ირანში უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების კუთვნილმა ბოინგ-737-ის ტიპის თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა, - ამის შესახებ ინფორმაციას "ბიბისი“ ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, თვითმფრინავი, რომელიც კიევში უნდა გამგზავრებულიყო, იმამ ხომეინის აეროპორტიდან აფრენიდან მალევე ჩამოვარდა.
ავიაკატასტროფის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.
نخستین ویدئو از سقوط هواپیمای اوکراینی اطراف شهریار pic.twitter.com/M3bZiLLryQ
— خبرگزاری ایسنا (@isna_farsi) January 8, 2020
ირანის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ხელმძღვანელის თქმით, აეროპორტთან ახლოს, სადაც თვითმფრინავს ცეცხლი უკიდია, სამაშველო ჯგუფებია გაგზავნილი.
ბორტზე 180 ადამიანი იმყოფებოდა. არსებული ინფორმაციით, ყველა მათგანი დაიღუპა.
ჩამოვარდა, თუ ჩამოაგდეს...