საზოგადოება
მეცნიერება
პოლიტიკა

26

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მსოფლიო
სამხედრო
Faceამბები
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თემირლან მაჩალიკაშვილის საქმის ძიება, შესაძლოა, შეწყდეს - რა ეტაპზეა გამოძიება და რას ამბობს ოჯახი
თემირლან მაჩალიკაშვილის საქმის ძიება, შესაძლოა, შეწყდეს - რა ეტაპზეა გამოძიება და რას ამბობს ოჯახი

პან­კი­სის ხე­ო­ბა­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სპე­ცო­პე­რა­ცი­ის შე­დე­გად დაჭ­რი­ლი თე­მირ­ლან მა­ჩა­ლი­კაშ­ვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბა, შე­საძ­ლოა, შე­წყდეს.

რო­გორც „ინ­ტერპრეს­ნი­უ­სის­თვის“ ექ­სკლუ­ზი­უ­რად გახ­და ცნო­ბი­ლი, პრო­კუ­რა­ტუ­რამ თე­მირ­ლან მა­ჩა­ლი­კაშ­ვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბა ფაქ­ტობ­რი­ვად, და­ას­რუ­ლა და სპეც­და­ნიშ­ნუ­ლე­ბის რაზ­მის თა­ნამ­შრომ­ლე­ბის მხრი­დან სამ­სა­ხუ­რე­ობ­რი­ვი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის შე­საძ­ლო გა­და­მე­ტე­ბა ვერ და­ად­გი­ნა.

ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლი წყა­როს ცნო­ბით, სა­გა­მო­ძი­ე­ბო უწყე­ბის შე­მა­ჯა­მე­ბე­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მიმ­დი­ნა­რე თვის გან­მავ­ლო­ბა­ში გახ­დე­ბა ცნო­ბი­ლი.

თე­მირ­ლან მა­ჩა­ლი­კა­ში­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბის შე­საძ­ლო და­ხურ­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბით „ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი“ მა­ჩა­ლი­კაშ­ვი­ლე­ბის ოჯა­ხის ად­ვო­კატს ესა­უბ­რა. მა­რი­ამ კუბ­ლაშ­ვი­ლის შე­ფა­სე­ბით, აღ­ნიშ­ნუ­ლი საქ­მის ობი­ექ­ტუ­რი გა­მო­ძი­ე­ბის­თვის პო­ლი­ტი­კუ­რი ნება არ არ­სე­ბობს.

რას ჰქვია საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბა შე­წყდე­ბა? თე­მირ­ლა­ნის საქ­მე არ და­ი­ხუ­რე­ბა! თე­მირ­ლა­ნის საქ­მე ამ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ჩა­მო­ამ­ხობს! - ასე ეხ­მა­უ­რე­ბა ამ­ბავს თე­მირ­ლან მა­ჩა­ლი­კაშ­ვი­ლის მამა, მალ­ხაზ მა­ჩა­ლი­კაშ­ვი­ლი.

რო­გორც „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ მალ­ხაზ მა­ჩა­ლი­კაშ­ვილ­მა გა­ნუ­ცხა­და, იქამ­დე, ვიდ­რე სა­ხელ­მწი­ფო მისი ოჯა­ხის წი­ნა­შე ჩა­დე­ნილ და­ნა­შა­ულს არ აღი­ა­რებს, ბრძო­ლას არ შე­წყვეტს.

„ამ სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით არა­ნა­ი­რი ინ­ფორ­მა­ცია არ მაქვს. რას ჰქვია შე­წყდე­ბა? თე­მირ­ლა­ნის საქ­მე არ და­ი­ხუ­რე­ბა! თე­მირ­ლა­ნის საქ­მე ამ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ჩა­მო­ამ­ხობს.

მო­ვი­თხოვ, სა­ხელ­მწი­ფომ და­ნა­შა­უ­ლი აღი­ა­როს. ამ სის­ხლი­ან და ბო­როტ სის­ტე­მას ვა­ი­ძუ­ლებ, შეც­დო­მა აღი­ა­როს. რას ჰქვია და­ნა­შა­ულს არ აღი­ა­რე­ბენ? აღი­ა­რე­ბენ! მე იმის­თვის ვიბ­რძვი, რომ სა­ხელ­მწი­ფომ და­ნა­შა­უ­ლი აღი­ა­როს. თუ არ აღი­ა­რეს, არას­დროს ვყო­ფილ­ვარ „ა გეგ­მით“, „ა გეგ­მას ბ გეგ­მა“ ახ­ლავს თან“, - გა­ნა­ცხა­და მა­ჩა­ლი­კაშ­ვილ­მა.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ 19 წლის თე­მირ­ლან მა­ჩა­ლი­კაშ­ვი­ლი 2017 წლის 26 დე­კემ­ბერს, სუს-ის მიერ პან­კის­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სპე­ცო­პე­რა­ცი­ი­სას თა­ვის არე­ში და­იჭ­რა. იგი 10 იან­ვარს, კლი­ნი­კა­ში გარ­და­იც­ვა­ლა. ოჯა­ხი სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შრომ­ლებს უდა­ნა­შა­უ­ლო ადა­მი­ა­ნის გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა­ში ადა­ნა­შა­უ­ლებს და იმ სპეც­რაზ­მე­ლის დას­ჯას მო­ი­თხოვს, რო­მელ­მაც თე­მირ­ლან მა­ჩა­ლი­კაშ­ვი­ლის მი­მართ გას­რო­ლა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა. საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბა პრო­კუ­რა­ტუ­რამ სწო­რედ მა­ჩა­ლი­კაშ­ვი­ლე­ბის ოჯა­ხის მო­თხოვ­ნის სა­ფუძ­ველ­ზე და­ი­წყო.

მკითხველის კომენტარები / 12 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ვოოტ
60
მაჩალიკაშვილს აშკარად გაუმართლა, რომ ვერ გადარჩა... შედარებისთვის, მაკო გომურის მაგალითიც საკმარისია, რომელზეც ზეკაცის პროკურატურა გაღმა აპირებს საქმის აღძვრას იმ მოტივით, რომ მან განგებ დაუხვედრა თვალი სრულიად სხვა მიმართულებით გასროლილ ტყვიას და გრიშა-თუნგების გარდა უამრავი ჩვენი თანამემამულე დამეთანხმება რომ ეს აბსოლუტური ჭეშმარიტებაა და არანაირ სჯა-ბაას-დისკუსიებს ექვემდებარება...
guga
55
უნამუსოები მძინარე მოკლეს ნაცებს დაემსგავსენ
ავტორი:

თემირლან მაჩალიკაშვილის საქმის ძიება, შესაძლოა, შეწყდეს - რა ეტაპზეა გამოძიება და რას ამბობს ოჯახი

თემირლან მაჩალიკაშვილის საქმის ძიება, შესაძლოა, შეწყდეს - რა ეტაპზეა გამოძიება და რას ამბობს ოჯახი

პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება, შესაძლოა, შეწყდეს.

როგორც „ინტერპრესნიუსისთვის“ ექსკლუზიურად გახდა ცნობილი, პროკურატურამ თემირლან მაჩალიკაშვილის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება ფაქტობრივად, დაასრულა და სპეცდანიშნულების რაზმის თანამშრომლების მხრიდან სამსახურეობრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტება ვერ დაადგინა.

ინფორმირებული წყაროს ცნობით, საგამოძიებო უწყების შემაჯამებელი გადაწყვეტილება მიმდინარე თვის განმავლობაში გახდება ცნობილი.

თემირლან მაჩალიკაშილის გარდაცვალების საქმეზე გამოძიების შესაძლო დახურვასთან დაკავშირებით „ინტერპრესნიუსი“ მაჩალიკაშვილების ოჯახის ადვოკატს ესაუბრა. მარიამ კუბლაშვილის შეფასებით, აღნიშნული საქმის ობიექტური გამოძიებისთვის პოლიტიკური ნება არ არსებობს.

რას ჰქვია საქმეზე გამოძიება შეწყდება? თემირლანის საქმე არ დაიხურება! თემირლანის საქმე ამ ხელისუფლებას ჩამოამხობს! - ასე ეხმაურება ამბავს თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ მალხაზ მაჩალიკაშვილმა განუცხადა, იქამდე, ვიდრე სახელმწიფო მისი ოჯახის წინაშე ჩადენილ დანაშაულს არ აღიარებს, ბრძოლას არ შეწყვეტს.

„ამ საკითხთან დაკავშირებით არანაირი ინფორმაცია არ მაქვს. რას ჰქვია შეწყდება? თემირლანის საქმე არ დაიხურება! თემირლანის საქმე ამ ხელისუფლებას ჩამოამხობს.

მოვითხოვ, სახელმწიფომ დანაშაული აღიაროს. ამ სისხლიან და ბოროტ სისტემას ვაიძულებ, შეცდომა აღიაროს. რას ჰქვია დანაშაულს არ აღიარებენ? აღიარებენ! მე იმისთვის ვიბრძვი, რომ სახელმწიფომ დანაშაული აღიაროს. თუ არ აღიარეს, არასდროს ვყოფილვარ „ა გეგმით“, „ა გეგმას ბ გეგმა“ ახლავს თან“, - განაცხადა მაჩალიკაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი 2017 წლის 26 დეკემბერს, სუს-ის მიერ პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციისას თავის არეში დაიჭრა. იგი 10 იანვარს, კლინიკაში გარდაიცვალა. ოჯახი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებს უდანაშაულო ადამიანის განზრახ მკვლელობაში ადანაშაულებს და იმ სპეცრაზმელის დასჯას მოითხოვს, რომელმაც თემირლან მაჩალიკაშვილის მიმართ გასროლა განახორციელა. საქმეზე გამოძიება პროკურატურამ სწორედ მაჩალიკაშვილების ოჯახის მოთხოვნის საფუძველზე დაიწყო.

ქორწინების მიზნით, 19 წლის გოგოსთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით 3 პირი დააკავეს

თბილისში, პაბლო პიკასოს ქუჩაზე ცეცხლსასროლი იარაღით მამაკაცი მოკლეს

"ვინაიდან გადაწყვეტილი ჰქონდა მოკვლა, გაქცულ მეუღლეს დაეწია და კვლავ დანა დაარტყა" - პროკურატურა ხაშურში მომხდარ დაჭრის ფაქტზე