პოლიტიკა
მსოფლიო

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
სამხედრო
Faceამბები
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულ ბერს სასულიერო პირები თავდებში დაუდგებიან
ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულ ბერს სასულიერო პირები თავდებში დაუდგებიან

ზუგ­დი­დის რა­ი­ო­ნუ­ლი სა­სა­მარ­თლო ნარ­კო­და­ნა­შა­უ­ლის­თვის და­კა­ვე­ბუ­ლი ბე­რის აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე დღეს იმ­სჯე­ლებს.

რო­გორც ჟურ­ნა­ლის­ტებს ბრალ­დე­ბუ­ლის ად­ვო­კატ­მა, ჯიტა გუ­ლუ­ამ გა­ნუ­ცხა­და, მას ექ­ნე­ბა შუ­ამ­დგომ­ლო­ბა იმის შე­სა­ხებ, რომ ბრალ­დე­ბუ­ლის მი­მართ სა­სა­მარ­თლომ არ გა­მო­ი­ყე­ნოს პა­ტიმ­რო­ბა.

ად­ვო­კა­ტის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბერს თავ­დებ­ში სხვა­დას­ხვა ეპარ­ქი­ის სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბი და­უდ­გე­ბი­ან.

„ძა­ლი­ან ბევ­რია ისე­თი კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რი ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც ამ­ბობს, რომ ეს ბერი არის მი­სა­ბა­ძი თა­ვი­სი წარ­სუ­ლით. ისიც ადა­მი­ა­ნია, ყვე­ლას და­უდ­გე­ბა გან­საც­დე­ლის ჟამი და ამ ჟამს ჩვენ ვართ მის გვერ­დი­თო. არი­ან სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბი, რომ­ლე­ბიც მას თავ­დებ­ში უდ­გე­ბი­ან“, - აცხა­დებს გუ­ლუა.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ ზუგ­დიდ­ში ნარ­კო­და­ნა­შა­უ­ლის­თვის ორი ადა­მი­ა­ნი, მათ შო­რის, ერთი ბერი და­ა­კა­ვეს. 32 წლის სვი­მონ (გიგა) ქავ­თა­რა­ძე 14 წე­ლია ბე­რია. ამას­თან, და­კა­ვე­ბუ­ლია რო­მან მა­ლა­ნია. ად­ვო­კა­ტი ეჭ­ვობს, რომ სა­სუ­ლი­ე­რო პირ­მა და­ნა­შა­უ­ლი და­იბ­რა­ლა.

იმა­ვეს ეჭ­ვობს მამა იო­სე­ბი, რო­მე­ლიც და­კა­ვე­ბულ სა­სუ­ლი­ე­რო პირს თავ­დებ­ში ჩა­უდ­გა და მისი სა­სა­მარ­თლოს დარ­ბა­ზი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა მო­ი­თხო­ვა.

რო­გორც მამა იო­სე­ბი ამ­ბობს, იცოდ­ნენ, რომ ბერს ალ­კოჰოლ­თან და­კავ­ში­რე­ბით პრობ­ლე­მე­ბი ჰქონ­და.

„ღირ­სე­უ­ლი ადა­მი­ა­ნია, თა­ვი­სი ყვე­ლა ნა­ბი­ჯით. ის არის ჩვე­ნი ეკ­ლე­სი­ის შვი­ლი, ჩვე­ნი ძმა, ჩვე­ნი მე­გო­ბა­რი, ყვე­ლა გვერ­დში უნდა და­ვუდ­გეთ ამ ადა­მი­ანს. მე მას თავ­დებ­ში ვუდ­გე­ბი. სამი სა­სუ­ლი­ე­რო პირი ჩა­უდ­გა თავ­დებ­ში. ჩათ­ვა­ლეთ, რომ არა მარ­ტო მე, არა­მედ მთე­ლი ეპარ­ქია უდ­გე­ბა თავ­დებ­ში. ამ ადა­მი­ანს კარ­გად ვიც­ნობ მე. მას ალ­კოჰოლ­თან და­კავ­ში­რე­ბით პრობ­ლე­მე­ბი რომ ჰქონ­და, ეს ვი­ცო­დი, ჩემ­თვის რამ­დენ­ჯერ­მე შე­მო­უ­ჩივ­ლია.

არ გა­მოვ­რი­ცხავ, რომ იბ­რა­ლებს, მისი ბუ­ნე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე. არ მჯე­რა, რომ ამ ადა­მი­ან­მა ეს ჩა­ი­დი­ნა",- ამ­ბობს მამა იო­სე­ბი.

მო­სა­მარ­თლემ, ნარ­კო­და­ნა­შა­უ­ლის­თვის და­კა­ვე­ბულ ბერს აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა შე­უ­ფარ­და.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
tiko
3

isenic rom miayolot jobdes iqneb

Vano
4

ნაკურთხი იყო ალბად

ავტორი:

ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულ ბერს სასულიერო პირები თავდებში დაუდგებიან

ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულ ბერს სასულიერო პირები თავდებში დაუდგებიან

ზუგდიდის რაიონული სასამართლო ნარკოდანაშაულისთვის დაკავებული ბერის აღკვეთის ღონისძიებაზე დღეს იმსჯელებს.

როგორც ჟურნალისტებს ბრალდებულის ადვოკატმა, ჯიტა გულუამ განუცხადა, მას ექნება შუამდგომლობა იმის შესახებ, რომ ბრალდებულის მიმართ სასამართლომ არ გამოიყენოს პატიმრობა.

ადვოკატის ინფორმაციით, ბერს თავდებში სხვადასხვა ეპარქიის სასულიერო პირები დაუდგებიან.

„ძალიან ბევრია ისეთი კეთილსინდისიერი ადამიანი, რომელიც ამბობს, რომ ეს ბერი არის მისაბაძი თავისი წარსულით. ისიც ადამიანია, ყველას დაუდგება განსაცდელის ჟამი და ამ ჟამს ჩვენ ვართ მის გვერდითო. არიან სასულიერო პირები, რომლებიც მას თავდებში უდგებიან“, - აცხადებს გულუა.

შეგახსენებთ, რომ ზუგდიდში ნარკოდანაშაულისთვის ორი ადამიანი, მათ შორის, ერთი ბერი დააკავეს. 32 წლის სვიმონ (გიგა) ქავთარაძე 14 წელია ბერია. ამასთან, დაკავებულია რომან მალანია. ადვოკატი ეჭვობს, რომ სასულიერო პირმა დანაშაული დაიბრალა.

იმავეს ეჭვობს მამა იოსები, რომელიც დაკავებულ სასულიერო პირს თავდებში ჩაუდგა და მისი სასამართლოს დარბაზიდან გათავისუფლება მოითხოვა.

როგორც მამა იოსები ამბობს, იცოდნენ, რომ ბერს ალკოჰოლთან დაკავშირებით პრობლემები ჰქონდა.

„ღირსეული ადამიანია, თავისი ყველა ნაბიჯით. ის არის ჩვენი ეკლესიის შვილი, ჩვენი ძმა, ჩვენი მეგობარი, ყველა გვერდში უნდა დავუდგეთ ამ ადამიანს. მე მას თავდებში ვუდგები. სამი სასულიერო პირი ჩაუდგა თავდებში. ჩათვალეთ, რომ არა მარტო მე, არამედ მთელი ეპარქია უდგება თავდებში. ამ ადამიანს კარგად ვიცნობ მე. მას ალკოჰოლთან დაკავშირებით პრობლემები რომ ჰქონდა, ეს ვიცოდი, ჩემთვის რამდენჯერმე შემოუჩივლია.

არ გამოვრიცხავ, რომ იბრალებს, მისი ბუნებიდან გამომდინარე. არ მჯერა, რომ ამ ადამიანმა ეს ჩაიდინა",- ამბობს მამა იოსები.

მოსამართლემ, ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულ ბერს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

შსს-მ 9 მილიონამდე ლარის ნარკოტიკული საშუალებები გაანადგურა

დაკავებულია მამაკაცი, რომელმაც 28 წლის ქალი დაჭრა - თავდამსხმელი მსხვერპლს გადასასვლელ ხიდზე დაესხა თავს

დიღომში ქალი დაჭრეს - მისი მდგომარეობა მძიმეა