა­მად პა­ცი­ენ­ტის მდგო­მა­რე­ო­ბა და­მაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბე­ლია, მაგ­რამ ყვე­ლა ჩი­ვი­ლე­ბი აქვს. ტემ­პე­რა­ტუ­რა ამ­ჟა­მად 37.5 გრა­დუ­სი აქვს, მაგ­რამ ადრე ჰქონ­და 38 რო­გორც თვი­თონ ამ­ბობს. იმის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რომ მას ცალ­სა­ხად აქვს მწვა­ვე რეს­პი­რა­ტო­რუ­ლი ინ­ფექ­ცია და არის ჩა­მო­სუ­ლი პე­კი­ნი­დან არ­სე­ბობს ალ­ბა­თო­ბა, რომ ის იყოს ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი ახა­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სით, თუმ­ცა ამის მყა­რი არ­გუ­მენ­ტე­ბი და კლი­ნი­კუ­რი ნიშ­ნე­ბი ჯერ არ გვაქვს. ახლა პა­ცი­ენტს გა­უ­კე­თე­ბენ რენდგე­ნო­ლო­გი­ურ გა­მოკ­ვლე­ვას, ასე­ვე აღე­ბუ­ლია ხა­ხის ნა­ცხი და გა­უ­კე­თე­ბენ გრიპ­ზე გა­მოკ­ვლე­ვას, იქ­ნებ ჩვე­უ­ლებ­რი­ვი გრი­პი აქვს, იმი­ტომ რომ გრიპს ჰგავს ძა­ლი­ან. გა­უ­კე­თე­ბენ ასე­ვე სის­ხლის ანა­ლიზს. ამ სა­ღა­მოს, უკვე 8 სა­ა­თის­თვის ეს ყვე­ლა­ფე­რი გვე­ცო­დი­ნე­ბა და უფრო და­მა­ჯე­რე­ბელ პა­სუხს გაგ­ცემთ, ხვალ იქ­ნე­ბა უკვე ანა­ლი­ზის პა­სუ­ხი კო­რო­ნა­ვირუ­სის ინ­ფექ­ცი­ა­ზე.

ჩვენ ვფიქ­რობთ, რომ ამ შემ­თხვე­ვა­შიც არ არის ახა­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფექ­ცია, არის სხვა რეს­პი­რა­ტო­რუ­ლი ვირუ­სი, თუმ­ცა ეს შე­თხვე­ვა მა­ინც გა­ნი­ხი­ლე­ბა, რო­გორც შე­საძ­ლო შემ­თხვე­ვა და ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლი ანა­ლი­ზის პა­სუ­ხის მი­ღე­ბამ­დე დარ­ჩე­ბა ჩვე­ნი მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბის ქვეშ. და­ახ­ლო­ე­ბით 28-29 წლის ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცია. მის თან­მხლებ პირს არა­ფე­რი არ აქვს “, - გა­ნა­ცხა­და ცერ­ცვა­ძემ.

რაც შე­ე­ხე­ბა ინ­ფექ­ცი­ურ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მო­თავ­სე­ბუ­ლი ქა­ლის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბას, რო­მე­ლიც ასე­ვე დაკ­ვირ­ვე­ბის ქვეშ იმ­ყო­ფე­ბა, ცერ­ცვა­ძემ გა­ნა­ცხა­და, რომ მას მა­ღა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რა არ აქვს და არც ვირუ­სის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი სხვა სიმპტო­მე­ბი აღე­ნიშ­ნე­ბა.

„აქამ­დე, რაც პა­ცი­ენ­ტი შე­მო­სუ­ლა მათ არა­ფე­რი ჰქონ­დათ - არც პნევ­მო­ნია, არც ხვე­ლა არც ტემ­პე­რა­ტუ­რის მა­ტე­ბა, არც სხვა კლი­ნი­კუ­რი გა­მოვ­ლი­ნე­ბე­ბი და მათი ერ­თა­დერ­თი რის­კის ფაქ­ტო­რი იყო ის, რომ ყვე­ლა ჩა­მო­სუ­ლი იყო ჩი­ნე­თი­დან.

ქალ­ბა­ტო­ნი, რო­მე­ლიც დღეს შე­მო­ვი­და, მისი მდგო­მა­რე­ო­ბა და­მაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბე­ლია, მას არ აღე­ნიშ­ნე­ბა რა­ი­მე ისე­თი ნიშ­ნე­ბი. მისი ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლი პა­სუ­ხიც კო­რო­ნა­ვირუს­ზე, იქ­ნე­ბა ხვალ, მაგ­რამ ამ ქალ­ბა­ტონ­თან დიდი ალ­ბა­თო­ბით არა­ფე­რი არ არის. ტემ­პე­რა­ტუ­რა აღე­ნიშ­ნე­ბო­და და­ბა­ლი, 37.3 გრა­დუ­სი “, - გა­ნა­ცხა­და ცერ­ცვა­ძემ.

ავტორი:

"ინფექციურში შემოყვანილ ჩინელ მამაკაცს მწვავე რესპირატორული ინფექცია აქვს და არსებობს ალბათობა, რომ ინფიცირებული იყოს კორონავირუსით"

"ინფექციურში შემოყვანილ ჩინელ მამაკაცს მწვავე რესპირატორული ინფექცია აქვს და არსებობს ალბათობა, რომ ინფიცირებული იყოს კორონავირუსით"

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ჩინეთიდან ჩამოსული მამაკაცის მდგომარეობა, რომელიც ინფექციურ საავადმყოფოშია მოთავსებული, დამაკმაყოფილებელია, თუმცა მას ვირუსისთვის დამახასიათებელი ყველა ჩივილი აქვს.

როგორც ცერცვაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, სავარაუდოა, რომ პაციენტს ახალი კორონავირუსით გამოწვეული ინფექცია არ აქვს, თუმცა ზუსტი დასკვნა ანალიზების პასუხის შემდეგ გახდება ცნობილი.

„ახლახანს, ერთი საათიც არ არის, ეროვნებით ჩინელი, ახალგაზრდა მამაკაცი შემოიყვანეს, რომელმაც პეკინი 27 იანვარს დატოვა, როგორც ვიცი, შემდეგ ორი დღე იყო ყაზახეთში, შემდეგ გუდაურში, იყო ბაკურიანში და 4 თებერვალს აღენიშნა ტემპერატურის მომატება, როგორც თვითონ გადმოგვცემს 38 გრადუსზე მეტი. ჰქონდა ხველა, თავის ტკივილი, ზოგადი სისუსტე, შემდეგ მიმართა საელჩოს და ონლაინ ჩინელ ექიმებთან იტარებდა კონსულტაციას, რომელთაც დაუნიშნეს ანტიბიოტიკი და კიდევ რაღაც მედიკამენტი, რომელსაც წარწერები ჩინურად აქვს და ჯერ არ ვიცით, რა არის, მაგრამ მდგომარეობა გაუარესდა 4 თებერვლის შემდეგ და აღარ დაკმაყოფილდა ონლაინ კონსულტაციით ჩინელებთან და შემოვიდა ჩვენთან“,-აცხადებს ცერცვაძე.

მისივე თქმით, პაციენტს ცალსახად აქვს მწვავე რესპირატორული ინფექცია და არის ჩამოსული პეკინიდან, არსებობს ალბათობა, რომ ის იყოს ინფიცირებული ახალი კორონავირუსით.

„ამჟამად პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, მაგრამ ყველა ჩივილები აქვს. ტემპერატურა ამჟამად 37.5 გრადუსი აქვს, მაგრამ ადრე ჰქონდა 38 როგორც თვითონ ამბობს. იმის გათვალისწინებით, რომ მას ცალსახად აქვს მწვავე რესპირატორული ინფექცია და არის ჩამოსული პეკინიდან არსებობს ალბათობა, რომ ის იყოს ინფიცირებული ახალი კორონავირუსით, თუმცა ამის მყარი არგუმენტები და კლინიკური ნიშნები ჯერ არ გვაქვს. ახლა პაციენტს გაუკეთებენ რენდგენოლოგიურ გამოკვლევას, ასევე აღებულია ხახის ნაცხი და გაუკეთებენ გრიპზე გამოკვლევას, იქნებ ჩვეულებრივი გრიპი აქვს, იმიტომ რომ გრიპს ჰგავს ძალიან. გაუკეთებენ ასევე სისხლის ანალიზს. ამ საღამოს, უკვე 8 საათისთვის ეს ყველაფერი გვეცოდინება და უფრო დამაჯერებელ პასუხს გაგცემთ, ხვალ იქნება უკვე ანალიზის პასუხი კორონავირუსის ინფექციაზე.

ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ შემთხვევაშიც არ არის ახალი კორონავირუსით ინფექცია, არის სხვა რესპირატორული ვირუსი, თუმცა ეს შეთხვევა მაინც განიხილება, როგორც შესაძლო შემთხვევა და ლაბორატორიული ანალიზის პასუხის მიღებამდე დარჩება ჩვენი მეთვალყურეობის ქვეშ. დაახლოებით 28-29 წლის ახალგაზრდა მამაკაცია. მის თანმხლებ პირს არაფერი არ აქვს “, - განაცხადა ცერცვაძემ.

რაც შეეხება ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებული ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობას, რომელიც ასევე დაკვირვების ქვეშ იმყოფება, ცერცვაძემ განაცხადა, რომ მას მაღალი ტემპერატურა არ აქვს და არც ვირუსისთვის დამახასიათებელი სხვა სიმპტომები აღენიშნება.

„აქამდე, რაც პაციენტი შემოსულა მათ არაფერი ჰქონდათ - არც პნევმონია, არც ხველა არც ტემპერატურის მატება, არც სხვა კლინიკური გამოვლინებები და მათი ერთადერთი რისკის ფაქტორი იყო ის, რომ ყველა ჩამოსული იყო ჩინეთიდან.

ქალბატონი, რომელიც დღეს შემოვიდა, მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, მას არ აღენიშნება რაიმე ისეთი ნიშნები. მისი ლაბორატორიული პასუხიც კორონავირუსზე, იქნება ხვალ, მაგრამ ამ ქალბატონთან დიდი ალბათობით არაფერი არ არის. ტემპერატურა აღენიშნებოდა დაბალი, 37.3 გრადუსი “, - განაცხადა ცერცვაძემ.

როგორი ამინდი იქნება უახლოესი დღეები საქართველოში - 8-10 თებერვალს ტემპერატურა მკვეთრად დაიკლებს

20 ივნისის საქმეზე ბრალდებული მორის მაჩალიკაშვილი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს

რა ინფორმაციას ავრცელებს შსს ისანში ინდოეთის მოქალაქის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით