"ჩემმა კოლეგა „ქოცებმა“ საერთოდ გააფრინეს" - ასე უპასუხა „ევროპული საქართველოს“ დეპუტატმა ირმა ნადირაშვილმა „ქართული ოცნების“ დეპუტატების ბრალდებებს პარლამენტში სხდომათა დარბაზში გამოწვეულ სუნთან დაკავშირებით.
"დღეს ვიყავი კომიტეტზეც, სხდომათა დარბაზშიც, მაინტერესებდა ერთი საკითხის დაზუსტება - იღებდნენ თუ არა მონაწილეობას კენჭისყრაში დამოუკიდებელი დეპუტატები.
მივედი ნატო ჩხეიძესთან, დაახლოებით 30 წამი გავჩერდი და გამოვედი დარბაზიდან. ძალიან უხერხული და უპასუხისმგებლოა ასეთი განცხადებების გაკეთება. არსებობს კამერების ჩანაწერები, გამოიძახეს ექსპერტ-კრიმინალისტები და როგორც მამუკა მდინარაძე დამპირდა, მოვიდეს და ბოდიში მომიხადოს.
ძალიან უხერხულია, როცა ასე უაპელაციოდ იშვერენ ჩემსკენ ხელს. არ მგონია სერიოზული იყოს ასეთი ქმედება და უაპელაციოდ ხელის გამოშვერა,“ - განაცხადა ნადირაშვილმა.
ის ამ საქმეზე მისთვის ბრალის წაყენებასაც არ გამორიცხავს.
„მას შემდეგ რაც მოვისმინე, რომ გიგი უგულავამ ძიუდოისტი სცემა, ყველაფერი მოსალოდნელია ამ ხელისუფლებისგან. თუ გიგი უგულავას შეუძლია ბრალი წაუყენონ ძიუდოისტის ცემაზე, მეც შეიძლება წამიყენონ ბრალი პარლამენტში რომ ცუდი სუნია. ძალიან მალე დამტკიცდება, რომ ეს ასე არაა,“ - განაცხადა ნადირაშვილმა.
ცხოვრებამ უკვე ისე დაგსაჯა და ისეთი ბრალი გაქ ნაციონალი რომ გქვია რო ისედაც უნდა გითანაგრძნონ იყო ნაციონალი უკვე ავტომატურად ბრალდებულის სკამზე იჯდე იგივეა სადისტები მკვლელები ქვეყნის მტრები ყველაფერზე წამსვლელების პარტია იგივე ევროპული დაქართველოც ხოდა ნეტი რაღა ბრალი გინდა ისედაც ცოდო ხარ!
რაც ეკრანზე ვიხილეთ ეს იყო ორი ქალბატონის ჯგუფურად მოქმედების შედეგი /თუ მათ უნებლიე ფიზიოლოგირი მარცხი არ შეემთხვათ/ სხვა შემთხვევაში ფაქტი დაიდო დაზარალდნენ ადამიანები და ზოგი კრიტიკულადაც კრიმინალის ნიშნებიც სახეზეა