პოლიტიკა
მსოფლიო

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
სამხედრო
Faceამბები
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ არიან უხანიდან თურქეთში ევაკუირებული საქართველოს მოქალაქეები - ელჩის ინფორმაცია
როგორ არიან უხანიდან თურქეთში ევაკუირებული საქართველოს მოქალაქეები - ელჩის ინფორმაცია

თურ­ქეთ­ში სა­ქარ­თვე­ლოს ელ­ჩის, გი­ორ­გი ჯან­ჯღა­ვას გან­ცხა­დე­ბით, ჩი­ნე­თის ქა­ლაქ უხა­ნი­დან თურ­ქეთ­ში ევა­კუ­ი­რე­ბუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა და­მაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბე­ლია.

რო­გორც „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ ჯან­ჯღა­ვამ გა­ნუ­ცხა­და, მათ ანა­ლი­ზე­ბი ჩა­ა­ბა­რეს, რომ­ლის შე­დე­გა­დაც დად­გინ­დე­ბა, არი­ან თუ არა ვირუ­სის მა­ტა­რებ­ლე­ბი.

„ახა­ლი ის არის, რომ გუ­შინ კონ­სუ­ლი ესა­უბ­რა. მათი მდგო­მა­რე­ო­ბა და­მაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბე­ლია. ვი­ზუ­ა­ლუ­რად სიმპტო­მე­ბი არ აღე­ნიშ­ნე­ბათ, მაგ­რამ ეს არაფ­რის მთქმე­ლია. ჩა­ა­ბა­რეს ანა­ლი­ზე­ბი და დღეს ან ხვალ გვე­ცო­დი­ნე­ბა პა­სუ­ხი ლა­ბო­რა­ტო­რი­ი­დან, მა­ტა­რებ­ლე­ბი არი­ან თუ არა ვირუ­სის. სულ არის სამი მო­ქა­ლა­ქე,“ - გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი ჯან­ჯღა­ვამ.

ცნო­ბის­თვის, სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი თურ­ქუ­ლი თვითმფრი­ნა­ვით ან­კა­რა­ში გუ­შინ სა­ღა­მოს ჩაფ­რინ­დნენ, სა­დაც ისი­ნი ერთ-ერთ კლი­ნი­კა­ში მო­ა­თავ­სეს.

სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს წარ­მო­მად­გენ­ლის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ამ დრო­ის­თვის ჩი­ნე­თის ქა­ლაქ უხან­ში სა­ქარ­თვე­ლოს 3 მო­ქა­ლა­ქე სა­კუ­თა­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე რჩე­ბა.

რო­გორც ვლა­დი­მერ კონ­სტან­ტი­ნი­დი აღ­ნიშ­ნავს, თავ­და­პირ­ვე­ლად უხან­ში სულ სა­ქარ­თვე­ლოს 10 მო­ქა­ლა­ქე იმ­ყო­ფე­ბო­და, თუმ­ცა, და­ა­ვა­დე­ბის გავ­რცე­ლე­ბის სა­წყის ეტაპ­ზე მათ­მა ნა­წილ­მა სა­კუ­თა­რი ინი­ცი­ა­ტი­ვით და­ტო­ვა ჩი­ნე­თი.

"გუ­შინ გან­ხორ­ცი­ელ­და სა­ქარ­თვე­ლოს სამი მო­ქა­ლა­ქის ევა­კუ­ა­ცია, ისი­ნი დღე­ი­სათ­ვის იმ­ყო­ფე­ბი­ან თურ­ქეთ­ში, მათ მი­მართ და­წეს­და სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­კა­რან­ტი­ნო რე­ჟი­მი და სა­მე­დი­ცი­ნო მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბის ქვეშ გა­ივ­ლი­ან 2 კვი­რი­ან სა­მე­დი­ცი­ნო დაკ­ვირ­ვე­ბას და ად­გილ­ზე მათ მდგო­მა­რე­ო­ბას და­აკ­ვირ­დე­ბა ჩვე­ნი სა­ელ­ჩო ან­კა­რა­ში. ასე­ვე, აი ახლა, სწო­რად ამ წუ­თებ­ში და­ი­წყო და­მა­ტე­ბით 2 მო­ქა­ლა­ქის ევა­კუ­ა­ცია, რო­მელ­საც ფრან­გუ­ლი მხა­რე ახორ­ცი­ე­ლებს. ისი­ნი პრაქ­ტი­კუ­ლად უკვე გა­მო­ემ­გზავრნენ. ანა­ლო­გი­უ­რად, ისი­ნი გან­თავ­სდე­ბა საფ­რან­გეთ­ში სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში, გა­ივ­ლი­ან შე­სა­ბა­მი­სი სტან­დარ­ტე­ბით სა­კა­რან­ტი­ნო პე­რი­ოდს და შემ­დეგ დაბ­რუნ­დე­ბი­ან სა­ქარ­თვე­ლო­ში. აქაც ჩვე­ნი სა­ელ­ჩო საფ­რან­გეთ­ში მო­ნი­ტო­რინგს გა­უ­წევს", - გა­ნა­ცხა­და ვლა­დი­მერ კონ­სტან­ტი­ნიდ­მა.

მი­სი­ვე თქმით, სა­ელ­ჩოს ასე­ვე კო­მუ­ნი­კა­ცია აქვს 200-მდე სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქეს­თან, რომ­ლე­ბიც და­ა­ვა­დე­ბის გავ­რცე­ლე­ბის ზო­ნა­ში არ არი­ან, თუმ­ცა იმ­ყო­ფე­ბი­ან ჩი­ნე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე.

"ბევ­რი ავი­ა­რე­ი­სი ჩი­ნე­თი­დან და ჩი­ნე­თის მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­უქ­მდა, რაც ბუ­ნებ­რი­ვია, არ­თუ­ლებს ადა­მი­ა­ნე­ბის ნორ­მა­ლურ გა­და­ად­გი­ლე­ბას, ამის შე­სა­ხებ მო­ქა­ლა­ქე­ებს გა­უ­წი­ეთ მყა­რი რე­კო­მენ­და­ცია, რომ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის შემ­თხვე­ვა­ში დრო­უ­ლად მი­ე­ღოთ ზო­მე­ბი და დაბ­რუ­ნე­ბუ­ლიყ­ვნენ ქვე­ყა­ნა­ში. ყვე­ლა მო­ქა­ლა­ქე ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლია რის­კე­ბის შე­სა­ხებ და ის ვი­საც, დღემ­დე კო­მუ­ნი­კა­ცია არ მო­უხ­დე­ნია სა­ელ­ჩოს­თან მო­ახ­დი­ნონ სა­კუ­თა­რი თა­ვის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა, რომ სა­ელ­ჩოს სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში სა­შუ­ა­ლე­ბა მი­ე­ცეს დრო­უ­ლად მო­ახ­დი­ნოს რე­ა­გი­რე­ბა. ბევრ ჩვენს მო­ქა­ლა­ქეს ასე­თი დახ­მა­რე­ბა აღ­მო­უ­ჩი­ნეს, სა­ორ­გა­ნი­ზა­ციო ხა­სი­ა­თის, რა თქმა უნდა, ბევ­რმა მათ­გან­მა გა­და­წყვი­ტა სა­კუ­თა­რი სახ­სრე­ბით და­ე­ტო­ვე­ბი­ნა ქვე­ყა­ნა, თუმ­ცა, ავი­ა­რე­ი­სე­ბის შერ­ჩე­ვა ასეთ პი­რო­ბებ­ში მარ­ტი­ვი არ არის, ხდე­ბა რე­ი­სის გა­და­დე­ბა ან გა­უქ­მე­ბა, შე­სა­ბა­მი­სად, ცდი­ლობს სა­ქარ­თვე­ლოს სა­ელ­ჩო ად­გილ­ზე, რომ მო­ახ­დი­ნოს ახა­ლი მარ­შრუ­ტე­ბის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა და მო­ქა­ლა­ქე­ებს მის­ცეს შე­სა­ბა­მი­სი ინ­ფორ­მა­ცია",- გა­ნა­ცხა­და ვლა­დი­მერ კონ­სტან­ტი­ნიდ­მა.

მან მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და პარტნი­ო­რებს, რომ­ლებ­მაც სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის ევა­კუ­ა­ცია გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლეს და სო­ლი­და­რო­ბა გა­მო­უ­ცხა­და ჩი­ნელ ხალ­ხს.

ავტორი:

როგორ არიან უხანიდან თურქეთში ევაკუირებული საქართველოს მოქალაქეები - ელჩის ინფორმაცია

როგორ არიან უხანიდან თურქეთში ევაკუირებული საქართველოს მოქალაქეები - ელჩის ინფორმაცია

თურქეთში საქართველოს ელჩის, გიორგი ჯანჯღავას განცხადებით, ჩინეთის ქალაქ უხანიდან თურქეთში ევაკუირებული საქართველოს მოქალაქეების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ჯანჯღავამ განუცხადა, მათ ანალიზები ჩააბარეს, რომლის შედეგადაც დადგინდება, არიან თუ არა ვირუსის მატარებლები.

„ახალი ის არის, რომ გუშინ კონსული ესაუბრა. მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ვიზუალურად სიმპტომები არ აღენიშნებათ, მაგრამ ეს არაფრის მთქმელია. ჩააბარეს ანალიზები და დღეს ან ხვალ გვეცოდინება პასუხი ლაბორატორიიდან, მატარებლები არიან თუ არა ვირუსის. სულ არის სამი მოქალაქე,“ - განაცხადა გიორგი ჯანჯღავამ.

ცნობისთვის, საქართველოს მოქალაქეები თურქული თვითმფრინავით ანკარაში გუშინ საღამოს ჩაფრინდნენ, სადაც ისინი ერთ-ერთ კლინიკაში მოათავსეს.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის ინფორმაციით, ამ დროისთვის ჩინეთის ქალაქ უხანში საქართველოს 3 მოქალაქე საკუთარი გადაწყვეტილების საფუძველზე რჩება.

როგორც ვლადიმერ კონსტანტინიდი აღნიშნავს, თავდაპირველად უხანში სულ საქართველოს 10 მოქალაქე იმყოფებოდა, თუმცა, დაავადების გავრცელების საწყის ეტაპზე მათმა ნაწილმა საკუთარი ინიციატივით დატოვა ჩინეთი.

"გუშინ განხორციელდა საქართველოს სამი მოქალაქის ევაკუაცია, ისინი დღეისათვის იმყოფებიან თურქეთში, მათ მიმართ დაწესდა სპეციალური საკარანტინო რეჟიმი და სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ გაივლიან 2 კვირიან სამედიცინო დაკვირვებას და ადგილზე მათ მდგომარეობას დააკვირდება ჩვენი საელჩო ანკარაში. ასევე, აი ახლა, სწორად ამ წუთებში დაიწყო დამატებით 2 მოქალაქის ევაკუაცია, რომელსაც ფრანგული მხარე ახორციელებს. ისინი პრაქტიკულად უკვე გამოემგზავრნენ. ანალოგიურად, ისინი განთავსდება საფრანგეთში სამედიცინო დაწესებულებაში, გაივლიან შესაბამისი სტანდარტებით საკარანტინო პერიოდს და შემდეგ დაბრუნდებიან საქართველოში. აქაც ჩვენი საელჩო საფრანგეთში მონიტორინგს გაუწევს", - განაცხადა ვლადიმერ კონსტანტინიდმა.

მისივე თქმით, საელჩოს ასევე კომუნიკაცია აქვს 200-მდე საქართველოს მოქალაქესთან, რომლებიც დაავადების გავრცელების ზონაში არ არიან, თუმცა იმყოფებიან ჩინეთის ტერიტორიაზე.

"ბევრი ავიარეისი ჩინეთიდან და ჩინეთის მიმართულებით გაუქმდა, რაც ბუნებრივია, ართულებს ადამიანების ნორმალურ გადაადგილებას, ამის შესახებ მოქალაქეებს გაუწიეთ მყარი რეკომენდაცია, რომ გადაწყვეტილების შემთხვევაში დროულად მიეღოთ ზომები და დაბრუნებულიყვნენ ქვეყანაში. ყველა მოქალაქე ინფორმირებულია რისკების შესახებ და ის ვისაც, დღემდე კომუნიკაცია არ მოუხდენია საელჩოსთან მოახდინონ საკუთარი თავის იდენტიფიცირება, რომ საელჩოს საჭიროების შემთხვევაში საშუალება მიეცეს დროულად მოახდინოს რეაგირება. ბევრ ჩვენს მოქალაქეს ასეთი დახმარება აღმოუჩინეს, საორგანიზაციო ხასიათის, რა თქმა უნდა, ბევრმა მათგანმა გადაწყვიტა საკუთარი სახსრებით დაეტოვებინა ქვეყანა, თუმცა, ავიარეისების შერჩევა ასეთ პირობებში მარტივი არ არის, ხდება რეისის გადადება ან გაუქმება, შესაბამისად, ცდილობს საქართველოს საელჩო ადგილზე, რომ მოახდინოს ახალი მარშრუტების იდენტიფიცირება და მოქალაქეებს მისცეს შესაბამისი ინფორმაცია",- განაცხადა ვლადიმერ კონსტანტინიდმა.

მან მადლობა გადაუხადა პარტნიორებს, რომლებმაც საქართველოს მოქალაქეების ევაკუაცია განახორციელეს და სოლიდარობა გამოუცხადა ჩინელ ხალხს.

რა დეტალები ხდება ცნობილი მაჩაბლის ქუჩაზე დაჭრის ფაქტთან დაკავშირებით

თბილისში, მაჩაბლის ქუჩაზე, ორი ადამიანი დაჭრეს

ამირან გამყრელიძე - ბოქსირებულ პალატებში 3 დამიანია დაკვირვების ქვეშ, რომელთა კლინიკური სურათი სრულად დამაკმაყოფილებელია