საზოგადოება
მეცნიერება
პოლიტიკა

26

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მსოფლიო
სამხედრო
Faceამბები
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
11 დაკავებულს შორის პედაგოგი და მოზარდების მშობლები არიან - შსს ბავშვთა პორნოგრაფიის საქმის დეტალებზე
11 დაკავებულს შორის პედაგოგი და მოზარდების მშობლები არიან - შსს ბავშვთა პორნოგრაფიის საქმის დეტალებზე

პო­ლი­ცი­ამ არას­რულ­წლოვ­ნე­ბის პორ­ნოგ­რა­ფი­ის უკა­ნო­ნოდ დამ­ზა­დე­ბა-გა­სა­ღე­ბი­სა და ტრე­ფი­კინ­გის ბრალ­დე­ბით ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ქსე­ლის კი­დევ 11 წევ­რი და­ა­კა­ვა. რო­გორც ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლემ ვლა­დი­მერ ბორ­ცვა­ძემ ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და, და­კა­ვე­ბუ­ლებს შო­რის არი­ან არას­რულ­წლო­ვა­ნი ბავ­შვე­ბის მშობ­ლე­ბი და პე­და­გო­გი და­ა­კა­ვეს.

მი­სი­ვე გან­ცხა­დე­ბით, ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის მიერ ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლი 17-დან 20 წლამ­დე ან უვა­დო თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

უწყე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბით დგინ­დე­ბა, რომ ბრალ­დე­ბუ­ლებს პორ­ნოგ­რა­ფი­უ­ლი ნა­წარ­მო­ე­ბე­ბის დამ­ზა­დე­ბა­ში ჩაბ­მუ­ლი ჰყავ­დათ თა­ვი­ან­თი არას­რულ­წლო­ვა­ნი შვი­ლე­ბი. მშობ­ლებს, გარ­კვე­უ­ლი ანა­ზღა­უ­რე­ბის სა­ნაც­ვლოდ, ბავ­შვე­ბი მიჰ­ყავ­დათ აშშ-ის მო­ქა­ლა­ქის მიერ თბი­ლის­ში კონ­სპი­რა­ცი­უ­ლად მო­წყო­ბილ ფო­ტო­სა­ლონ­ში, სა­დაც ხდე­ბო­და არას­რულ­წლოვ­ნე­ბის პორ­ნოგ­რა­ფი­უ­ლი ში­ნა­არ­სის ფოტო-ვი­დეო მა­სა­ლის გა­და­ღე­ბა, უცხო­ეთ­ში შემ­დგო­მი რე­ა­ლი­ზა­ცი­ის მიზ­ნით.

„ასე­ვე, და­კა­ვე­ბუ­ლია არას­რულ­წლო­ვა­ნი ბავ­შვე­ბის სკო­ლის პე­და­გო­გი, რო­მე­ლიც აქ­ტი­უ­რად იყო ჩარ­თუ­ლი ბავ­შვე­ბის შერ­ჩე­ვა­ში და მიმ­დი­ნა­რე წლის სექ­ტემ­ბერ­ში და­კა­ვე­ბულ აშშ-ის მო­ქა­ლა­ქეს და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი საქ­მი­ა­ნო­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ში ეხ­მა­რე­ბო­და.

ამა­ვე საქ­მე­ზე, მიმ­დი­ნა­რე წლის სექ­ტემ­ბერ­ში, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს, გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რა­ტუ­რის, ევ­რო­პო­ლის, ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი­სა და ავ­სტრა­ლი­ის სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი უწყე­ბე­ბის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, ერ­თობ­ლი­ვად ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ინ­ტენ­სი­უ­რი სა­გა­მო­ძი­ე­ბო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის შე­დე­გად, ბავ­შვთა პორ­ნოგ­რა­ფი­ის და­მამ­ზა­დე­ბე­ლი ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ქსე­ლი გა­მო­ავ­ლი­ნეს. სექ­ტემ­ბერ­ში, პირ­ველ ეტაპ­ზე, სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა აღ­ნიშ­ნუ­ლი ქსე­ლის 11 წევ­რი და­ა­კა­ვეს. ამ და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის ბრალ­დე­ბით, სულ და­კა­ვე­ბუ­ლია 22 პირი.

და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი არას­რულ­წლოვ­ნე­ბის უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვის მიზ­ნით, გრძელ­დე­ბა შე­სა­ბა­მი­სი ფსი­ქო-სო­ცი­ა­ლუ­რი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი.

გა­მო­ძი­ე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს სა­ქარ­თვე­ლოს სსკ-ის 255-ე მუხ­ლის მე-3 ნა­წი­ლით, 143-პრი­მა-2 მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლის „ბ“ ქვე­პუნ­ქტით, მე-3 ნა­წი­ლის „გ“ ქვე­პუნ­ქტით და ამა­ვე მუხ­ლის მე-4 ნა­წი­ლის „ა“ ქვე­პუნ­ქტით, რაც წი­ნას­წა­რი შეც­ნო­ბით არას­რულ­წლოვ­ნის გა­მო­სა­ხუ­ლე­ბის შემ­ცვე­ლი პორ­ნოგ­რა­ფი­უ­ლი ნა­წარ­მო­ე­ბის უკა­ნო­ნოდ დამ­ზა­დე­ბა-გა­სა­ღე­ბას, ასე­ვე, ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი ჯგუ­ფის მიერ ორი ან მეტი არას­რულ­წლოვ­ნის მი­მართ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ ტრე­ფი­კინგს გუ­ლის­ხმობს“, - აღ­ნიშ­ნეს უწყე­ბა­ში.

მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
keti
3

eget mshoblebs mshoblis statusi unda chamoertvas sxvaa mere ramden cels miscemen 

g55
3

დახვრეტა შემოიღეთ გარყვნილ ქმედებებზე არასრულწლოვანების მიმართ. 

ავტორი:

11 დაკავებულს შორის პედაგოგი და მოზარდების მშობლები არიან - შსს ბავშვთა პორნოგრაფიის საქმის დეტალებზე

11 დაკავებულს შორის პედაგოგი და მოზარდების მშობლები არიან - შსს ბავშვთა პორნოგრაფიის საქმის დეტალებზე

პოლიციამ არასრულწლოვნების პორნოგრაფიის უკანონოდ დამზადება-გასაღებისა და ტრეფიკინგის ბრალდებით ორგანიზებული დანაშაულებრივი ქსელის კიდევ 11 წევრი დააკავა. როგორც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ვლადიმერ ბორცვაძემ ბრიფინგზე განაცხადა, დაკავებულებს შორის არიან არასრულწლოვანი ბავშვების მშობლები და პედაგოგი დააკავეს.

მისივე განცხადებით, ბრალდებულების მიერ ჩადენილი დანაშაული 17-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

უწყების ინფორმაციით, ჩატარებული გამოძიებით დგინდება, რომ ბრალდებულებს პორნოგრაფიული ნაწარმოებების დამზადებაში ჩაბმული ჰყავდათ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები. მშობლებს, გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ, ბავშვები მიჰყავდათ აშშ-ის მოქალაქის მიერ თბილისში კონსპირაციულად მოწყობილ ფოტოსალონში, სადაც ხდებოდა არასრულწლოვნების პორნოგრაფიული შინაარსის ფოტო-ვიდეო მასალის გადაღება, უცხოეთში შემდგომი რეალიზაციის მიზნით.

„ასევე, დაკავებულია არასრულწლოვანი ბავშვების სკოლის პედაგოგი, რომელიც აქტიურად იყო ჩართული ბავშვების შერჩევაში და მიმდინარე წლის სექტემბერში დაკავებულ აშშ-ის მოქალაქეს დანაშაულებრივი საქმიანობის განხორციელებაში ეხმარებოდა.

ამავე საქმეზე, მიმდინარე წლის სექტემბერში, შინაგან საქმეთა სამინისტროს, გენერალური პროკურატურის, ევროპოლის, ამერიკის შეერთებული შტატებისა და ავსტრალიის სამართალდამცავი უწყებების თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ინტენსიური საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ბავშვთა პორნოგრაფიის დამამზადებელი ორგანიზებული დანაშაულებრივი ქსელი გამოავლინეს. სექტემბერში, პირველ ეტაპზე, სამართალდამცველებმა აღნიშნული ქსელის 11 წევრი დააკავეს. ამ დანაშაულის ჩადენის ბრალდებით, სულ დაკავებულია 22 პირი.

დაზარალებული არასრულწლოვნების უფლებების დაცვის მიზნით, გრძელდება შესაბამისი ფსიქო-სოციალური ღონისძიებები.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 255-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 143-პრიმა-2 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რაც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოების უკანონოდ დამზადება-გასაღებას, ასევე, ორგანიზებული ჯგუფის მიერ ორი ან მეტი არასრულწლოვნის მიმართ განხორციელებულ ტრეფიკინგს გულისხმობს“, - აღნიშნეს უწყებაში.

"ყველა მშობელმა იცოდა, რომ მამაკაცი კლიენტებისთვის იყო ფოტოები" - პროკურორი ბრალდებულებს შორის მიმოწერასა და საქმის ახალ დეტალებზე

"ათივე მშობელი და მასწავლებელი ინფორმირებული იყო ფოტოსესიის შესახებ... ყველა ესწრებოდა გადაღებას" - ბავშვთა პორნოგრაფიის საქმის დეტალები

ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულ ბერს სასულიერო პირები თავდებში დაუდგებიან