პოლიტიკა
მსოფლიო

26

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
სამხედრო
Faceამბები
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ ვიმოგზაუროთ სხვა სამყაროებში ანუ ტოპ 5 წიგნი სადღესასწაულო დღეების გასამრავალფეროვნებლად
როგორ ვიმოგზაუროთ სხვა სამყაროებში ანუ ტოპ 5 წიგნი სადღესასწაულო დღეების გასამრავალფეროვნებლად

ახა­ლი წელი ჯა­დოს­ნო­ბის, ახალ სამ­ყა­რო­ებ­ში მოგ­ზა­უ­რო­ბის და სა­კუ­თარ თავ­ზე ზრუნ­ვის დროა. სა­ა­ხალ­წლო სუფ­რი­სა და მე­გობ­რებ­თან გარ­თო­ბის შემ­დეგ თა­ვი­სუ­ფალ დროს წიგ­ნის კი­თხვას თუ და­უთ­მობთ, მერ­წმუ­ნეთ, ეს თქვენს დღე­ებს კი­დევ უფრო სა­ინ­ტე­რე­სოს და ზღაპ­რულს გახ­დის. ხომ გახ­სოვთ „ყო­ვე­ლი ახა­ლი წიგ­ნი თვალ­წინ გვიშ­ლის ახალ სამ­ყა­როს“.

თუკი ახა­ლი წლის გა­ტა­რე­ბას „ჯერ სახ­ლში და მე­რეც სახ­ლში“ აპი­რებთ, წიგ­ნი თქვენ­თვის ისე­თი­ვე აუ­ცი­ლე­ბე­ლია, რო­გორც სან­ტას­თვის მარ­ხი­ლი.

აღა­რა­ფე­რი ვთქვათ იმა­ზე, რომ წიგ­ნი ყვე­ლა დრო­ის სა­უ­კე­თე­სო სა­ჩუ­ქა­რია, რად­გან ამით ად­რე­სატს სხვა სამ­ყა­რო­ში მოგ­ზა­უ­რო­ბის შანსს და წა­რუშ­ლელ ემო­ცი­ებს სთა­ვა­ზობთ.

სი­ნამ­დვი­ლე­ში კი წიგ­ნე­ბის არ­ჩე­ვა მარ­ტი­ვი არაა. ამ ბლოგ­ში არ­ჩე­ვა­ნი ქარ­თვე­ლი თა­ნა­მედ­რო­ვე ავ­ტო­რე­ბის წიგ­ნებ­ზე შე­ვა­ჩე­რე. ისი­ნი სამ­ყა­როს ისე­ვე ხე­და­ვენ, რო­გორც ჩვენ. შე­სა­ბა­მი­სად, მათი მო­ნა­თხრო­ბი ის­ტო­რი­ე­ბი ჩვენ­თვის ბევ­რად უფრო გა­სა­გე­ბია, ვიდ­რე უცხო­ე­ლე­ბის. მათი ის­ტო­რი­ე­ბი კი სულ სხვა სამ­ყა­რო­ებს გვაჩ­ვე­ნებს, რომ­ლე­ბიც შე­საძ­ლოა, ჩვენ გვერ­დით ვი­თარ­დე­ბა, მაგ­რამ ამა­ზე არა­ფე­რი ვი­ცით.

მაშ ასე - ტოპ 5 წიგ­ნი სა­ჩუქ­რად და სა­დღე­სას­წა­უ­ლო გან­წყო­ბის ასა­მაღ­ლებ­ლად:

ნი­კო­ლას მა­ჩა­ბე­ლი - "ჩა­ი­ნა კონ­ტრას­ტე­ბი­დან"

ნი­კო­ლას მა­ჩა­ბე­ლი, კონ­კურ­სის "გახ­დი ბესტსე­ლე­რის ავ­ტო­რი 2019"-ის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლია. მისი წიგ­ნი ჟი­უ­რის რჩე­უ­ლი გახ­და. ნა­წარ­მო­ე­ბი „ჩა­ი­ნა კონ­ტრას­ტე­ბი­დან“ ქარ­თვე­ლი ემიგ­რან­ტის მის­ტი­კი­თა და მო­უ­ლოდ­ნე­ლო­ბე­ბით სავ­სე ჩი­ნურ გა­მოც­დი­ლე­ბას აღ­წერს, მკი­თხველს უამ­ბობს, რას ნიშ­ნავს დარ­ჩე მარ­ტო უცხო გა­რე­მო­ში, აბ­სო­ლუ­ტუ­რად გან­სხვა­ვე­ბულ სამ­ყა­რო­ში, რო­მელ­თა­ნაც არა­ფე­რი გა­კავ­ში­რებს.

ნანი მან­ვე­ლიშ­ვი­ლი - "ოდი­სევ­სის სინ­დრო­მი"

კონ­კურ­სის ფარ­გლებ­ში, ხალ­ხის რჩე­უ­ლი გახ­და ნანი მან­ვე­ლიშ­ვი­ლი, რომ­ლის რო­მა­ნი "ოდი­სევ­სის სინ­დრო­მი" მკი­თხველს ემიგ­რა­ცი­ა­სა და სამ­შობ­ლოს­გან შორს ყოფ­ნის ტკი­ვილ­ზე მო­უ­თხრობს.

სად არის გა­მო­სა­ვა­ლი? ეს შე­კი­თხვა არ დაგ­ტო­ვებთ არც კი­თხვი­სას და არც მისი დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, რად­გან ეს წიგ­ნი ემიგ­რან­ტე­ბის ცხოვ­რე­ბის შე­უ­ლა­მა­ზე­ბე­ლი ასახ­ვაა. თქვენ წი­ნა­შეა წიგ­ნი უცხო ქვეყ­ნებ­ში გა­დახ­ვე­წილ დე­დებ­ზე, ცო­ლებ­ზე, დებ­ზე, რომ­ლე­ბიც თავს დას­ტრი­ა­ლე­ბენ სხვე­ბის შვი­ლებს, რათა სა­კუ­თა­რი შვი­ლე­ბის­თვის პუ­რის ფული გა­მო­ი­მუ­შა­ონ, ებ­რძვი­ან გა­უ­საძ­ლის მო­ნატ­რე­ბას, უვ­ლი­ან დავ­რდო­მილ მო­ხუ­ცებს... ეს არის წიგ­ნი მი­ვი­წყე­ბულ ოც­ნე­ბებ­ზე, მა­ხინჯ სტე­რე­ო­ტი­პებ­ზე, სი­ღა­რი­ბე­ზე, უმო­მავ­ლო­ბა­ზე. წიგ­ნის მთა­ვა­რი გმი­რი რთულ არ­ჩე­ვანს აკე­თებს და უკე­თე­სის იმე­დით სამ­შობ­ლო­დან მი­დის, გარ­კვე­უ­ლი დრო­ის შემ­დეგ კი უჭირს, გა­ერ­კვეს, სწო­რად მო­იქ­ცა თუ არა. ამა­ზე და­ფიქ­რდე­ბა მკი­თხვე­ლიც.

თა­მარ გო­დე­რი­ძე - "ყვა­ვი­ლე­ბი სახ­ლთან ახ­ლოს"

ახალ­გაზ­რდა ქა­ლის, მარ­ტო­სუ­ლი კე­სა­ნეს ცხოვ­რე­ბა­ში დგე­ბა ურ­თუ­ლე­სი მო­მენ­ტი, რაც მის ბავ­შვო­ბას­თან, მის დიდ და ერ­თა­დერთ სიყ­ვა­რულ­თან კვლავ შეხ­ვედ­რას გა­ნა­პი­რო­ბებს. და აქე­დან იწყე­ბა ახა­ლი ეტა­პი, ახა­ლი გზა სრუ­ლი­ად სხვა ქვეყ­ნის­კენ, სხვა ცხოვ­რე­ბის­კენ. კე­სა­ნეს და რო­ნეს საფ­რან­გეთ­ში დიდი წარ­მა­ტე­ბე­ბი ელო­დე­ბათ, დიდი სიყ­ვა­რუ­ლი და დრა­მა­ტუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბი...

თა­მარ გო­დე­რი­ძის "ყვა­ვი­ლე­ბი სახ­ლთან ახ­ლოს" ხალ­ხის რჩე­უ­ლია.

არ­ჩილ ფი­რი­აშ­ვი­ლი - "ფეხ­ბურ­თის მო­თა­მა­შე"

არ­ჩილ ფი­რი­აშ­ვი­ლი ჟი­უ­რის რჩე­უ­ლია. მისი წიგ­ნის მთა­ვა­რი თემა ამ­ბო­ხია - იმ ადა­მი­ა­ნის ამ­ბო­ხი, რო­მე­ლიც ვე­ღარ იტანს სი­ყალ­ბეს და გა­ურ­ბის მას.

ერთ მშვე­ნი­ერ დღეს კაცს წარ­მა­ტე­ბულს, ყვე­ლა­ნა­ირ მი­ზან­მიღ­წე­ულს შე­იძ­ლე­ბა თვა­ლი აე­ხი­ლოს და და­ი­ნა­ხოს, რომ ეს სა­ა­თი­ვით აწყო­ბი­ლი ცხოვ­რე­ბა არის მხო­ლოდ სხვის და­სა­ნა­ხად. სწო­რედ აქ იწყე­ბა პი­როვ­ნუ­ლი ჯან­ყი და სუ­ლი­ე­რი კრი­ზი­სი, თავს წა­მო­ყოფს ბავ­შვო­ბის ტრავ­მე­ბი. და ნი­კიც მი­ა­ტო­ვებს ყვე­ლას და ყვე­ლა­ფერს, ხე­ტი­ა­ლი­სას კი სა­ო­ცარ აღ­მო­ჩე­ნებს აკე­თებს, პო­უ­ლობს ნამ­დვილ ადა­მი­ა­ნებს, რაც მთა­ვა­რია _ სა­კუ­თარ თავს.

თი­ნა­თინ ბე­რი­ძე - "მო­პა­რუ­ლი სიყ­ვა­რუ­ლი"

ზოგ­ჯერ ასეც ხდე­ბა _ შემ­თხვე­ვი­თო­ბამ ან უწყი­ნარ­მა ხუმ­რო­ბამ შე­იძ­ლე­ბა სრუ­ლი­ად შეც­ვა­ლოს თქვე­ნი ცხოვ­რე­ბა. სწო­რედ ამ­გვა­რად გა­და­იკ­ვე­თა არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი, ნი­ჭი­ე­რი, მგრძნო­ბი­ა­რე ახალ­გაზ­რდე­ბის გზე­ბი. წიგ­ნის მოყ­ვა­რულ­თა მიერ ამო­ჩე­მე­ბუ­ლი პა­ტა­რა, მყუდ­რო კა­ფეს ირ­გვლივ გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი დიდი სიყ­ვა­რუ­ლის ამ­ბა­ვი, სი­კე­თით სავ­სე დრა­მა­ტუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბი _ ასე­თია წიგ­ნი, რო­მე­ლიც გულ­გრილს არა­ვის და­ტო­ვებს და რომ­ლის ავ­ტო­რი "პა­ლიტ­რა L"-ის მიერ მო­წყო­ბი­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი კონ­კურ­სის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლია.

ავტორი:

როგორ ვიმოგზაუროთ სხვა სამყაროებში ანუ ტოპ 5 წიგნი სადღესასწაულო დღეების გასამრავალფეროვნებლად

როგორ ვიმოგზაუროთ სხვა სამყაროებში ანუ ტოპ 5 წიგნი სადღესასწაულო დღეების გასამრავალფეროვნებლად

ახალი წელი ჯადოსნობის, ახალ სამყაროებში მოგზაურობის და საკუთარ თავზე ზრუნვის დროა. საახალწლო სუფრისა და მეგობრებთან გართობის შემდეგ თავისუფალ დროს წიგნის კითხვას თუ დაუთმობთ, მერწმუნეთ, ეს თქვენს დღეებს კიდევ უფრო საინტერესოს და ზღაპრულს გახდის. ხომ გახსოვთ „ყოველი ახალი წიგნი თვალწინ გვიშლის ახალ სამყაროს“.

თუკი ახალი წლის გატარებას „ჯერ სახლში და მერეც სახლში“ აპირებთ, წიგნი თქვენთვის ისეთივე აუცილებელია, როგორც სანტასთვის მარხილი.

აღარაფერი ვთქვათ იმაზე, რომ წიგნი ყველა დროის საუკეთესო საჩუქარია, რადგან ამით ადრესატს სხვა სამყაროში მოგზაურობის შანსს და წარუშლელ ემოციებს სთავაზობთ.

სინამდვილეში კი წიგნების არჩევა მარტივი არაა. ამ ბლოგში არჩევანი ქართველი თანამედროვე ავტორების წიგნებზე შევაჩერე. ისინი სამყაროს ისევე ხედავენ, როგორც ჩვენ. შესაბამისად, მათი მონათხრობი ისტორიები ჩვენთვის ბევრად უფრო გასაგებია, ვიდრე უცხოელების. მათი ისტორიები კი სულ სხვა სამყაროებს გვაჩვენებს, რომლებიც შესაძლოა, ჩვენ გვერდით ვითარდება, მაგრამ ამაზე არაფერი ვიცით.

მაშ ასე - ტოპ 5 წიგნი საჩუქრად და სადღესასწაულო განწყობის ასამაღლებლად:

ნიკოლას მაჩაბელი - "ჩაინა კონტრასტებიდან"

ნიკოლას მაჩაბელი, კონკურსის "გახდი ბესტსელერის ავტორი 2019"-ის გამარჯვებულია. მისი წიგნი ჟიურის რჩეული გახდა. ნაწარმოები „ჩაინა კონტრასტებიდან“ ქართველი ემიგრანტის მისტიკითა და მოულოდნელობებით სავსე ჩინურ გამოცდილებას აღწერს, მკითხველს უამბობს, რას ნიშნავს დარჩე მარტო უცხო გარემოში, აბსოლუტურად განსხვავებულ სამყაროში, რომელთანაც არაფერი გაკავშირებს.

ნანი მანველიშვილი - "ოდისევსის სინდრომი"

კონკურსის ფარგლებში, ხალხის რჩეული გახდა ნანი მანველიშვილი, რომლის რომანი "ოდისევსის სინდრომი" მკითხველს ემიგრაციასა და სამშობლოსგან შორს ყოფნის ტკივილზე მოუთხრობს.

სად არის გამოსავალი? ეს შეკითხვა არ დაგტოვებთ არც კითხვისას და არც მისი დასრულების შემდეგ, რადგან ეს წიგნი ემიგრანტების ცხოვრების შეულამაზებელი ასახვაა. თქვენ წინაშეა წიგნი უცხო ქვეყნებში გადახვეწილ დედებზე, ცოლებზე, დებზე, რომლებიც თავს დასტრიალებენ სხვების შვილებს, რათა საკუთარი შვილებისთვის პურის ფული გამოიმუშაონ, ებრძვიან გაუსაძლის მონატრებას, უვლიან დავრდომილ მოხუცებს... ეს არის წიგნი მივიწყებულ ოცნებებზე, მახინჯ სტერეოტიპებზე, სიღარიბეზე, უმომავლობაზე. წიგნის მთავარი გმირი რთულ არჩევანს აკეთებს და უკეთესის იმედით სამშობლოდან მიდის, გარკვეული დროის შემდეგ კი უჭირს, გაერკვეს, სწორად მოიქცა თუ არა. ამაზე დაფიქრდება მკითხველიც.

თამარ გოდერიძე - "ყვავილები სახლთან ახლოს"

ახალგაზრდა ქალის, მარტოსული კესანეს ცხოვრებაში დგება ურთულესი მომენტი, რაც მის ბავშვობასთან, მის დიდ და ერთადერთ სიყვარულთან კვლავ შეხვედრას განაპირობებს. და აქედან იწყება ახალი ეტაპი, ახალი გზა სრულიად სხვა ქვეყნისკენ, სხვა ცხოვრებისკენ. კესანეს და რონეს საფრანგეთში დიდი წარმატებები ელოდებათ, დიდი სიყვარული და დრამატული მოვლენები...

თამარ გოდერიძის "ყვავილები სახლთან ახლოს" ხალხის რჩეულია.

არჩილ ფირიაშვილი - "ფეხბურთის მოთამაშე"

არჩილ ფირიაშვილი ჟიურის რჩეულია. მისი წიგნის მთავარი თემა ამბოხია - იმ ადამიანის ამბოხი, რომელიც ვეღარ იტანს სიყალბეს და გაურბის მას.

ერთ მშვენიერ დღეს კაცს წარმატებულს, ყველანაირ მიზანმიღწეულს შეიძლება თვალი აეხილოს და დაინახოს, რომ ეს საათივით აწყობილი ცხოვრება არის მხოლოდ სხვის დასანახად. სწორედ აქ იწყება პიროვნული ჯანყი და სულიერი კრიზისი, თავს წამოყოფს ბავშვობის ტრავმები. და ნიკიც მიატოვებს ყველას და ყველაფერს, ხეტიალისას კი საოცარ აღმოჩენებს აკეთებს, პოულობს ნამდვილ ადამიანებს, რაც მთავარია _ საკუთარ თავს.

თინათინ ბერიძე - "მოპარული სიყვარული"

ზოგჯერ ასეც ხდება _ შემთხვევითობამ ან უწყინარმა ხუმრობამ შეიძლება სრულიად შეცვალოს თქვენი ცხოვრება. სწორედ ამგვარად გადაიკვეთა არაჩვეულებრივი, ნიჭიერი, მგრძნობიარე ახალგაზრდების გზები. წიგნის მოყვარულთა მიერ ამოჩემებული პატარა, მყუდრო კაფეს ირგვლივ განვითარებული დიდი სიყვარულის ამბავი, სიკეთით სავსე დრამატული მოვლენები _ ასეთია წიგნი, რომელიც გულგრილს არავის დატოვებს და რომლის ავტორი "პალიტრა L"-ის მიერ მოწყობილი ლიტერატურული კონკურსის გამარჯვებულია.

რა ელოდება მკითხველს თბილისის წიგნის საახალწლო ფესტივალზე

რას წაიკითხავთ ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალის, “ისტორიანის“ იანვრის ნომერში

Stamba's Books-შიელიფ შაფაქის "ხუროთმოძღვრის შეგირდის" წარდგენა გაიმართება