პოლიტიკა
მსოფლიო

26

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
სამხედრო
Faceამბები
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვლადიმერ ზელენსკი ირანში უკრაინული ბოინგის კატასტროფას ეხმაურება
ვლადიმერ ზელენსკი ირანში უკრაინული ბოინგის კატასტროფას ეხმაურება

უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტი ვლა­დი­მერ ზე­ლენ­სკი ირან­ში უკ­რა­ი­ნუ­ლი სამ­გზავ­რო თვითმფრი­ნა­ვის კა­ტას­ტრო­ფას ეხ­მა­უ­რე­ბა.

პრე­ზი­დენ­ტის Telegram-ის გვერ­დზე გან­ცხა­დე­ბა გავ­რცელ­და:

"სა­ში­ნე­ლი ამ­ბა­ვი ახლო აღ­მო­სავ­ლე­თი­დან - დღეს დი­ლით, იმამ ჰო­მე­ი­ნის სა­ერ­თა­შო­რი­სო აე­რო­პორ­ტი­დან აფ­რე­ნის შემ­დეგ, ავი­ა­კომ­პა­ნია "უკ­რა­ი­ნის სა­ერ­თა­შო­რი­სო ავი­ა­ხა­ზე­ბის" თვითმფრი­ნავ­მა კა­ტას­ტრო­ფა გა­ნი­ცა­და და აე­რო­პორტთან ახ­ლოს ჩა­მო­ვარ­და.

ჩვე­ნი სა­ელ­ჩო აზუს­ტებს ინ­ფორ­მა­ცი­ას ტრა­გე­დი­ის მი­ზე­ზე­ბი­სა და და­ღუ­პულ­თა სი­ე­ბის შე­სა­ხებ" - წერს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ზე­ლენ­სკი.

პრე­ზი­დენ­ტმა გა­მოთ­ქვა ღრმა მწუ­ხა­რე­ბა ტრა­გე­დი­ის გამო და და­ღუ­პულ­თა ახ­ლობ­ლებს მი­უ­სამ­ძიმ­რა.

დღეს ირან­ში უკ­რა­ი­ნის სა­ერ­თა­შო­რი­სო ავი­ა­ხა­ზე­ბის კუთ­ვნილ­მა ბო­ინგ-737-ის ტი­პის თვითმფრი­ნავ­მა კა­ტას­ტრო­ფა გა­ნი­ცა­და. თვითმფრი­ნა­ვი, რო­მე­ლიც კი­ევ­ში უნდა გამ­გზავ­რე­ბუ­ლი­ყო, იმამ ხო­მე­ი­ნის აე­რო­პორ­ტი­დან აფ­რე­ნი­დან მა­ლე­ვე ჩა­მო­ვარ­და. ავი­ა­კა­ტას­ტრო­ფის მი­ზე­ზი ჯერ­ჯე­რო­ბით უც­ნო­ბია.

ირა­ნის სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის ხელ­მძღვა­ნე­ლის თქმით, აე­რო­პორტთან ახ­ლოს, სა­დაც თვითმფრი­ნავს ცე­ცხლი უკი­დია, სა­მაშ­ვე­ლო ჯგუ­ფე­ბი მუ­შა­ო­ბენ.

არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბორტზე მყო­ფი 180-ვე ადა­მი­ა­ნი გარ­და­იც­ვა­ლა.

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
saqartvelos rigiti moqalaqe
0

ვუსამძიმრებ დაღუპულტა ოჯახებს და უკრაინელ ხალხს!

Elisabedi
0

Vcuxvar dzalian((((

ავტორი:

ვლადიმერ ზელენსკი ირანში უკრაინული ბოინგის კატასტროფას ეხმაურება

ვლადიმერ ზელენსკი ირანში უკრაინული ბოინგის კატასტროფას ეხმაურება

უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმერ ზელენსკი ირანში უკრაინული სამგზავრო თვითმფრინავის კატასტროფას ეხმაურება.

პრეზიდენტის Telegram-ის გვერდზე განცხადება გავრცელდა:

"საშინელი ამბავი ახლო აღმოსავლეთიდან - დღეს დილით, იმამ ჰომეინის საერთაშორისო აეროპორტიდან აფრენის შემდეგ, ავიაკომპანია "უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების" თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა და აეროპორტთან ახლოს ჩამოვარდა.

ჩვენი საელჩო აზუსტებს ინფორმაციას ტრაგედიის მიზეზებისა და დაღუპულთა სიების შესახებ" - წერს სოციალურ ქსელში ზელენსკი.

პრეზიდენტმა გამოთქვა ღრმა მწუხარება ტრაგედიის გამო და დაღუპულთა ახლობლებს მიუსამძიმრა.

დღეს ირანში უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების კუთვნილმა ბოინგ-737-ის ტიპის თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა. თვითმფრინავი, რომელიც კიევში უნდა გამგზავრებულიყო, იმამ ხომეინის აეროპორტიდან აფრენიდან მალევე ჩამოვარდა. ავიაკატასტროფის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

ირანის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ხელმძღვანელის თქმით, აეროპორტთან ახლოს, სადაც თვითმფრინავს ცეცხლი უკიდია, სამაშველო ჯგუფები მუშაობენ.

არსებული ინფორმაციით, ბორტზე მყოფი 180-ვე ადამიანი გარდაიცვალა.

ბაქოში აქციაზე ოპოზიციის ლიდერები დააკავეს - რა ინფორმაცია ვრცელდება სოციალურ ქსელებში

დიდ ბრიტანეთში შტორმს 2 ადამიანი ემსხვერპლა - უახლოეს დღეებში შტორმის კიდევ უფრო გაძლიერებას ელოდებიან

ძალიან პოპულარული გავხდი ამერიკაში, ამაზე ყოველთვის ვოცნებობდი - ვლადიმერ ზელენსკი