მეცნიერება
მსოფლიო
პოლიტიკა

26

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჩინელებმა ორ დღეში დაასრულეს შენობის რეკონსტრუქცია, სადაც კორონავირუსით დაავადებულთათვის 1000-საწოლიანი კლინიკა გაიხსნა
ჩინელებმა ორ დღეში დაასრულეს შენობის რეკონსტრუქცია, სადაც კორონავირუსით დაავადებულთათვის 1000-საწოლიანი კლინიკა  გაიხსნა

ჩი­ნეთ­ში, სპე­ცი­ა­ლუ­რად კო­რო­ნა­ვირუ­სით და­ა­ვა­დე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის, პირ­ვე­ლი სა­ა­ვად­მყო­ფო გა­იხ­სნა, რო­მე­ლიც 1000 პა­ცი­ენტზეა გათ­ვლი­ლი. აღ­სა­ნიშ­ნა­ვი ის არის, რომ შე­ნო­ბა, სა­დაც სა­ა­ვად­მყო­ფო გახ­სნეს, დას­რუ­ლე­ბუ­ლი არ იყო და მისი რე­კონ­სტრუქ­ცია ჩი­ნე­ლებ­მა 48 სა­ათ­ში შეძ­ლეს.

კლი­ნი­კა ქა­ლაქ უხან­ში გა­იხ­სნა და რო­გორც Daily Mail წერს, მას Dabie Mountain Regional Medical Centre ჰქვია.

გარ­და სა­რე­მონ­ტო სა­მუ­შა­ო­ე­ბი­სა, კლი­ნი­კა ყვე­ლა სა­ჭი­რო ინ­ვენ­ტა­რით 48 სა­ათ­ში აღ­ჭურ­ვეს.

ჩი­ნე­ლებ­მა შე­ნო­ბის რე­კონ­სტრუქ­ცია 48 სა­ათ­ში შეძ­ლეს

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ შე­ნო­ბა­ში ისე­დაც კლი­ნი­კის გან­თავ­სე­ბა იგეგ­მე­ბო­და, თუმ­ცა სა­მუ­შა­ო­ე­ბი დამ­თავ­რე­ბუ­ლი არ იყო და ვა­რა­უ­დობ­დნენ, რომ მის გახ­სნას 2020 წლის მა­ის­ში შეძ­ლებ­დნენ.

ად­გი­ლობ­რი­ვი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ცნო­ბით, სა­მუ­შა­ო­ე­ბი დაჩ­ქა­რე­ბუ­ლი ტემ­პით შა­ბათს და­ი­წყო. ორ­შა­ბათს კი, უკვე გა­იხ­სნა. მო­ხა­ლი­სე­ებ­მა მი­ი­ტა­ნეს სა­წო­ლე­ბი, შე­იყ­ვა­ნეს წყა­ლი, ელექტრო­ე­ნერ­გია და ასე­ვე ინ­ტერ­ნე­ტი.

კლი­ნი­კა აღ­ჭურ­ვეს ელექტრო­ე­ნერ­გი­ი­თა და ინ­ტერ­ნე­ტით

მო­ხა­ლი­სე­ებ­მა კლი­ნი­კა­ში სა­წო­ლე­ბი მი­ი­ტა­ნეს

გარ­და ამი­სა, უხან­ში დაჩ­ქა­რე­ბუ­ლი ტემ­პით აშე­ნე­ბენ ახალ სა­ა­ვად­მყო­ფო­საც, რო­მე­ლიც ასე­ვე 1000 პა­ცი­ენტზე იქ­ნე­ბა გათ­ვლი­ლი. სა­მუ­შა­ო­ებს ათო­ბით ბულ­დო­ზე­რი ას­რუ­ლებს და ჩი­ნე­ლე­ბი მის გახ­სნას თე­ბერ­ვლის შუა რი­ცხვე­ბის­თვის გეგ­მა­ვენ.

რო­გორც ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ამ­ბობს, კლი­ნი­კის ასა­შე­ნებ­ლად 10 დღე სჭირ­დე­ბათ. თუმ­ცა, ეს იქ­ნე­ბა ასა­წყო­ბი შე­ნო­ბა, რომ­ლის აგე­ბაც, მარ­თა­ლია, სწრა­ფა­დაა შე­საძ­ლე­ბე­ლი, მაგ­რამ ამავდრო­უ­ლად, ძა­ლი­ან ძვი­რი ჯდე­ბა.

ფო­ტო­კო­ლა­ჟი, რო­მელ­საც Business Insider ავ­რცე­ლებს. მას­ზე ასა­ხუ­ლია სა­ა­ვად­მყო­ფოს მშე­ნებ­ლო­ბის პირ­ვე­ლი დღე და ორ დღე­ში მიღ­წე­უ­ლი შე­დე­გი
მკითხველის კომენტარები / 29 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
zurabi
7

ა ამათ შეხედე რა და საქართველოში რომ რამე მოხდეს გაწყვეტილები ვართ და ეგაა ჩვენ ალბათ ასეთ რამეს 200 წლის მერეც ვერ მოვახერხებთ.

nugzari
15

ჩვენ უნიათო მთავრობას 48 წელი დასჭირდებოდათ , ჯერ კარგად შეჭამდნენ ბიუჯეტის ფულს 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან
ავტორი:

ჩინელებმა ორ დღეში დაასრულეს შენობის რეკონსტრუქცია, სადაც კორონავირუსით დაავადებულთათვის 1000-საწოლიანი კლინიკა გაიხსნა

ჩინელებმა ორ დღეში დაასრულეს შენობის რეკონსტრუქცია, სადაც კორონავირუსით დაავადებულთათვის 1000-საწოლიანი კლინიკა  გაიხსნა

ჩინეთში, სპეციალურად კორონავირუსით დაავადებული ადამიანებისთვის, პირველი საავადმყოფო გაიხსნა, რომელიც 1000 პაციენტზეა გათვლილი. აღსანიშნავი ის არის, რომ შენობა, სადაც საავადმყოფო გახსნეს, დასრულებული არ იყო და მისი რეკონსტრუქცია ჩინელებმა 48 საათში შეძლეს.

კლინიკა ქალაქ უხანში გაიხსნა და როგორც Daily Mail წერს, მას Dabie Mountain Regional Medical Centre ჰქვია.

გარდა სარემონტო სამუშაოებისა, კლინიკა ყველა საჭირო ინვენტარით 48 საათში აღჭურვეს.

ჩინელებმა შენობის რეკონსტრუქცია 48 საათში შეძლეს

აღსანიშნავია, რომ შენობაში ისედაც კლინიკის განთავსება იგეგმებოდა, თუმცა სამუშაოები დამთავრებული არ იყო და ვარაუდობდნენ, რომ მის გახსნას 2020 წლის მაისში შეძლებდნენ.

ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, სამუშაოები დაჩქარებული ტემპით შაბათს დაიწყო. ორშაბათს კი, უკვე გაიხსნა. მოხალისეებმა მიიტანეს საწოლები, შეიყვანეს წყალი, ელექტროენერგია და ასევე ინტერნეტი.

კლინიკა აღჭურვეს ელექტროენერგიითა და ინტერნეტით

მოხალისეებმა კლინიკაში საწოლები მიიტანეს

გარდა ამისა, უხანში დაჩქარებული ტემპით აშენებენ ახალ საავადმყოფოსაც, რომელიც ასევე 1000 პაციენტზე იქნება გათვლილი. სამუშაოებს ათობით ბულდოზერი ასრულებს და ჩინელები მის გახსნას თებერვლის შუა რიცხვებისთვის გეგმავენ.

როგორც ხელისუფლება ამბობს, კლინიკის ასაშენებლად 10 დღე სჭირდებათ. თუმცა, ეს იქნება ასაწყობი შენობა, რომლის აგებაც, მართალია, სწრაფადაა შესაძლებელი, მაგრამ ამავდროულად, ძალიან ძვირი ჯდება.

ფოტოკოლაჟი, რომელსაც Business Insider ავრცელებს. მასზე ასახულია საავადმყოფოს მშენებლობის პირველი დღე და ორ დღეში მიღწეული შედეგი

კანარის კუნძულებს ქვიშის ქარიშხალმა გადაუარა - ფოტოები სტიქიის ზონიდან

"თითქოს სამყაროს აღსასრული დადგა" -  ფოტოები იტალიის ქალაქებიდან, რომლებიც კორონავირუსის გამო იზოლირებულია

ქვეყნები, სადაც კორონავირუსია გავრცელებული - გარდაცვლილთა და დაინფიცირებულთა უახლესი მონაცემები მსოფლიოში