სპორტი
საზოგადოება
მეცნიერება

26

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა
სამხედრო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
აშშ-ში საშვილოსნოს გადანერგვის შემდეგ ქალმა ბავშვი გააჩინა - "გარდაცვლილის საშვილოსნო გადავუნერგეთ“
აშშ-ში საშვილოსნოს გადანერგვის შემდეგ ქალმა ბავშვი გააჩინა - "გარდაცვლილის საშვილოსნო გადავუნერგეთ“

თა­ნა­მედ­რო­ვე მე­დი­ცი­ნის მიღ­წე­ვე­ბის შე­დე­გად უშ­ვი­ლო­ბა აღა­რაა მო­უგ­ვა­რე­ბე­ლი პრობ­ლე­მა. ამე­რი­კელ­მა მე­დი­კო­სებ­მა ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით კი­დევ ერთ წარ­მა­ტე­ბას მი­აღ­წი­ეს - ქალს გარ­დაც­ვლი­ლი დო­ნო­რის საშ­ვი­ლოს­ნო გა­და­უ­ნერ­გეს, შე­დე­გად კი, მან შვი­ლის გა­ჩე­ნა შეძ­ლო. ინ­ფორ­მა­ცი­ას ამის შე­სა­ხებ BBC ავ­რცე­ლებს.

ჯე­ნი­ფერ გობ­რეჰტს 17 წლის ასაკ­ში უთხრეს, რომ უნა­ყო­ფო იყო და ბავ­შვს ვე­რას­დროს გა­ა­ჩენ­და, მაგ­რამ 2019 წლის ნო­ემ­ბერ­ში, 33 წლის ასაკ­ში ის დედა გახ­და. ჯე­ნი­ფერ­მა შვი­ლი საშ­ვი­ლოს­ნოს გა­და­ნერგვის შე­დე­გად გა­ა­ჩი­ნა. აშშ-ში ამ პრო­ცე­დუ­რის გა­მო­ყე­ნე­ბით ბავ­შვის და­ბა­დე­ბის ეს უკვე მე­ო­რე შემ­თხვე­ვაა.

"ათი წლის წინ ამ ქალს ექი­მებ­მა უთხრეს, რომ უნა­ყო­ფო იყო და რომ შვი­ლი არა­სო­დეს გა­უჩ­ნდე­ბო­და. ამის შემ­დეგ ის უბ­რა­ლოდ ცდი­ლობ­და, რომ რე­ა­ლო­ბას შეჩ­ვე­ო­და, მაგ­რამ საშ­ვი­ლოს­ნოს ტრან­სპლან­ტა­ცი­ის პრო­ცე­დუ­რის შე­დე­გად შვი­ლი გა­ა­ჩი­ნა. მას გარ­დაც­ვლი­ლი დო­ნო­რის საშ­ვი­ლოს­ნო გა­და­ვუ­ნერ­გეთ“, -ამ­ბობს ექი­მი კეტ­ლინ ო’ნილი.

ტრან­სპლან­ტა­ცი­ი­დან ათი დღის შემ­დეგ საშ­ვი­ლოს­ნო­ში გა­ნა­ყო­ფი­ე­რე­ბუ­ლი კვერ­ცხუ­ჯრე­დი შე­იყ­ვა­ნეს. ყვე­ლა პრო­ცე­დუ­რა წარ­მა­ტე­ბუ­ლი აღ­მოჩ­ნდა და ჯე­ნი­ფერ­სა და მის მე­უღ­ლეს ვაჟი შე­ე­ძი­ნათ.

პრო­ცე­დუ­რა პენ­სილ­ვა­ნი­ის კლი­ნი­კა­ში ჩა­ტარ­და. ამა­ვე კლი­ნი­კის ექი­მებს კი­დევ ხუთი პა­ცი­ენ­ტი ჰყავთ, რო­მელ­თათ­ვი­საც საშ­ვი­ლოს­ნოს გა­და­ნერგვას გეგ­მა­ვენ.

"ჩემი ქმრის­თვის და ჩემ­თვის უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი იყო გა­მოგ­ვე­ცა­და ის თავ­გა­და­სა­ვა­ლი, რა­საც მშობ­ლად გახ­დო­მამ­დე მიჰ­ყავ­ხარ. როცა ხე­დავ, რომ შენ გარ­შე­მო ადა­მი­ა­ნე­ბის უმე­ტე­სო­ბას ეს გა­მოც­დი­ლე­ბა აქვს, შენც გინ­და, რომ მსგავ­სი რამ გა­მოს­ცა­დო“, - ამ­ბობს ახალ­ბე­და დედა.

ბავ­შვის და­ბა­დე­ბის შემ­დეგ ქალს გა­და­ნერ­გი­ლი საშ­ვი­ლოს­ნო კვლავ ამო­უ­ღეს. ექი­მე­ბის თქმით, ქა­ლებს, რომ­ლე­ბიც საშ­ვი­ლოს­ნოს სხვა­დას­ხვა და­ა­ვა­დე­ბე­ბის გამო შვი­ლის გა­ჩე­ნა არ შე­უძ­ლი­ათ, ეს პრო­ცუ­დუ­რა და­ეხ­მა­რე­ბა და ბავ­შვის გა­ჩე­ნის შანსს მის­ცემს.

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ზურა
2

თბილისშიც ონკოლოგიურში 20 წლის უკან მუშაობდა ექიმი, რომელიც უფრო რთულ უნიკალურ ოპერაციებს აკეთებდა. შარდის ბუშტი და საშვილოსნოც შეუცვლია ნაწლავით. მისი პაციენტები ახლაც კარგად გრძნობენ თავს.

123
4

ჰო ისიც თბილისელი ყოფილა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან
ავტორი:

აშშ-ში საშვილოსნოს გადანერგვის შემდეგ ქალმა ბავშვი გააჩინა - "გარდაცვლილის საშვილოსნო გადავუნერგეთ“

აშშ-ში საშვილოსნოს გადანერგვის შემდეგ ქალმა ბავშვი გააჩინა - "გარდაცვლილის საშვილოსნო გადავუნერგეთ“

თანამედროვე მედიცინის მიღწევების შედეგად უშვილობა აღარაა მოუგვარებელი პრობლემა. ამერიკელმა მედიკოსებმა ამ მიმართულებით კიდევ ერთ წარმატებას მიაღწიეს - ქალს გარდაცვლილი დონორის საშვილოსნო გადაუნერგეს, შედეგად კი, მან შვილის გაჩენა შეძლო. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.

ჯენიფერ გობრეჰტს 17 წლის ასაკში უთხრეს, რომ უნაყოფო იყო და ბავშვს ვერასდროს გააჩენდა, მაგრამ 2019 წლის ნოემბერში, 33 წლის ასაკში ის დედა გახდა. ჯენიფერმა შვილი საშვილოსნოს გადანერგვის შედეგად გააჩინა. აშშ-ში ამ პროცედურის გამოყენებით ბავშვის დაბადების ეს უკვე მეორე შემთხვევაა.

"ათი წლის წინ ამ ქალს ექიმებმა უთხრეს, რომ უნაყოფო იყო და რომ შვილი არასოდეს გაუჩნდებოდა. ამის შემდეგ ის უბრალოდ ცდილობდა, რომ რეალობას შეჩვეოდა, მაგრამ საშვილოსნოს ტრანსპლანტაციის პროცედურის შედეგად შვილი გააჩინა. მას გარდაცვლილი დონორის საშვილოსნო გადავუნერგეთ“, -ამბობს ექიმი კეტლინ ო’ნილი.

ტრანსპლანტაციიდან ათი დღის შემდეგ საშვილოსნოში განაყოფიერებული კვერცხუჯრედი შეიყვანეს. ყველა პროცედურა წარმატებული აღმოჩნდა და ჯენიფერსა და მის მეუღლეს ვაჟი შეეძინათ.

პროცედურა პენსილვანიის კლინიკაში ჩატარდა. ამავე კლინიკის ექიმებს კიდევ ხუთი პაციენტი ჰყავთ, რომელთათვისაც საშვილოსნოს გადანერგვას გეგმავენ.

"ჩემი ქმრისთვის და ჩემთვის უმნიშვნელოვანესი იყო გამოგვეცადა ის თავგადასავალი, რასაც მშობლად გახდომამდე მიჰყავხარ. როცა ხედავ, რომ შენ გარშემო ადამიანების უმეტესობას ეს გამოცდილება აქვს, შენც გინდა, რომ მსგავსი რამ გამოსცადო“, - ამბობს ახალბედა დედა.

ბავშვის დაბადების შემდეგ ქალს გადანერგილი საშვილოსნო კვლავ ამოუღეს. ექიმების თქმით, ქალებს, რომლებიც საშვილოსნოს სხვადასხვა დაავადებების გამო შვილის გაჩენა არ შეუძლიათ, ეს პროცუდურა დაეხმარება და ბავშვის გაჩენის შანსს მისცემს.