საზოგადოება
მეცნიერება
პოლიტიკა

26

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მსოფლიო
სამხედრო
Faceამბები
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თბილისიდან სტამბოლში მიმავალი ავტობუსი ტრაილერს შეეჯახა - არის მსხვერპლი
თბილისიდან სტამბოლში მიმავალი ავტობუსი ტრაილერს შეეჯახა - არის მსხვერპლი

თურ­ქეთ­ში, ილ­გა­ზის რა­ი­ონ­ში, თბი­ლი­სი-სტამ­ბო­ლის ავ­ტო­ბუ­სი­სა და ტრა­ი­ლე­რის შე­ჯა­ხე­ბის შე­დე­გად გარ­დაც­ვლი­ლია თურ­ქე­თის ერთი მო­ქა­ლა­ქე, ხოლო და­შა­ვე­ბუ­ლია სამი. ამის შე­სა­ხებ "ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­დან აც­ნო­ბეს.

რაც შე­ე­ხე­ბა და­ნარ­ჩენ მგზავ­რებს, რომ­ლე­ბიც ავ­ტო­ბუს­ში ის­ხდნენ, სა­გა­რეო უწყე­ბის ცნო­ბით, ამ ეტაპ­ზე არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მათ მსუ­ბუ­ქი და­ზი­ა­ნე­ბე­ბი აღე­ნიშ­ნე­ბათ.

"შემ­თხვე­ვის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლი არი­ან სა­ქარ­თვე­ლოს სა­კონ­სუ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბი ან­კა­რა­სა და სტამ­ბოლ­ში. ისი­ნი ოპე­რა­ტი­ულ კავ­შირ­ზე იმ­ყო­ფე­ბი­ან თურ­ქე­თის სა­მარ­თლა­დამ­ცავ სტრუქ­ტუ­რებ­თან და ამ წუ­თებ­შიც იღე­ბენ ინ­ფორ­მა­ცი­ას ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვის შე­დე­გად და­შა­ვე­ბუ­ლი პი­რე­ბის შე­სა­ხებ. ამ დრო­ის­თვის არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­ღუ­პუ­ლია თურ­ქე­თის ერთი მო­ქა­ლა­ქე და მძი­მედ და­შა­ვე­ბუ­ლია თურ­ქე­თის ასე­ვე 3 მო­ქა­ლა­ქე, რაც შე­ე­ხე­ბა და­ნარ­ჩენ 21 ადა­მი­ანს ამ ეტაპ­ზე არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მათ აღე­ნიშ­ნე­ბათ მსუ­ბუ­ქი და­ზი­ა­ნე­ბე­ბი. მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა დგინ­დე­ბა“, - აცხა­დე­ბენ სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში.

ავ­ტო­ბუ­სი რე­ისს თბი­ლი­სი­დან სტამ­ბო­ლის მი­მარ­თუ­ლე­ბით ას­რუ­ლებ­და. თურ­ქუ­ლი მე­დი­ის ცნო­ბით, ავ­ტო­ბუს­ში ძი­რი­თა­დად სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი ის­ხდნენ.

სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვის შე­დე­გად და­შა­ვე­ბუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს 25 მო­ქა­ლა­ქე სამ­შობ­ლო­ში გა­მო­ემ­გზავ­რა. უწყე­ბა­ში აცხა­დე­ბენ რომ, სხე­უ­ლის და­ზი­ა­ნე­ბე­ბი მი­ი­ღო სა­ქარ­თვე­ლოს ერ­თმა მო­ქა­ლა­ქემ, რო­მელ­საც ჩა­უ­ტარ­და ქი­რურ­გი­უ­ლი ოპე­რა­ცია.

"და­შა­ვე­ბუ­ლი მო­ქა­ლა­ქე ჩან­ქი­რის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მო­ი­ნა­ხუ­ლა თურ­ქე­თის რეს­პუბ­ლი­კა­ში სა­ქარ­თვე­ლოს სა­ელ­ჩოს თა­ნამ­შრო­მელ­მა. დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი წარ­მო­მად­გენ­ლო­ბა მუდ­მივ კავ­შირ­ზე რჩე­ბა, რო­გორც თურ­ქე­თის შე­სა­ბა­მის უწყე­ბებ­თან, ასე­ვე სატ­რან­სპორ­ტო კომ­პა­ნი­ას­თან და სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის ოჯა­ხის წევ­რებ­თან. მომ­ხდარ­ზე მიმ­დი­ნა­რე­ობს გა­მო­ძი­ე­ბა" -ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

ავტორი:

თბილისიდან სტამბოლში მიმავალი ავტობუსი ტრაილერს შეეჯახა - არის მსხვერპლი

თბილისიდან სტამბოლში მიმავალი ავტობუსი ტრაილერს შეეჯახა - არის მსხვერპლი

თურქეთში, ილგაზის რაიონში, თბილისი-სტამბოლის ავტობუსისა და ტრაილერის შეჯახების შედეგად გარდაცვლილია თურქეთის ერთი მოქალაქე, ხოლო დაშავებულია სამი. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.

რაც შეეხება დანარჩენ მგზავრებს, რომლებიც ავტობუსში ისხდნენ, საგარეო უწყების ცნობით, ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, მათ მსუბუქი დაზიანებები აღენიშნებათ.

"შემთხვევის შესახებ ინფორმირებული არიან საქართველოს საკონსულო დაწესებულებები ანკარასა და სტამბოლში. ისინი ოპერატიულ კავშირზე იმყოფებიან თურქეთის სამართლადამცავ სტრუქტურებთან და ამ წუთებშიც იღებენ ინფორმაციას ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული პირების შესახებ. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, დაღუპულია თურქეთის ერთი მოქალაქე და მძიმედ დაშავებულია თურქეთის ასევე 3 მოქალაქე, რაც შეეხება დანარჩენ 21 ადამიანს ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, მათ აღენიშნებათ მსუბუქი დაზიანებები. მოქალაქეობა დგინდება“, - აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.

ავტობუსი რეისს თბილისიდან სტამბოლის მიმართულებით ასრულებდა. თურქული მედიის ცნობით, ავტობუსში ძირითადად საქართველოს მოქალაქეები ისხდნენ.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული საქართველოს 25 მოქალაქე სამშობლოში გამოემგზავრა. უწყებაში აცხადებენ რომ, სხეულის დაზიანებები მიიღო საქართველოს ერთმა მოქალაქემ, რომელსაც ჩაუტარდა ქირურგიული ოპერაცია.

"დაშავებული მოქალაქე ჩანქირის საავადმყოფოში მოინახულა თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს თანამშრომელმა. დიპლომატიური წარმომადგენლობა მუდმივ კავშირზე რჩება, როგორც თურქეთის შესაბამის უწყებებთან, ასევე სატრანსპორტო კომპანიასთან და საქართველოს მოქალაქეების ოჯახის წევრებთან. მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება" -ნათქვამია ინფორმაციაში.

წმ. იოაკიმესა და ანას სახელობის სამედიცინო ცენტრში მშობიარე ქალი დაიღუპა - რას ამბობენ ახლობლები და კლინიკის დირექტორი

თბილისის ზღვაზე ერთმანეთს სამი ავტომანქანა შეეჯახა - გარდაცვლილია ერთი ადამიანი

მეტრო "სადგურის მოედანზე" მგზავრი ლიანდაგებში ჩავარდა