საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

26

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
სამხედრო
Faceამბები
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სამინისტრომ შშმ პირის 140-ლარიანი პენსიის ამარა დამტოვა" - ქალი, რომელმაც სიმსივნე დაამარცხა, ჯანდაცვის სამინისტროს გათავისუფლების გამო უჩივის
"სამინისტრომ შშმ პირის 140-ლარიანი პენსიის ამარა დამტოვა" - ქალი, რომელმაც სიმსივნე დაამარცხა, ჯანდაცვის სამინისტროს გათავისუფლების გამო უჩივის

49 წლის ას­მათ მი­ქა­ძე რამ­დე­ნი­მე დღის წინ ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­დან გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს. იგი უწყე­ბა­ში გა­ნათ­ლე­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტის პო­ზი­ცი­ა­ზე 2014 წლი­დან მუ­შა­ობ­და. ამ­ბობს, რომ უსა­მარ­თლოდ, და­უ­სა­ბუ­თებ­ლად გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს და სა­კუ­თა­რი უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვას სა­სა­მარ­თლო­ში აპი­რებს.

ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს ყო­ფილ­მა თა­ნამ­შრო­მელ­მა AMBEBI.GE-სთან უწყე­ბა­ში არ­სე­ბულ ნე­პო­ტიზ­მზე და უთა­ნას­წო­რო გა­რე­მო­ზე ისა­უბ­რა.

"2014 წელს სა­მი­ნის­ტროს გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი ჰქონ­და კონ­კურ­სი. გა­და­ვაგ­ზავ­ნე სა­ჭი­რო დო­კუ­მენ­ტე­ბი, თუმ­ცა გა­სა­უბ­რე­ბა­ზე მივ­ხვდი, რომ კონ­კურ­სი ფაქ­ტობ­რი­ვად, ფორ­მა­ლურ ხა­სი­ათს ატა­რებ­და. იქ უკვე იყ­ვნენ მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­სრუ­ლებ­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც ას­რუ­ლებ­დნენ პო­ზი­ცი­ებ­ზე მო­ვა­ლე­ო­ბებს.

ჩემ­და გა­საკ­ვი­რად, უც­ნობ­მა ქალ­ბა­ტონ­მა ჩა­ი­წე­რა ჩემი ნო­მე­რი და ერთი თვის თავ­ზე და­მი­რე­კა და შე­მომ­თა­ვა­ზა გა­ნათ­ლე­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტის პო­ზი­ცია. სო­ცი­ა­ლუ­რი მომ­სა­ხუ­რე­ბის სა­ა­გენ­ტო­ში იქ­მნე­ბო­და და­საქ­მე­ბის პროგ­რა­მე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტი.

2014 წლის 4 თე­ბერ­ვალს შტატ­გა­რე­შე თა­ნამ­შრო­მე­ლად მი­მი­ღეს. ზღვა სა­მუ­შაო იყო. მომ­ზა­დე­ბა-გა­დამ­ზა­დე­ბის პროგ­რა­მე­ბი უნდა შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი­ყო. მე ვი­ყა­ვი კონ­სულ­ტან­ტი ამ პროგ­რა­მე­ბის შე­მუ­შა­ვე­ბა­ში. შტატ­გა­რე­შე თამ­შრომ­ლის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბამ მა­ინც და მა­ინც არ მომ­ხიბ­ლა, მაგ­რამ უმუ­შევ­რო­ბას მერ­ჩივ­ნა.

დე­პარ­ტა­მენ­ტი და­კომ­პლექტდა სოც­სა­ა­გენ­ტოს თა­ნამ­შრომ­ლე­ბის ბა­ზა­ზე, გა­დაყ­ვა­ნის პრინ­ცი­პით. დარ­ჩე­ნილ ად­გი­ლებ­ზე გა­მო­ცხად­და კონ­კურ­სი, თუმ­ცა კონ­კურ­სით მო­სუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბას ჰყავ­და "პატ­რო­ნე­ბი". მომ­ზა­დე­ბა-გა­დამ­ზა­დე­ბის სა­ხელ­მწი­ფო პროგ­რა­მის ფარ­გლებ­ში გა­ვა­კე­თე 55 პრო­ფე­სია პრო­ფე­სი­უ­ლი ჩარ­ჩო. რო­გორც ავ­ტო­რი, არ­სად არის მი­თი­თე­ბუ­ლი ჩემი სა­ხე­ლი და აწე­რია, რომ მომ­ზად­და სო­ცი­ა­ლუ­რი მომ­სა­ხუ­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს ფარ­გლებ­ში. 100 პრო­ფე­სი­ის პრო­ფე­სი­უ­ლი ჩარ­ჩო, რო­მე­ლიც ასე­ვე მე გა­ვა­კე­თე, ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს ვებ-გვერ­დზე დღემ­დე დევს.

- თქვენ ამ­ბობთ, რომ ილა­ხე­ბო­და თა­ნამ­შრომ­ლის უფ­ლე­ბე­ბი, კონ­კრე­ტუ­ლად რა დარ­ღვე­ვებს აწყდე­ბო­დით მუ­შა­ო­ბის პრო­ცეს­ში? რაში გა­მო­ი­ხა­ტე­ბო­და თა­ნამ­შრომ­ლის უფ­ლე­ბე­ბის შე­ლახ­ვა?

- ვი­ღებ­დი მო­ნა­წი­ლე­ო­ბას ევ­რო­კავ­ში­რის და­ფი­ნან­სე­ბუ­ლი "თვი­ნინ­გის", ე.წ "დაძ­მო­ბი­ლე­ბის" პროგ­რა­მა­ში. ვი­ზი­ა­რებ­დით ევ­რო­პულ გა­მოც­დი­ლე­ბას. ჩემი და ჩემი კო­ლე­გე­ბის გა­მოც­დი­ლე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე იხ­ვე­წე­ბო­და და კეთ­დე­ბო­და ქარ­თუ­ლი და­საქ­მე­ბის პორ­ტა­ლი "ვორ­ქნე­ტი". 2017 წლის პირ­ველ ივ­ნისს გა­მიშ­ვეს დე­პარ­ტა­მენ­ტი­დან და და­საქ­მე­ბის კონ­სულ­ტან­ტად გა­და­მიყ­ვა­ნეს დი­დუ­ბე-ჩუ­ღუ­რე­თის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში. ჩემს შემ­დეგ კი ხუთი შტატ­გა­რე­შე თა­ნამ­შრო­მე­ლი მი­ი­ღეს ამა­ვე დე­პარ­ტა­მენ­ტში.

ჩა­მა­ბა­რეს რუ­ტი­ნუ­ლი სა­მუ­შაო, თუმ­ცა პირ­ნათ­ლად ვა­კე­თებ­დი ყვე­ლა­ფერს. 1 წელი ავად­მყო­ფი ვმუ­შა­ობ­დი, ქი­მი­ო­თე­რა­პი­ის კე­თე­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად. გა­და­ვის­ხამ­დი იმ სა­წამ­ლავს და ვბრუნ­დე­ბო­დი სამ­სა­ხურ­ში. ეს აქ­ტი­უ­რო­ბა და მუ­შა­ო­ბა, უფრო მაძ­ლი­ე­რებ­და.

დი­დუ­ბე-ჩუ­ღუ­რე­თის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში მარ­თლაც ხე­ლის გულ­ზე მა­ტა­რებ­დნენ. ძა­ლი­ან კარ­გად მე­პყრო­ბო­და ყვე­ლა. მინ­და, მად­ლო­ბა ვუ­თხრა ჩემს კო­ლე­გებს და ცენ­ტრის უფ­რო­სებს - და­ვით ბა­ბუ­ცი­ძეს და ალექ­სან­დრე ყელ­ბე­რაშ­ვილს, მათ ჩემ გა­დარ­ჩე­ნა­ში დიდი წვლი­ლი მი­უ­ძღვით.

2019 წლის ბო­ლოს, ბა­ტონ­მა ბი­ძი­ნამ რომ თქვა გა­და­ცე­მა­ში, სა­ზღვარ­გა­რეთ და­საქ­მე­ბა­ში შე­ვუ­წყობთ ხელს ადა­მი­ა­ნებ­სო, შვე­ბუ­ლე­ბა­ში ყოფ­ნი­სას და­მი­რე­კეს, გა­სა­უბ­რე­ბაა 25 დე­კემ­ბერ­სო. გა­ვე­დი გა­სა­უბ­რე­ბა­ზე და მი­თხრეს, რომ დე­პარ­ტა­მენ­ტის ბა­ზა­ზე იქ­მნე­ბა ახა­ლი, და­საქ­მე­ბის სამ­სა­ხუ­რი. ჩა­ა­ტა­რეს გა­სა­უბ­რე­ბა, ვუ­თხა­რი რომ ვარ შშმ პირი, ონ­კო­პა­ცი­ენ­ტი, წარ­ვუდ­გი­ნე ჩემი და­წე­რი­ლი წიგ­ნი, რომ­ლი­თაც ჩემს კომ­პე­ტენ­ცი­ა­ზე შე­ეძ­ლოთ წარ­მოდ­გე­ნა შექ­მნო­და. მაგ­რამ არა­ფე­რი გა­ით­ვა­ლის­წი­ნეს.

- რო­დის და რა არ­გუ­მენ­ტით გა­გა­თა­ვი­სუფ­ლეს სამ­სა­ხუ­რი­დან?

- ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო, სა­დაც არის შრო­მის ინ­სპე­ცია და წე­სით, უნდა იცავ­დნენ შრო­მის უფ­ლე­ბებს, პი­რი­ქით ყო­ველ­დღი­უ­რად არ­ღვევს თა­ნანმშრომ­ლე­ბის უფ­ლე­ბებს.

უწყე­ბა­ში ვი­მუ­შა­ვე ექ­ვსი წელი და ამ ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში შტა­ტი ვერ გა­მო­ნა­ხეს, ამ­დე­ნი ხანი შტატ­გა­რე­შე თა­ნამ­შრო­მე­ლი ვი­ყა­ვი. ჩემი 21 კო­ლე­გა, და­საქ­მე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტი­დან უმუ­შე­ვა­რი და­ტო­ვეს. კი­დევ ბევ­რს გა­უშ­ვე­ბენ, რო­გორც ვიცი. გა­ვი­გე, იუს­ტი­ცი­ის სივ­რცე­ში უნდა გა­ი­ტა­ნონ სო­ცი­ა­ლუ­რი სამ­სა­ხუ­რი და სა­პენ­სი­ოო.

სამი დღის წინ მო­მი­ვი­და შე­ტყო­ბი­ნე­ბა სა­მი­ნის­ტრო­დან, პირ­ვე­ლი თე­ბერ­ვლი­დან არ გა­გიგ­რძელ­დე­ბა ხელ­შეკ­რუ­ლე­ბაო და ფაქ­ტობ­რი­ვად დამ­ტო­ვეს 140 ლა­რის, შშმ პი­რის პენ­სი­ის ამა­რა. ვა­პი­რებ კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბი გა­ვი­ა­რო იუ­რის­ტებ­თან. რამ­დე­ნად სა­მარ­თლი­ა­ნია შშმ პი­რის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა სრუ­ლი­ად და­უ­სა­ბუ­თებ­ლად და არ­გუ­მენ­ტი­რე­ბის გა­რე­შე.

და­საქ­მე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის ბა­ზა­ზე შექ­მნილ სამ­სა­ხურ­ში, პირ­და­პი­რი გა­და­ნიშ­ვნის პრინ­ცი­პით უნდა მომ­ხდა­რი­ყო კად­რე­ბის გა­დაყ­ვა­ნა. ამათ კი ერთი ხე­ლის მოს­მით გა­უშ­ვეს კად­რე­ბი, რო­მელ­თა გა­დამ­ზა­დე­ბა-ტრე­ნინ­გებ­ზე უამ­რა­ვი თან­ხაა და­ხარ­ჯუ­ლი. იმ­დე­ნად სო­ცი­ა­ლუ­რი ადა­მი­ა­ნი ვარ და დამ­თრგუნ­ვე­ლია ჩემი უმუ­შევ­რო­ბა, ასე ცუ­დად მა­შინ არ ვყო­ფილ­ვარ კი­ბოს რომ ვებ­რძო­დი.

ახლა 140 ლა­რის ამა­რა ჩემი და­ტო­ვე­ბა, სა­სიკ­ვდი­ლოდ გა­წირ­ვას უდ­რის. ყვე­ლას­თვის ცნო­ბი­ლია რამ­ხე­ლა ხარ­ჯებ­თან არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ონ­კო­პა­ცი­ენ­ტის მკურ­ნა­ლო­ბა და პერ­მა­ნენ­ტუ­ლი კვლე­ვე­ბი, რო­მე­ლიც სა­სი­ცო­ცხლოდ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ჩემ­თვის.

- რაც შე­ე­ხე­ბა თქვენს სენს, ასე­თი მძი­მე და­ა­ვა­დე­ბის პა­რა­რე­ლუ­რად მუ­შა­ო­ბა არ შე­გი­წყვე­ტი­ათ და სიმ­სივ­ნე და­ა­მარ­ცხეთ. რო­გორ შე­ძე­ლით ეს?

- 2018 წლის თე­ბერ­ვალ­ში და­მიდ­გი­ნეს ავ­თვი­სე­ბი­ა­ნი სიმ­სივ­ნე. სტა­დია მე­ო­რე, აგ­რე­სი­უ­ლო­ბის ფორ­მა მე­ო­რე. უკვე იღ­ლი­ა­ში იყო გა­და­სუ­ლი და ლიმ­ფუ­რი კვან­ძე­ბი ჰქონ­და და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი.

რო­გორ და­ვა­მარ­ცხე? სულ სი­ცილ-სი­ცი­ლით! ჩემ­მა და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბამ გაჭ­რა - კიბო თა­ვი­დან­ვე აღ­ვიქ­ვი მე­გობ­რად და არა მტრად. "ვეს­პა­რინ­გე­ბო­დი" ფა­ტ­ქობ­რი­ვად. რომ გი­თხრათ სრუ­ლად გან­კურ­ნე­ბუ­ლი ვარ­მეთ­ქი, ამის უფ­ლე­ბა არ მაქვს, რად­გან მაქვს სტა­ტუ­სი და ღმერ­თმა ნუ ქნას რე­ცი­დი­ვი მოხ­დეს.

თუმ­ცა, ახლა ყვე­ლა­ფე­რი რიგ­ზეა. სა­ერ­თო ჯამ­ში ექ­ვსი ქი­მი­ო­თე­რა­პია მაქვს გა­კე­თე­ბუ­ლი და 32 სხი­ვუ­რი თე­რა­პია. ერთი წელი გა­ვი­და, რაც მკურ­ნა­ლო­ბას მოვ­რჩი უშუ­ა­ლოდ სიმ­სივ­ნე­ზე. თუმ­ცა, ახლა არის ისე­თი მე­დი­კა­მენ­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც მუდ­მი­ვად უნდა მი­ვი­ღო, ვი­ტა­მი­ნე­ბი, ძვლის დამ­ცა­ვე­ბი და ა.შ.

თმის პრობ­ლე­მა, წარ­ბე­ბის პრობ­ლე­მა, სო­კო­ვა­ნი და­ა­ვა­დე­ბა - ამ ყვე­ლა­ფერს წარ­მოქ­მნის ქი­მი­ო­თე­რა­პია და ამას მკურ­ნა­ლო­ბა სჭირ­დე­ბა.

21-დღი­ა­ნი შუ­ა­ლე­დი იყო ჩემს ქი­მი­ებს შო­რის და უკვე მიჩ­ვე­უ­ლი ვი­ყა­ვი, რომ ექ­ვსი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში 24 სა­ა­თი თავს მუდ­მი­ვად უნდა ებუ­ბუ­ნა, მუდ­მი­ვად შე­უძ­ლოდ უნდა ვყო­ფი­ლი­ყა­ვი და ამას შე­ვეჩ­ვიე. თუმ­ცა, გა­მი­მარ­თლა, ასე თუ ისე დრო­უ­ლად მი­ვე­დი და კარ­გი ექი­მე­ბის ხელ­ში მოვ­ხვდი.

ძა­ლი­ან დიდი როლი ითა­მა­შა ჩემ­მა და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბამ. თმე­ბი რომ დამ­ცვივ­და პა­რი­კიც კი არ გა­მი­კე­თე­ბია, ისე დავ­დი­ო­დი. არა­ნა­ი­რი კომ­პლექ­სი არ მქო­ნია. სულ ვი­ცი­ნო­დი, ვხა­ლი­სობ­დი. აფ­რე­ნო, მე­უბ­ნე­ბოდ­ნენ. თუმ­ცა, და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა, გან­წყო­ბა ყვე­ლაფ­რის წა­მა­ლია და ფაქ­ტი სა­ხე­ზეა - დღეს მე კარ­გად ვარ!

49 წლის ას­მათ მი­ქა­ძის პრე­ტენ­ზი­ებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, AMBEBI.GE-მ დევ­ნილ­თა, შრო­მის, ჯან­მრთე­ლო­ბი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს მი­მარ­თა. უწყე­ბა სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით, ზო­გა­დი, წე­რი­ლო­ბი­თი პა­სუ­ხით შე­მო­ი­ფარ­გლა:

"სა­ქარ­თვე­ლოს ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბი­დან დევ­ნილ­თა, შრო­მის, ჯან­მრთე­ლო­ბი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს სა­ხელ­მწი­ფო კონ­ტროლს დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბულ ზო­გი­ერთ სა­ჯა­რო სა­მარ­თლის იუ­რი­დი­ულ პირ­ში ფუნ­ქცი­ე­ბი­სა და უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბე­ბის გა­და­ნა­წი­ლე­ბას­თან/გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­სა­ტა­რე­ბელ ღო­ნის­ძი­ე­ბა­თა შე­სა­ხებ‘‘ სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის 2019 წლის 10 ოქ­ტომ­ბრის N487 დად­გე­ნი­ლე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე შე­იქ­მნა სა­ჯა­რო სა­მარ­თლის იუ­რი­დი­უ­ლი პირი - და­საქ­მე­ბის ხელ­შე­წყო­ბის სა­ხელ­მწი­ფო სა­ა­გენ­ტო.

შე­სა­ბა­მი­სად, სო­ცი­ა­ლუ­რი მომ­სა­ხუ­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს ჩა­მო­ერ­თვა და­საქ­მე­ბის ხელ­შე­წყო­ბის მომ­სა­ხუ­რე­ბე­ბის შეს­რუ­ლე­ბის უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა და ფუნ­ქცი­ე­ბი. აღ­ნიშ­ნუ­ლი ფუნ­ქცი­ე­ბი გა­და­ე­ცა სსიპ და­საქ­მე­ბის ხელ­შე­წყო­ბის სა­ხელ­მწი­ფო სა­ა­გენ­ტოს.

თა­ნამ­შრომ­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც სო­ცი­ა­ლუ­რი მომ­სა­ხუ­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს და­საქ­მე­ბის პროგ­რა­მე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტში ას­რუ­ლებ­დნენ და­საქ­მე­ბის ხელ­შე­წყო­ბის მომ­სა­ხუ­რე­ბე­ბის გა­სა­წე­ვად სა­ჭი­რო სა­მუ­შა­ოს კა­ნონ­მდებ­ლო­ბით გან­სა­ზღვრუ­ლი წე­სე­ბის სრუ­ლი დაც­ვით, კერ­ძოდ: „სა­ქარ­თვე­ლოს შრო­მის კო­დექ­სის“ 37-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი პუნ­ქტის „ა“ ქვე­პუნ­ქტის და 38 მუხ­ლის მე-2 პუნ­ქტის შე­სა­ბა­მი­სად გა­თა­ვი­სუფ­ლდნენ და­კა­ვე­ბუ­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბე­ბი­დან.

ზე­მო­აღ­ნიშ­ნუ­ლი რე­ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ფარ­გლებ­ში სა­ა­გენ­ტოს და­თხოვ­ნი­ლი თა­ნამ­შრომ­ლე­ბი კა­ნონ­მდებ­ლო­ბის შე­სა­ბა­მი­სად მი­ი­ღე­ბენ მათი ორი თვის ხელ­ფა­სის ოდე­ნო­ბის ფუ­ლად კომ­პენ­სა­ცი­ას" - ნათ­ქვა­მია სა­მი­ნის­ტროს მიერ გა­მოგ­ზავ­ნილ წე­რილ­ში.

მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
z
4

საქოცეთი

ნანა
0

არაჩვეულებრივი ადამიანია,დიდი ხანია ვიცნობ.ყველაფერს თავისით მიაღწია ყოველგვარი დახმარების გარეშე.ასეთი უსამართლობა მართლაც ამაზრზენია!

რუბრიკის სხვა სიახლეები
ავტორი:

"სამინისტრომ შშმ პირის 140-ლარიანი პენსიის ამარა დამტოვა" - ქალი, რომელმაც სიმსივნე დაამარცხა, ჯანდაცვის სამინისტროს გათავისუფლების გამო უჩივის

"სამინისტრომ შშმ პირის 140-ლარიანი პენსიის ამარა დამტოვა" - ქალი, რომელმაც სიმსივნე დაამარცხა, ჯანდაცვის სამინისტროს გათავისუფლების გამო უჩივის

49 წლის ასმათ მიქაძე რამდენიმე დღის წინ ჯანდაცვის სამინისტროდან გაათავისუფლეს. იგი უწყებაში განათლების სპეციალისტის პოზიციაზე 2014 წლიდან მუშაობდა. ამბობს, რომ უსამართლოდ, დაუსაბუთებლად გაათავისუფლეს და საკუთარი უფლებების დაცვას სასამართლოში აპირებს.

ჯანდაცვის სამინისტროს ყოფილმა თანამშრომელმა AMBEBI.GE-სთან უწყებაში არსებულ ნეპოტიზმზე და უთანასწორო გარემოზე ისაუბრა.

"2014 წელს სამინისტროს გამოცხადებული ჰქონდა კონკურსი. გადავაგზავნე საჭირო დოკუმენტები, თუმცა გასაუბრებაზე მივხვდი, რომ კონკურსი ფაქტობრივად, ფორმალურ ხასიათს ატარებდა. იქ უკვე იყვნენ მოვალეობის შემსრულებლები, რომლებიც ასრულებდნენ პოზიციებზე მოვალეობებს.

ჩემდა გასაკვირად, უცნობმა ქალბატონმა ჩაიწერა ჩემი ნომერი და ერთი თვის თავზე დამირეკა და შემომთავაზა განათლების სპეციალისტის პოზიცია. სოციალური მომსახურების სააგენტოში იქმნებოდა დასაქმების პროგრამების დეპარტამენტი.

2014 წლის 4 თებერვალს შტატგარეშე თანამშრომელად მიმიღეს. ზღვა სამუშაო იყო. მომზადება-გადამზადების პროგრამები უნდა შემუშავებულიყო. მე ვიყავი კონსულტანტი ამ პროგრამების შემუშავებაში. შტატგარეშე თამშრომლის ხელშეკრულებამ მაინც და მაინც არ მომხიბლა, მაგრამ უმუშევრობას მერჩივნა.

დეპარტამენტი დაკომპლექტდა სოცსააგენტოს თანამშრომლების ბაზაზე, გადაყვანის პრინციპით. დარჩენილ ადგილებზე გამოცხადდა კონკურსი, თუმცა კონკურსით მოსული ადამიანების უმრავლესობას ჰყავდა "პატრონები". მომზადება-გადამზადების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გავაკეთე 55 პროფესია პროფესიული ჩარჩო. როგორც ავტორი, არსად არის მითითებული ჩემი სახელი და აწერია, რომ მომზადდა სოციალური მომსახურების სააგენტოს ფარგლებში. 100 პროფესიის პროფესიული ჩარჩო, რომელიც ასევე მე გავაკეთე, ჯანდაცვის სამინისტროს ვებ-გვერდზე დღემდე დევს.

- თქვენ ამბობთ, რომ ილახებოდა თანამშრომლის უფლებები, კონკრეტულად რა დარღვევებს აწყდებოდით მუშაობის პროცესში? რაში გამოიხატებოდა თანამშრომლის უფლებების შელახვა?

- ვიღებდი მონაწილეობას ევროკავშირის დაფინანსებული "თვინინგის", ე.წ "დაძმობილების" პროგრამაში. ვიზიარებდით ევროპულ გამოცდილებას. ჩემი და ჩემი კოლეგების გამოცდილებიდან გამომდინარე იხვეწებოდა და კეთდებოდა ქართული დასაქმების პორტალი "ვორქნეტი". 2017 წლის პირველ ივნისს გამიშვეს დეპარტამენტიდან და დასაქმების კონსულტანტად გადამიყვანეს დიდუბე-ჩუღურეთის განყოფილებაში. ჩემს შემდეგ კი ხუთი შტატგარეშე თანამშრომელი მიიღეს ამავე დეპარტამენტში.

ჩამაბარეს რუტინული სამუშაო, თუმცა პირნათლად ვაკეთებდი ყველაფერს. 1 წელი ავადმყოფი ვმუშაობდი, ქიმიოთერაპიის კეთების პარალელურად. გადავისხამდი იმ საწამლავს და ვბრუნდებოდი სამსახურში. ეს აქტიურობა და მუშაობა, უფრო მაძლიერებდა.

დიდუბე-ჩუღურეთის განყოფილებაში მართლაც ხელის გულზე მატარებდნენ. ძალიან კარგად მეპყრობოდა ყველა. მინდა, მადლობა ვუთხრა ჩემს კოლეგებს და ცენტრის უფროსებს - დავით ბაბუციძეს და ალექსანდრე ყელბერაშვილს, მათ ჩემ გადარჩენაში დიდი წვლილი მიუძღვით.

2019 წლის ბოლოს, ბატონმა ბიძინამ რომ თქვა გადაცემაში, საზღვარგარეთ დასაქმებაში შევუწყობთ ხელს ადამიანებსო, შვებულებაში ყოფნისას დამირეკეს, გასაუბრებაა 25 დეკემბერსო. გავედი გასაუბრებაზე და მითხრეს, რომ დეპარტამენტის ბაზაზე იქმნება ახალი, დასაქმების სამსახური. ჩაატარეს გასაუბრება, ვუთხარი რომ ვარ შშმ პირი, ონკოპაციენტი, წარვუდგინე ჩემი დაწერილი წიგნი, რომლითაც ჩემს კომპეტენციაზე შეეძლოთ წარმოდგენა შექმნოდა. მაგრამ არაფერი გაითვალისწინეს.

- როდის და რა არგუმენტით გაგათავისუფლეს სამსახურიდან?

- ჯანდაცვის სამინისტრო, სადაც არის შრომის ინსპეცია და წესით, უნდა იცავდნენ შრომის უფლებებს, პირიქით ყოველდღიურად არღვევს თანანმშრომლების უფლებებს.

უწყებაში ვიმუშავე ექვსი წელი და ამ ხნის განმავლობაში შტატი ვერ გამონახეს, ამდენი ხანი შტატგარეშე თანამშრომელი ვიყავი. ჩემი 21 კოლეგა, დასაქმების დეპარტამენტიდან უმუშევარი დატოვეს. კიდევ ბევრს გაუშვებენ, როგორც ვიცი. გავიგე, იუსტიციის სივრცეში უნდა გაიტანონ სოციალური სამსახური და საპენსიოო.

სამი დღის წინ მომივიდა შეტყობინება სამინისტროდან, პირველი თებერვლიდან არ გაგიგრძელდება ხელშეკრულებაო და ფაქტობრივად დამტოვეს 140 ლარის, შშმ პირის პენსიის ამარა. ვაპირებ კონსულტაციები გავიარო იურისტებთან. რამდენად სამართლიანია შშმ პირის გათავისუფლება სრულიად დაუსაბუთებლად და არგუმენტირების გარეშე.

დასაქმების დეპარტამენტის ბაზაზე შექმნილ სამსახურში, პირდაპირი გადანიშვნის პრინციპით უნდა მომხდარიყო კადრების გადაყვანა. ამათ კი ერთი ხელის მოსმით გაუშვეს კადრები, რომელთა გადამზადება-ტრენინგებზე უამრავი თანხაა დახარჯული. იმდენად სოციალური ადამიანი ვარ და დამთრგუნველია ჩემი უმუშევრობა, ასე ცუდად მაშინ არ ვყოფილვარ კიბოს რომ ვებრძოდი.

ახლა 140 ლარის ამარა ჩემი დატოვება, სასიკვდილოდ გაწირვას უდრის. ყველასთვის ცნობილია რამხელა ხარჯებთან არის დაკავშირებული ონკოპაციენტის მკურნალობა და პერმანენტული კვლევები, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩემთვის.

- რაც შეეხება თქვენს სენს, ასეთი მძიმე დაავადების პარარელურად მუშაობა არ შეგიწყვეტიათ და სიმსივნე დაამარცხეთ. როგორ შეძელით ეს?

- 2018 წლის თებერვალში დამიდგინეს ავთვისებიანი სიმსივნე. სტადია მეორე, აგრესიულობის ფორმა მეორე. უკვე იღლიაში იყო გადასული და ლიმფური კვანძები ჰქონდა დაზიანებული.

როგორ დავამარცხე? სულ სიცილ-სიცილით! ჩემმა დამოკიდებულებამ გაჭრა - კიბო თავიდანვე აღვიქვი მეგობრად და არა მტრად. "ვესპარინგებოდი" ფატქობრივად. რომ გითხრათ სრულად განკურნებული ვარმეთქი, ამის უფლება არ მაქვს, რადგან მაქვს სტატუსი და ღმერთმა ნუ ქნას რეციდივი მოხდეს.

თუმცა, ახლა ყველაფერი რიგზეა. საერთო ჯამში ექვსი ქიმიოთერაპია მაქვს გაკეთებული და 32 სხივური თერაპია. ერთი წელი გავიდა, რაც მკურნალობას მოვრჩი უშუალოდ სიმსივნეზე. თუმცა, ახლა არის ისეთი მედიკამენტები, რომლებიც მუდმივად უნდა მივიღო, ვიტამინები, ძვლის დამცავები და ა.შ.

თმის პრობლემა, წარბების პრობლემა, სოკოვანი დაავადება - ამ ყველაფერს წარმოქმნის ქიმიოთერაპია და ამას მკურნალობა სჭირდება.

21-დღიანი შუალედი იყო ჩემს ქიმიებს შორის და უკვე მიჩვეული ვიყავი, რომ ექვსი თვის განმავლობაში 24 საათი თავს მუდმივად უნდა ებუბუნა, მუდმივად შეუძლოდ უნდა ვყოფილიყავი და ამას შევეჩვიე. თუმცა, გამიმართლა, ასე თუ ისე დროულად მივედი და კარგი ექიმების ხელში მოვხვდი.

ძალიან დიდი როლი ითამაშა ჩემმა დამოკიდებულებამ. თმები რომ დამცვივდა პარიკიც კი არ გამიკეთებია, ისე დავდიოდი. არანაირი კომპლექსი არ მქონია. სულ ვიცინოდი, ვხალისობდი. აფრენო, მეუბნებოდნენ. თუმცა, დამოკიდებულება, განწყობა ყველაფრის წამალია და ფაქტი სახეზეა - დღეს მე კარგად ვარ!

49 წლის ასმათ მიქაძის პრეტენზიებთან დაკავშირებით, AMBEBI.GE-მ დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიმართა. უწყება საკითხთან დაკავშირებით, ზოგადი, წერილობითი პასუხით შემოიფარგლა:

"საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ ზოგიერთ საჯარო სამართლის იურიდიულ პირში ფუნქციებისა და უფლებამოსილებების გადანაწილებასთან/განხორციელებასთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ‘‘ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 10 ოქტომბრის N487 დადგენილების საფუძველზე შეიქმნა საჯარო სამართლის იურიდიული პირი - დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო.

შესაბამისად, სოციალური მომსახურების სააგენტოს ჩამოერთვა დასაქმების ხელშეწყობის მომსახურებების შესრულების უფლებამოსილება და ფუნქციები. აღნიშნული ფუნქციები გადაეცა სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს.

თანამშრომლები, რომლებიც სოციალური მომსახურების სააგენტოს დასაქმების პროგრამების დეპარტამენტში ასრულებდნენ დასაქმების ხელშეწყობის მომსახურებების გასაწევად საჭირო სამუშაოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესების სრული დაცვით, კერძოდ: „საქართველოს შრომის კოდექსის“ 37-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის და 38 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად გათავისუფლდნენ დაკავებული თანამდებობებიდან.

ზემოაღნიშნული რეორგანიზაციის ფარგლებში სააგენტოს დათხოვნილი თანამშრომლები კანონმდებლობის შესაბამისად მიიღებენ მათი ორი თვის ხელფასის ოდენობის ფულად კომპენსაციას" - ნათქვამია სამინისტროს მიერ გამოგზავნილ წერილში.

"ჩინეთიდან ჩამოსულ მამაკაცს პნევმონია არ აქვს, რაც ამცირებს, მაგრამ არ გამორიცხავს კორონავირუსის ინფექციის ალბათობას"

როგორი ამინდი იქნება უახლოესი დღეები საქართველოში - 8-10 თებერვალს ტემპერატურა მკვეთრად დაიკლებს

"ინფექციურში შემოყვანილ ჩინელ მამაკაცს მწვავე რესპირატორული ინფექცია აქვს და არსებობს ალბათობა, რომ ინფიცირებული იყოს კორონავირუსით"